„1–7 დეკემბერი: „ხილვა გარდაცვლილთა გამოსყიდვის შესახებ“: მოძღვრება და აღთქმები 137–138“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 137–138“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
დეტალი ნახატიდან Christ Preaching in the Spirit World [ქრისტე ქადაგებს სულების სამყაროში], რობერტ ტ. ბარეტის მიერ
1–7 დეკემბერი: „ხილვა გარდაცვლილთა გამოსყიდვის შესახებ“
მოძღვრება და აღთქმები 137–138
გამოცხადებებს, რომლებიც ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმები 137 და 138 -ში ერთმანეთს 80 წელი და 2400 კილომეტრზე მეტი აშორებს. ნაწილი 137 წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ 1836 წელს კირტლანდის ტაძარში იქნა მიღებული და ნაწილი 138 მიღებულ იქნა ჯოზეფ ფ. სმითის, ეკლესიის მეექვსე პრეზიდენტის, მიერ 1918 წელს სოლთ-ლეიქ-სითიში. მოძღვრების თვალსაზრისით, ეს ორი ხილვა ერთმანეთის გვერდით უნდა იყოს. ორივე პასუხობს კითხვებს, რომლებიც ბევრ ადამიანს — მათ შორის უფლის წინასწარმეტყველებს აქვთ — სიკვდილის შემდეგ ცხოვრების შესახებ. ჯოზეფ სმითს აინტერესებდა მისი ძმის, ალვინის ბედი, რომელიც მოუნათლავად გარდაიცვალა. ჯოზეფ ფ. სმითი, რომელმაც ორივე მშობელი და 13 შვილი უდროოd დაკარგა, ხშირად ფიქრობდა სულების სამყაროზე და იქ სახარების ქადაგებაზე.
ნაწილი 137 ნათელს ჰფენს ღვთის შვილების ბედს მომავალ ცხოვრებაში, ხოლო ნაწილი138 ფარდას უფრო ფართოდ ხსნის. ორივე გამოცხადება ერთად მოწმობს „დიად და საოცარ სიყვარულზე, გამოვლენილს მამისა და ძის მიერ“ (მოძღვრება და აღთქმები 138:3).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მოძღვრება და აღთქმები 137; 138:30–37, 57–60
ზეციური მამის ყველა შვილს ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს მარადიული სიცოცხლე.
ალვინ სმითი, წინასწარმეტყველ ჯოზეფის საყვარელი ძმა, ღმერთის მიერ ნათლობის უფლების აღდგენამდე 6 წლით ადრე გარდაიცვალა. 1836 წელს ზოგიერთ ქრისტიანს შორის გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ თუ ადამიანი მოუნათლავად მოკვდებოდა, ის ვერ მოხვდებოდა სამოთხეში. ჯოზეფს წლების განმავლობაში აინტერესებდა ალვინის მარადიული ხსნის საკითხი— ვიდრე მოძღვრება და აღთქმები 137-ში მიიღებდა გამოცხადებას.
დღეს ბევრ ადამიანს აქვს მსგავსი შეკითხვები. რატომ მოითხოვდა ღმერთი წეს-ჩვეულებებსა და აღთქმებს, როდესაც ამდენ ადამიანს არასოდეს ჰქონია მათი მიღების შესაძლებლობა? რას ეტყოდი ადამიანს, რომელსაც ეს აინტერესებს? როგორ გააძლიერებდი მათ რწმენას ღვთისა და ხსნისათვის მისი მოთხოვნების მიმართ? ჭეშმარიტებები, რომელთა გაზიარებაც შეგიძლია, ეძიე ნაწილი 137 და ნაწილი 138:30–37, 57–60-ში. შეგიძლია ასევე ეძიო ეს ჭეშმარიტებები საგალობელში “The Glorious Gospel Light Has Shone” (Hymns, no. 283) და პრეზიდენტ ჰენრი ბ. აირინგის გზავნილში “Gathering the Family of God” (Liahona, May 2017, 19–22).
როდესაც სწავლობ და მსჯელობ, შეგიძლია ჩაწერო შენი შთაბეჭდილებები შემდეგი სახის წინადადებების დასრულებით:
-
ამ გამოცხადებების გამო, მე ვიცი, რომ ზეციური მამა .
-
ამ გამოცხადებების გამო, მე ვიცი, რომ მამის გეგმა ხსნისათვის .
-
ამ გამოცხადებების გამო, მე მინდა, რომ .
ასევე იხილე Saints, 1:232–35.
მოძღვრება და აღთქმები 138:1–11, 25–30
წმინდა წერილების კითხვა და მათზე მსჯელობა მამზადებს მე გამოცხადების მისაღებად.
ხანდახან გამოცხადება მოდის მიუხედავად იმისა, ჩვენ მას ვეძიებთ თუ არა. თუმცა უფრო ხშირად ის მოდის იმიტომ, რომ ჩვენ მონდომებით ვეძიებთ მას და ვემზადებით მისთვის. მოძღვრება და აღთქმები 138:1–11, 25–30-ს კითხვისას აღნიშნე, რაზე მსჯელობდა პრეზიდენტი ჯოზეფ ფ. სმითი, როდესაც „აეხილა გონების თვალები“. მისი გამოცდილება შეგიძლია შეადარო 1 ნეფი 11:1–6; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:12–19-ს. შემდეგ იფიქრე, როგორ მიჰბაძო პრეზიდენტ სმითის მაგალითს. მაგალითად, რა ცვლილებებს შეიტანდი წმინდა წერილების სწავლის პროცესში, რათა მეტი პირადი გამოცხადება მიიღო?
მის გზავნილში „ხილვა გარდაცვლილთა გამოსყიდვის შესახებ“ (Liahona, ნოემბერი, 2018, 71–74), პრეზიდენტმა მ. რასელ ბალარდმა მიუთითა, თუ სხვა რა გზებით იყო პრეზიდენტი სმითი მომზადებული ამ გამოცხადების მისაღებად. რას სწავლობ მისი გამოცდილებიდან? იფიქრე, როგორ მოგამზადა უფალმა შენი გამოცდილებებისთვის და როგორ გამზადებს ის მომავალი გამოცდილებებისთვის.
ასევე იხილე Saints, 3:202–5; “Ministry of Joseph F. Smith: A Vision of the Redemption of the Dead” (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.
Ministry of Joseph F. Smith: A Vision of the Redemption of the Dead
Joseph F. Smith [ჯოზეფ ფ. სმითი], ალბერტ სალცბრენერის მიერ
მოიწვიე სულიწმინდა. „შენი დაკვირვებით, რა უწყობს ხელს სახარების სწავლისათვის სულიერი გარემოს შექმნას? და რა არ უწყობს?“ (Teaching in the Savior’s Way, 18). პრეზიდენტ ჯოზეფ ფ. სმითის გამოცდილების სწავლისას მოძღვრება და აღთქმები 138:1–11-ში იფიქრე, როგორ შეიძლება შეუწყო ხელი მსჯელობასა და სულიერ შთაბეჭდილებების მოპატიჟებას საკუთარი თავისთვის და თუ მასწავლებელი ხარ, მაშინ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ასწავლი.
მოძღვრება და აღთქმები 138:25–60
მხსნელის საქმე გრძელდება საბურველის მიღმა.
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა: „ჩვენი გზავნილი მსოფლიოს მარტივი და გულწრფელია: გიწვევთ ღმერთის ყველა შვილს, საბურველის ორივე მხარეს, მოხვიდეთ მხსნელთან, მიიღოთ წმინდა ტაძრის დალოცვები, იქონიოთ ხანგრძლივი სიხარული და იყოთ ღირსნი მარადიული ცხოვრებისა“ („დაე, წინ მივიწევდეთ“, Liahona, მაისი, 2018, 118–19). იმსჯელე ამაზე, როდესაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 138:25–60-ს. ასევე შეგიძლია გაითვალისწინო ეს კითხვები:
-
რას იგებ ამ მუხლებიდან იმის შესახებ, თუ როგორ აღსრულდება მხსნელის საქმე სულების სამყაროში? რატომ არის მნიშვნელოვანი იცოდე, რომ ეს საქმე ხორციელდება?
-
რა ახდენს შენზე შთაბეჭდილებას სულების სამყაროში უფლის მაცნეებთან დაკავშირებით?
-
ეს გამოცხადება როგორ აძლიერებს შენს რწმენას ღმერთის გამოსყიდვის გეგმაში?
თუ გსურს, მეტი შეიტყო სულების სამყაროს შესახებ, შეგიძლია ისწავლო პრეზიდენტ დალინ ჰ. ოუქსის გზავნილი “Trust in the Lord” (Liahona, ნოემბერი, 2019, 26–29).
ასევე იხილე “Susa Young Gates and the Vision of the Redemption of the Dead” Revelations in Context.
A Visit from Father
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილე ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მოძღვრება და აღთქმები 137:5–10; 138:18–35
ზეციური მამის ყველა შვილს ექნება შესაძლებლობა, მოისმინოს სახარება.
-
დაეხმარე ბავშვებს გაიგონ, რა მნიშვნელობა ექნებოდა ჯოზეფ სმითისთვის, ეხილა მისი ოჯახის რამდენიმე წევრი ცელესტიალურ სასუფეველში. ამისთვის შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო “Ministry of Joseph Smith: Temples” (Gospel Library), ან გააზიაროთ Doctrine and Covenants Stories, 152–53 (ან შესაფერისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში). იქნებ ისაუბრო შენი ნაცნობის შესახებ, რომელიც მონათვლის გარეშე გარდაიცვალა. რას გვასწავლის მოძღვრება და აღთქმები 137:5–10 ამ ადამიანის შესახებ?
2:20Ministry of Joseph Smith: Temples
2:17Chapter 39: The Kirtland Temple Is Dedicated: January–March 1836
-
შეგიძლია გამოიყენო მხსნელის აკლდამის სურათი (იხილე Gospel Art Book, no. 58ან ბიბლიის ფოტოები, no. 14) და სურათი ამ მონახაზის ბოლოს, რათა ასწავლო ბავშვებს, თუ სად წავიდა იესოს სული, როდესაც მისი სხეული აკლდამაში იყო. შემდეგ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 138:18–19. 23–24, 27–30 რათა ისწავლოთ, რა გააკეთა იესომ, როდესაც ის იქ იყო. ვინ მოინახულა ის? რისი გაკეთება სთხოვა მათ? რატომ გააკეთა ეს?
-
ასევე შეგიძლია გამოიყენო ამ კვირის გასართობი გვერდი რათა ბავშვებმა შეადარონ, თუ რას ასწავლიან მისიონერები საბურველის ამ მხარეს (იხილე, მაგალითად, რწმენის სიმბოლოები 1:4) და რას ასწავლიან მისიონერები სულების სამყაროში (იხილე მოძღვრება და აღთქმები 138:33). რა არის მსგავსი ამ მუხლებში და რა არის განსხვავებული? რას გვასწავლის ეს ზეციური მამისა და მისი გეგმის შესახებ?
წმინდა წერილზე მსჯელობა მოიხმობს სულიწმინდას.
მოძღვრება და აღთქმები 138:1–11
როდესაც ვმსჯელობ წმინდა წერილებზე, სულიწმინდა შეიძლება დამეხმაროს მათ გაგებაში.
-
როდესაც შენ და ბავშვები მოძღვრება და აღთქმები 138:1–11 -ს ერთად კითხულობთ, სთხოვე გაითამაშონ, თითქოს ისინი პრეზიდენტი ჯოზეფ ფ. სმითი არიან და განახორციელონ ქმედებები, რომლებიც შეესაბამება სიტყვებს მუხლი 6 და 11-დან. ასევე შეიძლება აჩვენო მათ პრეზიდენტ სმითის სურათი (ერთი სურათი მოცემულია ამ მონახაზში) და აუხსნა, რომ ის არის ეკლესიის მეექვსე პრეზიდენტი. შესაძლებელია იფიქრო დროზე, როდესაც მსჯელობდი წმინდა წერილებიდან რამე საკითხზე და სულიწმინდა დაგეხმარა მის გაგებაში.
-
შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა წმინდა წერილის შესწავლის შესახებ, მაგ: “Search, Ponder, and Pray” (Children’s Songbook, 109). ამ სიმღერის თანახმად, რა უნდა გავაკეთოთ წმინდა წერილების გასაგებად?
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.