Doctrine and Covenants 2025
22–28 დეკემბერი: „ღმერთის ღვთიური ძის უბადლო ძღვენი“:


„22-28 დეკემბერი „ღმერთის ღვთიური ძის უბადლო ძღვენი““ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„შობა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

მარიამი და ყრმა იესო

დეტალი სურათიდან: Nativity in Copper and Umber [შობა სპილენძსა და უმბრაში], ჯ. კირკ რიჩარდსის მიერ

22–28 დეკემბერი: ღმერთის ღვთიური ძის უბადლო ძღვენი

შობა

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა გამოაცხადა, რომ „ჩვენი რელიგიის ფუნდამენტური პრინციპები არის მოციქულთა და წინასწარმეტყველთა დამოწმებები იესო ქრისტესთან დაკავშირებით, რომ იგი აღესრულა, დაიმარხა და აღდგა მესამე დღეს და ამაღლდა ზეცაში და ყველაფერი დანარჩენი, რაც ჩვენს რელიგიას ეხება, არის მხოლოდ დანამატი“ (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [2011], 49). დაახლოებით 160 წლის შემდეგ ამ განცხადებამ შთააგონა პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი, გამოეცათ „ცოცხალი ქრისტე: მოციქულების მოწმობა“ მხსნელის დაბადების 2000 წლის იუბილეს პატივსაცემად (იხილე რასელ მ. ნელსონის “Drawing the Power of Jesus Christ into Our Lives,” Liahona, მაისი, 2017. 40).

როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანები, ჩვენ ვხარობთ უწყვეტი გამოცხადების კურთხევით ჩვენი დროის წინასწარმეტყველებისა და მოციქულების საშუალებით. ჩვენ მადლიერნი ვართ მათი დარიგების, გაფრთხილებისა და წახალისების შთამაგონებელი სიტყვებისა. თუმცა ყველაზე მეტად, ჩვენ ვართ კურთხეული იესო ქრისტეს მათ მიერ ძლევამოსილი მოწმობისა — როგორც შობის დროს, ისე მთელი წლის განმავლობაში. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ოსტატი მწერლების ან საჯარო გამომსვლელების ამაღელვებელი სიტყვები ან წმინდა წერილის მცოდნე ექსპერტთა შთაგონება. ეს არის მთელ მსოფლიოში „ქრისტეს სახელის განსაკუთრებულ მოწმე[თა]“ სიტყვები, რომლებიც არიან ღვთის რჩეულნი, მოწოდებულნი და უფლებამოსილნი (მოძღვრება და აღთქმები 107:23).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

„არავის ჰქონია ასეთი სიღრმისეული გავლენა“.

რას იტყოდი იმ განცხადების მხარდასაჭერად, რომ „არავის ჰქონია ასეთი სიღრმისეული გავლენა [როგორც იესო ქრისტეს] ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც უცხოვრია და მომავალში იცხოვრებს დედამიწაზე“? „ცოცხალი ქრისტე-ში“ მოიძიე ამონარიდები, რომლებიც მოწმობენ მხსნელის გამორჩეული გავლენის შესახებ. როგორ მოახდინა უფალმა შენზე გავლენა?

დავუშვათ, ვინმემ, ვინც არ იცნობს ქრისტიანობას გკითხა, რატომ აღნიშნავ შობას. რას უპასუხებდი მას? განიხილე „ცოცხალი ქრისტე“ ამ კითხვის გათვალისწინებით და დაწერე ნებისმიერი აზრი ან შთაბეჭდილება, რომელიც გაგიჩნდება.

იხ. აგრეთვე “Why We Need a Savior” (video), Gospel Library.

2:15

Why We Need a Savior

„იგი მკვდრეთით აღდგა“.

ცოცხალი ქრისტე-ში“, მოციქულები მოწმობენ მხსნელის აღდგომის შესახებ, ახსენებენ რა აღმდგარი უფლის სამ გამოცხადებას (იხილე აბზაცი 5). ამ გამოცხადებების გასაცნობად სასურველია, წაიკითხო: იოანე 20; 3 ნეფი 11; და ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:14–20. რას სწავლობ მხსნელის შესახებ მისი სიტყვებიდან და ქმედებებიდან ამ გამოცხადებების დროს?

ყურადღება გაამახვილე მხსნელზე.ცოცხალი ქრისტე-ს“ ლოცვით კითხვა ჰგავს მათეს, მარკოზის, ლუკას, იოანეს და მორმონის წიგნის წინასწარმეტყველთა დამოწმებათა კითხვას. ეს გაზრდის შენს რწმენას მხსნელისადმი და დაგეხმარება, იყო მასზე ფოკუსირებული“ (მ. რასელ ბალარდი, “Return and ReceiveLiahona, მაისი, 2017, 65).

„მისი მღვდლობა და მისი ეკლესია აღდგენილ იქნა“.

ამ წელს მოძღვრება და აღთქმების სწავლისას შენ გქონდა შესაძლებლობა, რომ გესწავლა მეტი იმაზე, თუ როგორ იქნა აღდგენილი მხსნელის „მღვდლობა და მისი ეკლესია“. რომელი აღდგენილი ჭეშმარიტებები და პრინციპები არის შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? სასურველია, განიხილო ზოგიერთი შემდეგი წმინდა წერილი, რომელიც გვასწავლის აღდგენის შესახებ: მოძღვრება და აღთქმები 1:17–23; 13; 20:1–12; 65; 110; 112:30–32; 124:39–42; 128:19–21. იმსჯელე იმაზე, თუ როგორ გეხმარება აღდგენილი სახარების ჭეშმარიტებები, შეიცნო და გიყვარდეს იესო ქრისტე?

„დადგება დღე, როდესაც იგი დაბრუნდება დედამიწაზე“.

შობა არის დრო, როდესაც იყურები უკან, იხსენებ იესო ქრისტეს დაბადებას და მოუთმენლად ელი იმ დღეს, როდესაც ის ისევ მოვა. რას იგებ მისი დაბრუნების შესახებ„ ცოცხალი ქრისტე “ -ს „ბოლოდან მეორე აბზაციდან“? შენ ასევე შეგიძლია წაიკითხო, იმღერო ან მოუსმინო საშობაო საგალობლებს, რომლებიც ასწავლიან მეორედ მოსვლის შესახებ, მაგ: “Joy to the World” or “It Came upon the Midnight Clear” (Hymns, nos. 201, 207).

სემინარიის ხატულა
„იგი სამყაროს სინათლე, სიცოცხლე და იმედია“.

ცოცხალი ქრისტე “ -სბოლო აბზაცშიაღნიშნე ის თვისებები და ეპითეტები, რომლებითაც ამკობენ მხსნელს. სასურველია, გარკვეული დრო გამოყო მათ სასწავლებლად. მაგალითად:

სინათლე: როგორ არის იესო ქრისტე როგორც სინათლე შენთვის? შეგიძლია დახატო სურათი ან გადაიღო ფოტო, რომელიც შენთვის წარმოადგენს იმ სინათლეს, რომელიც მან შენ მოგცა. რისი გაკეთების შთაგონებას იღებ მისი სინათლის გასაზიარებლად? (ასევე იხილე იოანე 8:12; 3 ნეფი 18:24; მოძღვრება და აღთქმები 50:24.)

სიცოცხლე: როგორ ფიქრობ, რატომ არის სიცოცხლე კარგი სიტყვა იესო ქრისტეს აღსაწერად? რა გაგებით გაძლევს ის სიცოცხლეს? როგორ იქნებოდა შენი ცხოვრება განსხვავებული, უფლის და მისი სახარების გარეშე? (ასევე იხილე იოანე 10:10; 1 კორინთელთა 15:19–23; მოძღვრება და აღთქმები 66:2.)

იმედი: რისი იმედი გაქვს იესო ქრისტეს ან მისი სახარების გამო? იცნობ ვინმეს, ვინც უიმედოდ უყურებს მომავალს? იმსჯელე, როგორ გაუზიარებდი ამ ადამიანს იმედს, რომელიც შენ გაქვს იესო ქრისტეს მიმართ. (ასევე იხილე რომაელთა 8:24–25; ეფერი 12:4; მორონი 7:41.)

ასევე იხილე თემები და კითხვები, “Jesus Christ,” სახარების ბიბლიოთეკა.

იესო ქრისტე

„დიდება ღმერთს მისი უბადლო ძღვენის[თვის]“.

ცოცხალი ქრისტე-ში“ მოციქულები მოიხსენიებენ მხსნელს, როგორც ძღვენს ზეციური მამისგან. იმაზე დაყრდნობით, რასაც ნახავ „ცოცხალ ქრისტე-ში“, როგორ დაასრულებდი ამ წინადადებას: „იესო ქრისტეს საშუალებით, უფალი მაძლევს მე … ძღვენს“. იმსჯელე, რისი გაკეთება შეგიძლია, რომ ეს ძღვენი სრულად მიიღო.

ცოცხალი ქრისტე-ს“ სწავლამ როგორი გავლენა იქონია შენს რწმენასა და სიყვარულზე მხსნელის მიმართ?

ასევე იხილე რასელ მ. ნელსონის “Four Gifts That Jesus Christ Offers to You” (პირველი პრეზიდენტობის საშობაო სულიერების საათი, 2 დეკემბერი, 2018). Gospel Library; “Excerpts from ‘The Living Christ: The Testimony of the Apostles’” (video), ChurchofJesusChrist.org.

2:46

Excerpts from "The Living Christ: The Testimony of the Apostles"

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილე ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 03

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მე შემიძლია „შევთავაზო [ჩემი] დამოწმება“ იესოს დაბადების აღსანიშნავად.

  • იფიქრე, როგორ გააცნო ბავშვებს „ცოცხალი ქრისტე“. იქნებ მიუთითო სახელზე ქრისტე სათაურში და პირველი პრეზიდენტობისა და თორმეტთა ხელმოწერებზე. შეიძლება აუხსნა, რომ ეს არის მათი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, რომლის გაზიარებაც მათ მთელი სამყაროსთვის სურდათ.

  • თითოეულ ბავშვს შეიძლება მისცე ფრაზა „ცოცხალი ქრისტე-დან“ და სთხოვო, იპოვოს ან დახატოს ამ ფრაზის ამსახველი სურათი. შემდეგ დაეხმარე, იპოვონ ეს ფრაზა „ცოცხალი ქრისტე-ში“. ამ სურათებისა და ფრაზებისგან შეგიძლია წიგნიც აკინძო.

  • გაუზიარეთ ერთმანეთს, როგორ მიიღეთ დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ. შეიძლება გადააწოდოთ ერთმანეთს მხსნელის სურათი და მონაცვლეობით გაუზიაროთ რამე მის შესახებ (იმ ჭეშმარიტებათა ჩათვლით, რომლებიც ისწავლება „ცოცხალ ქრისტე-ში“).

იესო ქრისტეს დაბადება

„დადიოდა, ქველმოქმედებდა“.

  • ცოცხალი ქრისტე-ს“ მე-2 აბზაცის კითხვისას ბავშვებთან ერთად ისაუბრეთ ზოგიერთი რამის შესახებ, რაც იესომ გააკეთა. ასევე შეგიძლიათ ნახოთ მისი ცხოვრების ამსახველი სურათები (იხილე ამ კვირის გასართობი გვერდი და Gospel Art Book). ბავშვებს სთხოვე ისაუბრონ, თუ რას აკეთებს მხსნელი სურათებზე. როგორ ვემსახუროთ სხვებს მის მსგავსად? “Light the World” ვიდეოები სახარების ბიბლიოთეკაში მოგაწვდით გარკვეულ იდეებს.

„იგი სამყაროს სინათლე, სიცოცხლე და იმედია“.

  • დაეხმარე ბავშვებს, მონახონ საშობაო საგალობლები, რომლებიც მოგვითხრობს სინათლეზე, სიცოცხლესა და იმედზე, რომლებიც მხსნელის დაბადებამ მოგვიტანა, მაგალითად “O Little Town of Bethlehem” (Hymns, no. 208). ერთად იმღერეთ საგალობლები და მიეცი ბავშვებს საშუალება ისაუბრონ, თუ როგორ შემოიტანა იესომ მათ ცხოვრებაში სინათლე, სიცოცხლე და იმედი.

„დიდება ღმერთს მისი უბადლო ძღვენის – ღვთიური ძისთვის“.

  • რა ძღვენები მიგიღია იესო ქრისტეს წყალობით? იქნებ შენ და ბავშვებმა მოიძიოთ ეს ძღვენები „ცოცხალი ქრისტე-ში“ ან საგალობელში, მაგალითად: “He Sent His Son” (Children’s Songbook, 34–35). შემდეგ მათ შეუძლიათ სასაჩუქრედ შეახვიონ ნივთები ამ ძღვენის წარმოსადგენად. შეგიძლია ურჩიო ბავშვებს, საჩუქრები შობის დღეს გახსნან, რათა უკეთ დაიმახსოვრონ მხსნელი და მისი ძღვენი.

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.