„8-14 დეკემბერი: „ჩვენ გვწამს“: რწმენის სიმბოლოები და ოფიციალური განცხადებები 1 და 2“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„რწმენის სიმბოლოები და ოფიციალური განცხადებები 1 და 2“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
დეტალი ნახატიდან To All Worthy Male Members [ყველა ღირსი მამაკაცი წევრისთვის], ემა ელიბისის მიერ
8–14 დეკემბერი: „ჩვენ გვწამს“
რწმენის სიმბოლოები და ოფიციალური განცხადებები 1 და 2
ღმერთმა, ჯოზეფ სმითის პირველი ხილვის შემდეგ, განაგრძო თავისი ეკლესიის ხელმძღვანელობა გამოცხადების საშუალებით. ზოგიერთ შემთხვევაში, გამოცხადება მოიცავდა ცვლილებებს ეკლესიის რეგულაციებსა და წესში. ოფიციალურმა განცხადებებმა 1 და 2 გამოაცხადა ამდაგვარი სახის გამოცხადება — ერთი, რომელმაც გამოიწვია მრავალცოლიანობის დასრულება და მეორე, რომელმაც მღვდლობის კურთხევები ყველა რასისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ამის მსგავსი ცვლილებები არის „ჭეშმარიტი და ცოცხალი ეკლესი[ის]“ შემადგენელი ნაწილი, (მოძღვრება და აღთქმები 1:30) ჭეშმარიტი და ცოცხალი წინასწარმეტყველით, რომელსაც ხელმძღვანელობს ჭეშმარიტი და ცოცხალი ღმერთი.
მარადიული ჭეშმარიტება არ იცვლება, თუმცა იცვლება ის, თუ როგორ გვესმის ის ჩვენ. ზოგიერთი გამოცხადება დამატებით ნათელს ჰფენს ჭეშმარიტებას. რწმენის სიმბოლოები ემსახურება ნათელყოფის მიზნებს. ეკლესია მყარად არის დაფუძნებული მარადიულ ჭეშმარიტებაზე, მაგრამ შეუძლია კიდევ გაიზარდოს და შეიცვალოს „როგორც უფლის ნებას შეესაბამება, რომელიც მიუსადაგებს მოწყალებას ადამიანთა შვილების მდგომარეობას“ (მოძღვრება და აღთქმები 46:15). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ჩვენ გვწამს ყოველივე, რაც ღმერთმა გამოაცხადა, ყოველივე, რასაც ის ახლა აცხადებს და ჩვენ გვწამს, რომ ის კიდევ გამოაცხადებს ბევრ დიად და მნიშვნელოვანს, რაც ღვთის სასუფეველს ეხება (რწმენის სიმბოლოები 1:9).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
რწმენის სიმბოლოები შეიცავს აღდგენილი სახარების ძირითად ჭეშმარიტებებს.
რწმენის სიმბოლოების შესწავლისას გაითვალისწინე შემდეგი მიდგომა: შექმენი მოკლე გაკვეთილი რწმენის თითოეული სიმბოლოს შესახებ, რათა ახსნა ის, რისიც გჯერა. შენმა მოკლე გაკვეთილმა შეიძლება მოიცვას შესაბამისი წმინდა წერილი, სურათი, საგალობელი ან საბავშვო სიმღერა, ან პირადი გამოცდილება გარვეული ჭეშმარიტებით ცხოვრების შესახებ, რომელსაც რწმენის სიმბოლო ასწავლის.
რა მნიშვნელობა აქვს ამ ჭეშმარიტებებს შენს ურთიერთობაში ზეციურ მამასა და იესო ქრისტესთან? რწმენის სიმბოლოებმა როგორ გააუმჯობესეს შენ მიერ სახარების შესწავლის პროცესი ან დაგეხმარა სახარების სხვებისთვის გაზიარებაში?
ასევე იხილე წმინდა წერილების გზამკვლევი “Articles of Faith,” სახარების ბიბლიოთეკა; ლ. ტომ პერი, “The Doctrines and Principles Contained in the Articles of Faith,” Liahona, ნოემბერი, 2013, 46–48; “Chapter 38: The Wentworth Letter” Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2011), 435–47.
რწმენის სიმბოლოები 1:9; ოფიციალური განცხადებები 1 და 2
იესო ქრისტეს ეკლესიას მართავენ გამოცხადებით.
„ჩვენ გვწამს, რომ [ღმერთი] კიდევ გამოაცხადებს ბევრ დიად და მნიშვნელოვანს, რაც ღვთის სასუფეველს ეხება“ (რწმენის სიმბოლოები 1:9). ამ პრინციპის გათვალისწინებით განიხილე ოფიციალური განცხადებები 1 და 2და ეძიე სიტყვები და ფრაზები, რომლებიც გააძლიერებს შენს რწმენას უწყვეტ გამოცხადებებში. რა გავლენა იქონია ამ გამოცხადებებმა შენს ცხოვრებაზე? როგორ დაეხმარნენ ისინი ზეციური მამის სასუფევლის საქმის წინსვლაში?
რა სამხილს ხედავ, რომ ეკლესიას მართავენ „ყოვლადძლიერი ღმერთის შთაგონებით“? ოფიციალური განცხადება 1). იქნებ განიხილო ერთი ან მეტი უახლესი გენერალური კონფერენციის გზავნილიდა მოიძიო, თუ როგორ ხელმძღვანელობს უფალი თავის ეკლესიას — და შენს ცხოვრებას. უახლესი გზავნილი ეკლესიის პრეზიდენტისგან შეიძლება კარგი საწყისი წერტილი იყოს.
რისი გაკეთება შეგიძლია, თუ შენ ან შენთვის ძვირფას ადამიანს უჭირს გაიგოს ან მიიღოს, რასაც უფალი ასწავლის თავისი წინასწარმეტყველების საშუალებით? რატომ ხარ წინასწარმეტყველის მადლიერი?
ასევე იხილე ამოსი 3:7; 2 ნეფი 28:30; ალენ დ. ჰეინი “A Living Prophet for the Latter Days;” Liahona, მაისი, 2023, 25–28; თემები და კითხვები, “Prophets,” სახარების ბიბლიოთეკა; „მადლობას გიძღვნით, ო, უფალო“, საგალობლები, ნო. 36.
ღვთის საქმე წინ უნდა წავიდეს.
იხ. „ნაწყვეტები პრეზიდენტ ვილფორდ ვუდროფის სამი მიმართვიდან მანიფესტთან დაკავშირებით“ ( ოფიციალური განცხადება 1-ის ბოლოს), რა მიზეზები დაასახელა წინასწარმეტყველმა უფლის მიერ მრავალცოლიანობის პრაქტიკის დასრულებისთვის? რას გასწავლის ეს ღვთის საქმის შესახებ?
ოფიციალური განცხადება 1-ს ისტორიული ფონის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე Saints, 2:602–15; “The Messenger and the Manifesto,” Revelations in Context, 323–31. Topics and Questions, “Plural Marriage and Families in Early Utah,” Gospel Library.
Wilford Woodruff [ვილფორდ ვუდროფი], ჰ. ი. პიტერსონის მიერ
მე შემიძლია მწამდეს უფალი, მაშინაც კი, როდესაც ბოლომდე არ მესმის მისი.
ჩვენ არ ვიცით, რატომ იყო დროებით ხელმიუწვდომელი ეკლესიის აფრიკული წარმოშობის წევრებისთვის მღვდლობაზე ხელდასხმა და სატაძრო წეს-ჩვეულებები. მაშინაც კი, როდესაც ამ რეგულაციების შესახებ ძნელი უპასუხო შეკითხვების წინაშე იდგნენ, მრავალ უკანასკნელ დღეთა შავკანიან წმინდანს სჯეროდა ღმერთის (იხილე იგავები 3:5) და მთელი ცხოვრების განმავლობაში ისინი ღვთის ერთგულნი იყვნენ. მათი რწმენისა და გამოცდილებების გაგება შეიძლება, შთამაგონებელი იყოს. აი რამდენიმე მათი მონათხრობი, რომელსაც იპოვით history.ChurchofJesusChrist.org:
-
“Jane Elizabeth Manning James”
-
“In My Father’s House Are Many Mansions” (გრინ ფლეიკის ამბავი)
-
“You Have Come at Last” (ენტონი ობინას ამბავი)
-
“Break the Soil of Bitterness” (ჯულია მავიმბელას ამბავი)
-
“I Will Take It in Faith” (ჯორჯ რიქფორდის ამბავი)
-
“Long-Promised Day” (ჯოზეფ უ. ბ. ჯონსონის ამბავი)
ოფიციალური განცხადება 2-ს კითხვისას რას იგებ, როგორ მართავს უფალი თავისი ეკლესიის წესებს? დაფიქრდი, როგორ ისწავლე უფლის ნდობა მაშინაც კი, როდესაც სრულყოფილად არ გესმოდა ყველაფერი.
ასევე იხილე 2 ნეფი 26:33; “Witnessing the Faithfulness”, Revelations in Context-ში, 332–41; თემები და კითხვები “Race and the Priesthood,” სახარების ბიბლიოთეკა; აჰმად კორბითი, “A Personal Essay on Race and the Priesthood,” ნაწილები 1-4, history.ChurchofJesusChrist.org; BeOne.ChurchofJesusChrist.org.
ბუნებრივია, რომ თქვა „არ ვიცი“. მიუხედავად იმისა, რომ უნდა ცდილობდე დაეხმარო ადამიანებს, რომლებსაც ასწავლი, უპასუხო მათ კითხვებს სახარების შესახებ, უფალი არ მოელის შენგან, რომ ყველაფერი იცოდე. როდესაც არ იცი, როგორ უპასუხო რამე შეკითხვას, აღიარე ეს. შემდეგ, მიუთითე მოსწავლეებს გამოცხადებული მოძღვრების შესახებ და გულწრფელად დაამოწმე ის, რაც იცი.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილე ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მე მჯერა იესო ქრისტეს სახარების.
-
სასურველია, მოიძიო და იმღერო საგალობლები ან საბავშვო სიმღერები, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს, გაიგონ ერთი ან მეტი რწმენის სიმბოლო. იქნებ დაგეხმარონ საგალობლებისა და სიმღერების არჩევაში. დაეხმარე ბავშვებს დაინახონ, როგორ უკავშირდება ეს სიმღერები რწმენის სიმბოლოებს.
-
იმუშავეთ ბავშვებთან ერთად და ჩამოწერეთ კითხვები, რომლებიც ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ იესო ქრისტეს სახარებისა და მისი ეკლესიის შესახებ. შემდეგ შეგიძლიათ ერთად სცადოთ, უპასუხოთ ამ შეკითხვებს რწმენის სიმბოლოები-ს გამოყენებით. სხვაგან სად შეიძლება წავიდეთ, როდესაც კითხვები გვაქვს სახარების შესახებ?
რწმენის სიმბოლოები 1:9; ოფიციალური განცხადებები 1 და 2
უფალი განაგებს თავის ეკლესიას თავისი წინასწარმეტყველის საშუალებით.
-
იმისათვის, რომ დაეხმარო ბავშვებს რწმენის მეცხრე სიმბოლოსგაგებაში, შესაძლოა, მისცე მათ წმინდა წერილების ნაკრები და ცოცხალი წინასწარმეტყველის სურათი (ან Liahona-ს ბოლო კონფერენციის გამოშვება). სთხოვე, ასწიონ წმინდა წერილები, როცა წაიკითხავ სიტყვებს „ყოველივე, რაც ღმერთმა გამოაცხადა“ და სურათი, როდესაც წაიკითხავ „ყოველივე, რასაც ის ახლა აცხადებს“ (რწმენის სიმბოლოები 1:9). რატომ გვჭირდება როგორც ძველი, ისე თანამედროვე წინასწარმეტყველები?
-
მითითებების მიყოლით და ისეთი რაღაცების კეთებით, როგორიცაა საჭმელი ან სათამაშო, ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ, თუ როგორ გვხელმძღვანელობს ჩვენ წინასწარმეტყველების სიტყვები. შეგიძლია, შეადარო ეს მითითებებს, რომლებსაც იესო ქრისტე გვაძლევს წინასწარმეტყველის საშუალებით. რა არის კიდევ, რაც უფალმა გვასწავლა თავისი ცოცხალი წინასწარმეტყველის საშუალებით?
ღმერთი მოუწოდებს წინასწარმეტყველებს, გაუძღვნენ მის ეკლესიას.
ოფიციალური განცხადებები 1 და 2
წინასწარმეტყველები გვეხმარებიან, ვიცოდეთ ზეციური მამის ნება.
-
იქნებ იმის დანახვა, თუ როგორ უკავშირდება თანამედროვე გამოცხადებას ძველი წმინდა წერილები, დაეხმარება ბავშვებს გაიგონ ოფიციალური განცხადებები. შეგიძლია სთხოვო, წაიკითხონ საქმეები 10:34–35 და იაკობი 2:27–30 და სთხოვო დაადგინონ, რომელი წმინდა წერილი ეხება ოფიციალური განცხადება 1 -ს (რომელმაც გამოიწვია მრავლობითი ქორწინების დასასრული) და რომელი ეხება ოფიციალური გამოცხადება 2 -ს (რომელმაც გამოაცხადა, რომ მღვდლობაზე ხელდასხმა და სატაძრო წეს-ჩვეულებები ხელმისაწვდომია ყველა რასის ადამიანისთვის). დაამოწმე, რომ უფალი უცხადებს თავის ნებას ძველ და თანამედროვე წინასწარმეტყველებს.
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილე ჟურნალ მეგობარის -ს მიმდინარე თვის გამოცემა.