„15-21 დეკემბერი: „ოჯახი არის შემქმნელის გეგმის მთავარი ნაწილი“: ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025
15–21 დეკემბერი: „ოჯახი არის შემქმნელის გეგმის მთავარი ნაწილი“
ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს
ჩვენ დაბადებამდეც ოჯახის ნაწილი ვიყავით — ჩვენი ზეციური მშობლების ოჯახის. ეს წესი დედამიწაზეც გრძელდება. ამქვეყნიური ოჯახები, საუკეთესო შემთხვევაში, უნდა იყოს ზეციური მაგალითის ანარეკლი.
რა თქმა უნდა, არ არის გარანტია, რომ მიწიერი ოჯახები იდეალური ან თუნდაც ფუნქციური იქნება. მაგრამ როგორც პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი ასწავლიდა, ოჯახები „ღვთის შვილებს აძლევენ საუკეთესო საშუალებას, რათა დედამიწაზე მიღებულ იქნენ იმ ერთადერთი ამქვეყნიური სიყვარულით, რომელიც ყველაზე ახლოს დგას იმასთან, რასაც ზეცაში განვიცდიდით — ეს არის მშობლიური სიყვარული“ (“Gathering the Family of God,” Liahona, მაისი, 2017, 20). იმის ცოდნა, რომ ოჯახები არ არის სრულყოფილი და ისინი არ არიან სრულად დაცული მოწინააღმდეგის თავდასხმისგან, ღმერთმა გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, რათა გამოვესყიდეთ და განეკურნა ჩვენი ოჯახები. და მან გამოგზავნა უკანასკნელ დღეთა წინასწარმეტყველები მოწოდებით, დაეცვათ და გაეძლიერებინათ ოჯახები. თუ ჩვენ მივყვებით წინასწარმეტყველებს და ვიწამებთ მხსნელს, მიუხედავად იმისა, რომ მიწიერი ოჯახები ღვთიური იდეალისგან შორს არიან, არსებობს იმედი ოჯახებისთვის, როგორც დედამიწაზე, ისე ზეცაში.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
„ოჯახი არის შემქმნელის გეგმის მთავარი ნაწილი“.
„ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ აშკარად ოჯახების შესახებ არის. მაგრამ ის იმავდროულად ღმერთის ხსნის გეგმის შესახებაც არის. მოწოდების შესწავლის ერთ-ერთი გზაა ფრაზების წინამიწიერი ცხოვრება, მიწიერი ცხოვრებადა სიკვდილის შემდგომი ცხოვრება დაწერა ფურცელზე და ჩამოთვლა იმისა, თუ რას ასწავლის მოწოდება თითოეული ამ საკითხის შესახებ. რას იგებ, როდესაც მოწოდებას ამ გზით სწავლობ? ეს როგორ გეხმარება გაიგო, რატომ არის ქორწინება და ოჯახი უფლის გეგმისთვის არსებითი? მოწოდებაში ასახული ჭეშმარიტებები რა გავლენას ახდენს შენს არჩევანზე?
არსებობს მრავალი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო, გაურბის ქორწინებას ან ბავშვების აღზრდას. მეგობარს რომ ეთქვა შენთვის, „მე საერთოდ არ მინდა დაქორწინება ან ოჯახის შექმნა“, რას ეტყოდი მას? იქნებ მოძებნო მოწოდებაში ისეთი რამ, რაც დაეხმარება შენს მეგობარს, ჰქონდეს ღვთის გეგმის იმედი.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც შეიძლება დაგისვან ან რომელიც შეიძლება შენ დაუსვა საკუთარ თავს, არის შემდეგი: „რა მოხდება, თუ ჩემი ოჯახის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორც ის „მოწოდება მსოფლიოს“-შია აღწერილი?“ აი, ის ორი ადგილი, სადაც შეგიძლია მოიძიო წინასწარმეტყველის დარიგება: ნაწილი “A Mighty Change” უხუცეს დიტერ ფ. უხტდორფის გზავნილში “Jesus Christ Is the Strength of Parents” (Liahona, მაისი, 2023, 55–59) და ბოლო ოთხი აბზაცი უხუცეს დ. ტოდ ქრისტოფერსონის გზავნილიდან “Why Marriage, Why Family” (Liahona, მაისი, 2015, 52).
რის გაკეთებას შთაგაგონებს მიღებული ცოდნა?
ასევე იხილე დალინ ჰ. ოუქსი, “The Plan and the Proclamation”, Liahona, ნოემბერი, 2017, 28–31; თემები და კითხვები, “Family,” სახარების ბიბლიოთეკა.
„თითოეული [ადამიანი] არის ზეციერი მშობლების საყვარელი სულიერი ძე ან ასული“.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ოჯახის მოწოდებაზე, როგორც ოჯახის ცხოვრების გზამკვლევზე. მაგრამ ის ასევე ასწავლის ჩვენი ზეციური ოჯახისა და მარადიული იდენტობის მნიშვნელოვან ჭეშმარიტებების შესახებ. რატომ არის მნიშვნელოვანი შენთვის იმის ცოდნა, რომ ჩვენ ყველა ამ ოჯახის ნაწილი ვართ? ეს ჭეშმარიტება როგორ ზემოქმედებს შენს არჩევანზე?
ასევე იხილე „მე შვილი ვარ ღვთისა“, საგალობლები, გვ. 58.
„ოჯახში ბედნიერება შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ოჯახური ცხოვრება დაფუძნებულია უფლის, იესო ქრისტეს, სწავლებებზე“.
გაიხსენე აბზაცი 6 და 7 ოჯახის მოწოდებიდან როგორც „ოჯახური ცხოვრების ბედნიერების“ წესი. ამ აბზაცების კითხვისას, გამოყავი „წარმატებული ქორწინებებისა და ოჯახების“ პრინციპები. შენ შეგიძლია იფიქრო ამ პრინციპების მაგალითებზე, რომლების მოწმეც საკუთარ ან სხვების ოჯახებში გახდი. როგორ უწყობს ეს პრინციპები ხელს იმას, რომ იესო ქრისტე ოჯახური ცხოვრების საფუძველი იყოს?
შემდეგ შეგიძლია დაფიქრდე იმ ოჯახურ ურთიერთობაზე, რომლის გამყარებასაც ისურვებდი. შეადგინე გეგმა მხსნელის დახმარებით, რათა იმოქმედო შენ მიერ მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით.
ასევე იხილე ლ. უიტნი კლეიტონის „საუკეთესო სახლები“, Liahona, მაისი, 2020, 107–9.
მშობლებმა უნდა აღზარდონ თავიანთი შვილები სიყვარულითა და სამართლიანობით.
„ჩვენ მოვუწოდებთ … პასუხისმგებელ მოქალაქეებს, … მხარ[ი] დაუჭ[ირონ] და გააძლიერ[ონ] ოჯახი“.
ოჯახი: მოწოდება -ს ბოლო აბზაცი მოიცავს მოწოდებას მოქმედებისკენ. როდესაც დაფიქრდები, როგორი რეაგირება უნდა გქონდეს ამ მოწოდებაზე, შეიძლება, დაგეხმაროს მოწოდების სათაურის შესწავლა. მაგალითად, რა არის მოწოდება? რას გეუბნება ეს სიტყვა დოკუმენტის გზავნილის შესახებ? პირველ პრეზიდენტობასა და თორმეტ მოციქულთა საბჭოს რამ მისცა უფლება, გამოეცათ მოწოდება მსოფლიოს ოჯახების შესახებ? შეგიძლია ჩამოთვალო ის ასპექტები, რომლებიც შენ მიგაჩნია ამ მოწოდების მთავარ გზავნილებად. როგორ შეგიძლია ამ გზავნილების შენს ცხოვრებაში, ოჯახში ან თემში გამოყენება?
ასევე იხილე ბონი ლ. ოსკარსონის “Defenders of the Family Proclamation,” Liahona, მაისი, 2015, 14–17.
Defenders of the Faith
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილე ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ოჯახები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ზეციური მამის გეგმაში.
-
დაეხმარე შენს ბავშვებს, იფიქრონ იმაზე, რაც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ უჩენს სურვილს, ყველას გააგებინონ ამის შესახებ. აჩვენე ბავშვებს „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ ასლი და აუხსენი, რომ წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა ის დაწერეს, რათა ვიცოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი ზეციური მამისთვის. რატომ არიან ოჯახები მისთვის ასე მნიშვნელოვანი? (იხ. აგრეთვე ვიდეო “What Is the Purpose of Family?” [ChurchofJesusChrist.org]).
1:19What Is the Purpose of Family?
-
გაუზიარე ბავშვებს მოწოდებიდან რამე, რაც შენი აზრით, ყველამ უნდა ვიცოდეთ. სთხოვე ბავშვებს, ისაუბრონ თავიანთ გრძნობებზე ამ ჭეშმარიტებების შესახებ. როგორ იქნებოდა ჩვენი ცხოვრება განსხვავებული, ეს რაღაცები რომ არ გვცოდნოდა? შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა, რომელიც უკავშირდება „ მოწოდებაში“ ასახულ ჭეშმარიტებებს.“I Will Follow God’s Plan” (Children’s Songbook, 164–65).
-
ნაწილი IV გზავნილისა “The Plan and the Proclamation,” (ლიახონა, ნოემბერი, 2017, 30), პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა აღწერა, როგორ დაიწერა ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს . შესაძლოა ბავშვებთან ერთად განიხილოთ ეს აღწერილობა და ისაუბროთ, რატომ ხართ მადლიერი, რომ უფალმა შთააგონა თავისი მსახურები, რომ ესწავლებინათ ჩვენთვის ოჯახის შესახებ ეს ჭეშმარიტებები.
-
ასევე შეგიძლია აჩვენო ბავშვებს სურათები (ან სთხოვო დახატონ) იმ ჭეშმარიტებების შესახებ, რომლებიც ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს-ში ნახეს. ეს შეიძლება, იყოს სურათები, რომლებზეც გამოსახულია ტაძარი, ოჯახი, ერთობლივი ლოცვა ან თამაში ან წყვილს, რომელიც ქორწინდება. შემდეგ ბავშვებმა შეიძლება მოძებნონ წინადადებები ოჯახის მოწოდებაში რომლებიც ამ სურათებს უკავშირდება. რას გვასწავლის უფალი ამ რაღაცების შესახებ მოწოდებიდან?
ზეციურ მამას სურს, რომ ოჯახები იყოს ბედნიერი.
იყავი მგრძნობიარე. როდესაც ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს, ჭეშმარიტებების შესახებ ასწავლი გაითვალისწინე, რომ ბევრი ბავშვი ცხოვრობს ისეთ ოჯახში, რომელიც არ ჰგავს მოწოდებაში აღწერილ იდეალურ ოჯახს. იფიქრე, როგორ შეგიძლია მათი წახალისება და შთაგონება.
მე ვარ „ზეციური მშობლების საყვარელი სულიერი ძე ან ასული“.
-
როდესაც ერთად მღერით სიმღერას „მე შვილი ვარ ღვთისა“ (საგალობლები, 58), შეგიძლია ბავშვს ესროლო ბურთი და უთხრა: „მე ვიცნობ ღვთის შვილს, სახელად [ბავშვის სახელი]“. შემდეგ ამ ბავშვს შეუძლია, სხვას ესროლოს ბურთი და გაიმეოროს იგივე სიტყვები და დაასახელოს ამ ბავშის სახელი. დაეხმარე ბავშვებს, მოძებნონ ფრაზა „ზეციური მშობლების საყვარელი სულიერი ძე ან ასული“ ოჯახი: მოწოდება მსოფლიოსდა დაამოწმე ეს ჭეშმარიტება.
ოჯახები ყველაზე ბედნიერი არიან, როდესაც ისინი მისდევენ იესო ქრისტეს.
-
ოჯახის გაძლიერების შესახებ საუბრის დასაწყებად შენ და ბავშვებს შეგიძლიათ ისაუბროთ, რას აკეთებთ სხვა რაღაცების გასაძლიერებლად – მაგალითად, ჩვენი კბილების, სხეულის ან შენობების. შემდეგ შეადარეთ ეს ძლიერი ოჯახის აშენებას. დაეხმარე ბავშვებს ქრისტესმიერი პრინციპების ძიებაში, რომელთაც მოაქვთ ბედნიერება ოჯახურ ცხოვრებაში მე-7 აბზაცის მსგავსად ოჯახი: მოწოდება მსოფლიოდან (ასევე იხილე ამ კვირის გასართობი გვერდი).
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.