„24–30 აგვისტო. ’გიამბობთ, რა ქმნა ჩემი სულისთვის’: ფსალმუნები 48–50; 60–65; 68–71; 76–77; 84–85“; მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„24–30 აგვისტო. ’გიამბობთ, რა ქმნა ჩემი სულისთვის’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
Saving That Which Was Lost [დაკარგულთა ხსნა], მაიკლ მალმის მიერ
24–30 აგვისტო: „გიამბობთ, რა ქმნა ჩემი სულისთვის“
ფსალმუნები 48–50; 60–65; 68–71; 76–77; 84–85
ფსალმუნების მწერლები თავიანთი პოეზიით ღრმად პირადულ გრძნობებს უზიარებდნენ მკითხველს. ისინი წერდნენ იმედგაცრუების, შიშისა და სინანულის გრძნობაზე. ზოგჯერ ისინი ღვთისგან მიტოვებულადაც კი გრძნობდნენ თავს და ზოგიერთი ფსალმუნი იმედგაცრუების ან სასოწარკვეთის ტონს ატარებს. თუ თქვენც ოდესმე ასე გიგრძნიათ თავი, ფსალმუნების კითხვა დაგეხმარებათ გაიგოთ, რომ თქვენ ერთადერთი არ ხართ. თუმცა თქვენ ასევე იპოვით ფსალმუნებს, რომლებიც გაგამხნევებენ, როცა ასეთი გრძნობები გაქვთ, რადგან ფსალმუნთა შემქმნელნი ასევე ადიდებდნენ უფალს მისი სიკეთისთვის, უკვირდათ მისი ძალა და უხაროდათ მისი წყალობა. მათ იცოდნენ, რომ ჩვენ ვართ დამძიმებული ბოროტებითა და ცოდვებით, მაგრამ უფალი არის „კეთილი და შემბრალე“ (ფსალმუნი 85:5). მათ ესმოდათ, რომ უფლის რწმენა არ ნიშნავს იმას, რომ არასოდეს შეებრძოლებით შფოთვას, ცოდვას ან შიშს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ იცით, ვის მიმართოთ, როცა მათ წინაშე დგახართ.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ფსალმუნები 48; 61:6–13
გამოსყიდვა მოდის მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით.
48-ე ფსალმუნს აქვს გზავნილი „[უბრალოთა, დიდგვაროვანთა, მდიდართა და ღარიბთათვის]“ (მუხლი 3). რას იტყვით, რას ნიშნავს ეს გზავნილი? როგორ ფიქრობთ, რას მატებს ამ გზავნილს ფსალმუნი 61:6–13 ?
ამ ფსალმუნების წაკითხვამ შეიძლება შთაგაგონოთ, რომ დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გზებით ვცდუნდებით, ვენდოთ სხვა რამეს, გარდა ღმერთისა, გამოსყიდვისთვის (იხილეთ ფსალმუნი 48:7–8). რა გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე თქვენი დამოწმება, რომ „ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთიდან“? (ფსალმუნი 48:16).
ფსალმუნი 50; 84–85
მხსნელის წყალობის გამო, მე შემიძლია პატიება.
მეფე დავითმა დაწერა ფსალმუნი 50 მას შემდეგ, რაც მან გააცნობიერა პატიების სასოწარკვეთილი მოთხოვნილება — ის, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება. რომელი მუხლები აღწერს თქვენ მიერ განცდილ გრძნობებს? რას პოულობთ ამ ფსალმუნში, რაც გაძლევთ პატიების იმედს?
თქვენ ასევე შეგიძლიათ 50-ე ფსალმუნში მოიძიოთ მითითებანი, თუ რას ნიშნავს მონანიება. ჩამოწერეთ, რასაც იპოვით. ნახეთ, შეგიძლიათ თუ არა დაამატოთ თქვენს სიას პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის გზავნილის „We Can Do Better and Be Better“, მოძიებით (Liahona, მაისი, 2019, 67–69).
როგორ აღწერთ, ქრისტეს მეშვეობით პატიების მიღებით გამოწვეულ გრძნობებს? თუ დახმარება გჭირდებათ თქვენი გრძნობების აღწერისას, შეგიძლიათ გადახედოთ ფსალმუნების 50:3–4, 9–14; 84:3–10. ზოგს უყვარს დახატვა ან სურათების პოვნა საკუთარი გრძნობების გამოსახატავად; შეგიძლიათ, თქვენც სცადოთ ეს. თქვენ ასევე შეგიძლიათ იმღეროთ ან მოუსმინოთ საგალობელს მხსნელის შესახებ, მაგალითად, „რა ამაღლებული ვარ“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 22).
მოსანანიებლად, ჩვენ გვჭირდება რწმენა არა მხოლოდ იმისა, რომ იესო ქრისტეს შეუძლია ჩვენი განწმენდა, არამედ იმისაც, რომ ის ამას გააკეთებს. რას ნახულობთ ფსალმუნი 85:5, 13, 15 -ში, რაც გეხმარებათ გაიგოთ, რომ მხსნელს შეუძლია და სურს პატიება?
იხილეთ აგრეთვე ალმა 36; პიტერ ფ. მეურსი, „He Could Heal Me!“, Liahona, მაისი, 2023, 39–41.
ფსალმუნი 50:15–17; 65:5–20; 70:15–24
იესო ქრისტეს შესახებ ჩემს დამოწმებას შეუძლია დაეხმაროს სხვებს მასთან მიახლებაში.
დაფიქრდით, როგორ მოიპოვეთ იესო ქრისტესა და მის გამომსყიდველ ძალაზე დამოწმება. შემდეგ, ფსალმუნები 50:15–17; 65:5–20; 70:15–24-ის შესწავლისას იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ მოიწვიოთ სხვები, „[მოვიდნენ] და [ნახონ] ღმერთის ნამოქმედარი“ (ფსალმუნი 65:5). თქვენ რომ „[განგეცხადებინათ] ის, რაც [უფალმა] ქმნა [თქვენი] სულისთვის“ (ფსალმუნი 65:16), რას განაცხადებდით?
რას ნიშნავს თქვენთვის „ყოველდღე [წარმოსთქვამდეთ მის] სიმართლეს“? (ფსალმუნი 70:24).
იხილეთ აგრეთვე ალმა 26.
„მოდით, მოისმინეთ, … და გიამბობთ, რა ქმნა [ღმერთმა] ჩემი სულისთვის“ (ფსალმუნი 65:16).
ფსალმუნები 62; 68; 76–77
უფალი დამეხმარება ჩემს გაჭირვებაში.
რამდენიმე ფსალმუნი აღწერს, რას ნიშნავს ღმერთისგან შორს ყოფნა და მისი დახმარების სასოწარკვეთილი საჭიროება (იხილეთ ფსალმუნები 62:2, 9; 68:2–9, 19–22; 76:2–10). ფსალმუნებში 62; 68; 76–77რას ხედავთ, რამაც ფსალმუნთა შემქმნელებს რწმენა შემატა?
როცა გაჭირვებაში ხართ, როგორ გეხმარებათ „უფლის საქმეების“ და მისი „ძველი სასწაულების [გახსენება]“? (ფსალმუნი 76:12). ზოგიერთი საოცრება აღწერილია 77-ე ფსალმუნში. როდესაც მათ შესახებ კითხულობთ, დაფიქრდით, რა გეხმარებათ, „დაამყაროთ ღმერთზე [თქვენი] იმედი“ (მუხლი 7).
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
იმის გამო, რომ ეს კვირა თვის მეხუთე კვირაა, დაწყებითი კლასის მასწავლებლებს ურჩევენ, გამოიყენონ სასწავლო აქტივობები „დანართიდან ბ: ბავშვების მომზადება ღვთის აღთქმების გზისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში“.
ფსალმუნი 50; 85:5, 13, 15
როცა არასწორ არჩევანს ვაკეთებ, იესოს შეუძლია დამეხმაროს, შევიცვალო.
-
იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს 50-ე ფსალმუნისსაშუალებით მონანიების შესახებ ჭეშმარიტებების აღმოჩენაში, თქვენ შეგიძლიათ დახატოთ დიდი გული. ამის შემდეგ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს, გულის შუაში დაწერონ ცუდი რაღაცები, რომელთა გაკეთებასაც ცდუნების გზით სატანა გვაიძულებს. როგორ ამოვიღოთ ეს ყველაფერი გულიდან? სთხოვეთ ბავშვებს, იპოვონ სიტყვა „გული“ ფსალმუნი 50:12, 19-ში. ისაუბრეთ იმაზე, თუ რას გვასწავლის ეს მუხლები მონანიების შესახებ. ნება მიეცით ბავშვებს, წაშალონ სიტყვები გულიდან და დაწერონ ახალი სიტყვები, რომლებიც აღწერენ იმას, თუ როგორ შეუძლია იესოს შეგვცვალოს, როცა ჩვენ მოვინანიებთ.
-
შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი, დაეხმაროთ ბავშვებს გაიგონ, რას ნიშნავს, გქონდეს „მოდრეკილი და მორჩილი გული“ (ფსალმუნი 50:19). მათ შეუძლიათ მორიგეობით გატეხონ რაღაც, რასაც აქვს მყარი ნაჭუჭი, მაგალითად, კვერცხი ან კაკალი. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, შეადარონ ნაჭუჭი იმ ნივთებს, რაც გვაშორებს მამაზეციერის სიყვარულის შეგრძნებას. როგორ გავუხსნათ მას ჩვენი გული?
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად შეხედოთ მხსნელის სურათს და ჰკითხოთ ბავშვებს, რა სიტყვებს გამოიყენებდნენ მის აღსაწერად. სთხოვეთ მათ, იპოვონ სიტყვები, რომლებიც აღწერს უფალს ფსალმუნი 85:5, 13, 15-ში. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის ცოდნა მის შესახებ?
ფსალმუნი 60:3–4
იესო ქრისტე არის ჩემი კლდე.
-
თქვენმა შვილებმა შეიძლება ისიამოვნონ ფსალმუნი 60:3–4-ში მოცემული სიმბოლოების დახატვით. როგორ ჰგავს იესო ქრისტე მაღალ „[კლდეს]“ (მუხლი 3), „[მფარველს]“ და „[ძლიერ კოშკს]“? (მუხლი 4).
„რადგან შენ ხარ ჩემი მფარველი, ძლიერი კოშკი“ (ფსალმუნი 60:4).
ფსალმუნი 65:16; 76:12; 77:6–7
„[მე] გავიხსენებ უფლის საქმეებს“.
-
სთხოვეთ თქვენს შვილებს, ისაუბრონ წმინდა წერილის ზოგიერთ მათთვის საყვარელ ისტორიაზე (სურათები წიგნიდან Gospel Art Book შეიძლება, დაგეხმაროთ). რას გვასწავლის ეს ისტორიები უფლის შესახებ? შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ ფსალმუნი 65:16 და რიგრიგობით უპასუხოთ კითხვას „რა გააკეთა უფალმა ჩემი სულისთვის“?
-
როცა ერთად კითხულობთ ფსალმუნები 76:12; 77:6–7 -ს შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს, თუ როგორ ცდილობთ, „გაიხსენოთ უფლის საქმეები“ (ფსალმუნი 76:12), მათ შორის, მისი საქმეები თქვენს ცხოვრებაში. როგორ გვეხმარება ზიარება „ყოველთვის გვახსოვდეს“? (მორონი 4:3; 5:2).
ფსალმუნი 70:8
შემიძლია, სხვებს ვუთხრა იესო ქრისტეს შესახებ.
-
თქვენს შვილებთან ერთად ფსალმუნი 70:8 -ის წაკითხვის შემდეგ სთხოვეთ მათ, დახატონ დიდი პირი. სთხოვეთ მათ, დაგეხმარონ „აავსოთ“ პირი სურათებით ან სიტყვებით, რომლებიც წარმოადგენს იმას, რაც შეგვიძლია სხვებს ვუთხრათ იესო ქრისტეს შესახებ.
-
თქვენ შეგიძლიათ გადააწოდოთ იესო ქრისტეს სურათი სხვებს. ადამიანს, რომელსაც ხელში უჭირავს სურათი, შეუძლია თქვას ერთი რამ, რაც მან იცის ქრისტეს შესახებ. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვა ადამიანებს, გაიგონ ეს ყველაფერი მის შესახებ?
ბავშვებს ბევრი რამ აქვთ გასაზიარებელი. „როდესაც ბავშვები რაღაც ახალს სწავლობენ, მათ ბუნებრივად სურთ, გაუზიარონ ეს სხვებს. წაახალისეთ ეს სურვილი, მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა, ასწავლონ სახარების პრინციპები ერთმანეთს, თავიანთი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ასევე სთხოვეთ მათ, გაგიზიარონ თავიანთი აზრები, გრძნობები და გამოცდილება, რომლებიც დაკავშირებულია იმ პრინციპებთან, რომლებსაც ასწავლით. თქვენ აღმოაჩენთ, რომ მათ აქვთ მარტივი, სუფთა და ძლიერი შეხედულებები“ (Teaching in the Savior’s Way, 32).
ფსალმუნი 85:7
ზეციერ მამას ესმის ჩემი ლოცვები და მპასუხობს.
-
ბევრი ფსალმუნი ღვთისადმი ლოცვას ჰგავს. როცა შვილებთან ერთად კითხულობთ ფსალმუნებს, შეგიძლიათ აჩვენოთ ის, რაც შეგვიძლია, შორს მყოფ ადამიანებთან საკომუნიკაციოდ გამოვიყენოთ, მაგალითად, ტელეფონი ან წერილი. შემდეგ წაიკითხეთ ფსალმუნი 85:7. როგორ „მოვუხმოთ“ ზეციერ მამას? როგორ გვპასუხობს ის?
-
თქვენ შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა ლოცვის შესახებ, მაგალითად, „ოჯახური ლოცვა“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 67; იხილეთ ასევე სიუზან ჰ. პორტერი, „ილოცეთ, ის აქ არის“, ლიახონა, მაისი, 2024, 77–79). უთხარით ერთმანეთს იმ პერიოდების შესახებ, როდესაც ღმერთმა უპასუხა თქვენს ლოცვებს.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.
Come unto Christ [მოდი ქრისტესთან], კეისი ჩაილდსის მიერ