Come, Follow Me
10–16 აგვისტო. „მაინც მისი იმედი მექნება“: იობი 1–3; 12–14; 19; 21–24; 38–40; 42


„10–16 აგვისტო. ’მაინც მისი იმედი მექნება’: იობი 1–3; 12–14; 19; 21–24; 38–40; 42“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„10–16 აგვისტო. ’მაინც მისი იმედი მექნება’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

სხვა ადამიანებით გარშემორტყმული იობი

The Judgments of Job [იობის განკითხვა], ჯოზეფ ბრიკის მიერ

10–16 აგვისტო: „მაინც მისი იმედი მექნება“

იობი 1–3; 12–14; 19; 21–24; 38–4042

ბუნებრივია გაინტერესებდეთ, რატომ ემართებათ ცუდი რამ კარგ ადამიანებს ან, პირიქით, რატომ ემართებათ კარგი რამ ცუდ ადამიანებს. რატომ უშვებს ამას ღმერთი, რომელიც სამართლიანია? იობის წიგნი იკვლევს მსგავს კითხვებს. იობი ერთ-ერთ იმ კარგ ადამიანთაგანი იყო, რომელსაც ბევრი ცუდი რამ დაემართა. იობის განსაცდელების გამო მის მეგობრებს აინტერესებდათ, მართლა კარგი ადამიანი იყო თუ არა. იობი ამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს და ფიქრობდა, იყო თუ არა ღმერთი მართლაც სამართლიანი. მაგრამ ტანჯვისა და გაოცების მიუხედავად, იობმა იესო ქრისტეს მიმართ უმწიკვლობა და რწმენა შეინარჩუნა. იობის წიგნში რწმენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და გამოიცდება, მაგრამ არასოდეს არის მიტოვებული. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. თუმცა იობის წიგნი გვასწავლის, რომ სანამ მათ პასუხს არ მიიღებთ, კითხვები შეიძლება, თანაარსებობდნენ რწმენასთან. და მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ამასობაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ჩვენს უფალზე: „მაინც მისი იმედი მექნება“ (იობი 13:15).

იობის წიგნის მიმოხილვისთვის იხილეთ “Job” წმინდა წერილის გზამკვლევში (სახარების ბიბლიოთეკა)

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

იობი 1–3; 12–13

მე შემიძლია ვენდო ღმერთს ნებისმიერ სიტუაციაში.

იობის შესავალი თავები პოეტური სახით ხაზს უსვამს სატანის, როგორც ჩვენი მოწინააღმდეგის ან ბრალმდებლის, როლს; ისინი არ აღწერს რეალურ ურთიერთქმედებას ღმერთსა და სატანას შორის. როდესაც კითხულობთ სატანის ნათქვამს იობის შესახებ (იხილეთ იობი 1:9–11; 2:4–5), შეიძლება ჰკითხოთ საკუთარ თავს: „რატომ ვრჩები ღმერთის ერთგული?“ რატომ იქნება საშიში უფლისადმი მორჩილება მხოლოდ სატანის შემოთავაზებული მიზეზის გამო?

რით ახდენს შთაბეჭდილებას იობის პასუხები მის განსაცდელებზე? (იხილეთ იობი 1:20–22; 2:9–10).

იობის მეგობრები ვარაუდობდნენ, რომ ღმერთი სჯიდა მას (იხილეთ იობი 4–5; 811). რა პრობლემებს ხედავთ ამ მოსაზრებაში? წაიკითხეთ იობის პასუხი თავებში 12–13. რა იცოდა იობმა ღმერთზე, რამაც საშუალება მისცა მას, უფლისადმი ნდობა შეენარჩუნებინა? რა იცით ღმერთის შესახებ, რაც გეხმარებათ სირთულეებთან გამკლავებაში?

იობი 19

იესო ქრისტე არის ჩემი გამომსყიდველი.

ზოგჯერ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ყველაზე რთულ დროს ვსწავლობთ. დაფიქრდით იობი 19:1–22 -ში აღწერილ განსაცდელებზე და ჭეშმარიტებებზე, რომელნიც მან გამოაცხადა მუხლებში 23–27. საიდან იცით, რომ თქვენი გამომსყიდველი ცოცხალია? როგორ ცვლის ამისცოდნა თქვენს ცხოვრებას?

იმღერეთ ან მოუსმინეთ საგალობელს იესო ქრისტეს შესახებ, მაგალითად, „ჩემი მხსნელი ცოცხალია“ (საგალობლები, 38). ამ საგალობლიდან რომელი სიტყვები გამოხატავს თქვენს გრძნობებს მხსნელის მიმართ?

აგრეთვე იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 121:1–12122.

იობი 21–24

სემინარიის ხატულა
„გამომცდის, ოქროსავით გამოვალ“.

იობი 21–24-ში თქვენ წაიკითხავთ კამათს იობსა და მის მეგობრებს შორის. ამ კამათის საფუძველი იყო კითხვა, რომელიც ბევრს აწუხებდა: რატომ იტანჯებიან მართალი ადამიანები ხანდახან?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ყველა პასუხი, იესო ქრისტეს აღდგენილ სახარებაში, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ჭეშმარიტება, რომელიც დაგვეხმარება გაჭირვებაში და ტანჯვაში გარკვევაში. ქვემოთ მოცემულია უკანასკნელ დღეთა წმინდა წერილები, რომლებიც შეიცავენ ზოგიერთ ამ ჭეშმარიტებას. რას გასწავლიან ეს წმინდა წერილები ზეციერი მამისა და მისი გეგმის შესახებ?

თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ პრეზიდენტ სპენსერ ვ. კიმბალის სწავლებები გაჭირვების შესახებ „Tragedy or Destiny?“ (Teachings of Presidents of the Church: Spencer W. Kimball [2011]), 11–21).

ნასწავლის გათვალისწინებით, როგორ უპასუხებდით კითხვას, როგორიცაა „რატომ უშვებს ღმერთი მართალი ადამიანებს ტანჯვას?“

იესო არის ნავში სხვა კაცთან ერთად ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ

Calm and Stars [სიმშვიდე და ვარსკვლავები], იონგსუნგ კიმის მიერ. სურათი გამოყენებულია Havenlight.com-ის ნებართვით

იობი 38–40; 42

ღმერთის თვალთახედვა ჩემსას აღემატება.

თავისი მეგობრების ბრალდებებით გაღიზიანებულმა (იხილეთ იობი 16:1–5; 19:1–3), იობმა არაერთხელ ჰკითხა ღმერთს, თუ რატომ უწევდა მას ამდენი ტანჯვა (იხილეთ იობი 19:6–7; 23:1–931). იობის წიგნში უფალს არ დაუსახელებია ნათელი მიზეზი. მაგრამ მან გაუზიარა მნიშვნელოვანი გზავნილი თავებში 38–40. როგორ შეაჯამებდით ამ გზავნილს? მაგალითად, რას სწავლობთ იობი 38:1–7, 18–24-ში უფლის კითხვებიდან?

თქვენ შეამჩნევთ, რომ უფალი ესაუბრებოდა იობს თავის ზოგიერთ ქმნილებასა და სხვა ძლევამოსილ საქმეებზე (იხილეთ იობი 38–39). თქვენ შეიძლება, შეხედოთ ამ ქმნილებათაგან ზოგიერთს (ან მათ სურათებს). როგორ გეხმარებათ ეს ყველაფერი ღმერთზე განსხვავებულად იფიქროთ? თქვენს განსაცდელზე? როგორ შეცვალეს მათ იობის თვალთახედვა? (იხილეთ იობი 42:1–6; აგრეთვე მოსე 1:8–10).

აი, გენერალური კონფერენციის ორი გზავნილი, რომელიც შეიძლება, დაგვეხმაროს ჩვენი თვალთახედვის შეცვლაში: თამარა ვ. რუნია, „მიმოხილვის ობიექტივიდან ღვთის ოჯახის დანახვა“ (ლიახონა, ნოემბერი, 2023, 62–69); რასელ მ. ნელსონი, „იაზროვნეთ ცელესტიალურად!“ (ლიახონა, ნოემბერი, 2023, 117–20). ნებისმიერ გზავნილში, მოძებნეთ ის, რაც გინდათ, გახსოვდეთ მომდევნო შემთხვევის დროს, როცა თქვენი განსაცდელი გადაულახავი მოგეჩვენებათ. როგორ შეახსენებთ საკუთარ თავს, რაც ისწავლეთ?

იყავით შემოქმედებითი. სწავლა არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ კითხვის, ფიქრისა და ლაპარაკისგან. ზოგჯერ ყველაზე დასამახსოვრებელი სწავლა ფიზიკურად აქტიური გზებით მოდის. მაგალითად, როდესაც კითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა უფალმა იობის თვალთახედვა იობი 38–40-ში, შეგიძლიათ გაისეირნოთ და შეხედოთ უფლის ზოგიერთ ქმნილებას, დიდსა თუ პატარას. ან შეგიძლიათ შეხედოთ ობიექტს სხვადასხვა მხრიდან — ზემოდან, ქვემოდან, ახლოდან, შორიდან და სხვა.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

საბავშვო სექციის ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

იობი 1–2; 1219

იესო ქრისტეს მიმართ რწმენა დამეხმარება რთულ დროს.

  • წაახალისეთ თქვენი შვილები, რომ გითხრან, რაც იციან იობის შესახებ. თუ მათ დახმარება სჭირდებათ, შეგიძლიათ მიუთითოთ იობი 1:1, 13–22; 2:7–10 ან „Job“, (Old Testament Stories, 145–47). როგორ უპასუხა იობმა გამოწვევებს? (იხილეთ იობი 1:21; 2:10).

    1:55

    Job

  • ის რაც უფლის შესახებ იცოდა, იობს ეხმარებოდა, თავის გამოწვევებში ერთგული დარჩენილიყო. შენ და შენს შვილებს შეგიძლიათ დაათვალიეროთ იესო ქრისტეს სურათები, სადაც ის სხვებთან ურთიერთობს (მაგალითად, ქვემოთ ასახული სურათი ან Gospel Art Book-ში). ისაუბრეთ იმაზე, თუ რა იცით მის შესახებ და როგორია ის. აქ მოცემულია რამდენიმე მუხლი, რომელიც აჩვენებს, თუ რა იცოდა იობმა უფლის შესახებ: იობი 12:10, 13, 16; 19:25–27. რატომ არის ღირებული ამ ყველაფრის ცოდნა მის შესახებ?

იესო ხელს იწვდის კაცის განსაკურნებლად

He Healed Them All [მან განკურნა ისინი ყველა], მაიკლ მალმის მიერ

იობი 14:14

იესო ქრისტეს გამო, მე კვლავ ვიცოცხლებ სიკვდილის შემდეგ.

  • იობმა მნიშვნელოვანი შეკითხვა დასვა იობი 14:14-ში. იქნებ თქვენ და თქვენმა შვილებმა მორიგეობით ისაუბროთ, როგორ უპასუხებდით იობს. იდეები შეგიძლიათ მოძებნოთ ალმა 11:42–44-ში, ვიდეოში „In a Coming Day“ (სახარების ბიბლიოთეკა) ან სიმღერაში აღდგომის შესახებ, როგორიცაა „იგი აღსდგა“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 55).

1:11

#BECAUSEofHIM: An Easter Message of Hope and Triumph

იობი 16:1–5; 22:5

კარგი მეგობრები ერთმანეთს ამხნევებენ.

  • როდესაც იობი მოწყენილი იყო, მისმა მეგობრებმა თქვეს, რომ ღმერთი სჯიდა მას ცოდვების გამო (იხილეთ იობი 22:5). იობის მეგობრები რომ ვყოფილიყავით, როგორ შევეცდებოდით მის დახმარებას? როგორ შეიძლება ჩვენი სიტყვები დაეხმაროს სხვებს, როდესაც ისინი მოწყენილნი არიან? (იხილეთ იობი 16:5). ამ კითხვების განხილვისას გაითვალისწინეთ ამ მონახაზიდან ერთი ან მეტი სურათის ჩვენება.

  • შეგიძლიათ სთხოვოთ თქვენს შვილებს, ჩამოთვალონ კარგი მეგობრის რამდენიმე თვისება და დაასახელონ მეგობარი, რომელსაც აქვს ეს თვისებები. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ იესო ქრისტეს სურათი. როგორ არის იესო თითოეული ჩვენგანისთვის კარგი მეგობარი? შეიძლება გაიხსენოთ ვინმე, რომელიც ცხოვრებაში მძიმე პერიოდს გადის. დაგეგმეთ, როგორ იქნებით მათთვის ქრისტეს მსგავსი მეგობარი.

იობი 19:23–27

იესო ქრისტე არის ჩემი გამომსყიდველი.

  • იობი 19:23–27-ის წაკითხვის შემდეგ, თქვენ და თქვენს შვილებს შეგეძლოთ გესაუბრათ იმაზე, თუ საიდან იცით, რომ ჩვენი გამომსყიდველი ცოცხალია. თქვენ შეიძლება ერთად იმუშაოთ, რომ თქვენი დამოწმება (ან მხსნელის ნახატები) წიგნში ჩადოთ (იხილეთ მუხლი 23).

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა, რომელიც მოწმობს მხსნელის შესახებ, მაგალითად, „ჩემი მხსნელი ცოცხალია“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 38). გააზიარეთ ფრაზები საგალობლიდან, რომლებიც აძლიერებს თქვენს რწმენას უფლის მიმართ. რატომ არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, რომ იესო ქრისტე ცოცხალია?

დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.

სხვა ადამიანებით გარშემორტყმული იობი

Job and His Friends [იობი და მისი მეგობრები], ილია რეპინის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: იესო ქრისტე არის ჩემი გამომსყიდველი