Come, Follow Me
3–9 აგვისტო. „იქნებ ამ ჟამისათვის ეწიე შენ“: ესთერი


„3–9 აგვისტო. ’იქნებ ამ ჟამისათვის ეწიე შენ’: ესთერი“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„3–9 აგვისტო. ’იქნებ ამ ჟამისათვის ეწიე შენ’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

ესთერი იჩოქება მეფის წინაშე

Queen Esther Saves Jehovah’s People [დედოფალი ესთერი იხსნის იეჰოვას ხალხს], სემ ლოულორის მიერ

„3–9 აგვისტო. „იქნებ ამ ჟამისათვის ეწიე შენ“

ესთერი

ესთერის წიგნში ბევრი მოვლენა შესაძლოა, იღბლად ან დამთხვევად მიიჩნიოთ. სხვაგვარად როგორ ახსნით, თუ როგორ გახდა ობოლი ებრაელი გოგონა სპარსეთის დედოფალი სწორედ იმ დროს, როცა თავის ხალხს დახოცვისგან თავის დახსნა სჭირდებოდა? რამდენად დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ესთერის ბიძაშვილს მორდექაის მეფის მკვლელობის შეთქმულებისთვის ყური მოეკრა? იყო ეს დამთხვევა, თუ ღვთაებრივი გეგმის ნაწილი? უხუცესმა რონალდ ა. რასბენდმა აღნიშნა: „რაც შეიძლება, შემთხვევითი ჩანდეს, სინამდვილეში, მოსიყვარულე ზეციერი მამის ზედამხედველობით ხორციელდება. … უფალი ჩვენი ცხოვრების მცირე დეტალებშია“ („By Divine Design“, Liahona, ნოემბერი, 2017, 56). ჩვენ, შეიძლება, ყოველთვის არ ვაღიაროთ უფლის გავლენა ამ „წვრილმან დეტალებზე“. მაგრამ ესთერის გამოცდილებიდან ვსწავლობთ, რომ მას შეუძლია წარმართოს ჩვენი გზა და მოგვამზადოს „ამ ჟამისთვის“ (ესთერი 4:14), როდესაც ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ იარაღი მის ხელში, მისი მიზნების შესასრულებლად.

ესთერის წიგნის მიმოხილვისთვის იხილეთ “Esther, book of” Bible Dictionary -ში

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

ესთერი

სემინარიის ხატულა
უფალი მაყენებს ისეთ სიტუაციებში, როცა შემიძლია სხვების კურთხევა.

პრეზიდენტმა დიტერ ფ. უხტდორფმა გვასწავლა, რომ თითოეული ჩვენგანი „დგას უნიკალურ ადგილას და აქვს მნიშვნელოვანი დავალება, რომლის შესრულებაც მხოლოდ [ჩვენ] შეგვიძლია. … უფალმა ტყუილად როდი დაგაკისრათ თქვენი პასუხისმგებლობა. შეიძლება, არსებობდნენ ადამიანები და გულები, რომლებსაც მხოლოდ შენ შეგიძლია, მისწვდე და შეეხო. შესაძლოა, სხვამ ვერავინ შეძლოს ამის გაკეთება ზუსტად ასე“ (“Lift Where You Stand”, Liahona, ნოემბერი, 2008, 56).

როდესაც კითხულობთ ესთერის ისტორიას დაფიქრდით, მას ეს განცხადება როგორ შეესაბამება. მოძებნეთ, თუ რა საშუალებებით მისცა უფალმა მას ებრაელთა გადარჩენის შესაძლებლობა (იხილეთ, მაგალითად, ესთერი 2:21–23; 3:10–14; 4:14–16). შემდეგ დაფიქრდით, როგორ მოგცათ მან სხვების დალოვცის შესაძლებლობები. რა არის ის გარემოებები ან ურთიერთობები, რომლებშიც მან გზა გაგიკვლიათ „იქნებ ამ ჟამისათვის“? (ესთერი 4:14). თუ თქვენ გაქვთ პატრიარქის კურთხევა, იფიქრეთ მის წაკითხვაზე, რათა გაიგოთ მეტი იმ საქმის შესახებ, რომელიც უფალს აქვს თქვენთვის შესასრულებელი. რა შეიძლება გააკეთოთ, რათა შეასრულოთ ეს საქმე?

აგრეთვე იხილეთ „For Such a Time as This [იქნებ ამ ჟამისათვის]“ (ვიდეო), ChurchofJesusChrist.org.

13:44

For Such a Time as This

ჩვენ კეთებით უფრო მეტს ვსწავლობთ, ვიდრე მოსმენით. უხუცესმა დევიდ ა. ბედნარმა ურჩია მასწავლებლებს: „ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს არა ’რა ვუთხრა მათ?’ არამედ, კითხვები, რომლებსაც საკუთარ თავს უნდა ვეკითხებოდეთ: ’რის გაკეთებისკენ შემიძლია, მოვუწოდო მათ? რა შთაგონებული კითხვები შემიძლია დავსვა, რომ თუ ისინი მზად არიან უპასუხონ, ეს კითხვები დაიწყებენ სულიწმიდის მოწვევას მათ ცხოვრებაში?“ (Teaching in the Savior’s Way25). თუ თქვენს ოჯახს ან კლასს ესთერის შესახებ ასწავლით, რისი გაკეთება შეგიძლიათ სთხოვოთ, რაც მათ სწავლაში დაეხმარება?

მორდექაი უყურებს ცხენზე ამხედრებულ ჰამანს ქუჩებში

„და დაინახა ჰამანმა, რომ მორდექაი არ უჩოქებს და არ სცემს თაყვანს მას, და აღივსო ჰამანი რისხვით“ (ესთერი 3:5).

ესთერი 3; 5:9–147

სიამაყემ და წყრომამ შეიძლება დაცემამდე მიგვიყვანოს.

ესთერის წიგნში ჩვენ ვსწავლობთ როგორც ესთერისა და მორდექაის ერთგულების, ასევე ჰამანის სიამაყისა და რისხვის მაგალითებიდან. როდესაც კითხულობთ ესთერი 3-ს; 5:9–14, დააკვირდით ჰამანის გრძნობებს, სიტყვებსა და ქმედებებს. რას ავლენს ისინი მასზე და მის მოტივებზე? რა შედეგებს დაუპირისპირდა ის? (იხილეთ ესთერი 7). ჰამანის შესახებ კითხვამ შეიძლება გიბიძგოთ, შეაფასოთ თქვენი გრძნობებისა და ქმედებების გამომწვევი ფაქტორები. შთაგონებული ხართ, შეცვალოთ რამე? როგორ შეგიძლიათ მიმართოთ ზეციერ მამას დახმარებისთვის?

იხილეთ აგრეთვე იგავები 16:32; ალმა 5:28.

ესთერი 3–4; 5:2–3; 8:11–12

მარხვა მიუთითებს, რომ მე ვენდობი უფალს და ვეყრდნობი მას.

ყურადღება მიაქციეთ, რატომ გადაწყვიტეს ესთერმა და დანარჩენმა ებრაელებმა მარხვა (იხილეთ ესთერი 3:13; 4:1–3, 10–17). როგორ აკურთხა ისინი მარხვამ? (იხილეთ ესთერი 5:2–3; 8:11–12). რატომ გვთხოვს უფალი მარხვას? (იხილეთ Topics and Questions, „Fasting and Fast Offerings“, სახარების ბუბლიოთეკა). დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ, მარხვა თქვენს ცხოვრებაში უფრო დიდ კურთხევად აქციოთ.

აგრეთვე იხილეთ ესაია 58:6–12; „Fasting: Young Single Adult Ward, Amanda” (ვიდეო), ChurchofJesusChrist.org.

2:41

Fasting: Young Single Adult Ward, Amanda

ესთერი 3:1–11; 4:10–17; 5:1–4; 9:17–19

სწორად მოქცევა ხშირად დიდ გამბედაობას მოითხოვს.

როდესაც მორდექაი და ესთერი იცავდნენ თავიანთ რწმენასა და ხალხს, მათ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს. შესაძლოა, ჩვენს არჩევანს ნაკლებად მძიმე შედეგები მოჰყვეს, მაგრამ სწორად მოქცევა მაინც გამბედაობას მოითხოვს. რას სწავლობთ ესთერი 3:1–4; 4:10–17-იდან სწორად მოქცევისთვის აუცილებელი გამბედაობის ქონის შესახებ? ყურადღება მიაქციეთ მორდექაის და ესთერის გამბედაობის გამოვლენის განსხვავებულ შედეგებს (იხილეთ ესთერი 3:5–11; 5:1–4). რა უნდა სცოდნოდათ ესთერსა და მორდექაის ღვთის შესახებ, რათა ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მოიქცნენ?

გაიხსენეთ სიტუაციები, როდესაც გჭირდებათ გამბედაობა სიმართლის დასაცავად. რას სწავლობთ ესთერისა და მორდექაისგან, რაც დაგეხმარებათ, უფალში გამბედაობა იპოვოთ?

ესთერის გამბედაობამ გამოიწვია „სიხარულის დღე“ (იხილეთ ესთერი 9:17–19). როგორ მოგიტანათ ქრისტეს მაგვარმა გამბედაობამ „სიხარულის დღე“?

იხილეთ აგრეთვე „Courage“, „Dare to Stand Alone“ (ვიდეოები), სახარების ბიბლიოთეკა; „True to the Faith“, საგალობლები, no. 254.

3:19

Courage

4:20

Dare to Stand Alone

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილე ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვების სექციის ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

ესთერი 2:5–7

შემიძლია ვემსახურო ჩემს ოჯახს.

  • შესაძლოა, შთაგონებული იყოთ, გამოიყენოთ ესთერი 2:7, რათა ასწავლოთ თქვენს შვილებს გაჭირვებაში მყოფი ოჯახის წევრების დახმარება, როგორც მორდექაიმ გააკეთა ესთერისთვის. ასევე შეგიძლიათ, მუხლი ერთად წაიკითხოთ ან საკუთარი სიტყვებით შეაჯამოთ. შემდეგ თქვენ და თქვენმა შვილებმა შეიძლება გაიხსენოთ ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლოა, თქვენი დახმარება სჭირდებათ. შეადგინეთ გეგმა მათ დასახმარებლად.

ესთერი 3:1–11; 4:10–17

უფალს შეუძლია დამეხმაროს, ვიყო მამაცი.

  • ესთერისა და მორდექაის მაგალითები დაეხმარება თქვენს შვილებს გაიგონ, რომ სიმამაცე ნიშნავს სწორად მოქცევას, მაშინაც კი, როცა გეშინიათ. შეგიძლიათ დაწეროთ ფრაზები მორდექაიმ გამოიჩინა სიმამაცე, როცა ის … და ესთერმა გამოიჩინა სიმამაცე, როცა … . როდესაც ერთად სწავლობთ ესთერის ისტორიას, თქვენს შვილებს შეუძლიათ შემოგთავაზონ წინადადებების დასრულების გზები. შეგიძლიათ წაიკითხოთ ესთერი 3:1–11; 4:10–17 ან „Queen Esther“, (Old Testament Stories, 166–70) ან გადახედეთ ამ მონახაზის სურათებს. შემდეგ დაწერე: მე ვიქნები მამაცი …  და სთხოვეთ თქვენს შვილებს ჩამოთვალონ ის, რაც ზეციერ მამას სურს, რომ მათ გააკეთონ და რაც გამბედაობას მოითხოვს. სიმღერა გამბედაობის შესახებ, მაგალითად, „ეცადე, მოიქცე სწორად“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 64) შეიძლება, დაგეხმაროთ.

    2:45

    Queen Esther

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ იმ მომენტები, როდესაც იესო ქრისტე იყო მამაცი — მაგალითად, როდესაც ის იტანჯებოდა ჩვენი ცოდვებისთვის გეთსიმანიაში და ჯვარზე (იხილეთ მათე 26:36–39; 27:33–35). სთხოვეთ თქვენს შვილებს ისაუბრონ მომენტებზე, როდესაც ისინი გაბედულად მოიქცნენ და ასევე გაუზიარეთ მათ თქვენი გამოცდილება.

ესთერი 4:1–3, 10–17

მარხვას მოაქვს უფლის კურთხევა.

  • ესთერი 4:1–3, 10–17-ის კითხვა დაგეხმარებათ, ასწავლოთ თქვენს შვილებს მარხვის შესახებ. რატომ მარხულობდნენ ესთერი და ებრაელები? უთხარით თქვენს შვილებს, რატომ მარხულობთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჰკითხოთ, როგორ აუხსნიდნენ მარხვას მეგობარს, რომელსაც ეს აქამდე არასოდეს გაუკეთებია. როგორ დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს მარხვისგან მომდინარე კურთხევების გაგებაში?

  • წაახალისეთ თქვენი შვილები იფიქრონ იმაზე, რაშიც შეიძლება უფლის დახმარება დასჭირდეთ. შესთავაზეთ მათ, შემდეგ კვირას მარხვის ნაწილად აქციონ ეს.

დედოფალი ესთერი მეფის გვერდით დგას

რადგან ესთერი მამაცი იყო, მან შეძლო უფლის ხალხის გადარჩენა.

ესთერი 4:14

მე შემიძლია ვიყო იარაღი ღვთის ხელში.

  • დაეხმარეთ თქვენს შვილებს გააცნობიერონ, რომ როდესაც ესთერს შეეშინდა, მორდექაიმ გაამხნევა იგი და აუხსნა, რომ უფალი დაეხმარა მას, გამხდარიყო დედოფალი „ამ ჟამისთვის“ (ესთერი 4:14). რას გულისხმობდა მორდექაი ამით? ისაუბრეთ ერთმანეთთან იმაზე, თუ როგორ იყო ესთერი იარაღი უფლის ხელში. როგორ შეგვიძლია ვიყოთ უფლის იარაღი?

  • როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს იმის გაგებაში, თუ რა არის იარაღი? იქნებ, სთხოვოთ რომელიმე მათგანს, რომ დაუკრას სიმღერა მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან აჩვენოთ ვინმეს სურათი, რომელიც იყენებს რამე ხელსაწყოს. ამის შემდეგ შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყოთ იარაღი ღვთის ხელში.

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.

დედოფალი ესთერი

Queen Esther [დედოფალი ესთერი], მინერვა ტეიჩერტის მიერ, © უილიამ და ბეტი სტოკსები

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიების გვერდი: უფალს შეუძლია დამეხმაროს, ვიყო მამაცი