„27 ივლისი–2 აგვისტო. ’დიდ საქმეს ვაკეთებ“’ ეზრა 1; 3–7; ნეემია 2; 4–6; 8“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„27 ივლისი–2 აგვისტო. ’დიდ საქმეს ვაკეთებ’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
I Have a Great Work to Do [დიდი საქმე მაქვს გასაკეთებელი], ტაისონ სნოუს მიერ
27 ივლისი–2 აგვისტო: „დიდ საქმეს ვაკეთებ“
ეზრა 1; 3–7; ნეემია 2; 4–6; 8
ებრაელი ხალხი ბაბილონში დაახლოებით 70 წელი იმყოფებოდა ტყვეობაში. მათ დაკარგეს იერუსალიმი და ტაძარი და ბევრს დავიწყებოდა ღვთის კანონის ერთგულება. თუმცა ღმერთმა არ დაივიწყა ისინი. პირიქით, მან თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით განაცხადა: „მოგიკითხავთ მე თქვენ და ავასრულებ თქვენზე ჩემს სასიკეთო სიტყვას, რათა დაგაბრუნოთ ამ ადგილას.“ (იერემია 29:10). ამ წინასწარმეტყველების თანახმად, უფალმა თავის ხალხს შესაძლებლობა შეუქმნა, არამხოლოდ დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში, არამედ მოტრიალებულიყვნენ აღთქმებისკენაც. და მან აღადგინა მსახურები, რომლებმაც შეასრულეს „[დიდი საქმე]“ (ნეემია 6:3): მმართველი, სახელად ზერუბაბელი, ზედამხედველობდა უფლის სახლის აღდგენას. ეზრა, მღვდელი და მწიგნობარი, დაეხმარა ხალხს, გული უფლის კანონისკენ მოებრუნებინათ. ნეემია ხელმძღვანელობდა იერუსალიმის გარშემო დამცავი კედლების აღდგენას. მათ წინააღმდეგობა შეხვდათ, მაგრამ ასევე მიიღეს დახმარება მოულოდნელი წყაროებიდან. მათ გამოცდილებას შეუძლია ჩვენი გამოცდილების განათლება და შთაგონება, რადგან ჩვენც დიდ საქმეს ვაკეთებთ. და ისევე, როგორც მათი, ჩვენი საქმეც დიდ კავშირშია უფლის სახლთან, უფლის კანონთან და სულიერ დაცვასთან, რომელსაც უფალში ვპოულობთ.
ეზრასა და ნეემიას წიგნების მიმოხილვისთვის იხილეთ “Ezra” და“Nehemiah” ბიბლიის ლექსიკონში.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ეზრა 1
უფალი შთააგონებს ადამიანებს მისი მიზნების შესასრულებლად.
მას შემდეგ, რაც სპარსეთმა ბაბილონი დაიპყრო, უფალმა სპარსეთის მეფე კიროსს შთააგონა, ებრაელთა ჯგუფი იერუსალიმში ტაძრის აღსადგენად გაეგზავნა. როდესაც კითხულობთ ეზრა 1-ს, გაითვალისწინეთ, რა გააკეთა კიროსმა ამ მნიშვნელოვან საქმეში ებრაელების მხარდასაჭერად. თქვენი აზრით როგორ მოქმედებს უფალი თქვენ გარშემო მყოფი ქალებისა და მამაკაცების მეშვეობით, მათ შორის, ადამიანების, რომლებიც არ არიან მისი ეკლესიის წევრები? რას ცხადყოფს აღნიშნული, უფლისა და მისი საქმის შესახებ?
აგრეთვე იხილეთ ესაია 44:24–28.
ეზრა 3:8–13; 6:16–22
უფლის სახლი არის სიხარულის სახლი.
როდესაც ბაბილონელები იერუსალიმში შეიჭრნენ, მათ გაძარცვეს ტაძარი და გადაწვეს იგი (იხილეთ 4 მეფეთა 25:1–10; 2 ნეშტთა 36:17–19). როგორ ფიქრობთ, რას იგრძნობდით, ამის შემსწრე ერთ-ერთი ებრაელი რომ ყოფილიყავით? (იხილეთ ფსალმუნი 136). დააკვირდით, რას გრძნობდნენ ებრაელები ათწლეულების შემდეგ, როდესაც მათ უფლება მიეცათ, დაბრუნებულიყვნენ და აღედგინათ ტაძარი (იხილეთ ეზრა 3:8–13; 6:16–22). ამან შეიძლება გიბიძგოთ, დაფიქრდეთ საკუთარ გრძნობებზე უფლისა და მისი სახლის მიმართ. რატომ არის ტაძრის აშენება სადღესასწაულო მიზეზი?
The temple of Zerubbabel [ზერუბაბელის ტაძარი]; ილუსტრაცია სემ ლოულორის მიერ
ეზრა 4–7; ნეემია 2; 4; 6
ღმერთს ჩემთვის მნიშვნელოვანი საქმე აქვს.
უფლის საქმე იშვიათად რჩება წინააღმდეგობის გარეშე. ეს დაკვირვება სამართლიანად ვრცელდება ზერუბაბელისა და ნეემიას მცდელობებზეც. აი, მარტივი მიდგომა, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ ამ ისტორიებიდან და გაითვალისწინოთ, თუ როგორ შეგიძლიათ აკეთოთ უფლის საქმე, მიუხედავად წინააღმდეგობისა:
ღვთის საქმე ზერუბაბელისთვის (ეზრა 4:3):
ღვთის საქმე ნეემიასთვის (ნეემია 2:17–18):
ღვთის საქმე ჩემთვის:
წინააღმდეგობა, რომელიც ზერუბაბელს შეხვდა (ეზრა 4:4–24):
წინააღმდეგობა, რომელიც ნეემიას შეხვდა (ნეემია 2:19; 4:1–3, 7–8; 6:1–13):
წინააღმდეგობა, რომლის წინაშეც მე ვდგავარ:
როგორ უპასუხა ზერუბაბელმა ამ წინააღმდეგობას (ეზრა 5:1–2):
როგორ უპასუხა ნეემიამ (ნეემია 2:20; 4:6, 9; 6:3–15):
როგორ შემიძლია ვუპასუხო მე:
ნეემიას გამოცდილების თქვენს ცხოვრებასთან შედარებისთვის, შეგიძლიათ შეისწავლოთ პრეზიდენტ დიტერ ფ. უხტდორფის გზავნილი „We Are Doing a Great Work and Cannot Come Down“ (Liahona, მაისი, 2009, 59–62), განსაკუთრებით ბოლო ორი ნაწილი. როდესაც ფიქრობთ იმ სამუშაოზე, რომელიც ღმერთმა მოგცათ, შეგიძლიათ შეისწავლოთ „Young Women Theme“ ან „Aaronic Priesthood Quorum Theme“ (სახარების ბიბლიოთეკა). ან შეგიძლიათ მოიძიოთ საგალობლებში, მაგალითად „As Sisters in Zion“ (საგალობლები, no. 309) ან „Ye Elders of Israel“ (საგალობლები, no. 319).
როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს მხსნელის სამსახურში გქონდეს „საქმის გულმოდგინება“? (ნეემია 4:6). რას შეიძლება ნიშნავდეს „ღვთის კეთილი ხელი იყო[ს თქვენზე]“ როცა ასრულებთ მის საქმეს? (ნეემია 2:8; აგრეთვე იხილეთ ნეემია 2:18; ეზრა 7:6, 9, 27–28). როგორ დაინახეთ მისი ხელი თქვენს ძალისხმევაში, ემსახუროთ მას?
ნეემია 8
მე კურთხეული ვარ, როცა ვსწავლობ წმინდა წერილებს.
თაობების განმავლობაში ტყვეობაში მყოფ ებრაელებს წვდომა „მოსეს რჯულის წიგნზე“ შეზღუდული ჰქონდათ (ნეემია 8:1). ნეემია 8-ში ეზრამ ხალხს კანონი წაუკითხა. რას ნახულობთ ამ თავში, რაც მიგითითებთ, თუ რას გრძნობდნენ ეზრა და მისი ხალხი ღმერთის და მისი სიტყვის მიმართ? (განსაკუთრებით იხილეთ მუხლები 1–12). თქვენი ცხოვრებიდან რა წარმოაჩენს, თუ რას გრძნობთ ღმერთისა და მისი სიტყვის მიმართ?
აგრეთვე იხილეთ Teachings of Presidents of the Church: Ezra Taft Benson (2014), 115–24.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ეზრა 3:8–13; 6:16–22
უფლის სახლი არის სიხარულის სახლი.
-
იმისათვის, რომ ასწავლოთ თქვენს შვილებს იმ სიხარულის შესახებ, რომელსაც ებრაელები განიცდიდნენ მათი ტაძრის აღდგენის დროს, შეგიძლიათ აჩვენოთ მათ ქვემოთ ასახული მსგავსი სურათი. ისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ შეიძლება ეს ხალხი უფლის სახლში ყოფნით იყოს ბედნიერი. თქვენ ასევე შეგიძლიათ უთხრათ თქვენს შვილებს, რატომ არის ტაძარი თქვენთვის სასიხარულო ადგილი. როგორ დაგეხმარათ ტაძარი, ზეციერ მამასთან და მხსნელთან ახლოს გეგრძნოთ თავი?
-
როცა ბავშვებთან ერთად კითხულობთ ეზრა 3:10–13-ს, დაეხმარეთ მათ, იპოვონ სიტყვები, რომლებიც აჩვენებენ, თუ რას გრძნობდნენ ებრაელები ტაძრის აღდგენის დროს. როცა მიხვალთ 13-ე მუხლის ბოლოს, კარგი იქნებოდა სიხარულით ერთად შემოგეძახათ. დაეხმარეთ თქვენს შვილებს მოიფიქრონ, თუ რატომ შეიძლება უხაროდეთ, რომ უფალმა გვიბოძა ტაძრები. როგორ გამოვხატოთ ეს სიხარული?
-
შეგიძლიათ შვილებთან ერთად იმღეროთ სიმღერა ტაძრის შესახებ, მაგალითად, „მაღლა მთის მწვერვალზე“ (სახარების ბიბლიოთეკა). ყოველი სტრიქონის შემდეგ შეგიძლიათ შეაჩეროთ და სთხოვოთ ბავშვს, გაუზიაროს სხვებს ის, რის გამოც უყვარს ტაძარი. თქვენ ასევე შეგიძლიათ უყუროთ ტაძრების სურათებს სიმღერის დროს.
ნეემია 2:17–20; 6:1–9
უფალი დამეხმარება თავისი „დიდი საქმის“ შესრულებაში.
-
ნეემიას ამბავი გაუზიარეთ თქვენს შვილებს (იხილეთ ნეემია 2:17–20; 6:1–9; ან “Nehemiah” in Old Testament Stories, 173–74). როდესაც კითხულობთ ნეემია 2:20-ს, თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ „[ადგეთ]“ და აჩვენოთ, თითქოს იერუსალიმის კედლების აშენებაში იღებთ მონაწილეობას. ან თქვენმა შვილებმა შეიძლება სიამოვნებით ააშენონ კედელი კუბიკებით ან სხვა საგნებით. როცა ამას აკეთებენ, შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, იფიქრონ იმ მნიშვნელოვან რაღაცებზე, რომლებიც ზეციერ მამას სურს, ჩვენ გავაკეთოთ.
1:38Nehemiah
-
როდესაც კითხულობთ ნეემია 6:9-ს, სთხოვეთ თქვენს შვილებს, რომ ასწიონ ხელები, როცა თქვენ იტყვით: „განვამტკიცე ჩემი ხელები“. მოუყევით შვილებს იმ დროის შესახებ, როდესაც იგრძენით, რომ ღმერთმა განამტკიცა თქვენი ხელები მისი საქმის შესასრულებლად.
ნეემია 8:1–12
წმინდა წერილები კურთხევაა.
-
ხმამაღლა წაიკითხეთ რამდენიმე ფრაზა ნეემია 8:2–3, 5–6, 8–9, 12-დან, რომლებიც აღწერენ იმას, თუ რა გააკეთა ხალხმა, როცა ეზრამ წმინდა წერილები წაიკითხა. როცა კითხულობთ, თქვენს შვილებს შეუძლიათ ამ დროს ამ ფრაზების გათამაშება. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს, რას გრძნობთ წმინდა წერილების წაკითხვისას ან მოსმენისას.
-
როდესაც ერთად კითხულობთ ნეემია 8:8-ს, შეგიძლიათ ჰკითხოთ თქვენს შვილებს, რა ეხმარება მათ წმინდა წერილების გაგებაში. აჩვენეთ მათ, როგორ გამოიყენონ წმინდა წერილების შესწავლის დამხმარე საშუალებები, როგორებიცაა Guide to the Scriptures და Topics and Questions (სახარების ბიბლიოთეკა). მოიწვიეთ თქვენი შვილები, ისაუბრონ იმაზე, რაც მხსნელის შესახებ წმინდა წერილებიდან ისწავლეს.
ეძებეთ მარადიული ჭეშმარიტება წმინდა წერილებში. „წმინდა წერილები … სავსეა სახარების ჭეშმარიტებებით, მაგრამ ზოგჯერ მათ პოვნას შეგნებული ძალისხმევა სჭირდება. როდესაც ერთად სწავლობთ წმინდა წერილებს, შეჩერდით და ჰკითხეთ მათ, ვისაც ასწავლით, სახარების რომელ ჭეშმარიტებებს ამჩნევენ. დაეხმარეთ მათ დაინახონ, თუ როგორ უკავშირდება ეს ჭეშმარიტებები მამაზეციერის ხსნის გეგმას. ზოგჯერ მარადიული ჭეშმარიტებები ნახსენებია წმინდა წერილებში, ზოგჯერ კი ისინი ასახულია იმ ადამიანების ისტორიებსა და ცხოვრებებში, რომელთა შესახებაც ვკითხულობთ. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენ მიერ წაკითხული მუხლების ისტორიული ფონის შესწავლა, ისევე როგორც მუხლების მნიშვნელობის და როგორ ვრცელდება ისინი დღეს ჩვენზე“ (Teaching in the Savior’s Way, 22).
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალ „მეგობრის“ მიმდინარე თვის გამოცემა.