Come, Follow Me
17–23 აგვისტო. „უფალი ჩემი მწყემსია“: ფსალმუნები 1–2; 8; 18–32; 39; 45


„17–23 აგვისტო. ’უფალი ჩემი მწყემსია’: ფსალმუნები 1–2; 8; 18–32; 39; 45“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„17–23 აგვისტო. ’უფალი ჩემი მწყემსია’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

იესო მიუძღვება ცხვარს

უფალი ჩემი მწყემსია, იონსუნგ კიმის მიერ. სურათი გამოყენებულია Havenlight.com-ის ნებართვით

17–23 აგვისტო: „უფალი ჩემი მწყემსია“

ფსალმუნები 1–2; 8; 18–32; 3945

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ვინ დაწერა ფსალმუნები. ზოგი მეფე დავითს მიეწერება, მაგრამ უმეტესობის ავტორები ანონიმად რჩებიან. თუმცა ფსალმუნების წაკითხვის შემდეგ ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ვიცნობთ ფსალმუნთა მგალობლების გულებს, თუნდაც მათი სახელები არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ფსალმუნები ისრაელიელებს შორის თაყვანისცემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ვიცით, რომ მხსნელი მათ ხშირად ციტირებდა. ფსალმუნების საშუალებით ჩვენ ვიხედებით ღვთის უძველესი ხალხის სულში. ჩვენ ვხედავთ, რას გრძნობდნენ ისინი ღმერთის მიმართ, რაზე წუხდნენ და როგორ იპოვეს სიმშვიდე. ჩვენ, როგორც დღევანდელი მორწმუნეები მთელ მსოფლიოში, კვლავ ვიყენებთ ამ სიტყვებს ღვთის თაყვანისცემისას. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ფსალმუნების ავტორები ასევე იხედებოდნენ ჩვენს სულებში, რადგან მათ გამოხატეს, რას ვგრძნობთ ღმერთის მიმართ, რაზე ვღელავთ და როგორ ვპოულობთ სიმშვიდეს.

ფსალმუნების წიგნის მიმოხილვისთვის იხილეთ „Psalms“, Bible Dictionary.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

ფსალმუნი 1; 22; 25–2745

„უფალზე ვიყავ მინდობილი“.

ფსალმუნების კითხვისას შეიძლება შეამჩნიოთ, რამდენად ხშირად გამოხატავენ მწერლები შიშს, მწუხარებას ან შფოთვას. ასეთი გრძნობები ნორმალურია, თუნდაც მორწმუნე ადამიანებისთვის. თუმცა რაც ფსალმუნებს შთამაგონებელს ხდის არის ის, რომ ისინი ასევე გვთავაზობენ შთამაგონებელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის უფლისადმი სრულ ნდობას. როდესაც კითხულობთ ფსალმუნები 1; 22; 25–2745-ს, ჩაწერეთ:

  • მოწვევები მივენდოთ უფალს.

  • სიტყვები, რომლებიც აღწერს უფალს.

  • სიტყვები, რომლებიც აღწერს მშვიდობას, ძალას და სხვა კურთხევებს, რომლებსაც უფალი გვაძლევს.

  • სიტყვები, რომლებიც აღწერს ადამიანებს, რომლებიც მას ენდობიან.

ასევე თვალყური ადევნეთ ნათელ გამოსახულებებსა და სიმბოლოებს, რომლებსაც ფსალმუნები იყენებს მხსნელის შესახებ სასწავლებლად. მაგალითად, 22-ე ფსალმუნშირას გვახსენებს ფრაზები, როგორებიცაა „ხასხასა მოლზე დამასვენებს“ ან „წყნარ წყლებზე“ (მუხლი 2)? რისი სიმბოლო შეიძლება იყოს დამამშვიდებელი „კვერთხი“ და „საყრდენი“ (მუხლი 4)? რას შეიძლება ნიშნავდეს ჩვენი „თასის“ (მუხლი 5) პირამდე გავსება?

ფსალმუნი 221

იესო ქრისტე არის აღთქმული მესია.

რამდენიმე ფსალმუნი მიუთითებს იესო ქრისტეს მოკვდავ ცხოვრებაზე. ახალი აღთქმის დროის ქრისტიანებმაც დაინახეს ეს კავშირები. შეგიძლიათ წაიკითხოთ წმინდა წერილის შემდეგი დამოწმებები. მოძებნეთ კავშირი ამ ფსალმუნების სიტყვებსა და მხსნელის ცხოვრებას შორის:

  • ფსალმუნი 2:1–3 და საქმეები 4:24–28

  • ფსალმუნი 2:7 და საქმეები 13:30–33

  • ფსალმუნი 22:2 და მათე 27:45–46

  • ფსალმუნი 22:8–9 და მათე 27:39–43

  • ფსალმუნი 22:17 და ლუკა 23:32–33

  • ფსალმუნი 22:19 და მათე 27:35

  • ფსალმუნი 30:6 და ლუკა 23:46

რას სწავლობთ ამ კავშირების შესწავლით? რომელი ბიბლიური წინასწარმეტყველებები და დაპირებები არ შესრულებულა ჯერ? რას ნახულობთ ამ დაპირებებში, რაც მომავლის იმედს გაძლევთ?

მდინარე და ქვები

ფსალმუნი 8; 1832

„უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა“.

ფსალმუნი 8; 1832 -ის წაკითხვამ შეიძლება შთაგაგონოთ, გაითვალისწინოთ უფლის მრავალი შესანიშნავი ქმნილება. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გრძნობებს, როცა ამას აკეთებთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ იმღეროთ ან დაფიქრდეთ ამ ფსალმუნებთან დაკავშირებული სიმღერის სიტყვებზე, მაგალითად, „How Great Thou Art“ (Hymns, 86). უფლის ქმნილებები როგორ „ღაღადებენ ღმერთის დიდებას“ თქვენთვის? (ფსალმუნი 18:1).

აი, რამდენიმე სხვა საგალობელი, შთაგონებული ფსალმუნებით:

  • ფსალმუნი 22:The Lord Is My Shepherd“ (Hymns, no. 108)

  • ფსალმუნი 22:6150:Praise to the Lord, the Almighty“ (Hymns, no. 72)

  • ფსალმუნი 25:8:We Love Thy House, O God“ (Hymns, no. 247)

  • ფსალმუნი 26:1:The Lord Is My Light“ (Hymns, no. 89)

  • ფსალმუნი 32:1–6; 94:1–6:For the Beauty of the Earth“ (Hymns, no. 92)

  • ფსალმუნი 36:3–9:Be Still, My Soul“ (Hymns, No. 124)

  • ფსალმუნი 148:All Creatures of Our God and King“ (Hymns, no. 62)

გამოიყენეთ მუსიკა. პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა თქვა: „საგალობლების შესრულება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უფლის სულთან ერთ ტალღაზე ყოფნისთვის. … სასულიერო მუსიკას აქვს უნიკალური უნარი, გადმოსცეს ჩვენი სიყვარული უფლის მიმართ. ამგვარი კომუნიკაცია მშვენიერი დახმარებაა ჩვენი ღვთისმსახურებისთვის. … ჩვენი საგალობლები შეიცავს შეუდარებელ მოძღვრებისეულ ქადაგებებს, რომლებსაც მხოლოდ წმინდა წერილები აღემატება თავიანთი ჭეშმარიტებითა და პოეტური ზემოქმედებით“ („Worship through Music“, Ensign, ნოემბერი, 1994, 10, 11). ფსალმუნებთან დაკავშირებულ რომელ საგალობლებს შეგიძლიათ მოუსმინოთ ან იგალობოთ ამ კვირაში თქვენი თაყვანისცემის გასაძლიერებლად?

ფსალმუნი 18:8–1228

უფლის სიტყვა ძლიერია, „გულს [ახარებს]“.

ფსალმუნებში სიტყვები, როგორებიცაა მოწმობა, წესები, მცნება და განაჩენი შეიძლება ეხებოდეს, უფლის სიტყვას. გახსოვდეთ ეს ფსალმუნი 18:8–12-ის წაკითხვისას. რას გირჩევენ ეს მუხლები უფლის სიტყვის შესახებ? რას გასწავლით ფსალმუნი 28 უფლის ხმის შესახებ? თქვენი გამოცდილებით, როგორ დაემთხვა უფლის სიტყვა ან ხმა ამ აღწერილობებს?

ფსალმუნი 23; 25–26

სემინარიის ხატულა
მხსნელს შეუძლია დამეხმაროს ვიყო სუფთა, რათა შევძლო ღმერთთან მიახლება.

იმის გამო, რომ იერუსალიმის ტაძარი მთაზე აშენდა, ფრაზა „უფლის მთაზე“ (ფსალმუნი 23:3) შეიძლება ეხებოდეს ტაძარს ან ღმერთთან მიახლებას. რას მატებს ეს 23-ე ფსალმუნისთქვენს გაგებას? რას ნიშნავს თქვენთვის „ხელები სუფთა … და გული სპეტაკი“? (მუხლი 4). 25–26-ე ფსალმუნებისწაკითხვისას კიდევ რას იგებთ უფლის სახლის შესახებ?

ზოგჯერ შეიძლება, გულგატეხილი ვიყოთ იმის მოსმენით, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წმინდა, რათა მივეახლოთ უფალს. ბოლოსდაბოლო, ჩვენ ყველანი ვწვალობთ და არცერთი ჩვენგანი არ არის სრულყოფილი. რა იმედს პოულობთ უხუცეს დევიდ ა. ბედნარის გზავნილში „Clean Hands and a Pure Heart“? (Liahona, ნოემბერი, 2007, 80–83). როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი გზავნილი, რათა დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც თავს დათრგუნულად გრძნობს, რადგან სურს, იყოს სრულყოფილი? დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მიიღოთ მხსნელის დახმარება თქვენს მცდელობებში, გქონდეთ „სუფთა ხელები და სპეტაკი გული“.

იხილეთ აგრეთვე ბრედლი რ. უილკოქსი, „Worthiness Is Not Flawlessness“, Liahona, ნოემბერი, 2021, 61–67.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვების სექციის ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

ფსალმუნები 22; 26–27; 3145

უფალი მთავაზობს მშვიდობას, ძალას და ხელმძღვანელობას.

  • შეგიძლიათ დაწეროთ უფალი არის … სთხოვეთ თქვენს შვილებს, მოძებნონ გზები ამ წინადადების დასასრულებლად ასეთი წმინდა წერილების გამოყენებით: ფსალმუნი 22:1; 26:1; 27:1; 27:7; 31:7; 45:2. რას გვასწავლის ეს მუხლები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია უფალს, დაგვეხმაროს?

  • შეგიძლიათ თქვენს შვილებთან ერთად განიხილოთ, თუ რა სჭირდება კრავს, რომ იყოს დაცული და ჯანმრთელი. შემდეგ, როცა ერთად წაიკითხავთ 22-ე ფსალმუნს, დაეხმარეთ თქვენს შვილებს დააკვირდნენ, რას აკეთებს მწყემსი კრავისთვის და შეადარონ ის იმასთან, თუ რას აკეთებს იესო ჩვენთვის. რა გვჭირდება, სულიერად დაცული და ჯანმრთელი რომ ვიყოთ? ერთად იმღერეთ სიმღერა, რომელმაც შეიძლება მიაწოდოს მათ იდეები, როგორებიცაა „როგორ ვიარო ნათელში მითხარ“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 66).

კონსეფსიონის ტაძარი ჩილეში

კონსეფსიონის ტაძარი ჩილეში

ფსალმუნი 23:3–4

ტაძარში შესასვლელად ჩვენ გვჭირდება „სუფთა ხელები და სპეტაკი გული“.

  • როდესაც ერთად წაიკითხავთ ფსალმუნი 23:3 -ს, თქვენს შვილებს შეუძლიათ მოძებნონ სიტყვები, რომლებიც მათ ტაძარს ახსენებენ. მათ ასევე შეუძლიათ ტაძრის სურათის დათვალიერება. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ 4 მუხლი რათა გაიგოთ, ვის შეუძლია ტაძარში შესვლა. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ბინძურდება ხელები და როგორ ვისუფთავებთ მათ. როგორ ვბინძურდებით სულიერად? როგორ გვეხმარება მხსნელი სულიერ განწმენდაში?

ფსალმუნი 29:6

იესო ქრისტეს შეუძლია მწუხარება სიხარულად აქციოს.

  • თუ მცირეწლოვანი ბავშვები გყავთ, შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, მოჩვენებით იტირონ, ვიდრე თქვენ ფსალმუნი 29:6-იდან კითხულობთ: „ღამით გლოვა დაისადგურებს“. შემდეგ სთხოვეთ მათ, გამოხატონ სიხარული, როცა კითხულობთ: „ცისკრის ჟამს მხიარულება“. რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს ფრაზა.

  • აჩვენეთ მხსნელის სურათი და უთხარით თქვენს შვილებს, რა გააკეთა მან თქვენთვის, რაც სიხარულს განიჭებთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ თითოეულ ბავშვს მორიგეობით დააჭერინოთ სურათი და ასაუბროთ, თუ რა გააკეთა იესომ, რასაც მათთვის სიხარული მოაქვს.

ფსალმუნი 45:11

„შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი“.

  • დაეხმარეთ თქვენს შვილებს, დაიმახსოვრონ ფსალმუნის 45:11-დან პირველი სტრიქონი: „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი“. რას შეიძლება, ნიშნავდეს „შეჩერდით“? იქნებ გარკვეული დრო დაგეთმოთ და გევარჯიშათ შეჩერებაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, როდესაც „შეჩერებამ“ გააძლიერა თქვენი ურთიერთობა ღმერთთან. დაეხმარეთ თქვენს შვილებს დღის განმავლობაში იფიქრონ დროზე, როდესაც მათ შეუძლიათ „[შეჩერდნენ] “, რათა იგრძნონ სიახლოვე ზეციერ მამასთან.

დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.

მხსნელს ხელში უჭირავს კრავი

The Good Shepherd [მწყემსი კეთილი], ევა ტიმოთეს მიერ

ძირითადი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: უფალი ჩემი მწყემსია