Come, Follow Me
31 აგვისტო–6 სექტემბერი. „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი“: ფსალმუნები 101–102; 109; 114–118; 126–127; 134–138; 145–150


„31 აგვისტო–6 სექტემბერი. ’ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი’: ფსალმუნები 101–102; 109; 115–118; 126–127; 134–138; 145–150“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„31 აგვისტო–6 სექტემბერი. ’ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

იესო იხრება, რათა დაეხმაროს ქალს

საპატიო დაბრუნება, კელსი და ჯესი ლაითვივების მიერ

31 აგვისტო–6 სექტემბერი: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი“

ფსალმუნები 101–102; 109; 114–118; 126–127; 134–138; 145–150

ფსალმუნების წიგნის ტრადიციული ებრაული სახელწოდებაა ტეჰილიმი, ეს ებრაული სიტყვა, ნიშნავს „ქებას“. ეს დაკავშირებულია ამოძახილთან ალილუია (რაც ნიშნავს „დიდება იეჰოვას“ ან „დიდება უფალს“). ერთი სიტყვა რომ აგერჩიათ ფსალმუნების მთავარი გზავნილის შესაჯამებლად, ქება კარგი არჩევანი იქნებოდა. ზოგიერთი ფსალმუნი შეიცავს პირდაპირ მოწოდებას „ადიდეთ უფალი“ (იხილეთ განსაკუთრებით ფსალმუნები 145–50), და ყველა მათგანს შეუძლია თაყვანისცემა და ქება შთააგონოს. ფსალმუნები მოგვიწოდებს, ვაღიაროთ უფლის ძალა, მისი წყალობა და დიდი საქმეები, რაც მან გააკეთა. ჩვენ ვერასოდეს გადავუხდით მას ამას, მაგრამ შეგვიძლია ვადიდოთ იგი. ეს ქება შეიძლება სხვადასხვა ადამიანში იყოს განსხვავებული — ეს შეიძლება მოიცავდეს სიმღერას, ლოცვასა ან დამოწმებას. ეს ხშირად იწვევს უფლისადმი უფრო ღრმა ერთგულებასა და მისი სწავლებების მიყოლას. რასაც არ უნდა ნიშნავდეს „ქებით შემოსეთ უფალი“ თქვენს ცხოვრებაში, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ შთაგონება ამის გასაკეთებლად ფსალმუნების კითხვისა და მათზე ფიქრის დროს.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

ფსალმუნები 101–2114-115

უფალს შეუძლია დამამშვიდოს ჩემს ტანჯვაში.

როგორ აღწერს ფსალმუნი 101:2–12 შფოთვისა და განმარტოების გრძნობებს, რომლებიც ხშირად ჩნდება გამოწვევების დროს. შესაძლოა, თქვენ ან სხვებს, რომლებსაც იცნობთ, განუცდიათ ასეთი გრძნობები. როცა კითხულობთ ფსალმუნები 101:13–29; 102114-115-ს, მოძებნეთ ფრაზები, რომლებიც გაძლევენ თავდაჯერებულობას, რომ „უფლის სახელი [წარმოთქვათ]“ თქვენი განსაცდელის ჟამს (ფსალმუნი 115:4). შეიძლება კარგი იყოს მონიშნოთ, დაიზეპიროთ ან გაუზიაროთ სხვებს ფრაზები, რომლებიც უფლის იმედს გაძლევენ.

აგრეთვე იხილეთ ესაია 25:8; ებრაელთა 2:17–18; ალმა 7:11–13; კამილ ნ. ჯონსონი, „იესო ქრისტე შვებაა“, ლიახონა, მაისი, 2023, 81–83; „Where Can I Turn for Peace?“ (Hymns, no. 129).

იესო ეხმარება ავადმყოფს

კარლ ჰაინრიხ ბლოხი (1834–1890), Christ Healing the Sick at Bethesda [ქრისტე კურნავს სნეულს ბეთ-ხაზდასთან], 1883, ზეთი ტილოზე 256 სმ x 319 სმ. ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი, ნაყიდია ჯეკ რ. და მერი ლოის უითლის ფულადი სახსრებით, 2001.

ფსალმუნი 109; 117

იესო ქრისტემ შეასრულა წინასწარმეტყველებები ფსალმუნებიდან.

ფსალმუნები შეიცავს ნაწყვეტებს, რომლებიც მიუთითებს იესო ქრისტეს ცხოვრებასა და მსახურებაზე. აი, რამდენიმე მაგალითი:

  • ფსალმუნი 109:1–4 (იხილეთ მათე 22:41–45; ებრაელთა 5:4–10; 6:20)

  • ფსალმუნი 117:22 (იხილეთ მათე 21:42; საქმეები 4:10–11; 1 პეტრე 2:7)

  • ფსალმუნი 117:25–26 (იხილეთ მათე 21:9)

რას გასწავლით ეს მუხლები იესო ქრისტეს შესახებ? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის ცოდნა მის შესახებ?

ფსალმუნი 118

სემინარიის ხატულა
ღვთის სიტყვა დამტოვებს უფლის გზაზე.

118-ე ფსალმუნი შეიცავს ბევრ ფრაზას, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ზეციერ მამასთან დაბრუნების მოგზაურობას ადარებს. როდესაც კითხულობთ, მოძებნეთ სიტყვები, როგორიცაა „სიარული“, „გზა“, „ფეხები“ და „ხეტიალი“. იფიქრეთ თქვენი ცხოვრების მოგზაურობაზე — სად იყავით, სად ხართ ახლა და სად მიდიხართ. რას სწავლობთ ამ ფსალმუნიდან სახლში დაბრუნების შესახებ? რა ისწავლეთ სხვების გზის ყურებით? ამ ფსალმუნის თანახმად, რა მოგცათ ღმერთმა, რათა დაგხმარებოდათ, მის გზაზე დარჩენილიყავით?

გაიხსენეთ ის დრო, როდესაც ბილიკის ან რუკის მიყოლა დაგეხმარათ დანიშნულების ადგილამდე წარმატებით გემოგზაურათ. რას გასწავლით ეს გამოცდილება ღვთის გზის მიყოლაზე?

ბევრ სხვა წმინდა წერილში უფალი და მისი წინასწარმეტყველები საუბრობენ გზაზე. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი. შეგიძლიათ მოიძიოთ ეს მუხლები და ჩაწეროთ ან გაუზიარეთ სხვებს ის, რასაც გაიგებთ.

წმინდა წერილი

რას ვიგებ ღვთისკენ მიმავალი გზის შესახებ

წმინდა წერილი

იგავები 4:11–19

წმინდა წერილი

მათე 7:13–14

წმინდა წერილი

1 ნეფი 8:20–28

წმინდა წერილი

2 ნეფი 31:17–21

წმინდა წერილი

ალმა 7:9, 19–20

წმინდა წერილი

მოძღვრება და აღთქმები 25:2

როგორ დაგეხმარებათ ეს ჭეშმარიტებები ღვთის გზაზე დარჩენაში?

რომელი დამატებითი მოსაზრებების სწავლა შეგიძლიათ, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის შემდეგი რჩევიდან?

„თუ ჩვენი მოგზაურობა ცხოვრებაში უნდა იყოს წარმატებული, ჩვენ უნდა მივყვეთ ღვთაებრივ მიმართულებას. უფალმა თქვა: ’მე დამეყრდენით ყოველ ფიქრში, ნუ ეჭვობთ, ნუ გეშინიათ’ [მოძღვრება და აღთქმები 6:36]. ფსალმუნის შემქმნელმა კი დაწერა: „სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის“, [ფსალმუნი 118:105]. …

„ცხოვრებაში მოგზაურობისას ბევრ წინააღმდეგობას ხვდებით და შეცდომებს უშვებთ. ბიბლიური ხელმძღვანელობა გეხმარებათ შეცდომის ამოცნობაში და საჭირო შესწორების შეტანაში. თქვენ შეწყვეტთ არასწორი მიმართულებით სვლას. თქვენ ყურადღებით შეისწავლით წმინდა წერილების საგზაო რუკას. შემდეგ თქვენ განაგრძობთ მონანიებასა და ანაზღაურებას, რომელიც საჭიროა „რთულ და ვიწრო ბილიკზე, რომელსაც მარადიული სიცოცხლისაკენ მიჰყავხართ“ [2 ნეფი 31:18]“ („Living by Scripural Guidance“, Ensign, ნოემბერი, 2000, 17).

იხილეთ აგრეთვე დიტერ ფ. უხტდორფი, „ძე შეცთომილი და შინ მიმავალი გზა“, ლიახონა, ნოემბერი, 2023, 86–88.

ფსალმუნები 133–35

უფალი ნებისმიერ კერპზე ძლიერია.

დაფიქრდით, რატომ არის ცრუ ღმერთების ნდობა, ფსალმუნი 134:15–18-ის მიხედვით, უგუნურობა. რას შეიძლება ცდუნებით ენდოთ, რაც კერპის მსგავსია? თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ სია, რისი გაკეთებაც უფალს შეუძლია, როგორც ეს გააკეთეს ფსალმუნთა ავტორებმა ფსალმუნები 133–35-ში. რა არის ის ძლიერი რამ, რაც მან თქვენთვის გააკეთა?

ფსალმუნი 138

უფალმა უწყის ჩემი გული.

რას პოულობთ 138-ე ფსალმუნში, რაც გეხმარებათ გაიგოთ, რომ უფალმა იცის თქვენ შესახებ — თქვენი აზრები და ქმედებები, ძლიერი და სუსტი მხარეები? როგორ მოქმედებს ეს სიმართლე თქვენს ცხოვრებასა და თქვენს არჩევანზე?

ფსალმუნები 145–50

„ქებით შემოსეთ უფალი“.

როდესაც კითხულობთ ქების ამ ბოლო ფსალმუნებს, იფიქრეთ იმაზე, თუ რატომ უნდა განადიდოთ უფალი. რატომ არის მნიშვნელოვანი მისი ქება? რა გზებით შეგიძლიათ მისი ქება?

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვების სექციის ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

ფსალმუნი 101:2–3

უფალი მამშვიდებს და მაიმედებს.

  • თქვენ ან რომელიმე ბავშვს შეგეძლოთ წაიკითხოთ ფსალმუნი 101:2–3, ეძიოთ როგორ გვეხმარება უფალი ჩვენი სირთულეების დროს. როგორ ვიპოვოთ მისი დახმარება? თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთმანეთს გაუზიაროთ ის შემთხვევები, როცა დახმარება დაგჭირდათ და იგრძენით, რომ ღმერთმა შეისმინა თქვენი ლოცვები.

ფსალმუნი 118:105

ღვთის სიტყვა სინათლეს ჰგავს.

  • თქვენმა შვილებმა, შეიძლება ისიამოვნონ იმაზე საუბრით, თუ რას გრძნობენ სიბნელეში ყოფნისას. ან მათ შეუძლიათ იმსჯელონ იმაზე, რისი გაკეთებაც სიბნელეში რთულია. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, გააკეთონ რამე დახუჭული თვალებით, მაგალითად, დახატონ ნახატი. რას ვსწავლობთ ფსალმუნი 118:105 -დან სინათლისა და ღვთის სიტყვის შესახებ?

  • მოძებნეთ ის, რაც ზეციერმა მამამ მოგვცა, რათა დაგვხმარებოდა მის გზაზე დარჩენაში, შემდეგ მუხლებში: ფსალმუნი 118:46–47; 118:105; 1 ნეფი 11:25; 2 ნეფი 31:20. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავრჩეთ ღვთის გზაზე?

  • თქვენმა შვილებმა შეიძლება ისიამოვნონ ფსალმუნი 118:105-ში მოხსენიებული სურათების დათვალიერებით. მათ შეუძლიათ ნახატები დაალაგონ რიგის მიხედვით, მუხლის წაკითხვისას. თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ ამ თემასთან დაკავშირებული სიმღერა, მაგალითად „როგორ ვიარო ნათელში, მითხარ“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 66) ან „I Will Walk with Jesus“ (სახარების ბიბლიოთეკა).

მამა შვილს უკითხავს

ფსალმუნი 138:1–3, 23–24

ზეციერი მამა და იესო ქრისტე მიცნობენ მე და ვუყვარვარ.

  • იფიქრეთ მოკლე სიების შედგენაზე, სადაც ჩამოწერილი იქნება, რაც იცით თითოეული ბავშვის შესახებ. როდესაც სიებს სათითაოდ კითხულობთ, სთხოვეთ ბავშვებს გამოიცნონ, ვის აღწერთ. ფსალმუნი 138:1–3 -ის ერთად წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ის, რაც ზეციერმა მამამ და იესომ იციან ჩვენ შესახებ.

  • დაწერეთ სიტყვები ფსალმუნი 138:23–24 -იდან ფურცელზე ან დაფაზე. მოიწვიეთ თქვენი შვილები, ხაზი გაუსვან სიტყვებს, რომლებიც აღწერენ იმას, რისი გაკეთებაც ღმერთს შეუძლია ჩვენთვის. რატომ გვინდა, რომ ღმერთმა გააკეთოს ყოველივე ეს?

ფსალმუნი 145:1, 5–9

მე შემიძლია უფლის დიდება.

  • იქნებ, თქვენმა შვილებმა ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე, როდესაც ვინმემ შეაქო ისინი ან უთხრა, რომ საქმეს თავი მშვენივრად გაართვეს. ისაუბრეთ უფლის მიერ გაკეთებულ რამდენიმე სიკეთეზე ფსალმუნი 145:6–9 -იდან (დაეხმარეთ თქვენს შვილებს, გაიგონ უცნობი სიტყვები). მოიწვიეთ თქვენი შვილები, ისაუბრონ სხვა საკითხებზე, რასაც უფალი აკეთებს ჩვენთვის. როგორ შეგვიძლია განვადიდოთ იგი ამ ქმედებების გამო?

ისწავლეთ სახლში; გაუზიარეთ სხვებს. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა, რომ სახლი უნდა იყოს „სახარების შესწავლის ცენტრი“ („გავხდეთ სამაგალითო უკანასკნელ დღეთა წმინდანები“, ლიახონა, ნოემბერი, 2018, 13). რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ კვირაში ფსალმუნების პირადი ან საოჯახო შესწავლის გასაღრმავებლად? შესწავლის შემდეგ, შეგიძლიათ სხვებს გაუზიაროთ ის, რაც ისწავლეთ და იგრძენით. ამის გაკეთება შეგიძლიათ საუბრის დროს, ტექსტის ან სოციალური მედიის საშუალებით, ან ეკლესიაში.

დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.