„7–13 სექტემბერი. ’ის გაასწორებს შენს ბილიკებს’: იგავები 1–4; 15–16; 22; 31; ეკლესიასტე 1–3; 11–12“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„7–13 სექტემბერი. ’ის გაასწორებს შენს ბილიკებს’“ მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026
Jesus with Children [იესო ბავშვებთან], დილინ მარშის მიერ
7–13 სექტემბერი: „ის გაასწორებს შენს ბილიკებს“
იგავები 1–4; 15–16; 22; 31; ეკლესიასტე 1–3; 11–12
იგავების წიგნი შეიძლება განიხილოთ, როგორც მოსიყვარულე მშობლების ბრძნული რჩევების კრებული (იხილეთ იგავები 1:8). მისი მთავარი გზავნილია ის, რომ თუ სიბრძნეს ეძიებ, განსაკუთრებით კი ღვთის სიბრძნეს, ცხოვრება კარგად წავა. თუმცა იგავებს ეკლესიასტეს წიგნი მოჰყვება, რომელიც, როგორც ჩანს, გვეუბნება: „ეს არც ისე მარტივია“. ეკლესიასტეში ციტირებული მქადაგებელი აღნიშნავდა, რომ „[განაწყო მისი] გონება, რათა შე[ეცნო] სიბრძნე“, მაგრამ მაინც ჰპოვა „დიდი სევდა“ და „[ტკივილის გაღრმავება]“ (ეკლესიასტე 1:17–18). წიგნი სხვადასხვა გზით სვამს კითხვას: „შეიძლება არსებობდეს რეალური მნიშვნელობა სამყაროში, სადაც ყველაფერი ფუჭი, დროებითი და გაურკვეველი ჩანს?“
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ორი წიგნი ცხოვრებას სხვადასხვა თვალთახედვით უყურებს, ისინი მსგავს ჭეშმარიტებას ასწავლიან. ეკლესიასტე აცხადებს: „და მოვისმინოთ დასკვნა ყველაფერი ამისა: გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მის მცნებებს, რადგან სულ ეს არის ადამიანი .“ (ეკლესიასტე 12:13). ეს არის იგივე პრინციპი, რომელიც იგავებში გვხვდება: „დაენდე უფალს მთელი შენი გულით“ (იგავები 3:5; აგრეთვე იხილეთ მუხლი 7). თუ ყოველთვის სრულყოფილი არა, ცხოვრება ყოველთვის უკეთესია, როცა უფალ იესო ქრისტეს ვენდობით და მივყვებით.
ამ წიგნების მიმოხილვისთვის იხილეთ „იგავი“ და „Ecclesiastes“, Bible Dictionary -ში.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
იგავები 1–4; 15–16; ეკლესიასტე 1–3; 11–12
„ყურადღებით [მოუსმინე] სიბრძნეს“.
იგავებისა და ეკლესიასტეს წიგნები სავსეა სიბრძნის შესახებ მოსაზრებებით. მონიშნეთ სიტყვა „სიბრძნე“ და მასთან დაკავშირებული სიტყვები, როგორებიცაა „ცოდნა“ და „გაგება“, როცა იპოვით მათ იგავები 1–4; 15–16; ეკლესიასტე 1–3; 11–12-ში. როგორ მოქმედებს ეს თავები სიბრძნის შესახებ თქვენს დამოკიდებულებაზე? იმის მიხედვით, რასაც აღმოაჩენთ, როგორ აღწერდით სიბრძნეს, რომელსაც „უფალი იძლევა“? (იგავები 2:6). რა კურთხევები მოდის ღვთის სიბრძნიდან?
იხილეთ აგრეთვე მათე 7:24–27; 25:1–13.
დაეხმარეთ მოსწავლეებს ისაუბრონ იმაზე, რასაც სწავლობენ. „მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა, გაუზიარონ ერთმანეთს ის, რასაც სწავლობენ მხსნელისა და მისი სახარების შესახებ. ამის გაკეთება მათ დაეხმარება მათ მიერ ნასწავლი ჭეშმარიტების გაცნობიერებასა და მათ გამოხატვაში. ის ასევე დაეხმარება მათ, მოიპოვონ საკუთარ უნარებში თავდაჯერებულობა, რომ უცნობ გარემოში შეძლონ ჭეშმარიტებების გავრცელება“ (Teaching in the Savior’s Way, 26). მაგალითად, შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს, ჩაიწერონ ზოგიერთი მითითება იგავებიდან ან ეკლესიასტედან, სადაც მათ აღმოაჩინეს მოსაზრებები ღვთის სიბრძნის შესახებ. შემდეგ მოიწვიეთ მოსწავლეები ისაუბრონ იმაზე, რაც ისწავლეს.
იგავები 1:7; 2:5; 3:7; 15:33; 16:6; 31:30; ეკლესიასტე 12:13
„ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში: გეშინოდეს უფლის“.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც იგავებსა და ეკლესიასტეში ნახავთ, არის „უფლის შიში“. ყურადღება მიაქციეთ ამ ფრაზას კითხვისას. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს უფლის შიში? მოძებნეთ აზრები უხუცეს დევიდ ა. ბედნარის გზავნილში „Therefore They Hushed Their Fears“ (Liahona, მაისი, 2015, 46–49). რით განსხვავდება უფლის შიში სხვა სახის შიშისგან?
აგრეთვე იხილეთ იგავები 8:13.
იგავები 3:5–7; 4
„დაენდე უფალს მთელი შენი გულით“.
როგორ შეეცდებოდით ვინმეს დარწმუნებას, რომ სჯობს „დაენდ[ო] უფალს“, ვიდრე „შენს გონებას … [დაეყრდნო]“? (იგავები 3:5). რომელ შედარებებს ან თვალსაჩინო გაკვეთილებს გამოიყენებდით? როდესაც მსჯელობთ იგავები 3:5–7-ზე იფიქრეთ, როგორ შეიძლება შეავსოთ მსგავსი წინადადებები: უფალს მინდობა ჰგავს … საკუთარ გაგებაზე დაყრდნობა არის …
რატომ არ არის მიზანშეწონილი, დავეყრდნოთ საკუთარ გაგებას? როგორ აღმოაჩინე, რომ უფალი სანდოა?
მიუხედავად ამისა, ზოგჯერ შეიძლება გაგვიჭირდეს უფლის ნდობა. რატომ არის ასე? უხუცესი გერიტ ვ. გონგი სასარგებლო რჩევებთან ერთად რამდენიმე მიზეზს გვთავაზობს, „კვლავ ენდეთ“ (ლიახონა, ნოემბერი, 2021, 97–99). რა ისტორიებს ან სწავლებებს ნახავთ ამ გზავნილში, რომელიც შეიძლება დაეხმაროს ვინმეს უფლისადმი ნდობის აღდგენაში?
იგავები 3:6 და იგავები 4 ცხოვრებას, „ბილიკს“ ან „გზას“ ადარებენ. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს, უფალს მიანდოთ, „გაასწორ[ოს] [თქვენი] ბილიკები“? (იგავები 3:6). რას ნახულობთ თავი 4-ში რაც დაგეხმარებათ, „წარმართოთ [თქვენი] ნაბიჯები“? (მუხლი 26). მაგალითად, რას გვასწავლიან 11–12 და 18–19 მუხლები სწორი გზის მიყოლის კურთხევების შესახებ? რას ნიშნავს თქვენთვის მუხლები 26–27?
იხილეთ აგრეთვე 2 ნეფი 31:18–21; „Lord, I Would Follow Thee“, Hymns, no. 220.
იგავები 15; 16:24–32
„ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას“.
იგავები 15–16-ში მოცემულმა ზოგიერთმა მოსაზრებამ შეიძლება შთაგაგონოთ, რომ სხვებთან, განსაკუთრებით კი საყვარელ ადამიანებთან, კომუნიკაციის ხერხები გააუმჯობესოთ. მაგალითად, დაფიქრდით კონკრეტულ მომენტებზე, როდესაც „ტკბილი პასუხი“ დაგეხმარათ „რისხვა [მიგექცია]“ (იგავები 15:1).
თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევები, როდესაც მხსნელმა სწავლებები მაგალითებით წარმოაჩინა იგავები 15:1–4, 18-ში (იხილეთ მარკოზი 12:13–17; იოანე 8:1–11). როგორ შეგიძლიათ მიჰყვეთ მის მაგალითს სხვებთან ურთიერთობისას?
როგორ შეიძლება რჩევა იგავები 15; 16:24–32-იდან გავრცელდეს დღევანდელ ციფრულ კომუნიკაციაზე? სცადეთ, შეძლებთ თუ არა, იპოვოთ მუხლი ამ თავებში, რომელიც სხვა სიტყვების გამოყენებით, შეიძლება გამოგადგეთ, როგორც რჩევა სოციალური მედიისა და ტექსტური გზავნილების საშუალებით ურთიერთობის შესახებ.
იხილეთ აგრეთვე ნილ ლ. ანდერსენი, „Following Jesus: Being a Peacemaker“, Liahona, მაისი, 2022, 17–20; რონალდ ა. რასბანდი, „სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს“, ლიახონა, მაისი, 2024, 70–77; For the Strength of Youth: A Guide for Making Choices (2022), 11–12.
Who Can Find a Virtuous Woman? [ვინ იპოვის სათნო ქალს?] II, ლუიზ პარკერის მიერ
იგავები 31:10–31
„უფლის მოშიში ქალი კი ქებულია“.
იგავები 31:10–31 აღწერს სათნო ქალს ანუ დიდი სულიერი ძალის, უნარისა და გავლენის მქონე ქალს. შეგიძლიათ სცადოთ საკუთარი სიტყვებით შეაჯამოთ, თუ რას გვეუბნება თითოეული ეს მუხლი სათნო ქალების შესახებ. ამ თვისებებიდან რომელს შეგიძლიათ მიბაძოთ?
ეკლესიასტე 1–3; 12
მოკვდავი სიცოცხლე დროებითია.
რატომ არის თქვენთვის ღირებული გახსოვდეთ, რომ ამქვეყნად თითქმის ყველაფერი, როგორც ეკლესიასტე 1–2 ამტკიცებს, არის „ამაოება“ (ან დროებითი და ხშირად უმნიშვნელო)? რას ხედავთ ეკლესიასტე 12-ში, რაც სიცოცხლეს მარადიულ ღირებულებას ანიჭებს?
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
იგავები 1:7; 2:5; 15:33; 16:6; ეკლესიასტე 12:13
„ღმერთის შიში“ ნიშნავს, გიყვარდეს და დაემორჩილო მას.
-
იმისათვის, რომ დაეხმაროთ ბავშვებს, გაიგონ ამონარიდები ღვთის შიშის შესახებ, შეგიძლიათ შეცვალოთ სიტყვა „შიში“ ისეთი სიტყვებით, როგორიცაა პატივისცემა, სიყვარული ან მორჩილება (იხილეთ აგრეთვე ებრაელთა 12:28). როგორ მოქმედებს ეს იმაზე, თუ როგორ გვესმის ეს მუხლები? როგორ ვაჩვენოთ, რომ უფლის გვეშინია?
იგავები 3:5–7
მე შემიძლია მივენდო უფალს მთელი გულით.
-
თქვენ და თქვენს ბავშვებს შეგიძლიათ მოიფიქროთ აქტივობები, რომლებიც იგავები 3:5–7-ის შესაფერისია, როგორებიცაა ხელით გულის გაკეთება, ცალ მხარეს დაყრდნობა, ადგილზე სიარული და საკუთარ თვალებზე მითითება. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მთელი გულით ვენდობით იესო ქრისტეს?
-
იმის საჩვენებლად, თუ რას ნიშნავს „შენს გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავები 3:5), სთხოვეთ ბავშვებს, დაეყრდნონ რაიმეს მტკიცეს და მდგრადს, მაგალითად, კედელს. შემდეგ მათ შეუძლიათ სცადონ, დაეყრდნონ რაღაცას, რაც არ არის მტკიცე, მაგალითად, ცოცხს. ან მათ შეუძლიათ სცადონ ჯოხი ან ფანქარი სხვადასხვა სიმტკიცის საგნებს მიაყრდნონ, როგორებიცაა წიგნი ან ფურცელი. რატომ არის მნიშვნელოვანი „[დავენდო] უფალს“ (მუხლი 5) და არა ჩვენს „გონებას“?
Learning to Trust the Lord [უფლის ნდობის სწავლა, ქეთლინ პეტერსონის მიერ
იგავები 15:1, 18
მე შემიძლია კეთილი სიტყვების გამოყენება.
-
შესაძლოა, თქვენ და ბავშვებმა გაიხსენოთ ისეთი სიტუაციები, როდესაც თქვენ ან ისინი გაბრაზებული არიან. ერთად წაიკითხეთ იგავები 15:1 და დაეხმარეთ ბავშვებს გამოიყენონ ეს მუხლი იმ სიტუაციებში, რომლებიც მოიფიქრეს. შეგიძლიათ გაივარჯიშოთ „რბილი პასუხებში“. სიმღერამ სიკეთეზე, მაგალითად „სიკეთე ჩემგან იწყება“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 63), შეიძლება გააძლიეროს ეს პრინციპი.
-
იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს „აქრობს შუღლს“ (იგავები 15:18), თქვენ და ბავშვებმა შეიძლება ისაუბროთ იმ შემთხვევებზე, როდესაც თქვენ (ან ვინმეს, ვისაც თქვენ იცნობთ) გრძნობდით გაბრაზებას, მაგრამ აირჩიეთ სიკეთე. დაეხმარეთ ბავშვებს იფიქრონ იმაზე, რისი გაკეთებაც სწრაფად შეგვიძლია, თუ „შუღლს [ჩავაქრობთ]“. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია სწრაფად გავიხსენოთ იესო, ზეციერ მამას ვთხოვოთ დახმარება, ვიფიქროთ დაწყებითი საზოგადოების სიმღერის შესახებ ან, თუ ეს შესაძლებელია, გავეცალოთ იქაურობას.
დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.