Come, Follow Me
21–27 სექტემბერი. „[გასაოცარი, არნახული საქმეები]“ ესაია 13–14; 22; 24–30; 35


„21–27 სექტემბერი. ’[გასაოცარი, არნახული საქმეები]’: ესაია 13–14; 22; 24–30; 35 მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„21–27 სექტემბერი. ’„[გასაოცარი, არნახული საქმეები]’“, მოდი და გამომყევი: ძველი აღთქმა 2026

ღმერთი და იესო ქრისტე ეცხადებიან ახალგაზრდა ჯოზეფ სმითს

Sacred Grove [წმინდა ტყე], ბრენტ ბორუპის მიერ

21–27 სექტემბერი: „[გასაოცარი, არნახული საქმეები]“

ესაია 13–14; 22; 24–3035

ერთი რამ, რასაც უფალი სთხოვს წინასწარმეტყველებს, არის ის, რომ გააფრთხილოს ადამიანები ცოდვის შედეგების შესახებ. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისთვის ეს ხშირად ნიშნავდა ძლიერი სამეფოების მმართველებისთვის ეთქვათ, რომ მათ მონანიება სჭირდებოდათ. ეს სახიფათო დავალება გახლდათ, მაგრამ ესაია უშიშარი იყო და მისი გაფრთხილებები იმ ეპოქის სამეფოებისთვის — ისრაელის, იუდეის და მიმდებარე ერების ჩათვლით — გაბედული იყო (იხილეთ ესაია 13–23).

თუმცა, ესაიას იმედის გზავნილიც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველებების თანახმად გამანადგურებელი უბედურებები ეწვიათ ამ სამეფოებს, ესაიამ ასევე იწინასწარმეტყველა აღდგენისა და განახლების შესაძლებლობა. უფალი მოუწოდებდა თავის ხალხს, დაბრუნებულიყვნენ მასთან. ის აქცევს „ხრიოკ[ს] ტბად … და უწყლო ადგილ[ს] – წყლის წყაროდ“ (ესაია 35:7).; ის შეასრულებდა „გასაოცარ საოცრებებ[ს]“ (ესაია 29:14) და დაუბრუნებდა ისრაელს კურთხევებს, რომლებიც უფალმა აღუთქვა მათ. არც ესაიას და არც იმ ეპოქის სხვა ადამიანს არ უცოცხლია ამ გასაოცარი საოცრებების სანახავად. მაგრამ ჩვენ ამას ვხედავთ დღეს. ფაქტობრივად, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

ესაია 13:1–11, 19–22; 14:1–20

ამპარტავნება და მიწიერი ამაოება ვერ გაიმარჯვებს.

ესაიას დროს ბაბილონი ძლევამოსილი სამეფო იყო ძლიერი მმართველით. ახლა ბაბილონი უძველესი ისტორიაა. რატომ არის ესაიას გზავნილი ბაბილონისადმი, ესაია 13–14, დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი? რადგან ბაბილონი სიამაყის, სიხარბისა და ცოდვის სიმბოლოა, რაც დღესაც ჩვენ გარშემოა გაბატონებული. დაფიქრდით ამ სიმბოლიკაზე, როცა კითხულობთ ესაია 13:1–11, 19–22; 14:1–20. თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ ასეთი კითხვები:

  • რა მსგავსებას ხედავთ ბაბილონის მეფის და სატანის სიამაყეს შორის? (იხილეთ ესაია 14:4–20; მოსე 4:1–4). რა გაფრთხილებებს პოულობთ თქვენთვის ამ მუხლებში?

  • როგორ უზრუნველყოფს მხსნელი „[დასვენებას] … ტანჯვისა და წამებისაგან და მძიმე ჯაფისაგან (ესაია 14:3).

მკვდრეთით აღმდგარი იესო მარიამს მისი საფლავის მახლობლად გამოეცხადა

„შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ“ (ესაია 25:8).

ესაია 22:22–23; 24:21–23; 25:6–8; 26:19; 28:16

იესო ქრისტე არის აღთქმული მესია.

ესაიას სწავლებები ხშირად ეხება მხსნელის მისიას, მათ შორის მის გამომსყიდველ მსხვერპლს, აღდგომას და მეორედ მოსვლას. მისი მისიის რა ასპექტები გახსენდებათ ამ მუხლების წაკითხვისას: ესაია 22:22–23; 24:21–23; 25:6–8; 26:19; 28:16? კიდევ რომელ მონაკვეთს ხედავთ, რომელიც მხსნელს გახსენებთ?

მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა, დაამოწმონ იესო ქრისტეს შესახებ. „იყო იესო ქრისტეს სახარების მასწავლებელი ნიშნავს, დაეხმარო სხვებს გაიგონ და დაეყრდნონ მის სწავლებებს, გამომსყიდველ ძალასა და სრულყოფილ სიყვარულს“ (Teaching in the Savior’s Way8). ამის გაკეთების ერთი მარტივი გზა ყოველთვის, როცა ასწავლით, არის ისეთი კითხვის დასმა, როგორიცაა „რა იპოვე წმინდა წერილებში ამ კვირაში, რამაც მხსნელის შესახებ ახალი რამ გასწავლა?“ შემდეგ მიეცით საშუალება მოსწავლეებს, ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებაზე და გააძლიერონ ერთმანეთის რწმენა.

ესაია 24:1–12; 28:1–8; 29:7–13; 30:8–14

უფლისთვის ზურგის შექცევას სულიერი საფრთხე მოაქვს.

თავისი მოწყალებით უფალმა გაგზავნა ესაია, რათა გაეფრთხილებინა აღთქმის ხალხი, რომ ისინი მას განეშორებოდნენ. ნახეთ, შეგიძლიათ თუ არა ამის სულიერი გამაფრთხილებელი ნიშნების პოვნა ესაია 24:5; 29:13; 30:8–12. რატომ არის ეს დამოკიდებულებები და მოქმედებები სულიერად საშიში?

უფლისთვის ზურგის შექცევის შედეგების გასაფრთხილებლად ესაიამ რამდენიმე დასამახსოვრებელი შედარება გამოიყენა. როდესაც მათ სწავლობთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რას ნიშნავს უფლისთვის ზურგის შექცევა:

  • სევდიანი, ცარიელი დედამიწა (ესაია 24:1–12).

  • სიმთვრალე (ესაია 28:7–8).

  • შიმშილი და წყურვილი (ესაია 29:7–10).

  • გატეხილი კედელი ან ჭურჭელი (ესაია 30:13–14).

რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი უფალთან ახლოს ყოფნა?

ესაია 29; 30:18–2635

სემინარიის ხატულა
უფალს შეუძლია აღადგინოს, რაც დაკარგული ან გატეხილია.

დაგიკარგავთ ოდესმე ისეთი რამ, რასაც ფიქრობდით, რომ ვეღარასოდეს იპოვიდით? ან იქნებ რაღაც გაფუჭდა და ნერვიულობდით, რომ ვერასოდეს შეკეთდებოდა. როცა უფალს ზურგს ვაქცევთ, სატანას სურს ვიფიქროთ, რომ ვერასოდეს ვერ დავბრუნდებით მასთან და ვერ განვიკურნებით. თუმცა, ესაიამ აღწერა რამდენიმე საოცარი რამ, რასაც უფალი გააკეთებს, რათა მასთან დაბრუნებაში დაგვეხმაროს. რას სწავლობთ ესაია 29:13–24; 30:18–2635-იდან უფლის, მისი სიყვარულისა და მისი ძალის შესახებ? შესაძლოა, ამ მონაკვეთებში იპოვოთ ფრაზა, რომელიც გაიმედებთ, როცა განკურნება გჭირდებათ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ და ემი ა. რაითის გზავნილი „ქრისტე კურნავს იმას, რაც დაზიანდა“ (Liahona, მაისი, 2022, 81–84).

ერთ-ერთი გზა, რომლითაც უფალი ავლენს თავის ძალასა და წყალობას, არის მისი სახარების აღდგენა. ესაია 29 შეიცავს რამდენიმე ნაწყვეტს, რომლებსაც აქვს პარალელები აღდგენის მოვლენებთან. მაგალითად:

თქვენი აზრით, რატომ არის „გასაოცარი“ და „საოცრებები“ (ესაია 29:14) კარგი სიტყვები უფლის თავისი სახარების აღდგენის აღსაწერად? როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველებების აღსრულებას? იდეებისთვის გადახედეთ უხუცეს გერიტ ვ. გონგის გზავნილს „All Nations, Kindreds, and Tongues“ (Liahona, ნოემბერი, 2020, 38–41).

იხილეთ აგრეთვე „იესო ქრისტეს სახარების სისრულის აღდგენა: მსოფლიოს ორმოცდაათიანთა გამოცხადება“ (სახარების ბიბლიოთეკა); „The Morning Breaks“, Hymns, no 1.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეT ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

საბავშვო სექციის ხატულა

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

ესაია 14:3; 25:8–9; 28:16

იესო ქრისტეს შეუძლია მიხსნას ცოდვისა და სიკვდილისგან.

  • როგორ დაეხმარებით თქვენს შვილებს, დაინახონ მხსნელი ესაიას ნაწერებში? თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, იპოვონ ფრაზები, რომლებიც მათ მხსნელს ახსენებენ ესაია 14:3; 25:8; ან 28:16 -ში. მათ ასევე შეეძლოთ ესაიას ამ მუხლების შედარება სხვა მუხლებთან, რომლებიც მხსნელის შესახებ ასწავლის, როგორებიცაა: მათე 11:28–30; 1 კორინთელთა 15:53–57; ჰელამანი 5:12. რა დიადი საქმეები გაუკეთებია უფალს ჩვენთვის?

  • ესაია 25:8–9-ის ერთად წაკითხვის შემდეგ, შეგიძლიათ ნახოთ მხსნელის სურათები გეთსიმანიაში, ჯვარზე და მისი აღდგომის შემდეგ. ნება მიეცით თქვენს შვილებს ისაუბრონ იმაზე, თუ რა ხდება სურათებზე და რატომ უყვართ იესო და „[ხარობენ] მისი ხსნით]“ (მუხლი 9).

  • თქვენ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს შვილებს იმ მწუხარების შესახებ, რაც განიცადეთ, როდესაც საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა. დაამოწმეთ ნუგეში, რომელსაც იღებთ იესო ქრისტეს წყალობით. როცა ერთად კითხულობთ ესაია 25:8-ს შესაძლოა, თქვენმა შვილებმა დახატონ მტირალი სახე და შემდეგ წაშალონ ცრემლები.

იესო გეთსიმანიაში

Thy Will Be Done [შენი ნება შესრულდება], კენ სპენსერის მიერ

ესაია 25:4–6

იესო მაძლევს „თავშესაფარი ნიაღვრისაგან“.

  • ოდესმე გამოგიცდიათ თქვენ და თქვენს შვილებს უსაფრთხო თავშესაფრის კურთხევა ქარიშხლის დროს ან ჩრდილის კურთხევა ზაფხულის ცხელ დღეს? ან ისიამოვნეთ კარგი საკვებით, როცა მშიერი იყავით? ისაუბრეთ ამ გამოცდილებაზე ესაია 25:4–6-ის წაკითხვისას. როგორ ჰგავს იესო ამ ყველაფერს?

ესაია 29:11–18, 24

სახარების აღდგენა არის „გასაოცარი საოცრება“.

  • როდესაც თქვენ და თქვენი შვილები კითხულობთ ესაია 29:14-ს, გაუზიარეთ მათ სხვა სიტყვები, რომლებიც იგივეს ნიშნავს, რაც „გასაოცარი“ და „საოცრება“. მიეცით მათ საშუალება დაგეხმარონ, იპოვოთ საგნები ან სურათები, რომლებიც წარმოადგენენ უფლის ზოგიერთ საოცარ საქმეს უკანასკნელ დღეებში. ეს შეიძლება მოიცავდეს მორმონის წიგნის ასლს, ტაძრის სურათს ან პირველი ხილვის სურათს (ერთი მოცემულია ამ მონახაზის დასაწყისში). შემდეგ თქვენს შვილებს შეუძლიათ აირჩიონ ნივთი და გაგიზიარონ, თუ რატომ არის ის მათთვის საოცარი.

  • ესაია 29-ს შესაძლოა შეესაბამოს სიმღერა სახარების აღდგენის შესახებ, მაგალიტად, „იოსებ სმითის პირველი ლოცვა“ (საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 14). და შესაძლოა, პირადი გამოცდილება დაეხმარება ბავშვებს გააცნობიერონ, რას ნიშნავს აღდგენა. მაგალითად, თქვენ და ბავშვებს შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, რაც დაკარგეთ და თუ როგორ იპოვეთ იგი. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, ეს შეადარონ სახარების აღდგენას. ესაია 29:13–15-ის თანახმად, რატომ გვჭირდება აღდგენა? რა გასაოცარ საოცრებებს ახდენს უფალი თავისი სახარების აღსადგენად? (იხილეთ ამ კვირის ღონისძიებების გვერდი).

დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.

იესო ჯვარზე

The Crucifixion [ჯვარცმა], კარლ ჰაინრიხ ბლოხის მიერ, ფრედერიკსბორგის ეროვნული ისტორიის მუზეუმი

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: სახარების აღდგენა არის „გასაოცარი საოცრება“