„14–20 სექტემბერი. ’ღმერთია ჩემი ხსნა’: ესაია 1–12“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„14–20 სექტემბერი. ’ღმერთია ჩემი ხსნა’“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026
The Prophet Isaiah Foretells Christ’s Birth [წინასწარმეტყველი ესაია წინასწარმეტყველებს ქრისტეს დაბადებას], ჰენრი ანდერსონის მიერ
14–20 სექტემბერი: „ღმერთია ჩემი ხსნა“
ესაია 1–12
მაშინაც კი, როცა ესაიას წიგნს პირველად კითხულობთ, შესაძლოა იპოვოთ ნაწყვეტები, რომლებიც გეცნობათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველთაგან ესაია ყველაზე ხშირად არის ციტირებული წმინდა წერილების სხვა წიგნებში, მათ შორის თავად მხსნელის მიერ. ესაიას სიტყვები ასევე ხშირად გვხვდება საგალობლებსა თუ სხვა წმინდა მუსიკაში.
რატომ არის ესაია ასე ხშირად ციტირებული? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ესაიას ჰქონდა ღვთის სიტყვის ნათელი და დასამახსოვრებელი ენით გამოხატვის ნიჭი. მაგრამ ეს უფრო მეტია. ესაია თაობების განმავლობაში შთააგონებდა წინასწარმეტყველებს, რადგან ჭეშმარიტებები, რომელსაც ის ასწავლიდა, სცილდებოდა მის თაობის ფარგლებს (ძვ.წ.740-701წწ.). მან დაწერა ღვთის მიერ დიდი გამოსყიდვის საქმის შესახებ, რაც ბევრად აღემატება ერთ ერს ან ერთ ეპოქას. ნეფიმ ესაიასგან შეიტყო, რომ ის და მისი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ განცალკევებული იყვნენ დანარჩენი ისრაელისგან, მაინც ღვთის აღთქმის ხალხის ნაწილს წარმოადგენდნენ. ესაიას წიგნში ახალი აღთქმის მწერლებმა იპოვეს წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ, რომლებიც მათ თვალწინ აღსრულდა. ხოლო ჯოზეფ სმითმა იპოვა შთაგონება ისრაელის შეკრებისა და სიონის აშენების უკანასკნელი დღეების სამუშაოსთვის. როცა ესაიას წაიკითხავთ, რას იპოვით იქ?
ესაიასა და მისი ნაწერების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „Isaiah“ Bible Dictionary. ესაიას ცხოვრების ეპოქის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ 2 მეფეთა 15–20 და 2 ნეშტთა 26–32.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ესაია 1–12
ესაიას ყველა სიტყვა შესრულდება.
მხსნელმა ასწავლა, რომ „ყველაფერი, რაც [ესაიამ] ილაპარაკა, ახდა და ახდება იმ სიტყვების შესაბამისად, რაც მან ილაპარაკა“ (3 ნეფი 23:3). ესაიას წიგნის შესწავლისას შეგიძლიათ გააკეთოთ წინასწარმეტყველებების სქემა ასეთი სათაურებით: ესაიას დღე, მხსნელის მოკვდავი მსახურება და უკანასკნელი დღეები. გაითვალისწინეთ, რომ ესაიას მრავალი წინასწარმეტყველება ერთზე მეტი გზით სრულდება (იხილეთ Bible Dictionary, „ესაია“).
პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსი ასწავლიდა: „ესაიას წიგნი შეიცავს უამრავ წინასწარმეტყველებას, რომელთაც, როგორც ჩანს, მრავალჯერადი აღსრულება უწერიათ. როგორც ჩანს, ერთი მათგანი ესაიას დროინდელ ხალხს ან მომავალი თაობის გარემოებას ეხება. სხვა მნიშვნელობა, ხშირად სიმბოლური, როგორც ჩანს, ეხება მერიდიანის ზენიტის მოვლენებს, როდესაც ღვთის ძის ჯვარცმის შემდეგ იერუსალიმი განადგურდა, მისი ხალხი კი გაიფანტა. იმავე წინასწარმეტყველების კიდევ ერთი მნიშვნელობა ან აღსრულება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია მხსნელის მეორედ მოსვლის ამსახველ მოვლენებთან. ის ფაქტი, რომ ბევრ ამ წინასწარმეტყველებას შეიძლება ჰქონდეს მრავალი მნიშვნელობა, ხაზს უსვამს ჩვენი სულიწმიდის გამოცხადების ძიების მნიშვნელობას, რათა დაგვეხმაროს მათ წვდომაში“ („Scripture Reading and Revelation“ Ensign, იანვარი, 1995, 8).
ესაიას წვდომა. მხსნელმა თქვა: „ბეჯითად იკვლიონ ისინი; რადგან დიადია ესაიას სიტყვები“ (3 ნეფი 23:1; აგრეთვე იხილეთ მუხლები 2–3). მაგრამ ბევრისთვის ესაიას გაგება რთულია. შემდეგი იდეები შეიძლება დაგეხმაროთ:
-
იფიქრეთ ესაიას მიერ გამოყენებულ სიმბოლოებსა და მეტაფორებზე.
-
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ვსწავლობ იესო ქრისტეს შესახებ?“ (იხილეთ 1 ნეფი 19:23).
-
მოძებნეთ თემები, რომლებიც ჩვენს დროს შეესაბამება.
-
გამოიყენეთ შესწავლის დამხმარე საშუალებები, როგორებიცაა ლექსიკონი, სქოლიოები, თავების სათაურები და წმინდა წერილების სახელმძღვანელო.
ესაია 1; 3–5
წინასწარმეტყველები გვაფრთხილებენ ცოდვის შესახებ და მონანიების გზით იმედს გვაძლევენ.
ყველა დროის წინასწარმეტყველების მსგავსად, ესაია განუწყვეტლივ აფრთხილებდა ხალხს მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ. როცა კითხულობთ ესაია 1; 3; 5, მოძებნეთ ფრაზები, რომლებიც აღწერს, თუ როგორი იყო ხალხის სულიერი მდგომარეობა (იხილეთ, მაგალითად, ესაია 1:2–4, 21–23; 3:9, 16–17; 5:11–12, 20–23). რა მსგავს პრობლემებს ხედავთ ჩვენს დროში? თქვენ ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ მუხლები, რომლებიც გვაფრთხილებს ისრაელიელების სულიერი მდგომარეობის შედეგების შესახებ (როგორებიცაა ესაია 1:7; 3:17–26; 5:5–7, 13–15).
გაფრთხილებების გარდა, ესაია ასევე ესაუბრებოდა ხალხს მხსნელის მეშვეობით გამოსყიდვის იმედის შესახებ (იხილეთ, მაგალითად, ესაია 1:16–19, 25–27; 3:10; 4). რას სწავლობთ უფლის შესახებ ამ გზავნილებიდან? რით განსხვავდება უფლის გზავნილი ამ მუხლებში იმისგან, რაც სატანას სურს, რომ გვჯეროდეს?
ესაიას მსგავსად, დღეს წინასწარმეტყველები გვაფრთხილებენ ცოდვისა და მისი შედეგების შესახებ და იესო ქრისტეს მეშვეობით იმედის გზავნილებს გვიზიარებენ. სხვა რა მაგალითები შეიძლება, გაიხსენოთ? თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ გზავნილს ჩატარებული გენერალური კონფერენციიდან და მოძებნოთ ასეთი გაფრთხილებები და დაპირებები.
ესაია 2; 4; 11–12
ღმერთი დიად საქმეს გააკეთებს უკანასკნელ დღეებში.
ესაიას მრავალ წინასწარმეტყველებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენს დროში. მათ საპოვნელად მოძებნეთ მომავალი დროის ზმნები (როგორებიცაა „იქნება“ ან „წავიდეს“). მაგალითად, მოძებნეთ ეს ზმნები, როცა კითხულობთ ესაია 2; 4; 11–12-ს. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ მათი ჩანაცვლება აწმყო დროის ზმნებით (მაგალითად არის ან მიდის). რომელი წინასწარმეტყველებებია თქვენთვის განსაკუთრებით შთამაგონებელი? რას სწავლობთ ამ წინასწარმეტყველებიდან სიონის, ტაძრების აშენებისა და ისრაელის შეკრების შესახებ?
ესაია 2:2–3 განსაკუთრებით ეხება უკანასკნელ დღეთა წმინდანებს. როგორ აღსრულდება ეს წინასწარმეტყველებები? რას იგებთ უფლის „გზებისა“ და „ბილიკების“ შესახებ მის სახლში? (მუხლი 3).
აგრეთვე იხილეთ ესაია 5:26; „მაღლა მთის მწვერვალზე“, საგალობლები და საბავშვო სიმღერები, 30.
ესაია 6
წინასწარმეტყველებს ღმერთი მოუწოდებს.
ესაია 6-ში ესაია მოყვა თავისი მოწოდების შესახებ, ყოფილიყოს წინასწარმეტყველი. ამ თავის წაკითხვისას რა შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე ესაიას გამოცდილება? როგორ მოქმედებს ეს თავი თქვენს უფლის მიმართ დამოკიდებულებაზე, მის წინასწარმეტყველებზე და იმ საქმეზე, რომლის შესასრულებლადაც ისინი არიან მოწოდებულნი?
„რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა“ (ესაია 9:6).
ესაია 7–9
ღმერთმა პირობა დადო, რომ იესო ქრისტეს გამოგზავნიდა ჩემს მხსნელად.
ესაიას მსახურების დროს ისრაელმა ასურეთისგან თავის დაცვის მიზნით შეთანხმება დადო სირიასთან. ისრაელსა და სირიას სურდათ ეიძულებინათ ახაზი, იუდეის მეფე, შეერთებოდა მათ. მაგრამ ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ ალიანსი ჩავარდებოდა და ურჩია ახაზს, უფალს მინდობოდა (ესაია 7:7–9; 8:12–13).
როცა ესაია ახაზს რჩევას აძლევდა, მან რამდენიმე ცნობილი წინასწარმეტყველება გააკეთა, როგორებიცაა ესაია 7:14; 8:13–14; 9:2, 6–7. რა მნიშვნელობაც არ უნდა ჰქონოდათ ამ წინასწარმეტყველებებს ახაზისთვის, ისინი აშკარად ეხებოდა იესო ქრისტეს (იხილეთ აგრეთვე მათე 1:21–23; 4:16; 21:44; ლუკა 1:31–33). რატომ არის „ემანუელი“ კარგი სახელი მხსნელისთვის? (იხილეთ მათე 1:23). როგორ დაგეხმარათ ის როგორც „მრჩეველი“ ან „მშვიდობის უფლისწული“? (ესაია 9:7). სხვას რას იგებთ მხსნელის შესახებ ამ მუხლებიდან?
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ესაია 1:2–4, 16–19
იესო ქრისტეს გამო შემიძლია მოვინანიო და განვიწმინდო.
-
ესაიას 1:2–4-ში თქვენ და ბავშვებს შეგიძლიათ იპოვოთ მიზეზები, რომელთა გამოც უფალი ხალხით ბედნიერი არ იყო. ყურადღება მიაქციეთ ცხოველებთან შედარებას მე-3 მუხლში — ვინ არის ჩვენი „ბატონი“? როგორ ვაჩვენოთ, რომ ვიცნობთ მას?
-
ესაია 1:16–18-ის წარმოსადგენად თქვენ და ბავშვებს შეგიძლიათ შეხედოთ რამეს კაშკაშა წითელს და რამე სუფთა თეთრს. ან იქნებ, სცადოთ, ერთად გარეცხოთ რამე. როგორ ვხდებით სულიერად უწმინდურები? როგორ გვეხმარება იესო განწმენდაში? რას ვიგებთ მხსნელის შესახებ ამ მუხლებიდან? გაუზიარეთ თქვენს შვილებს, რას გრძნობთ მის მიმართ და რა გააკეთა მან თქვენთვის.
ესაია 2:2–4
ტაძარში ვიგებ იესო ქრისტეს შესახებ.
-
ესაიამ იწინასწარმეტყველა დრო, როდესაც „მთა უფლის სახლისა“ მოიზიდავდა „ყველა [ერს]“ (ესაია 2:2). როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს, რომ უფლის სახლში აღტაცებით დადიოდნენ? სთხოვეთ მათ, თავიანთი სახლის სურათი დახატონ. შემდეგ ერთად წაიკითხეთ ესაია 2:2 და სთხოვეთ, დახატონ „უფლის სახლი“, რომელიც არის ტაძარი. ერთად წაიკითხეთ ესაია 2:3. სთხოვეთ მათ, თავიანთ სურათებს დაამატონ ტაძარში მოსული ბევრი ადამიანი, მათ შორის მათი ოჯახები.
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ ესაია 2:2–3 და ამოიცნოთ ის, რაც შთაგაგონებთ თქვენ და ბავშვებს, წახვიდეთ ტაძარში. მერე ესაია 2:4-ის ერთად წაკითხვის შემდეგ, შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოაქვს ტაძარს მათთვის მშვიდობა. იმღერეთ სიმღერა ტაძრის შესახებ, როგორიცაა „I Love to See the Temple“ (Children’s Songbook, 95). დაეხმარეთ თქვენს შვილებს, სიმღერაში იპოვონ სიტყვები, რომლებიც ასწავლის, თუ რა არის ტაძარი და რას ვაკეთებთ იქ.
სოლთ-ლეიქის ტაძარი
ესაია 7:14; 9:6–7
იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, რათა იყოს ჩემი მხსნელი.
-
ესაიას ქრისტეს შესახებ წინასწარმეტყველებების გასაცნობად თქვენ და ბავშვებს შეგიძლიათ ისაუბროთ ადამიანების წოდებებზე, როგორებიცაა: პრეზიდენტი, ეპისკოპოსი ან მასწავლებელი. რას გვეუბნება ეს წოდებები ამ ადამიანებზე? დაეხმარეთ ბავშვებს იპოვონ იესო ქრისტეს წოდებები ესაია 7:14 -სა და 9:6–7 -ში (იხილეთ აგრეთვე ამ კვირის ღონისძიებების გვერდი). რას გვასწავლის თითოეული ეს წოდება მის შესახებ? კიდევ რას ვიგებთ იესო ქრისტეს შესახებ ამ მუხლებიდან?
-
თქვენ ასევე შეგიძლიათ, გაუზიაროთ თქვენს შვილებს „Isaiah the Prophet“ (Old Testament Stories, 150–51). პერიოდულად შეჩერდით და იკითხეთ, რა იცოდა ესაიამ იესო ქრისტეს შესახებ მის დაბადებამდე მრავალი წლით ადრე. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ მათე 1:21–23; ლუკა 1:31–33 რათა ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ აღსრულდა ესაიას წინასწარმეტყველებები ესაია 7:14; 9:6–7 -ში.
1:18Isaiah the Prophet
დამატებითი მოსაზრებებისთვის, იხილეთ ჟურნალ მეგობრის მიმდინარე თვის გამოცემა.