Come, Follow Me
19–25 იანვარი. ადამისა და ევას დაცემა: დაბადება 3–4; მოსე 4–5


„19–25 იანვარი. ადამისა და ევას დაცემა: დაბადება 3–4; მოსე 4–5“ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„19–25 იანვარი. ადამისა და ევას დაცემა“, მოდი და გამომყევი: 2026

ადამი და ევა

Adam and Eve [ადამი და ევა], დუგლას მ. ფრაიერის მიერ

19–25 იანვარი: ადამისა და ევას დაცემა

დაბადება 3–4; მოსე 4–5

თავიდან ადამისა და ევას დაცემის ამბავი შესაძლოა ტრაგედიად მოგეჩვენოთ. ადამი და ევა გააძევეს ედემის ულამაზესი ბაღიდან. ისინი გაგზავნეს ტკივილის, მწუხარებისა და სიკვდილის სამყაროში (იხილეთ დაბადება 3:16–19). და ისინი დაშორდნენ თავიანთ ზეციერ მამას. მაგრამ მოსეს წიგნში წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით აღდგენილი ჭეშმარიტებები გვაძლევს უნიკალურ ხედვას დაცემის შესახებ.

დიახ, ედემის ბაღი მშვენიერი იყო. მაგრამ ადამს და ევას სჭირდებოდათ მეტი, ვიდრე მხოლოდ ლამაზი გარემო. მათ სჭირდებოდათ, და ჩვენ ყველას გვჭირდება, ზრდის შესაძლებლობა. ედემის ბაღის დატოვება იყო აუცილებელი პირველი ნაბიჯი ღმერთთან დასაბრუნებლად და იმისთვის, რომ საბოლოოდ მისი მსგავსი გამხდარიყვნენ. ეს ნიშნავდა წინააღმდეგობის გაწევას, არჩევანის გაკეთებას, შეცდომებს, მონანიების სწავლასა და მხსნელის ნდობას, რომლის გამოსყიდვა შესაძლებელს ხდის პროგრესს და „ჩვენი გამოსყიდვის სიხარულს“ (მოსე 5:11). ასე რომ, როდესაც კითხულობთ ადამისა და ევას დაცემის შესახებ, ყურადღება გაამახვილეთ არა მოჩვენებით ტრაგედიაზე, არამედ შესაძლებლობებზე — არა ადამისა და ევას დაკარგულ სამოთხეზე, არამედ დიდებაზე, რომლის მიღების საშუალებასაც მათი არჩევანი გვაძლევს.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

დაბადება 3; მოსე 4

დაცემა იყო ღმერთის გეგმის აუცილებელი ნაწილი.

მართალია, ადამისა და ევას არჩევანმა გამოიწვია მრავალი სირთულე, რომელსაც ჩვენ მიწიერ ცხოვრებაში ვხვდებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვნანობთ მათ არჩევანს. როდესაც კითხულობთ დაბადება 3 -სა და მოსე 4-ს, შეიძლება ჰკითხოთ საკუთარ თავს, რატომ იყო დაცემა მნიშვნელოვანი ღვთის გეგმისთვის?

მოსე 5:9–12-ის თანახმად, რას გრძნობდნენ ადამი და ევა დაცემის გამო? როგორ შეგიძლიათ, მათი სიტყვები ამ დაცემულ სამყაროში თქვენს გამოცდილებას მიუსადაგოთ? კიდევ რას სწავლობთ 2 ნეფი 2:19–25-იდან?

იხილეთ ასევე მოსია 3:19; ალმა 12:21–37; და მოძღვრება და აღთქმები 29:39–43.

ევას ხელში ვაშლი უჭირავს

Leaving Eden [ედემის დატოვება], ენი ჰენრი ნადერის მიერ

დაბადება 3:1–7; მოსე 4:22–31; 5:4–15

იესო ქრისტე გვთავაზობს იმედს და გამოსყიდვას.

ადამისა და ევას ისტორია არის იმედი და გამოსყიდვა იესო ქრისტეს მეშვეობით. იმის გასაგებად, თუ რატომ, შეგიძლიათ დაიწყოთ დაცემის შედეგების ძიება დაბადება 3:1–7–ში; მოსე 4:22–31 -ში და მონიშნოთ ან ჩამოწეროთ, რასაც იპოვით. როგორ მოქმედებს ეს შედეგები თქვენზე? შემდეგ შეგიძლიათ შეისწავლოთ მოსე 5:4–15და მოძებნოთ ამ შედეგებისგან დახსნის ღვთის გეგმა. რატომ იყვნენ ადამი და ევა „[გახარებულნი]“ მას შემდეგ, რაც ანგელოზმა მოინახულა ისინი? რას სწავლობთ მათგან ზეციერი მამის გეგმის შესახებ?

ასევე იხილეთ „Because of Him“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

2:44

Because of Him

დაბადება 3:16; მოსე 4:22

რას ნიშნავს, რომ ადამი უნდა „[ბატონობდეს]“ ევაზე?

წმინდა წერილის ეს მონაკვეთი ზოგჯერ არასწორად არის გაგებული, თითქოს ქმარს აქვს უფლება, არ იყოს ცოლის მიმართ კეთილი. ჩვენს დროში, უფლის წინასწარმეტყველები ასწავლიდნენ, რომ ცოლ-ქმარმა ერთმანეთში თანასწორი პარტნიორი უნდა დაინახოს, რომლებიც ოჯახში თავიანთ ღვთაებრივ პასუხისმგებლობებს ასრულებენ. (იხილეთ „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ [სახარების ბიბლიოთეკა]). უხუცესმა დეილ გ. რენლანდმა და და რუთ ლიბერტ რენლანდმა განმარტეს, რომ მართალი ქმარი „ესწრაფვის მსახურებას; ის აღიარებს შეცდომას და ითხოვს პატიებას; ის არ იზარებს ქებას; ის გაითვალისწინებს ოჯახის წევრების სურვილებს; ის იგრძნობს პასუხისმგებლობის დიდ სიმძიმეს, უზრუნველყოს თავისი ოჯახის ’სასიცოცხლო საჭიროებები და დაცვა’; ის ცოლს უდიდესი მოწიწებითა და პატივისცემით ექცევა. … ის აკურთხებს თავის ოჯახს“ (The Melchizedek Priesthood: Understanding the Doctrine, Living the Principles [2018], 23).

მოსე 4:1–4

სემინარიის ხატულა
მე მჭირდება თავისუფალი არჩევანი და წინააღმდეგობები, რათა გავიზარდო.

უხუცესი დეილ გ. რენლანდი ასწავლიდა: „ჩვენი მამაზეციერის მშობლის როლი არ გულისხმობს, აიძულოს თავისი შვილები, გააკეთონ სწორი არჩევანი; მისმა შვილებმა უნდა აირჩიონ აკეთონ ის, რაც სწორია და საბოლოო ჯამში დაემსგავსონ უფალს.“ („აირჩიეთ დღეს“, ლიახონა, ნოემბერი, 2018, 104). რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ზეციერი მამის გეგმაში, რომ ჩვენ ავირჩიოთ იმის კეთება, რაც არის სწორი?

მოსე 4:1–4-ის წაკითხვისას მოძებნეთ, რა გააკეთეს ზეციერმა მამამ და იესო ქრისტემ თქვენი არჩევანის უფლების დასაცავად. როგორ შეგიძლიათ მათი დამცავი ძალა მიიღოთ? იდეებისთვის შეგიძლიათ განიხილოთ „Make inspired choices“ წიგნიდან For the Strength of Youth: A Guide for Making Choices (4–5).

ასევე წაიკითხეთ, თუ რას ასწავლიდა ლეხი არჩევანის თავისუფლების შესახებ 2 ნეფი 2:11–20, 25–30-ში. რატომ არის საჭირო საპირისპირო თავისუფალი არჩევნისთვის? როგორ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი მადლიერება იესო ქრისტეს მიმართ, რადგან მის გამო „თავისუფალი [ხართ] აირჩიოთ“? (2 ნეფი 2:27).

იხ. აგრეთვე Dallin H. Oaks, “Opposition in All Things,” Liahona, May 2016, 114–17; Topics and Questions, “Agency,” Gospel Library; “Choose the Right,” Hymns, no. 239.

გაზარდეთ მონაწილეობა. ბევრი სასწავლო აქტივობა შეიძლება ინდივიდუალურად, ოჯახში ან კლასში განხორციელდეს — როგორც მცირე ჯგუფებში, ისე წყვილებში. გამოიყენეთ სხვადასხვა მეთოდი, რათა მიეცეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სხვაგვარად არ ექნებოდათ შესაძლებლობა. ამ აქტივობისთვის შეგიძლიათ სთხოვოთ ერთ ადამიანს ან ჯგუფს, წაიკითხოს მოსე 4 და For the Strength of Youth -ს სახელმძღვანელო, სანამ მეორე ჯგუფი შეისწავლის მუხლებს 2 ნეფი 2-იდან. შემდეგ მათ შეუძლიათ, ასწავლონ ერთმანეთს ის, რაც ისწავლეს მათთვის გამოყოფილ განყოფილებებში.

მოსე 4:4–12; 5:13–33

სატანა ცდილობს ჩემს „[შეცდენას და დაბრმავებას]“.

მოსე 4:4–12; 5:13–33-ის წაკითხვისას ჩამოთვალეთ გზები, რომლებითაც სატანა ცდილობდა ადამის, ევას და მათი შვილების ცდუნებას. როგორ ცდილობს ის დღეს იმავეს? როგორ გეხმარებათ ზეციერი მამა, წინააღმდეგობა გაუწიოთ სატანის ტყუილებს?

მოსე 4:13–16, 27

„მე, უფალმა … შევმოსე ისინი“.

აკრძალული ხილის მიღების შემდეგ ადამი და ევა ცდილობდნენ საკუთარი სიშიშვლის დაფარვას. მოგვიანებით უფალმა შესთავაზა მათ შემოსვა. მოსე 4:13–16, 27-ის წაკითხვისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს სიშიშვლე და სამოსი წმინდა წერილებში (იხილეთ, მაგალითად, გამოცხადება 7:9, 13–15; 2 ნეფი 9:14; მოძღვრება და აღთქმები 109:22–26, 76). რას სწავლობთ ადამისა და ევას გამოცდილებიდან სიშიშვლისა და სამოსის შესახებ?

  • თუ თქვენ შემოსილი ხართ ტაძარში, დაფიქრდით, რა შეიძლება გითხრათ ადამმა და ევამ თქვენი სატაძრო სამოსელის მნიშვნელობაზე და თუ რას წარმოადგენს იგი.

იხ. აგრეთვე „Sacred Temple Clothing“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

4:12

Sacred Temple Clothing

მოსე 5:4–9, 16–26

ღმერთი მიიღებს ჩემს მსხვერპლს, თუ ნებაყოფლობით და მორჩილი გულით შევწირავ.

მოსე 5:4–9, 16–26-ის შესწავლისას გაითვალისწინეთ ადამისა და ევას და მათი ვაჟების, კაენისა და აბელის, დამოკიდებულება მსხვერპლშეწირვისადმი. რატომ მიიღო უფალმა აბელის მსხვერპლი, მაგრამ არა კაენის?

რის გაღებას გთხოვთ უფალი? არის რამე ამ მუხლებში, რაც აყალიბებს თქვენს აზრს ამ მსხვერპლზე?

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

დაბადება 3; მოსე 4; 5:8–15

იესო ქრისტე გადაგვარჩენს დაცემისგან.

  • იმისათვის, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, უკეთ გაიგონ ადამის და ევას დაცემა, გადაიღეთ ნახატების ასლები წიგნიდან „Adam and Eve“ (Old Testament Stories, 13–16) და ამოჭერით ისინი. შემდეგ თქვენ ადამისა და ევას გამოცდილების განხილვისას შეგიძლიათ ერთად იმუშაოთ, რათა დაალაგოთ სურათები რიგის მიხედვით. სანამ ამას აკეთებთ, ისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი ზეციერი მამის გეგმაში, ადამსა და ევას დაეტოვებინათ ედემის ბაღი.

  • თქვენს შვილებს შეუძლიათ მადლიერება იგრძნონ იესო ქრისტეს მიმართ ჩვენი გამოსყიდვის გამო, როდესაც გაიგებენ, თუ როგორ დაძლევს ის დაცემის შედეგებს. როცა ერთად კითხულობთ მოსე 4:25; 6:48-ს; რომაელთა 5:12-ს; 2 ნეფი 2:22–23-ს, დაეხმარეთ თქვენს შვილებს, იპოვონ გზები ამ წინადადების დასასრულებლად: „დაცემის გამო, მე …“. შემდეგ, როცა ერთად წაიკითხავთ მოსე 5:8–11, 14–15; 6:59-ს; ალმა 11:42-ს, მათ შეუძლიათ დაასრულონ ეს წინადადება: „იესო ქრისტეს გამო, მე …“. გაუზიარეთ ერთმანეთს იესო ქრისტეს მიმართ თქვენი მადლიერება.

მოსე 4:1–4

მე შემიძლია, სწორად ავირჩიო.

  • განიხილეთ მარტივი თვალსაჩინო გაკვეთილი თავისუფალი არჩევნის პრინციპის გასაცნობად: მოიწვიეთ თქვენი შვილები ამ კვირის აქტივობების გვერდის გასაფერადებლად, მაგრამ გამოსაყენებლად მხოლოდ ერთი ფერი მიეცით. რატომ იქნებოდა უკეთესი არჩევანის ქონა? ამის შემდეგ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოსე 4:1–4 და ისაუბროთ იმაზე, თუ რატომ სურს ღმერთს, შევძლოთ არჩევანის გაკეთება სწორსა და არასწორს შორის. როგორ გვეხმარებიან ზეციერი მამა და იესო ქრისტე სწორი არჩევანის გაკეთებაში?

  • დაეხმარეთ თქვენს შვილებს, იფიქრონ სწორ არჩევანზე და დახატონ ის, რათა მისდიონ იესო ქრისტეს. ან შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა კარგი არჩევანის გაკეთების შესახებ, როგორიცაა „აკეთე კარგი, კეთილი საქმე“ (საგალობლები, გვერდი 34). შეიძლება, ერთმანეთს უამბოთ იმ მომენტის შესახებ, როდესაც კარგი არჩევანი გააკეთეთ და ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გრძნობდით ამის შემდეგ თავს.

ადამი და ევა

The Fall [დაცემა], რობერტ ტ. ბარეტის მიერ

მოსე 5:4, 8

შემიძლია, ვილოცო ზეციერი მამის მიმართ.

  • როდესაც ადამსა და ევას ედემის ბაღის დატოვება მოუხდათ, მათ აღარ შეეძლოთ ზეციერ მამასთან ყოფნა. წაიკითხეთ მოსე 5:4, 8 თქვენს შვილებთან ერთად და დაეხმარეთ მათ იპოვონ, რა გააკეთეს ადამმა და ევამ, რათა ეგრძნოთ თავი უფალთან ახლოს და მოესმინათ მისთვის. რა შეგვიძლია ზეციერ მამას ჩვენს ლოცვებში ვუთხრათ?

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

ადამი და ევა, საკურთხეველზე სამსხვერპლო კრავით

In Similitude of the Sacrifice of the Only Begotten of the Father [მსგავსი მამის მხოლოდშობილის მსხვერპლშეწირვისა], მაიკ მალმის მიერ (იხილეთ მოსე 5:5–9)

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი: ადამისა და ევას დაცემა