Come, Follow Me
12–18 იანვარი. „დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“: დაბადება 1–2; მოსე 2–3; აბრაამი 4–5


„12–18 იანვარი. ’დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა’: დაბადება 1–2; მოსე 2–3; აბრაამი 4–5“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)

„12–18 იანვარი. ’დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა’“: მოდი და გამომყევი: 2026

მიწა და მთვარე

12–18 იანვარი: „დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“

დაბადება 1–2; მოსე 2–3; აბრაამი 4–5

იმის გამო, რომ ჩვენ ირგვლივ სამყარო ძალიან ლამაზი და დიდებულია, ძნელი წარმოსადგენია დედამიწა, როდესაც ის იყო „უსახურ-უდაბური“, „ცარიელი და გაპარტახებული“ (დაბადება 1:2; აბრაამი 4:2). ერთი, რასაც შექმნის ისტორია გვასწავლის, არის ის, რომ ღმერთს შეუძლია, დროთა განმავლობაში, შექმნას რაღაც დიდებული რაღაც ქაოტურისგან. სასარგებლოა, გვახსოვდეს ეს, როდესაც ცხოვრება ქაოსურია. ზეციერი მამა და იესო ქრისტე შემოქმედნი არიან და მათი შემოქმედებითი მუშაობა ჩვენზე არ დასრულებულა. მათ შეუძლიათ გაანათონ ჩვენი ცხოვრების ბნელი მომენტები. მათ შეუძლიათ ჩვენი სიცარიელე სიცოცხლით შეავსონ. მათ შეუძლიათ, ისეთ ღვთაებრივ არსებებად გადაგვაქციონ, როგორებიც უნდა ვყოფილიყავით. სწორედ ამას ნიშნავს ღვთის ხატად და მსგავსად შექმნა (იხილეთ დაბადება 1:26). ჩვენ გვაქვს პოტენციალი, გავხდეთ მისნაირი: ამაღლებული, განდიდებული, ზეციური.

დაბადების წიგნის მიმოხილვისთვის იხილეთ „დაბადება“ წმინდა წერილის გზამკვლევში.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

დაბადება 1:1–25; მოსე 2:1–25; აბრაამი 4:1–25

„ჩემი მხოლოდშობილის მეშვეობით შევქმენი ყოველივე ეს“.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა სამყარო, საინტერესოა იმის აღნიშვნა, თუ რისი გაზიარება გადაწყვიტა ღმერთმა შექმნის შესახებ. რას გასწავლით ღმერთი ამის შესახებ დაბადება 1:1–25-ში; მოსე 2:1–25-ში; და აბრაამი 4:1–25-ში? რატომ სურს მას, თქვენ იცოდეთ ეს ყველაფერი? როდესაც ფიქრობთ ამ ამბებზე, თქვენ ასევე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ის, რასაც ისინი გასწავლიან ზეციერი მამის, იესო ქრისტეს, სამყაროსა და საკუთარი თავის შესახებ.

თქვენი სწავლის პროცესის გასამდიდრებლად, გაითვალისწინეთ ამ სტროფების წაკითხვა, როდესაც ხართ ბუნებაში ან უსმენთ სიმღერას, მაგ. “All Creatures of Our God and King” (Hymns, no. 62). თქვენ შეგიძლიათ მონახოთ ღმერთის ქმნილებების სურათები, რომლებიც გეხმარებათ, შემოქმედისადმი იგრძნოთ პატივისცემა. თქვენს მოწმობასთან ერთად სხვებს გაუზიარეთ ეს სურათები.

ასევე იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 101:32–34.

ედემის ბაღის ნახატი

The Garden of Eden [ედემის ბაღი], გრანტ რომნი კლოსონის მიერ

დაბადება 1:26–27; მოსე 2:26–27; აბრაამი 4:26–27

სემინარიის ხატულა
ღვთის ხატად ვარ შექმნილი.

როდესაც კითხულობთ დაბადება 1:26–27-ს; მოსე 2:26–27-ს; და აბრაამი 4:26–27-ს იფიქრეთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ღვთის „ხატად“ და „მსგავსად“, ქალად და კაცად შექმნა. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ მუხლებში მოცემული ჭეშმარიტების ცოდნა? მაგალითად, როგორ მოქმედებს ეს ჭეშმარიტებები იმაზე, თუ როგორ ხედავთ თქვენ საკუთარ თავს, სხვებს და ღმერთს? როგორ შეიძლება ისინი დაგეხმარონ, როცა საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი გრძნობები გაქვთ?

იმისათვის, რომ დაგეხმაროთ ამ კითხვებზე დაფიქრებაში, შეეცადეთ დაასრულოთ ასეთი სახის წინადადება: „რადგან ვიცი, რომ ღვთის ხატად ვარ შექმნილი, მე ვირჩევ …“. ასევე დაგეხმარებათ სტატიის „Your body is sacred“ წიგნიდან For the Strength of Youth: A Guide for Making Choices (გვერდები 22–29) განხილვა. აირჩიეთ, რას გააკეთებდით, რათა აჩვენოთ ღმერთს, რომ იცით, თქვენი სხეული წმინდაა.

ვიდეოში “God’s Greatest Creation” (Gospel Library), პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი მოწმობს ადამიანის სხეულის საოცრების შესახებ. ამ ვიდეო ყურებისას ჰკითხეთ საკუთარ თავს, „რა სურს მამაზეციერს, ვიგძნო საკუთარი სხეულის შესახებ“? რით განსხვავდება ეს იმ შეტყობინებებისგან, რომლებსაც სხვებისგან ისმენთ?

2:51

God's Greatest Creation

ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ღვთის ხატად შექმნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ყველა აზრი, გრძნობა და სურვილი მოწონებულია მის მიერ და რომ ჩვენ არ გვჭირდება (ან არ შეგვიძლია) გაუმჯობესება. რას იტყოდით ამაზე? რა მოსაზრებებს ეცნობით მოსია 3:19-სა და ეფერი 12:27-ში?

იხილეთ აგრეთვე რასელ მ. ნელსონი, „Your Body: A Magnificent Gift to Cherish“, Liahona, აგვისტო, 2019, 50–55.

დაბადება 1:27–28; 2:18–25; მოსე 3:18, 21–24; აბრაამი 5:14–18

ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის ღმერთმა აკურთხა.

„ადამი და ევა შეერთდნენ ქორწინებით დროსა და მარადისობისთვის მარადიული მღვდლობის ძალით“ (რასელ მ. ნელსონი, „Lessons from Eve“, Ensign, ნოემბერი, 1987, 87). დაფიქრდით ამაზე, როდესაც კითხულობთ დაბადება 1:27–28-ს; 2:18–25-ს; მოსე 3:18, 21–25-ს; და აბრაამი 5:14–19-ს. როგორ შეგიძლიათ მოეპყროთ ქორწინებას იმ სიწმინდით, რომელიც მას ღმერთმა მისცა?

ასევე იხილეთ 1 კორინთელთა 11:11; „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, სახარების ბიბლიოთეკა.

დაბადება 1:28; მოსე 2:28; აბრაამი 4:28

მე პასუხს ვაგებ ღვთის ქმნილებებზე ზრუნვაზე.

რას გვირჩევენ დაბადება 1:28; მოსე 2:28; და აბრაამი 4:28 უფლის ქმნილებების მიმართ ჩვენს პასუხისმგებლობებზე? რას მატებს მოძღვრება და აღთქმები 59:16-21 და 104:13–18 თქვენს წვდომას?

იხ. აგრეთვე ჯერალდ კაუსე, “Our Earthly Stewardship,” Liahona, Nov. 2022, 57–59; Topics and Questions, “Environmental Stewardship and Conservation,” Gospel Library.

დაბადება 2:2–3; მოსე 3:2–3; აბრაამი 5:2–3

უფალმა აკურთხა და წმინდად შერაცხა კვირადღე.

ღმერთმა აქცია კვირადღე წმინდად და ის გვთხოვს, წმინდად შევინარჩუნოთ ის. როცა კითხულობთ დაბადება 2:2–3-ს; მოსე 3:2–3-ს; და აბრაამი 5:2–3-ს დაფიქრდით, რატომ არის კვირადღე „კურთხეული“ თქვენთვის.

ასევე იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 59:9–13; „The Sabbath is a Delight“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

0:50

Highlight: The Sabbath Is a Delight

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

დაბადება 1:1–25; მოსე 2:1–25; აბრაამი 4:1–25

იესომ შექმნა დედამიწა.

  • როგორ გაახალისებდით შექმნის შესახებ სწავლის პროცესს თქვენი შვილებისთვის? თქვენ შეგეძლოთ, ისინი გარეთ წაიყვანოთ, რათა მოძებნოთ ისეთი ნივთები, რომლებიც შეიქმნა შექმნის თითოეულ ეტაპზე. თქვენმა შვილებმა, შესაძლოა, დაათვალიერონ იესოს მიერ შექმნილი ნივთების სურათები (იხილეთ „The Creation of the EarthOld Testament Stories, 8–12). შემდეგ თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რას გრძნობთ იესო ქრისტეს მიმართ, შექმნაზე წაკითხვის შემდეგ.

  • შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა ჩვენს მშვენიერ სამყაროზე, მაგ. such as “My Heavenly Father Loves Me” (Children’s Songbook, 228–29). შესაძლოა თქვენი შვილები დაამატებენ ამ სიმღერას სხვა რამეებს, რაც ღმერთმა შექნა, რაც ეხმარება მათ, იგრძნონ მისი სიყვარული.

დაეხმარეთ ბავშვებს, გამოხატონ თავიანთი შემოქმედებითი ბუნება. „როცა ბავშვებს სთხოვთ, დახატონ, ააშენონ, გააფერადონ ან დაწერონ რამე სახარების პრინციპთან დაკავშირებით, თქვენ ეხმარებით მათ, უკეთ გაიგონ ეს პრინციპი და თვალსაჩინოდ შეახსენებთ იმის შესახებ, რაც ისწავლეს“ (Teaching in the Savior’s Way32).

დაბადება 1:26–27; მოსე 2:26–27; აბრაამი 4:26–27

მე ვარ შექმნილი ხატად უფლისა.

  • თქვენს შვილებს შეიძლება გაუჩნდეთ პატივისცემისა და მოწიწების გრძნობა საკუთარი და სხვა ადამიანების სხეულების მიმართ, როდესაც გაიგებენ, რომ ჩვენ ყველანი ღვთის ხატად ვართ შექმნილი. იმისათვის, რომ დაეხმაროთ მათ იმის გაგებაში, თუ რას ნიშნავს ეს, საშუალება მიეცით თქვენს შვილებს, შეხედონ თავიანთ გამოსახულებას სარკეში ან სურათში, როდესაც კითხულობთ მოსე 2:26–27 -ს. თქვენ ასევე შეგიძლიათ უჩვენოთ მათ, თუ როგორ არიან ცხოველების ნაშიერები შექმნილი „მსგავსად“ მშობლებისა (მაგალითად, იხილეთ სურათი ამ მონახაზში). ამან შეიძლება გამოიწვიოს საუბარი იმაზე, თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, რომ თქვენ შექმნილი ხართ ზეციერი მამის ხატად.

    დათვი და ბელები
  • თქვენ და თქვენს შვილებს შეიძლება გესიამოვნოთ ადამიანის სხეულის დახატვა და ნახატების თავსატეხად დაჭრა. როდესაც თქვენი შვილები თავსატეხს აწყობენ, მათ შეუძლიათ ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ უჩვენებდნენ მამაზეციერს, რომ თავიანთი სხეულებისთვის მადლობლები არიან.

დაბადება 2:2–3; მოსე 3:2–3; აბრაამი 5:2–3

კვირადღე წმინდაა.

  • მოსე 3:2–3-ის წაკითხვისას სთხოვეთ თქვენს შვილებს, მოისმინონ ის, რაც ღმერთმა მეშვიდე დღეს გააკეთა. დაეხმარეთ თქვენს შვილებს, იპოვონ ან დახატონ სურათები იმისა, რასაც გააკეთებენ კვირას, რათა ის იყოს წმინდა დღე, სხვა დღეებისგან განსხვავებული. გაუზიარეთ ერთმანეთს, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი კვირადღის სიწმინდის დაცვა.

  • დაეხმარეთ თქვენს შვილებს, თამაშით აუხსნან მეგობარს, თუ რატომ ირჩევენ კვირადღეს იმ რაღაცების გასაკეთებლად, რომელთა გაკეთებაც ზეციერ მამასა და იესოს პატივს მიაგებს. შესთავაზეთ მათ, გამოიყენონ დაბადება 2:2–3 თავიანთ ახსნაში. როგორ ცხადყოფს კვირადღის წმინდად დაცვა ჩვენს სიყვარულს ზეციერი მამისა და იესო ქრისტეს მიმართ?

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.

იეჰოვა ღრუბლებში დგას და ხელს აფარებს სამყაროს, რომლის ორგანიზებასაც ის ახორციელებს

The Creation [შექმნა], ენი ჰენრი ნადერის მიერ

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების  გვერდი: იესომ შექმნა დედამიწა