„5–11 იანვარი. ’ეს არის ჩემი საქმე და ჩემი ბრწყინვალება’: მოსე 1; აბრაამი 3“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: ძველი აღთქმა 2026 (2026)
„5–11 იანვარი. ’ეს არის ჩემი საქმე და ჩემი ბრწყინვალება’“, მოდი და გამომყევი: 2026
5–11 იანვარი: „ეს არის ჩემი საქმე და ჩემი ბრწყინვალება“
მოსე 1; აბრაამი 3
ბიბლია იწყება სიტყვებით: „დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1). მაგრამ რა იყო მანამდე, ვიდრე „დასაწყისი“ იქნებოდა? და რატომ შექმნა ღმერთმა ეს ყველაფერი? წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მეშვეობით უფალმა ამ კითხვებს ნათელი მოჰფინა.
მაგალითად, მან დაგვიტოვა ხილვის ჩანაწერი, რომელშიც აბრაამი ხედავდა ჩვენი, როგორც სულების, არსებობას „ქვეყნის არსებობამდე“ (იხილეთ აბრაამი 3:22–28). უფალმა ასევე მოგვცა დაბადების პირველი ექვსი თავის შთაგონებული თარგმანი ანუ გადამუშავება, რომელსაც ეწოდება მოსეს წიგნი — რომელიც არ იწყება სიტყვით „დასაწყისში“. ამის ნაცვლად, ის იწყება მოსეს გამოცდილებით, რომელიც იძლევა გარკვეულ კონტექსტს შექმნის ისტორიისთვის. ერთად თავმოყრილი, უკანასკნელ დღეთა ეს წმინდა წერილები კარგი დასაწყისია ძველი აღთქმის შესასწავლად, რადგან ისინი პასუხობენ რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას, რომლებმაც შეიძლება განსაზღვრონ ჩვენი კითხვის ფარგლები: ვინ არის ღმერთი? ვინ ვართ ჩვენ? რა არის ღმერთის საქმე და რა ადგილი გვიჭირავს მასში? დაბადების შესავალი თავები შეიძლება ჩაითვალოს, როგორც უფლის პასუხი მოსეს თხოვნაზე: „მოწყალე იყავ შენი მსახურისადმი, ო, ღმერთო და მითხარი ამ დედამიწისა და მის მცხოვრებთა შესახებ, ასევე ზეცის შესახებ“ (მოსე 1:36).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
როგორც ღვთის შვილს, მე ღვთაებრივი ბედი მაქვს.
„უფალი პირდაპირ რომ დაგლაპარაკებოდათ“ – ასწავლიდა პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „პირველი, რასაც ის ეცდებოდა არის ის, რომ თქვენ გცოდნოდათ თქვენი ნამდვილი ვინაობა“ („Choices for Eternity“ [გლობალური სულიერების საათი ახალგაზრდა ზრდასრულებისთვის, მაისი, 2022], სახარების ბიბლიოთეკა). აქედან გამომდინარეობს, რომ სატანა შეეცდება თქვენს დაბნევას იმავე საკითხით. მოძებნეთ მსგავსი ქმედება ღვთის მოსესადმი გზავნილში მოსე 1:4, 6 და სატანის გზავნილებში მოსე 1:12. რას სწავლობთ ამ სტროფებიდან ღმერთსა და სატანას შორის განსხვავებების შესახებ?
პრეზიდენტმა ნელსონმა ასევე გვასწავლა: „ის თუ როგორ ფიქრობთ იმაზე, თუ ვინ ხართ სინამდვილეში, გავლენას ახდენს თითქმის ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ოდესმე მიიღებთ“ („Choices for Eternity“). შეადგინეთ სია, სადაც ჩამოთვლით თქვენ მიერ გაკეთებულ სხვადასხვა არჩევანს, რადგან თქვენი, როგორც ღმერთის შვილის, ვინაობა სხვა იარლიყებზე მაღლა დგას.
მოსე 1 -იდან რომელი დამატებითი მუხლები ან ფრაზები დაგეხმარებათ, გაიგოთ თქვენი ღვთაებრივი ღირებულება? თქვენ ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ მეტი პრეზიდენტი ნელსონის გზავნილიდან „Choices for Eternity“, განყოფილებაში სათაურით „First: Know the truth about who you are“. რას გააკეთებდით შთაგონებული, რათა თქვენი, როგორც ღმერთის შვილის ვინაობა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი იდენტიფიკატორი გამხდარიყო?
ასევე იხილეთ „მე შვილი ვარ ღვთისა“, საგალობლები (1985), გვერდი 58; „Our True Identity“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა; Topics and Questions, „Children of God“, სახარების ბიბლიოთეკა.
Our True Identity
უფლის დახმარებით, მე შემიძლია, წინააღმდეგობა გავუწიო სატანას.
როგორც მოსე 1 ნათლად გვიჩვენებს, ძლიერი სულიერი გამოცდილება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარასოდეს აღმოვჩნდებით ცდუნების წინაშე. სინამდვილეში, სატანის ერთ-ერთი ტაქტიკა არის ცდუნება, რომ ეჭვი შეგვეპაროს ამ გამოცდილებაში. როდესაც მუხლები 12–26-ში კითხულობთ მოსეს მიერ სატანისთვის მიგებულ პასუხს, რას სწავლობთ იქიდან, რაც დაგეხმარებათ დარჩეთ თქვენ მიერ მიღებული მოწმობის ერთგული? რა იყო ის, რაც ბოლოსდაბოლოს დაეხმარა მოსეს სატანის დაძლევაში?
მოსეს გამოცდილებიდან კიდევ ერთი გაკვეთილი ის არის, რომ სატანა გვაცდუნებს ღვთის ჭეშმარიტებისა და ძალის გაყალბებით. იფიქრეთ ნივთების ყალბ ვერსიებზე, როგორებიცაა: ხელოვნური მცენარე ან თოჯინა. როგორ შეგიძლიათ, ყალბი ნამდვილისგან გაარჩიოთ? მაშინ იფიქრეთ იმ ყალბ ნივთებზე, რომლებსაც დღეს სატანა თქვენს საცდუნებლად იყენებს. რას სწავლობთ მოსე 1:13–18-იდან იმის შესახებ, თუ როგორ ამოვიცნოთ და უარვყოთ სატანის მიერ შემოთავაზებული სიყალბე? როგორ შეუძლია უფალს თქვენი დახმარება? (იხილეთ მოსე 1:24–26).
ასევე იხილეთ მათე 4:1–11; გარი ი. სტივენსონი, „ნუ მატყუებ“, ლიახონა, ნოემბერი, 2019, 93–96; „I Am a Son of God“ (video), სახარების ბიბლიოთეკა.
I Am a Son of God
სახლში სწავლა შეიძლება როგორც დაგეგმილი, ისე სპონტანური იყოს. „ოჯახში სწავლების შესაძლებლობები ხშირად ჩნდება არაფორმალური, ყოველდღიური ქმედებების დროს – ჭამის დროს, სამუშაოს შესრულებისას, თამაშის დროს [ან] მოგზაურობისას“ (Teaching in the Savior’s Way, 31). მაგალითად, გარდა იმისა, რომ წაიკითხავთ იმის შესახებ, თუ როგორ შეეწინააღმდეგა მოსე სატანას მოსე 1-ში, შეგიძლიათ სადილის დროს რამდენიმე წუთი დაუთმოთ ოჯახის წევრებთან იმაზე საუბარს, თუ როგორ შეეწინააღმდეგეთ მტრის გავლენას.
ღვთის საქმე და ბრწყინვალება არის ის, რომ დამეხმაროს მარადიული სიცოცხლის მოპოვებაში.
ღვთის ქმნილებების ხილვის შემდეგ, მოსემ უთხრა უფალს: „მითხარი, … რატომ არის ყოველივე ეს ასე?“ (მოსე 1:30). რა ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას უფლის პასუხიდან მოსე 1:31–39-ში? რა განსხვავებაა უკვდავებასა და მარადიულ სიცოცხლეს შორის? (იხილეთ Topics and Questions, „Eternal Life“, სახარების ბიბლიოთეკა). როგორ ეხმარება იესო ქრისტე ორივეს განხორციელებაში? აბრაამს ასევე ჰქონდა ხილვა, რომელიც ჩაწერილია აბრაამი 3-ში. რას ნახულობთ მუხლები 24–26 -ში, რაც დაგეხმარებათ მოსეს მოთხოვნაზე პასუხის გაცემაში?
მე ვცხოვრობდი, როგორც სული, ვიდრე დედამიწაზე დავიბადებოდი.
ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ჩვენი წინამიწიერი ცხოვრების შესახებ. და რაც ვიცით, იმის უმეტესი ნაწილი ეფუძნება აბრაამის ხილვას აბრაამი 3:22–28-ში. ამ სტროფების წაკითხვისას შეადგინეთ თქვენ მიერ ნაპოვნი ჭეშმარიტებების სია, მათ შორის, ჭეშმარიტება თქვენი და იესო ქრისტეს შესახებ. რატომ არის ეს ჭეშმარიტებები თქვენთვის ღირებული? როგორ ცვლიან ისინი თქვენს ცხოვრებას?
ასევე იხილეთ Topics and Questions, „Premortal Life“ სახარების ბიბლიოთეკა.
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მე ღვთის შვილი ვარ.
-
მას შემდეგ, რაც ერთად წაიკითხავთ მოსესადმი ღვთის გზავნილს მოსე 1:4-ში, ნება დართეთ თქვენს შვილებს, სარკეში თავიანთ ანარეკლს შეხედონ და საკუთარ თავს მსგავსი გზავნილი მიაწოდონ: „მე ღვთის შვილი ვარ“. შემდეგ შეიძლებოდა, რომ მათ იგივე გზავნილი ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ: „შენ ღვთის შვილი ხარ“. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ადამიანების სურათები და მოუწოდოთ თქვენს შვილებს, მიუთითონ თითოეულზე და თქვან: „ეს ღვთის შვილია“. გაუზიარეთ ერთმანეთს, რატომ გიხარიათ იმის ცოდნა, რომ ღვთის შვილები ხართ. ეს ცოდნა, როგორ ცვლის თქვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ?
-
თქვენ და თქვენს შვილებს შეგიძლიათ შეადაროთ ღვთის გზავნილი მოსესადმი მოსე 1:4 -ში სატანის გზავნილთან მუხლი 12-ში. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, განასხვაონ მათთვის გამიზნული ღვთის გზავნილები სატანის გზავნილებისგან?
Moses Sees Jehovah [მოსე ხედავს იეჰოვას], ჯოზეფ ბრიკის მიერ (დეტალი)
ზეციერ მამას ჩემთვის აქვს საქმე.
-
როცა შვილებთან ერთად კითხულობთ მოსე 1:6 -ს, შეგიძლიათ ესაუბროთ მათ იმ „საქმის“ შესახებ, რაც ღმერთს ჰქონდა მოსესთვის. გამოიყენეთ Gospel Art Book, სურათები 13–16, ან Old Testament Stories, გვერდები 64–84, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილებს დაინახონ, რას მიაღწია მოსემ მამაზეციერის დახმარებით. რა საქმე აქვს ღმერთს ჩვენთვის? (იხილეთ, მაგალითად, მოძღვრება და აღთქმები 11:20).
მე შემიძლია, წინ აღვუდგე სატანის ცდუნებებს.
-
როცა შვილებთან ერთად სწავლობთ მოსე 1:12–26 -ს, დაეხმარეთ მათ გაარკვიონ, რა გააკეთა მოსემ, რათა წინ აღსდგომოდა სატანას (იხილეთ მუხლები 13, 15, 18, 20–22, 26). მათთვის შეიძლება სახალისო იყოს გაითამაშონ, თუ რას გააკეთებდნენ სატანის ცდუნებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად (მაგალითად, ლოცვა, ზურგის შექცევა ან დახმარების თხოვნა).
მე ვცხოვრობდი, როგორც სული, ვიდრე დედამიწაზე დავიბადებოდი.
-
ჩვენი წინამიწიერი ცხოვრების შესახებ ცოდნამ შეიძლება, შთააგონოს თქვენი შვილები, არჩევანი მარადიულ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით გააკეთონ. რათა დაეხმაროთ მათ შეიტყონ ამის შესახებ, შეგიძლიათ მათ სთხოვოთ რამდენიმე საკვანძო სიტყვისა და ფრაზის პოვნა აბრაამი 3:22–28-ში, მაგალითად, „ქვეყნის არსებობამდე“, „სულები“, „დედამიწის შექმნა“ და „გამოცდა“. რას გვასწავლიან ეს სტროფები იმის შესახებ, თუ რატომ გამოგვგზავნა ზეციერმა მამამ დედამიწაზე?
-
სიმღერა, მაგ. “I Will Follow God’s Plan” (Children’s Songbook, 164–65) განამტკიცებს, რასაც აბრაამი 3 ასწავლის. შეგეძლიათ სთხოვოთ თქვენს შვილებს, დახატონ სურათები, რომლებიც შეესაბამება ამ სიტყვებს.
-
დაეხმარეთ თქვენს შვილებს, მოიფიქრონ ისეთი სიტუაციები, რომელთა დროსაც მათ მოუწევდათ აერჩიათ, გაეკეთებინათ ის, რაც ღმერთმა სთხოვა მათ, თუ არა (იხილეთ აბრაამი 3:25; ასევე იხილეთ For the Strength of Youth: A Guide for Making Choices). მიეცით მათ საშუალება, ივარჯიშონ ამ სიტუაციებზე სავარაუდო პასუხების გაცემაში. როგორ შეუძლია მხსნელს დაგვეხმაროს, როცა არასწორ არჩევანს ვაკეთებთ?
დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალის მეგობარი მიმდინარე თვის გამოცემა.