„29 სექტემბერი–5 ოქტომბერი: „ეს შენი სახლია, ადგილი შენი სიწმინდისა“: მოძღვრება და აღთქმები 109–110“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 109–110“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
A Glorious Light—Kirtland Temple [დიდებული სინათლე—კირტლანდის ტაძარი], გლენ ს. ჰოპკინსონის მიერ
29 სექტემბერი–5 ოქტომბერი: „ეს შენი სახლია, ადგილი შენი სიწმინდისა“
მოძღვრება და აღთქმები 109–110
კირტლანდის ტაძრის კარი არ უნდა გაღებულიყო 1836 წლის 27 მარტის დილის რვა საათამდე. მაგრამ წმინდანებმა, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ დაესწრებოდნენ მიძღვნის მსახურებას, რიგში ჩამწკრივება დილის შვიდი საათიდან დაიწყეს. ყველას განსათავსებლად, საჭირო იყო დამატებითი ადგილი, ხოლო შემდგომში, მეორე სესიის ჩატარება. და არა მხოლოდ ცოცხალ არსებებს სურდათ იქ ყოფნა. მრავალმა მოწმემ დაინახა ანგელოზები ტაძრის შიგნით და სახურავზეც კი, მიძღვნის დროს და მის შემდეგ. მართლაც, ჩანდა, რომ ზეცის ლაშქარი მოვიდა, სიმღერისა და შეძახილებისთვის უკანასკნელ დღეთა წმინდანებთან ერთად (“The Spirit of God,” საგალობლები, no. 2).
რატომ იყო ასეთი დიდი მღელვარება საბურველის ორივე მხარეს? საუკუნეების შემდეგ უფლის სახლი კვლავ გამოჩნდა დედამიწაზე. უფალი ასრულებდა თავის დანაპირებს, რომ მისი წმინდანები „მიიღებ[დნენ] ძალას ზეციდან“ (მოძღვრება და აღთქმები 38:32). და ეს, როგორც მან ბრძანა, იყო მხოლოდ „დასაწყისი კურთხევისა“ (მოძღვრება და აღთქმები 110:10). ეპოქა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ — დაჩქარებული სატაძრო სამუშაოთი და წეს-ჩვეულებებით, ხელმისაწვდომი მილიონობით ცოცხლისა და აღსრულებულისთვის — დაიწყო კირტლანდში, როდესაც „საბურველმა დედამიწაზე დაიწყო ახდა““ (“The Spirit of God”).
იხილე ასევე Saints, 1:232–41; “A House for Our God,” Revelations in Context, 169–72.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
უფალი უხვად მაკურთხებს სატაძრო აღთქმების მეშვეობით.
კირტლანდის ტაძარი იყო განსხვავებული იმ ტაძრებისგან, რომლებიც დღეს გვაქვს. მაგალითად, არ იყო საკურთხევლები და ემბაზები. მაგრამ, კურთხევები, აღწერილი ნაწილი 109-ში, კირტლანდის ტაძრის მიძღვნის ლოცვაში, დღესაც ხელმისაწვდომია უფლის სახლში. გადახედე შემდეგ მუხლებს, რომ მოიძიო ამ კურთხევებიდან ზოგიერთი და იმსჯელო, როგორ შეიძლება მათ გააძლიერონ შენი ურთიერთობა მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან.
მუხლები 5, 12–13 (იხილე ასევე მოძღვრება და აღთქმები 110:6–8): უფალს შეუძლია გამომიცხადოს თავი მის სახლში და შემიძლია ვიგრძნო მისი ძალა.
სხვა კურთხევები:
თუ უფლის სახლში ხარ ნამყოფი, დაფიქრდი, როგორ შესრულდა ეს დაპირებები შენს ცხოვრებაში.
საგალობელი „ღმერთის სული“ (საგალობლები, გვ. 28) დაიწერა კირტლანდის ტაძრის მიძღვნისთვის და ის სრულდება ყოველი ტაძრის მიძღვნაზე. გახადე მისი შესრულება ან მოსმენა შენი სწავლისა და თაყვანისცემის ნაწილად. რომელი სატაძრო კურთხევებია აღწერილი ამ საგალობელში?
ლოცვა არის მამაზეციერთან ურთიერთობის საშუალება.
ნაწილი 109 არის მიძღვნის ლოცვა, რომელიც მიეცა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს გამოცხადებით (იხილე ნაწილის სათაური). რა ისწავლე ლოცვის შესახებ ამ ნაწილიდან? მაგალითად, შეგიძლია ჩაინიშნო, რისთვის აღავლინა მადლობა და რა კურთხევები ითხოვა წინასწარმეტყველმა. კიდევ რა თქვა მან ამ ლოცვაში? სწავლის დროს, შეგიძლია შეაფასო შენი ურთიერთობა მამაზეციერთან. რას სწავლობ მამაზეციერისა და მისი ძის შესახებ ამ ლოცვიდან?
თუ გინდა წაიკითხო სხვა ტაძრების მიძღვნის ლოცვები, მათ შორის შენთვის ყველაზე ახლოს მყოფი ტაძრის, ეწვიე ტაძრის ვებ-გვერდს temples.ChurchofJesusChrist.org.
მოძღვრება და აღთქმები 110:1–10
უფალს შეუძლია გამომეცხადოს თავის სახლში.
როდესაც კითხულობ მაცხოვრის დახასიათებას მოძღვრება და აღთქმები 110:1–10-ში, მათ შორის ნაწილის სათაურში, დაფიქრდი, რა აზრი დევს მოყვანილ მუხლებში მაცხოვრის შესახებ.
როგორ გეცხადება იესო ქრისტე—ან გამცნობს თავისი თავის შესახებ—თავის სახლში? როგორ გეხმარება მაცხოვარი გაიგო, მიიღო თუ არა მან შენი მსხვერპლშეწირვა?
კირტლანდის ტაძრის შიგნით
მოძღვრება და აღთქმები 110:10–16
მაცხოვარი წარმართავს თავის საქმეს მღვდლობის გასაღებების მეშვეობით.
სანამ მოსე, ელიასი და ელია ტაძარში გამოჩნდებოდნენ მღვდლობის გასაღებებისაღსადგენად, იესო ქრისტემ თქვა: „ეს არის დასაწყისი კურთხევისა, რომელიც გადმოიღვრება ჩემი ხალხის თავზე“ (მოძღვრება და აღთქმები 110:10). როდესაც კითხულობ მუხლები 11–16-ს, იფიქრე იმ კურთხევებზე, რომლებიც მაცხოვრისგან გადმოდის შენზე, აღნიშნული გასაღებების საშუალებით. მაგალითად:
-
მუხლი 11: მოსე და ისრაელის შეკრების (ან მისიონერული საქმის) გასაღებები. როგორ დაგლოცათ უფალმა შენ და შენი ოჯახი თავისი ეკლესიის მისიონერული ძალისხმევით?
-
მუხლი 12: ელიასი და აბრაამის სახარების გასაღებები, მათ შორის აბრაამის აღთქმა. როგორ შეეძლო უფალს შენი და „[შენს შემდეგ ყველა თაობის]“ დალოცვა შენი აღთქმების წყალობით? (იხილე რასელ მ. ნელსონი, „მარადიული აღთქმა“, ლიახონა, ოქტ. 2022 წელი, 4–11; Guide to the Scriptures, “Elias,” სახარების ბიბლიოთეკა.)
-
მუხლები 13–16: ელია და ჩაბეჭდვის ძალა - გამოვლენილი სატაძრო და საოჯახო ისტორიის სამუშაოს საშუალებით. როგორ ფიქრობ, რატომ სურს მამაზეციერს, რომ წინაპრებთან დაკავშირებული იყო სატაძრო წეს-ჩვეულებების მეშვეობით? (იხილე გერიტ ვ. გონგი, „დიდხანს და ბედნიერად“, Liahona, ნოემბ. 2022 წელი, 83–86.)
რა კავშირს ხედავ ამ გასაღებებსა და ჩვენს პასუხისმგებლობებს შორის ღვთის ხსნისა და ამაღლების საქმეში (სახარების მიხედვით ცხოვრება, გაჭირვებულებზე ზრუნვა, ყველა ადამიანის მოწვევა სახარების მისაღებად და ოჯახების გაერთიანება სამარადისოდ)?
რა გამოცდილება მიიღე ღვთის ხსნისა და ამაღლების საქმის კუთხით? რას გასწავლის ეს გამოცდილება მაცხოვრის, მისი ეკლესიისა და მისი საქმიანობის შესახებ?
იპოვე სხვა ადამიანთა ჩართვის გზები. თუ შენ ასწავლი მოძღვრება და აღთქმები 110:11–16-ს, შეგიძლია თითოეულ მოსწავლეს დაავალო მოსეს, ელიასის ან ელიას შესახებ ისტორიის და მის მიერ აღდგენილი გასაღებების შესწავლა. შემდეგ მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთისთვის იმის გაზიარება, თუ რა აღმოაჩინეს. ეს მიდგომა ყველას აერთიანებს სწავლასა და სწავლებაში. (იხილე Teaching in the Savior’s Way, 24–27).
დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილე ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მოძღვრება და აღთქმები 109:12–13; 110:1–7
ტაძარი უფლის სახლია.
-
შენ და შენს ბავშვებს უნდა შეგეძლოთ იმაზე საუბარი, თუ რა გიყვართ თქვენს სახლში. შემდეგ, შეგიძლიათ შეხედოთ კირტკლანდის ტაძრის სურათს და იხელმძღვანელო მოძღვრება და აღთქმები 109:12–13; 110:1–7 -ით სასაუბროდ იმაზე, თუ როგორ გახდა ეს ტაძარი მიძღვნილი და ღვთის სახლად გარდაქმნილი (იხილეთ ასევე „თავი 39-ე: კირტლანდის ტაძარი არის მიძღვნილი,” მოძღვრება და აღთქმების ისტორიები, 154, შესაბამისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში). გაუზიარეთ ერთმანეთს ის, რაც გიყვართ უფლის სახლთან დაკავშირებით.
2:17Chapter 39: The Kirtland Temple Is Dedicated: January–March 1836
-
იქნებ შენ და შენმა ბავშვებმა წარმოიდგინოთ, რომ მეგობარი ცდილობს შენი სახლის პოვნას. როგორ უნდა დავეხმაროთ მეგობარს იმის გარკვევაში, თუ რომელი სახლია ჩვენი? საიდან ვიცით, რომ ტაძარი უფლის სახლია? (იხილე მოძღვრება და აღთქმები 109:12–13).
მაცხოვარი აკურთხებს თავის ხალხს მღვდლობის გასაღებების საშუალებით.
-
შეგიძლია გამოიყენო ამ კვირის გასართობი გვერდი ან „მე-40-ე თავი: კირტლანდის ტაძრის მიღწევები” ( მოძღვრება და აღთქმების ისტორიები, 155–57 ან შესაბამისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში) იმისთვის, რომ ბავშვებს მოუთხრო ზეციური არსებების შესახებ, რომლებიც ტაძარს ეწვივნენ. შენ ასევე შეგიძლია გამოიყენო სურათი ამ მონახაზის ბოლოს.
1:17The Kirtland Temple
-
კირტლანდის ტაძარში მომხდარის მნიშვნელობის გასაგებად შენ და შენს ბავშვებს შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რისთვის არის გასაღებები. შენს ბავშვებს შეუძლიათ მორიგეობით გასაღების დაჭერა, ისე თითქოს ჩაკეტილ კარს აღებენ. დაეხმარე მათ იპოვონ სიტყვა გასაღებები მოძღვრება და აღთქმები 110:11–16-ში, და ისაუბრეთ იმ კურთხევებზე, რომლითაც იხსნება ისინი აღნიშნული გასაღებების მეშვეობით. შეგიძლია აუხსნა, რომ მღვდლობის გასაღებები არის ღვთის ნებართვა, გაუძღვნენ მის ეკლესიას. გააზიარე შენი მადლიერება იმისთვის, რომ უფალმა მოგვცა მღვდლობის გასაღებები.
მაცხოვარს სურს, რომ ჩემი გული ჩემი წინაპრებისკენ მოვაბრუნო.
-
მას შემდეგ, რაც ერთად წაიკითხავთ მოძღვრება და აღთქმები 110:15 -ს, უამბე ბავშვებს იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც დაგეხმარა, მოგებრუნებინა გული წინაპრებისკენ. თქვენ ასევე ერთად შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა ოჯახური ისტორიის შესახებ, მაგალითად “Family History—I Am Doing It” (Children’s Songbook, 94).
-
რა შეიძლება დაეხმაროს შენს შვილებს, „გულები მიაქციონ“ წინაპრებისკენ? შეგიძლია მოიძიო რამდენიმე სახალისო იდეა FamilySearch.org/discovery-ზე. თქვენ შეგიძლიათ ერთად იმუშაოთ იმის განსასაზღვრად, თუ რომელ წინაპრებს სჭირდებათ სატაძრო წეს-ჩვეულებანი. რატომ სურს იესოს, ჩვენ შევასრულოთ ეს საქმე?
დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.