Doctrine and Covenants 2025
აღდგენის ხმები: სულიერი გამოცხადებები და კირტლანდის ტაძარი


„აღდგენის ხმები: სულიერი გამოცხადებები და კირტლანდის ტაძარი“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 წელი (2025)

„სულიერი გამოცხადებები და კირტლანდის ტაძარი“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

აღდგენის ხმების ხატულა

აღდგენის ხმები

სულიერი გამოცხადებები და კირტლანდის ტაძარი

კირტლანდის ტაძრის ნახატი

ქვემოთ მოცემულია უკანასკნელ დღეთა წმინდანების სიტყვები, რომლებიც იმყოფებოდნენ კირტლანდის ტაძარში მისი მიძღვნის დროს და შემდგომ სხვა შეხვედრებზე. ბევრმა თავისი გამოცდილება შეადარა ძველი დღეების წმინდანების გამოცდილებას, როდესაც სულთმოფენობის დღეს „მაღლიდან ძალ[ით] შეიმოს[ნენ]“ (ლუკა 24:49; იხილე ასევე საქმეები 2:1–4; მოძღვრება და აღთქმები 109:36–37).

ელაიზა რ. სნოუ

Portrait photograph of Eliza R. Snow seated in a chair.

„შესაძლებელია ამ მიძღვნის ცერემონიებზე ლაპარაკი, მაგრამ ვერცერთი მიწიერი ენა ვერ აღწერს იმ სამახსოვრო დღის ზეციურ გამოცხადებებს. ზოგს ანგელოზები გამოეცხადნენ, ამ დროს კი ყოველმა იქ მყოფმა ღვთიურობის სუფევის გრძნობა გაიზიარა და ყოველი გული აივსო „აღუწერელი სიხარულითა და დიდებით““.

სილვია კატლერ უები

„ჩემი ერთ-ერთი ადრეული მოგონება იყო ტაძრის მიძღვნა. მამაჩემმა კალთაში ჩაგვისვა და გვიამბო, რისთვის მივდივართ და რას ნიშნავს სახლის მიძღვნა ღმერთისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, აღნიშნული ნათლად მახსოვს. გასულ წლებს რომ თვალი გადავავლო, შემიძლია გავიხსენო, როგორ დავინახე წინასწარმეტყველი ჯოზეფი, რომელიც ზეცისკენ ხელაპყრობილი იდგა, ფერმკრთალი სახით და იმ სამახსოვრო დღეს საუბრისას, ცრემლები სდიოდა ღაწვებზე. თითქმის ყველას ცრემლი სდიოდა. სახლი ისეთი ხალხმრავალი იყო, რომ ბავშვები ძირითადად უფროსებს კალთაში ესხდნენ; ჩემი და, მამის კალთაში იჯდა, მე კი დედაჩემის კალთაში. ის კაბებიც კი მახსოვს, რომლებიც გვეცვა. იმ დროს ჩემი გონება ძალიან ახალგაზრდა იყო ამ ყველაფრის მნიშვნელობის სრულფასოვნად გასაგებად, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ამას სულ უფრო და უფრო ვხვდებოდი და ძალიან მადლობელი ვარ, რომ იქ ყოფნის პრივილეგია მქონდა“.

ოლივერ ქაუდერი

Head and shoulder portrait of Oliver Cowdery in suit and tie.

„საღამოს, ეკლესიის ხელმძღვანელებს შევხვდი უფლის სახლში. სული გადმოიღვარა—დავინახე ღმერთის სიდიადე, როგორც დიდი ღრუბელი, რომელიც ჩამოვიდა და დაესვენა სახლზე და აავსო იგი, ვითარცა ძლიერი სწრაფად მქროლავი ქარი. მე ასევე ვხედავდი დაყოფილ ენებს, … ვითარცა ცეცხლი მოეფინა ბევრს, როცა სხვა ენებზე ლაპარაკობდნენ და წინასწარმეტყველებდნენ“.

ბენჯამინ ბრაუნი

„მრავალი ხილვა [იხილა]. ერთმა დაინახა ბალიში ანუ ღრუბელი, რომელიც ეყრდნობოდა სახლს, ნათელი, ვითარცა მზე, როცა ღრუბელს ოქროსავით ანათებს. ორმა სხვამ დაინახა სამი პიროვნება, რომელიც ოთახში ლივლილვებს, ნათელი გასაღებებით ხელში და ასევე ნათელი ჯაჭვით ხელში“.

ორსონ პრატი

Portrait engraving of Orson Pratt

„ღმერთი იქ იყო, მისი ანგელოზები იქ იყვნენ, სულიწმიდა ხალხში ტრიალებდა… და ისინი თხემით ტერფამდე სავსენი იყვნენ სულისწმინდის ძლევამოსილებითა და შთაგონებით“.

ნენსი ნაომი ალექსანდერ ტრეისი

„[როდესაც] ტაძარი დასრულდა და მიძღვნილი იყო … ეს იყო ჩემი ცხოვრების ორი ყველაზე ბედნიერი დღე. შესაფერისი საგალობელი, რომელიც შეიქმნა ამ შემთხვევისთვის, იყო „ღმერთის სული, ვითარცა მწველი ცეცხლი“. აშკარა ჭეშმარიტებაა, რომ ეს სახლი ზეციური ზემოქმედების ქვეშ იყო. … ვგრძნობდი, რომ ეს სამოთხე იყო დედამიწაზე“.

შენიშვნები

  1. ედვარდ ვ. ტალიჯი, The Women of Mormondom (1877 წელი), 95.

  2. კარლ რიქს ანდერსონი, Joseph Smith’s Kirtland: Eyewitness Accounts (1996 წელი), 182–83.

  3. ოლივერ ქაუდერის დღიური, 27 მარტი, 1836 წელი, საეკლესიო ისტორიის ბიბლიოთეკა, სოლთ-ლეიქ სითი.

  4. ბენჯამინ ბრაუნის წერილი თავის მეუღლეს, სარას, დაახლოებით 1836 წლის აპრილი, ბენჯამინ ბრაუნის ოჯახის კოლექცია, საეკლესიო ისტორიის ბიბლიოთეკა, სოლთ-ლეიქ სითი; მოდერნიზებული პუნქტუაცია და კაპიტალიზაცია.

  5. ორსონ პრატი, “Remarks,” Deseret News, 12 იანვ. 1876 წელი, 788.

  6. რიჩარდ ე. ტერლი უმცროსის და ბრიტნი ა. ჩაპმენის წიგნში, რედ., Women of Faith in the Latter Days (2011 წელი), 1:442.