Doctrine and Covenants 2025
20–26 ოქტომბერი: „ო, ღმერთო, სად ხარ?“: მოძღვრება და აღთქმები 121–123


„20–26 ოქტომბერი: „ო, ღმერთო, სად ხარ?“: მოძღვრება და აღთქმები 121–123“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 121–123“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

ჯოზეფ სმითი ლიბერთის ციხეში

Liberty Jail [ლიბერთის ციხე], უელდენ ანდერსენის მიერ

20–26 ოქტომბერი: „ო, ღმერთო, სად ხარ?“

მოძღვრება და აღთქმები 121–123

მისურის შტატში ლიბერთის ციხის ქვედა დონე ცნობილი იყო, როგორც „დილეგი“ კედლები სქელი იყო, ქვის იატაკი ცივი და ჭუჭყიანი, საკვები მწირი და დამპალი, ხოლო ჭერის მახლობლად ორი ვიწრო, რკინის გისოსებიანი ფანჯარა ძალიან მცირე შუქის საშუალებას იძლეოდა. აქ, ჯოზეფ სმითმა და რამდენიმე სხვა ადამიანმა, 1838–39 წლებში ოთხი ცივი ზამთრის თვე გაატარეს. ამ დროის განმავლობაში ჯოზეფი გამუდმებით იგებდა ამბებს წმინდანების ტანჯვის შესახებ. სიმშვიდემ და ოპტიმიზმმა ფარ ვესტში მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანა და წმინდანები კვლავ უსახლკაროდ დარჩნენ, უდაბნოში გაძევებულნი კიდევ ერთი ადგილის საძებნად, სადაც თავიდან შეძლებდნენ ყველაფრის დაწყებას —ხოლო ამჯერად, ციხეში მათი წინასწარმეტყველი იმყოფებოდა.

და მაინც, იმ საშინელ ციხეშიც კი ხდებოდა „ზეციდან“ „ცოდნის გადმოღვრა“(მოძღვრება და აღთქმები 121:33). ჯოზეფის კითხვაზე „ო, ღმერთო, სად ხარ?“ პასუხი იყო გასაგები და მკაფიო: „არ შეგეშინდეს…, ვინაიდან ღმერთი იქნება შენთან უკუნითი უკუნისამდე“ (მოძღვრება და აღთქმები 121:1; 122:9).

იხილე Saints, 1:323–96; “Within the Walls of Liberty Jail,” Revelations in Context, 256–63.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 121:1–10, 23–33; 122

ღმერთთან ერთად, უბედურება შეიძლება „[იყოს ჩემ]თვის სასარგებლო“.

როდესაც ჩვენ ან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიყვარს, იტანჯებიან, ბუნებრივია დაინტერესდე, იცის თუ არა ღმერთმა ჩვენ შესახებ. როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 121:1–6-ს, იფიქრე იმ დროზე, როდესაც გქონდა კითხვები ან გრძნობები მსგავსი იმისა, რაც ჯოზეფ სმითს ჰქონდა. რას ხედავ უფლის პასუხში, რომელიც შეიძლება დაგეხმაროს, როდესაც ეს კითხვები ან გრძნობები გაქვს? მაგალითად, მუხლები 7–10, 26–33-ში, გაამახვილე ყურადღება კურთხევებზე, რომლებსაც უფალი გვპირდება. როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს „კარგად გაუძლ[ო]“? როგორ გეხმარება მაცხოვარი ამაში?

როდესაც კითხულობ ნაწილი 122-ს დაფიქრდი, როგორ სურს უფალს, რომ შეხედო განსაცდელს? შენ შეიძლება იმსჯელო გამოცდილებებზე, რომლებიც დაგიგროვდა განსაცდელებიდან და როგორ შეიძლება ისინი „[იყოს შენ]თვის სასარგებლო“ (მუხლი 7).

იხილე ასევე ქუენტინ ლ. კუკი, „პირადი სიმშვიდე გამოწვევებით სავსე დროში“, Liahona, ნოემ. 2021, 89–92.“Where Can I Turn for Peace?,” Hymns, no. 129.

მოძღვრება და აღთქმები 121:34–46

სემინარიის ხატულა
ჭეშმარიტი ძალა და გავლენა ეფუძნება „სამართლიანობის პრინციპებ[ს].“

ამქვეყნიურმა ძალამ წმინდანებს მისურის შტატის დატოვება, ხოლო ჯოზეფ სმითის დაპატიმრება აიძულა. მაგრამ სანამ ჯოზეფი იქ იმყოფებოდა, უფალმა მას სხვა სახის ძალაუფლების შესახებ ასწავლა: მისი ძალაუფლების, „ზეციური ძალები“-ს. როდესაც კითხულობ ძალაუფლების შესახებ მოძღვრება და აღთქმები 121:34–46 -ში, აღნიშნული შეიძლება დაგეხმაროს ისწავლო, როგორ მიიღო ეს ძალაუფლება და როგორ გამოიყენო ის სხვების დასალოცად. იქნებ შეძლო ჩაწერო ცხრილში სვეტებით იმის შესახებ, თუ რა ისწავლე სახელწოდებით ზეციური ძალები და ამქვეყნიური ძალაუფლება. რითი განსხვავდება ეს ორი სახის ძალაუფლება ერთმანეთისგან? რას გასწავლის უფლის შესახებ, მისი ძალაუფლების აღნიშნული აღწერილობები?

შეგიძლია იმსჯელო ისეთი სიტყვის შესახებ, როგორიცაა ზეგავლენა მოცემული მუხლი 41-ში. რა გარემოებებში გსურს კარგი ზეგავლენის მოხდენა - შესაძლოა ოჯახურ ურთიერთობაში, სკოლაში, სამსახურში ან საეკლესიო დავალებების შესრულებისას? რას სწავლობ მუხლები 41–46 -დან უფლის გავლენის შესახებ მის შვილებზე? შენ შეგიძლია შეაჯამო ის, რაც ისწავლე, ისეთი წინადადების დასრულებით, როგორიცაა „ -ს სასიკეთო ზეგავლენისთვის, მე .”

ასევე იხილე ჯეფრი რ. ჰოლანდი, “Not as the World Giveth,” Liahona, 2021 წლის მაისი, 35–38; დევიდ ა. ბედნარი, “The Powers of Heaven,” Liahona, 2012 წლის მაისი, 48–51.

9:14

"The Powers of Heaven"

შეარჩიე ფრაზა და შეისწავლე იგი სიღრმისეულად. 45–46 მუხლებში აღწერილი არაჩვეულებრივი კურთხევების შესახებ მეტის გასაგებად, შეგიძლია აირჩიო შენთვის გამორჩეული ფრაზა და სიღრმისეულად შეისწავლო იგი. მაგალითად, რას ნიშნავს სიტყვა შემკობილი და როგორ შეუძლია სათნოებას შეამკოს შენი ფიქრები? ან იქნებ იპოვო ცვარის სურათი და გაიგო, თუ როგორ წარმოიქმნება ცვარი მცენარეებზე. რამდენად ჰგავს ეს იმას, თუ როგორ ასწავლის უფალი თავის მოძღვრებას? რასაც აღმოაჩენ, გაუზიარე შენს ოჯახს ან მეგობრებს, მათ შორის შენს მეგობრებს ეკლესიაში.

მოძღვრება და აღთქმები 122:8

იესო ქრისტე ყოველივეზე ქვემოთ დამდაბლდა, რათა ამამაღლოს მე.

როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს ნათქვამი, რომ იესო ქრისტე ყოველივეზე „უფრო მეტად დამდაბლდა?“ აქ არის რამდენიმე დამატებითი მუხლი, რომელიც აღნიშნული ფრაზის გაგებაში დაგეხმარება: ესაია 53:3–4; ებრაელთა 2:17–18; 1 ნეფი 11:16–33; ალმა 7:11–13. ნასწავლის საფუძველზე იფიქრე, როგორ შეიძლება შენი სიტყვებით გადმოსცე მოძღვრება და აღთქმები 122:8 . როგორ შეგიძლია გამოავლინო შენი მადლიერება იესო ქრისტეს მიმართ იმისთვის, რომ ის ყოველივეზე დაბლა დადგა?

როგორ მოქმედებს პრეზიდენტი დალინ ჰ. ოუქსის ეს შეხედულება შენს გაგების უნარზე? „შეიძლება ითქვას, რომ ყოველივეზე დამდაბლების შემდეგ, [იესო ქრისტე] არის შესანიშნავ მდგომარეობაში, რომ აგვამაღლოს და მოგვცეს ძალა, რომელიც გვჭირდება ჩვენი ტანჯვის ასატანად“. (“Strengthened by the Atonement of Jesus Christ,” Liahona, ნოემ. 2015, 64).

იესო ქრისტე იტანჯება გეთსიმანიაში

დეტალები ნახატიდან Not My Will But Thine [არა ჩემი ნება, არამედ შენი], უოლტერ რეინის მიერ

მოძღვრება და აღთქმები 123

„მოდით, მხნედ გავაკეთოთ ყოველივე, რისი ძალაც შეგვწევს“.

მოძღვრება და აღთქმები 123:7–8-ში, ჯოზეფ სმითმა მოიხსენია ცრუ რწმენა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, მათ შორის წმინდანთა დევნა. 1839 წლის მარტში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ წმინდანებს ბევრი რამის მოქმედება არ შეეძლოთ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ლიბერთის ციხეში დაწერილი წერილებიდან ჯოზეფმა უთხრა მათ, რისი გაკეთებაც შეეძლოთ: „შეაგროვ[ეთ] მონაცემები … ყოველი ფაქტის შესახებ“ და „და[დექით] წყნარად, დიადი იმედით, რომ იხილოთ ღვთის ხსნა“.(მოძღვრება და აღთქმები 123:1, 17). როდესაც განიხილავ დღევანდელ მსოფლიოში არსებულ პრობლემებს, იფიქრე მათი გადაჭრის გზებზე, რომლების „ძალაც შე[გ]წევს” (მუხლები 12, 17). და ნუ უგულებელყოფ ერთი შეხედვით „უმნიშვნელო საქმე[ებს]“ (მუხლი 15). რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საქმეების „მხნედ“ გაკეთება? (მუხლი 17).

მრავალი ანგარიში, რომელიც ჯოზეფმა მოითხოვა ამ წერილში, გადაეგზავნა მთავრობას და გამოქვეყნდა 11 ნაწილის სახით ნავუს გაზეთში დროება და სეზონები (იხილე “A History, of the Persecution, of the Church of Jesus Christ, of Latter Day Saints in Missouri, December 1839–October 1840,” [josephsmithpapers.org]).

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილე ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 03

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 121:1–9; 122:7–9

ღმერთთან ერთად, ჩემი განსაცდელები შეიძლება ჩემს სასარგებლოდ წამადგეს.

  • იმისათვის, რომ დაეხმარო შენს ბავშვებს წარმოიდგინონ, როგორი იქნებოდა ჯოზეფ სმითისთვის და მისი მეგობრებისთვის ლიბერთის ციხეში ყოფნა, შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ “Chapter 46: Joseph Smith in Liberty Jail” (in Doctrine and Covenants Stories, 172–74) ან „აღდგენის ხმები: ლიბერთის ციხე“ ან იხილოთ ვიდეოს ნაწილი “Joseph Smith: Prophet of the Restoration” (სახარების ბიბლიოთეკა, დაწყეებული 41:30-დან). მას შემდეგ, რაც ერთად წაიკითხავთ მოძღვრება და აღთქმები 121:1–9-ს, შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დაეხმარა მხსნელი ჯოზეფს სიმშვიდის შეგრძნებაში. როგორ ვიპოვოთ სიმშვიდე მაცხოვარში, თუნდაც მძიმე დროს?

    1:51

    Chapter 46: Joseph Smith in Liberty Jail: November 1838–April 1839

    62:4

    Joseph Smith: The Prophet of the Restoration

  • იმისთვის, რომ დაეხმარო ბავშვებს გააცნობიერონ, რომ ჩვენი განსაცდელები შეიძლება იყოს „[ჩვენ]თვის სასარგებლო“ (მოძღვრება და აღთქმები 122:7), შეგიძლია ესაუბრო მათ იმაზე, თუ როგორ იზრდება ჩვენი კუნთები, როცა რამე მძიმეს დავატარებთ. შენ შეგიძლია სთხოვო მათ, ასწიონ მძიმე საგანი. შემდეგ შეგიძლია ესაუბრო მათ იმაზე, თუ როგორ ეხმარება მძიმე დრო ჩვენს სულიერ განვითარებას, თუკი დახმარებისთვის უფალს მივმართავთ. გაუზიარე შენი ცხოვრების რამდენიმე მაგალითი.

მოძღვრება და აღთქმები 121:34–46

სამართლიანობას მოაქვს „ზეციური ძალები“.

  • შესაძლოა, ანალოგია დაეხმაროს შენს შვილებს გაიაზრონ „ზეცის ძალები“-ს მნიშვნელობა. მაგალითად, შეგიძლია შეადარო ღმერთის ძალა ელექტროენერგიის ძალას. რამ შეიძლება ხელი შეუშალოს ელექტრო მოწყობილობას დენის მიღებისგან? რა ამცირებს ჩვენს სულიერ ძალას? რა ზრდის მას? (გადახედე სიტყვებს და ფრაზებს მოძღვრება და აღთქმები 121:34–46-ში; იხილე ასევე ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 3.5, 3.6, სახარების ბიბლიოთეკა.)

მოძღვრება და აღთქმები 122:7–9

იესო ქრისტემ იცის, რა გზასაც გავდივარ.

  • მას შემდეგ, რაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 122:7–9 -ს შენს ბავშვებთან ერთად, შეგიძლია გააზიარო გამოცდილება იმის შესახებ, თუ როდის იგრძენი მაცხოვრის შენს გვერდით ყოფნა მძიმე განსაცდელის ჟამს. შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა იესო ქრისტეს შესახებ, მაგალითად “Jesus Once Was a Little Child” (Children’s Songbook, 55) და დაამოწმო, რომ იესო ქრისტეს შეუძლია დაგვეხმაროს, რადგან მან იცის, რას ვგრძნობთ.

მოძღვრება და აღთქმები 123:15–17

უმნიშვნელო საქმეებმაც კი შეიძლება დიდი ცვლილება მოახდინოს ღვთის მსახურებაში.

  • იმისთვის, რომ დაეხმარო ბავშვებს გაიგონ მოძღვრება და აღთქმები 123:15–17, შეგიძლია აჩვენო მათ დიდი გემის და პატარა საჭის სურათი ან გაუზიარო მათ უხუცეს დევიდ ა. ბედნარის განმარტება „ჩემი სახარების პრინციპები“-ში (Liahona, 2021 წლის მაისი, 125–26). შემდეგ შეგიძლიათ ისაუბროთ მცირე გზებზე, რომლებითაც შეგვიძლია ლაღად ვემსახუროთ ჩვენს ოჯახს და მეგობრებს.

15:0

“The Principles of My Gospel”

გემის ილუსტრაცია ზღვაზე

დიდი გემის პატარა საჭის მსგავსად, ჩვენი მცირე ძალისხმევაც დიდი მნიშვნელობისაა.

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.

ჯოზეფ სმითი იწერს გამოცხადებას ლიბერთის ციხეში

Joseph Smith in Liberty Jail [ჯოზეფ სმითი ლიბერთის ციხეში], გრეგ ოლსენის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისთვის