Doctrine and Covenants 2025
6–12 ოქტომბერი: „მე თქვენ სასიკეთოდ მოვიმოქმედებ ყოველივეს“: მოძღვრება და აღთქმები 111–114


„6–12 ოქტომბერი: „მე თქვენ სასიკეთოდ მოვიმოქმედებ ყოველივეს“: მოძღვრება და აღთქმები 111–114“, მოდი და გამომყევი, სახლისთვის და ეკლესიისთვის 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 111–114“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

ჯოზეფ სმითი ასწავლის კირტლანდის ტაძარში

6–12 ოქტომბერი: „მე თქვენ სასიკეთოდ მოვიმოქმედებ ყოველივეს“

მოძღვრება და აღთქმები 111–114

გქონია თუ არა ოდესმე სულიერი გამოცდილება, რამაც ქრისტეს რწმენისადმი სიმტკიცე და დაცულობა გაგრძნობინა —მაგრამ შემდეგ, ცხოვრებისეულმა ტანჯვამ გამოცადა შენი რწმენა და შენ აღმოჩნდი ბრძოლაში იმ სიმშვიდის დასაბრუნებლად, რასაც აქამდე გქონდა? მსგავსი რამ გამოცადეს წმინდანებმა კირტლანდში. კირტლანდის ტაძრის მიძღვნასთან დაკავშირებული სულიერი მღელვარებიდან ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ წარმოიშვა პრობლემები. ფინანსურმა კრიზისმა, კონფლიქტმა თორმეტთა ქვორუმში და სხვა განსაცდელებმა განაპირობა ზოგიერთი წმინდანის რწმენის შერყევა, მიუხედავად მათი წინა გამოცდილებისა.

ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ განსაცდელები, მაშინ როგორ დავიცვათ საფრთხისგან ჩვენი რწმენა და მოწმობა? პასუხის ნაწილი შესაძლოა მოიძებნოს უფლის დარიგებაში, რომელიც მოცემულია მოძღვრება და აღთქმები 112-ში. ეს რჩევა მოცემულ იქნა მაშინ, როცა კირტლანდში უბედურება მატულობდა. უფალმა თქვა: „განწმინდეთ გული ჩემ წინაშე“ (მუხლი 28), „არ აჯანყდეთ“ (მუხლი 15), „შემოისარტყლე[თ] წელი საქმისთვის“ (მუხლი 7), და „იყავი[თ] თავმდაბალნი“ (მუხლი 10). როდესაც ჩვენ მივყვებით ამ რჩევას, უფალი „ხელჩაკიდებული გაგ[ვ]იძღვება“ ტანჯვის გზით განკურნებისა და მშვიდობისკენ (იხილე მუხლები 10, 13).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 111

უფალს შეუძლია „[ჩემს] სასიკეთოდ [მოიმოქმედოს] ყოველივე“.

1836 წლისთვის ეკლესიას, უფლის საქმის შესრულებისას, დიდი ვალები დაუგროვდა. ჯოზეფ სმითი და სხვები წუხდნენ ამ ვალების გამო და განიხილავდნენ მათი გადახდის გზებს (იხილე მოძღვრება და აღთქმები 111-ე ნაწილის სათაური).

როდესაც კითხულობ ნაწილი 111-ს, დაფიქრდი იმაზე, თუ რა მხრივ შეიძლება შეგეხოს უფლის სიტყვები, თქმული ჯოზეფის მიმართ —ასევე იმას, რაც გაწუხებს. მაგალითად, როდის გრძნობდი ღვთის სიყვარულს „მიუხედავად [შ]ენი უგუნურობისა“ (მუხლი 1)? როგორ დაგეხმარა უფალი მოულოდნელი „საგანძურ[ის]“ პოვნაში (მუხლი 10)? რა გააკეთა მან იმისათვის, რომ „[შენს] სასიკეთოდ [მოემოქმედებინა] ყოველივე“ (მუხლი11)? რას გასწავლის მამაზეციერის შესახებ ფრაზა „იმ სისწრაფით, როგორც შეძლებთ ამის მიღებას“?

იხილე ასევე მათე 6:19–21, 33; “More Treasures Than One,” Revelations in Context, 229–34.

მოძღვრება და აღთქმები 112:3–15, 22

სემინარიის ხატულა
უფალი გამიძღვება, როცა თავმდაბლად ვეძიებ მის ნებას.

თომას ბ. მარში, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტი, განაწყენდა, რომ ჯოზეფ სმითმა, მისი რჩევის გარეშე, ინგლისში სახარების საქადაგებლად თავისი ქვორუმის ორი წევრი მოიხმო. იგი შეხვდა წინასწარმეტყველს, რომელმაც მიიღო გამოცხადება, რაც დაეხმარა თომასს, განშორებოდა მტკივნეულ გრძნობებს. ეს გამოცხადება ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმები 112-ში.

გაითვალისწინე ეს კონტექსტი მოძღვრება და აღთქმები 112-ს სწავლისას. შენი აზრით, რას შეეძლო თომასის გრძნობების განკურნება? მუხლები 3–15 და 22-ში შენ შეგიძლია მოძებნო პასუხები ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა: რა არის თავმდაბლობა? რას ნიშნავს, რომ უფალი „ხელჩაკიდებული“ გაგიძღვება? როგორ ფიქრობ, რატომ გეხმარება თავის დამდაბლება, მიიღო უფლის მითითება? შეგიძლია მოიძიო დამატებითი პასუხები „თავმდაბლობის ნიმუში“-ში უხუცეს ჯოზეფ ვ. სიტატის გზავნილში „მოწაფეობის ნიმუშები“ (Liahona, ნოემ. 2022 წელი, 87–88).

იფიქრე ისეთ ვინმეზე, ვინც თავმდაბალია. რას აკეთებს ეს პიროვნება თავისი თავმდაბლობის საჩვენებლად? რას სწავლობ მაცხოვრისგან თავმდაბლობის შესახებ? ალბათ შეგიძლია იპოვო უფლის ცხოვრებიდან გარკვეული სურათები, როდესაც ის თავმდაბლობას ავლენდა.

როდის იგრძენი, რომ უფალი წინ გაგიძღვა მას შემდეგ, რაც თავი დაიმდაბლე?

იხილე ასევე ულისეს სოარესის, “Be Meek and Lowly of Heart,” Liahona, ნოემ. 2013 წელი, 9–11; “The Faith and Fall of Thomas Marsh,” Revelations in Context, 54–60; თემები და საკითხები, “Humility,” სახარების ბიბლიოთეკა; “Be Thou Humble,” Hymns, no. 130.

ჩართე მოსწავლეები. იფიქრე იმაზე, თუ როგორ შეგიძლია დაეხმარო ადამიანებს, რომლებსაც ასწავლი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ წმინდა წერილების ჭეშმარიტების შესწავლაში. მაგალითად, რომ დაეხმარო მათ გაიგონ, თუ რა თქვა უფალმა მოძღვრება და აღთქმები 112:10-ში, შეგიძლია ვინმეს თვალები აუკრა და ფრთხილად, ხელის ჩაკიდებით, მოატარო სკამების ან სხვა საგნების პატარა დაბრკოლების კურსზე. რა შეგვიძლია ვისწავლოთ თავმდაბლობის შესახებ ამ მაგალითიდან?

მოძღვრება და აღთქმები 112:12–26, 28, 33–34

ისინი, ვინც ჭეშმარიტად მოქცეულნი არიან, შეიცვნეს იესო ქრისტე.

ის ფაქტი, რომ 1837 წელს ზოგიერთი მოციქული წინასწარმეტყველს აღუდგა, კარგი შეხსენებაა, რომ მიუხედავად ეკლესიაში ჩვენი მოწოდებისა და რამდენადაც ბევრი არ უნდა ვიცოდეთ სახარების შესახებ, ყოველმა ჩვენგანმა სათითაოდ უნდა იზრუნოს იესო ქრისტესკენ მოსაქცევად. შესაძლოა, როდესაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 112:12–26, 28, 33–34 -ს და მოიძიებ ჭეშმარიტებებს, ეს დაგეხმარება რწმენასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში ან უფრო სრულფასოვნად უფლისკენ მოქცევაში. შენ შეიძლება აღტაცების გრძნობა დაგეუფლოს იმის გაზიარებით, თუ რა აღმოაჩინე ისეთი, რაც სხვას დაეხმარება, გააძლიეროს ქრისტესკენ მოქცევაში.

მოძღვრება და აღთქმები 113

ჯოზეფ სმითი იყო „მსახური ქრისტეს ხელში“.

ესაია წინასწარმეტყველი იესეს ერთ-ერთ შთამომავალს „ყლორტს“ და „ფესვს“ უწოდებდა. (ესაია 11:1, 10). ნაწილი 113-ში უფალმა განმარტა, რომ ეს შთამომავალი, ქრისტეს მსახური, ხელს შეუწყობს უფლის ხალხის შეკრებას უკანასკნელ დღეებში (იხილე მოძღვრება და აღთქმები 113:4, 6). აღნიშნული წინასწარმეტყველება საკმაოდ კარგად აღწერს წინასწარმეტყველს ჯოზეფ სმითს. როგორ შეიძლება ამ და სხვა ჭეშმარიტებებს ნაწილი 113 -ში გაემხნევებინა წმინდანები იმ არეულობის ჟამს, რაც მათ განიცადეს კირტლანდში? რა აღმოაჩინე ამ გამოცხადებაში, რაც შთაგაგონებს, დღეისათვის იყო ძლიერი და განაგრძო უფლის საქმეში მონაწილეობა?

იხილე ასევე Guide to the Scriptures, “Jesse,” სახარების ბიბლიოთეკა; 2 ნეფი 21:10–12; ჯოზეფ სმითი—ისტორია 1:40.

ესაია 11:1-ს ილუსტრაცია

ესაიამ დაწერა „ყლორტის“ და „ფესვების“ შესახებ, რომლებიც „იესეს კუნძიდან“ ამოდის (ესაია 11:1).

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილე ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 111:2, 10–11

საქმენი ღვთისა შეიძლება იყოს ჩემთვის საგანძური.

  • შენ და შენმა შვილებმა შეიძლება დახატოთ ის, რაც გახსენდებათ სიტყვა საგანძური-ს მოსმენისას. შემდეგ, შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 111:2, 10–11 და შეადაროთ მიწიერი საგანძური იმას, რაც უფლისთვის არის ფასეული. (იხილეთ მიმდინარე კვირის გასართობი გვერდი.) როგორ შეგვიძლია უფრო მეტად დავაფასოთ ღვთის საქმეები?

მოძღვრება და აღთქმები 112:10

უფალი ხელჩაკიდებული გამიძღვება და უპასუხებს ჩემს ლოცვებს.

  • მოძღვრება და აღთქმები 112:10 -ს ერთად წაკითხვის შემდეგ თქვენ შვილებთნ ერთად შეგიძლიათ იმღეროთ „Be Thou Humble” (საგალობლები, no. 130). მოძღვრება და აღთქმების 112:10-ს ერთად წაკითხვის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ თამაში, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის გაძღოლას „ხელჩაკიდებით“ (დაბრკოლების გეზის მსგავსი). როგორ მიგვიძღვება უფალი „ხელჩაკიდებული“, მიუხედავად იმისა, რომ ის ფიზიკურად ჩვენთან არ არის? რისთვის გვჭირდება უფლის გაძღოლა წინ? როდის ვიგრძენით, რომ უფალი წინ გვიძღვება?

  • შენ და შენმა ბავშვებმა შეგიძლიათ დაწეროთ სიტყვები მოძღვრება და აღთქმები 112:10 -დან და ხაზი გაუსვათ კურთხევებს, რომლებსაც უფალი გვაძლევს, როცა თავმდაბლად მივმართავთ მას. წაახალისე შენი ბავშვები, გააზიარონ, როდის სთხოვდნენ თავმდაბლად უფალს დახმარებას და როგორ მიიღეს პასუხები თავიანთ ლოცვებზე ან როდესაც რამე კარგი საქმის კეთებისკენ უბიძგეს (იხილე მორონი 7:13, 16).

იესო კურნავს ბავშვს

დეტალი ნახატიდან Arise and Walk [ადექი და იარე], საიმონ დუის მიერ

მოძღვრება და აღთქმები 112:11

იესოს სურს, მიყვარდეს ყველა

  • შეგიძლიათ შვილებთან ერთად რიგრიგობით წაიკითხოთ „Chapter 41: Trouble in Kirtland” (in Doctrine and Covenants Stories, 158–60). ვინ კიდევ უფრო მეტად დაამძიმა კირტლანდის პრობლემები? ვინ ცდილობდა მათ გამოსწორებას? შენ და შენს ბავშვებს შეგიძლიათ წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 112:11 და ისაუბროთ იმაზე, თუ რატომ სურს მაცხოვარს, რომ ყველა გვიყვარდეს. როდის გამოავლინა უფალმა სიყვარული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის მიმართ არაკეთილგანწყობილნი იყვნენ? (მაგალითად, იხილე ლუკა 23:34). თქვენ ასევე შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა სხვების სიყვარულის შესახებ, მაგ: “I’ll Walk with You” (Children’s Songbook, 140–41).

2:20

Chapter 41: Trouble in Kirtland: 1837–1838

მოძღვრება და აღთქმები 112:11–14, 24–26

ისინი, ვინც ჭეშმარიტად მოქცეულნი არიან, შეიცვნეს იესო ქრისტე.

  • მას შემდეგ რაც წაიკითხავთ მოძღვრება და აღთქმები 112:24–26-ს, შენ და შენს შვილებს შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რა განსხვავებაა ვინმეს სახელის ცოდნასა და მის პირადად ცნობას შორის. რა სწავლებები მუხლები 11–14 -დან გვეხმარება ჩვენ, გავიგოთ, რას ნიშნავს იცნობდეთ უფალს?

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილე ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.

თომას ბ. მარში იწერს ჯოზეფ სმითის მიერ მისთვის მიცემულ გამოცხადებას.

Be Thou Humble [იყავი თავმდაბალი], ჯული როჯერსის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისთვის