Doctrine and Covenants 2025
22–28 სექტემბერი: ღვთის ძის წესი: მოძღვრება და აღთქმები 106–108


„22–28 სექტემბერი: „ღვთის ძის წესი“: მოძღვრება და აღთქმები 106–108“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიითვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 106–108“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

იესო ქრისტე მღვდლობის უფლებამოსილებას ანიჭებს

22–28 სექტემბერი: ღვთის ძის წესი

მოძღვრება და აღთქმები 106–108

პირველი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მოძღვრება და აღთქმები 107 ეთმობა მხოლოდ მღვდლობის წოდებათა მოწყობის სტრუქტურას უფლის ეკლესიაში. ამ გამოცხადების გამოქვეყნების დროისთვის, ეკლესიის წევრობის შესაძლებლობა აჭარბებდა იმ რამდენიმე ლიდერისას, რომელიც მას ადგილზე ჰყავდა. პირველი პრეზიდენტობის, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის, სამოცდაათთა, ეპისკოპოსების და ქვორუმების პრეზიდენტობების როლებისა და პასუხისმგებლობების გამოკვეთა ნამდვილად საჭირო და გამოსადეგი იყო. მაგრამ, ღვთაებრივი მითითებები გაცილებით მეტია ნაწილი 107 -ში, ვიდრე უბრალოდ ის, თუ როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ეკლესიის წინამძღოლობა. აქ უფალი გვასწავლის თავისი ძალისა და უფლებამოსილების შესახებ, „ღვთის ძის წესის შესაბამისი წმინდა მღვდლობა[სთან]“ დაკავშირებით (მუხლი 3). მღვდლობის მიზანია „ეკლესიის ყოველი სულიერი კურთხევის“ შეუფერხებლობა, რათა ღვთის შვილებს „გაეხსნას ცა“ და „დატკბ[ნენ] ურთიერთობითა და გარემოცვით, მამა ღმერთისა და იესოსი, ახალი აღთქმის შუამავლის“ (მუხლები 18–19). ჩვენთვის განკუთვნილ სწავლებებში უფლის მღვდლობის შესახებ, მაცხოვარი გვასწავლის საკუთარი თავის შესახებ და როგორ მივუახლოვდეთ მას.

იხილე “Restoring the Ancient Order,” Revelations in Context, 208–12.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 106; 108

სემინარიის ხატულა
უფალი მხარს მიჭერს, როცა მსახურებისკენ მიხმობს.

მოძღვრება და აღთქმები 106 და 108-ში, უფალმა რჩევა და დაპირებები მისცა ორ წევრს, რომლებიც მის ეკლესიაში მსახურებისთვის მოიხმეს. როდესაც სწავლობ მის დარიგებებს, შეიძლება იფიქრო საკუთარ შესაძლებლობებზე ემსახურო უფალს - შესაძლოა ეს იყოს მზრუნველობის დავალება, საეკლესიო მოწოდება, ოჯახური პასუხისმგებლობა ან სიკეთის კეთების სულიერი კარნახები.

როგორ ფიქრობ, რა არის უფლის გზავნილი შენთვის ამ გამოცხადებებში? რომელი ფრაზები გეჩვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? აქ რამდენიმე რამ არის გასათვალისწინებელი:

როდესაც უხუცესმა კარლ ბ. კუკმა მიიღო რთული საეკლესიო დავალება, მან ძალა გამონახა წინაპრის გამოცდილებაში. წაიკითხე ამის შესახებ გზავნილში „იმსახურეთ“ (Liahona, ნოემბ. 2016 წელი, 110–12). დაწერე წერილი, რათა წაახალისო შენი შთამომავლები ან შენი საკუთარი თავი სამომავლოდ, გამოიყენო უფლის მსახურების შესაძლებლობები. შეიტანე შენს წერილში ჭეშმარიტება, რომელიც ისწავლე უხუცესი კუკის გზავნილიდან, მოძღვრება და აღთქმები 106 და 108-დან, ასევე შენი პირადი გამოცდილებიდან.

იხილე ასევე ჰენრი ბ. აირინგი, “Walk with Me,” Liahona, 2017 წლის მაისი, 82–85; თემები და საკითხები, “Serving in Church Callings,” სახარების ბიბლიოთეკა; “Warren Cowdery” და “‘Wrought Upon’ to Seek a Revelation,” Revelations in Context, 219–23, 224–28.

მოძღვრება და აღთქმები 107:1–4, 18–20

მღვდლობა არის „ღვთის ძის წესის შესაბამისი“

უფალი იწყებს თავის გამოცხადებას „მღვდლობის შესახებ“ (მოძღვრება და აღთქმები 107-ე ნაწილის სათაური) მელქიცედეკის მღვდლობის თავდაპირველ სახელის სწავლებით (იხილე მუხლები 1–4). როგორ ფიქრობ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამის ცოდნა? რა გავლენას ახდენს ეს სახელი შენს დამოკიდებულებაზე მღვდლობის მიმართ?

გაითვალისწინე აღნიშნული, როდესაც კითხულობ მღვდლობის შესახებ, განსაკუთრებით მუხლები 18–20-ში. რას ნიშნავს „გაეხსნას ზეცა“? რას ნიშნავს „[დატკბე] ურთიერთობითა და გარემოცვით, მამა ღმერთისა და იესოსი“? ყოველივე ამას როგორ ხდის ხელმისაწვდომს მხსნელის მღვდლობის ძალა და უფლებამოსილება?

იხილე ასევე ალმა 13:2, 16; მოძღვრება და აღთქმები 84:19–27.

მოახდინე ფოკუსირება იესო ქრისტეზე „მრავალი რამ არსებობს, რისი სწავლებაც შეგიძლიათ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების შესახებ – პრინციპები, მცნებები, წინასწარმეტყველებები და ისტორიები წმინდა წერილიდან. მაგრამ ყოველივე ეს არის იმავე ხის ტოტები, რადგან მათ ყველას ერთი მიზანი გააჩნიათ: დაეხმარონ ყოველ ადამიანს, მიუახლოვდნენ ქრისტეს და გახდნენ მასში სრულყოფილნი (იხილე იარომი 1:11; მორონი 10:32). ასე რომ, რაც არ უნდა ასწავლოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ ასწავლით იესო ქრისტესა და იმის შესახებ, თუ როგორ გახდეთ მის მსგავსი“ (Teaching in the Savior’s Way, 6). მაგალითად, როდესაც ასწავლი—და სწავლობ—მღვდლობის შესახებ მოძღვრება და აღთქმები 107-ში, ხშირად დასვი კითხვა: „რას ვსწავლობ მხსნელის შესახებ?“

მოძღვრება და აღთქმები 107:22

უფლის მსახურები არიან „მხარდაჭერილი … ეკლესიის ნდობით, რწმენითა და ლოცვით“.

როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს უფლის მსახურების მხარდაჭერა შენი ნდობით? შენი რწმენით? შენი ლოცვით?

იხ. აგრეთვე “God Bless Our Prophet Dear,” Hymns, no. 24.

მოძღვრება და აღთქმები 107:23–24, 33–35, 38, 91–92

წინასწარმეტყველები და მოციქულები მოწმობენ იესო ქრისტეს შესახებ.

ჯოზეფ სმითმა 1835 წელს გაუზიარა ნაწილი 107 ახლად მოწოდებულ თორმეტ მოციქულთა ქვორუმს (იხილე ამ ნაწილის სათაური). რა ასწავლა უფალმა თითოეულს, მათი მოწოდების შესახებ მუხლები 23–24, 33–35, 38? როგორ გაძლიერდა შენი მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ მისი ცოცხალი მოციქულების სწავლებითა და მსახურებით?

მუხლები 91–92-ში, უფალი ასწავლის თავისი უფროსი მოციქულის, ეკლესიის პრეზიდენტის შესახებ. როგორ არის ის „როგორც მოსე“? (იხ. Guide to the Scriptures,“Moses,” სახარების ბიბლიოთეკა).

იხილე ასევე დევიდ ა. ბედნარი, „არჩეულნი იმისთვის, რომ დაამოწმონ ჩემი სახელი“, Liahona, ნოემბ. 2015 წელი, 128–31.

მოძღვრება და აღთქმები 107:27–31, 85–89

უფალი თავის საქმეს საბჭოების მეშვეობით ასრულებს.

დააკვირდი, რას ასწავლიდა უფალი საბჭოების შესახებ მოძღვრება და აღთქმები 107:27–31, 85–89-ში. რა ხდის საბჭოს ეფექტურს? როგორ შეგიძლია გამოიყენო ეს პრინციპები შენს საეკლესიო მოწოდებაში, შენს სახლში ან სხვა დაკისრებულ პასუხისმგებლობებში?

იხილე ასევე მ. რასელ ბალარდი, “Family Councils,” Liahona, 2016 წლის მაისი, 63–65; ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 4.3–4.4, სახარების ბიბლიოთეკა.

ოჯახის ერთად დაგეგმვა

უფალი მოუწოდებს ოჯახებს, ერთად ითათბირონ.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ლიახონა -ს მიმდინარე თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 107:18–20

იესო ქრისტე მაკურთხებს თავისი მღვდლობის ძალის მეშვეობით.

  • როდესაც შენ და შენი შვილები ერთად კითხულობთ მოძღვრება და აღთქმები 107:18–19-ს, ხაზი გაუსვი ფრაზას „ყოველი სულიერი კურთხევ[ა]“. შესაძლოა შენ და შენს შვილებს შეგიძლიათ ჩამოთვალოთ კურთხევები, რომლებიც მოდის მღვდლობისგან. თქვენ შეგიძლიათ გაითამაშოთ - ნახოთ, ვის შეუძლია ყველაზე გრძელი სიის შედგენა. შენს შვილებს ასევე შეუძლიათ დახატონ ან იპოვონ ნახატები, რომლებიც ასახავენ ამ კურთხევებს (იხილე მიმდინარე კვირის გასართობი გვერდი). შემდეგ შეგიძლია ისაუბრო იმაზე, თუ როგორ გვეხმარება მღვლდლობის წეს-ჩვეულებები (როგორიცაა ნათლობა ან ზიარება) ღვთის კურთხევების მიღებაში.

მოძღვრება და აღთქმები 107:21–26, 33–35, 91–92

უფლის რჩეული მსახურები უძღვებიან მის ეკლესიას.

  • ლიახონას ყველა საკონფერენციო გამოცემა მოიცავს მთავარი ხელმძღვანელების სურათების გვერდს. გადახედე მთავარი ხელმძღვანელების სურათებს შენს შვილებთან ერთად, როდესაც კითხულობ მათი პასუხისმგებლობის შესახებ მოძღვრება და აღთქმები 107:21–26, 33–35, 91–92-ში. შენ და შენს შვილებს შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ხართ მადლიერნი, რომ უფალმა მათ ეს პასუხისმგებლობა მიანიჭა.

  • თქვენს შვილებს შეუძლიათ შეიტყონ მეტი რამ უფლის მსახურების შესახებ “ეკლესიის ზოგადი ხელმძღვანელობა” -ში ChurchofJesusChrist.org-ზე. შესაძლოა, შენმა თითოეულმა შვილმა შეიცნოს ერთ-ერთი ამ წინამძღოლის შესახებ და ასწავლოს ერთმანეთს მის შესახებ. გაუზიარეთ ერთმანეთს, საიდან იცით, რომ ეს ლიდერები იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მსახურები არიან.

  • მოძღვრება და აღთქმები 107:22 -ს ერთად წაკითხვის შემდეგ შენ და შენს შვილებს შეგიძლიათ რიგრიგობით პირველი პრეზიდენტობის სურათის აღმართვა და იმ გზების გაზიარება, რომლითაც შეგიძლიათ მათი მხარდაჭერა, როგორც უფლის მსახურებს.

პირველი პრეზიდენტობა

პირველი პრეზიდენტობა

მოძღვრება და აღთქმები 108:3

შემიძლია გულმოდგინედ დავიცვა ჩემი აღთქმები.

  • ამ მუხლის შესახებ საუბრის დასაწყებად, შეგიძლია შესთავაზო შენს შვილებს, გააკეთონ ისეთი რამ, რაც მოითხოვს გულმოდგინე ყურადღებას, მაგალითად ჭიქის ავსებას, მის დაუქცევლად. რა ხდება, როდესაც არ ვმოქმედებთ გულმოდგინედ? შემდეგ, შეგიძლიათ წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 108:3 იმის გასარკვევად, თუ რა სურს უფალს, რომ გულმოდგინედ გავაკეთოთ. რა „აღთქ[მებს]“ (დაპირებებს ან ფიცს) ვუდებთ ღმერთს? რა დამატებითი გულმოდგინება შეიძლება გამოვიჩინოთ მათ დასაცავად? შეგიძლიათ გააზიაროთ ბეკი კრეივენის დის გზავნილის ამონარიდები “Careful versus Casual [გულმოდგინე თუ ჩვეულებრივი” (ლიახონა, 2019 წლის მაისი, 9–11) რომლებსაც, თქვენი აზრით, შეუძლიათ თქვენი შვილები შთააგონონ, დაიცვან თავიანთი აღთქმები. თქვენ ასევე შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა აღთქმების დაცვის შესახებ, როგორიცაა “I Will Be Valiant [მე ვიქნები მამაცი]” (საბავშვო სიმღერების კრებული, 162).

გოგონა წყალს ასხამს

წყლის სიფრთხილით დასხმა შეიძლება შევადაროთ ჩვენი აღთქმების გულმოდგინედ დაცვას.

დამატებითი მოსაზრებებისათვის, იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.

მელქიცედეკის და აბრაამის გამოსახულება

Melchizedek Blesses Abram [მელქიცედეკი ლოცავს აბრამს], უოლტერ რეინის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისთვის