Doctrine and Covenants 2025
აღდგენის ხმები: სიონის ბანაკი


„აღდგენის ხმები: სიონის ბანაკი“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„სიონის ბანაკი“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

აღდგენის ხმების ხატულა

აღდგენის ხმები

სიონის ბანაკი

ვინაიდან, სიონის ბანაკმა ვერ დაუბრუნა წმინდანებს მათი მიწები ჯექსონის ოლქში, ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ მათი მცდელობა წარუმატებელი იყო. თუმცა, სიონის ბანაკის ბევრმა მონაწილემ გადააფასა თავისი გამოცდილება და დაინახა, თუ როგორ შეასრულა უფალმა უმაღლესი მიზანი მათ ცხოვრებასა და თავის სამეფოში. აქ არის მათი რამდენიმე მოწმობა.

ჯოზეფ სმითი

One drawing in pencil, charcoal and ink on paper.  A left profile, head/shoulders portrait of Joseph Smith; drawn basically in charcoal, highlighted with white paint and black ink.  titled at bottom "Jospeh Smith the Prophet."  Signed at left shoulder "Drawn from the most authentic sources by Dan Weggeland"  A drawn border surrounds it.  No date apparent.

სიონის ბანაკიდან 40 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ჯოზეფ იანგმა, რომელიც ბანაკის წევრი იყო, მოახსენა, რომ ჯოზეფ სმითმა თქვა შემდეგი:

„ძმებო, ზოგიერთი თქვენგანი გაბრაზებულია ჩემზე, რადგან მისურიში არ გიბრძოლიათ; მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, ღმერთს არ სურდა, რომ გებრძოლათ. მას არ შეეძლო მოეწყო თავისი სასუფეველი თორმეტი კაცისგან, რათა სახარების კარი გაეღო დედამიწის ერთათვის და მათ დაქვემდებარებაში სამოცდაათი კაცისგან, რომელნიც მათ გაჰყვებოდნენ, თუ არ გამოყოფდა მათ ადამიანთა ჯგუფიდან, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს და რომლებმაც ისეთივე უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს, როგორც აბრაამმა.

„ახლა, უფალს ჰყავს თავისი თორმეტი და თავისი სამოცდაათი და მოწვეული იქნება სამოცდაათთა სხვა ქვორუმები, რომლებიც შესწირავს მსხვერპლს და ვისაც არ გაუკეთებია მსხვერპლშეწირვა და შესაწირი ახლა - შემდგომში გააკეთებს ამას“.

ბრიგამ იანგი

Photograph of Brigham Young in stately side pose.

„როდესაც ჩავედით მისურიში, უფალი დაელაპარაკა თავის მსახურს, ჯოზეფს და უთხრა: „მე მივიღე შენი შესაწირავი“ და ჩვენ გაგვაჩნდა უპირატასობა, კვლავ დავბრუნებულიყავით. როცა დავბრუნდი, ბევრმა მეგობარმა მკითხა, რა სარგებელი მოიტანა კაცების სამუშაოებიდან გამოწვევამ და მისურიში წასვლამ და შემდგომ დაბრუნებამ, ნათლად რამეს შესრულების გარეშე. „ვის მოუტანა ამან სარგებელი?“ იკითხეს მათ. „თუ უფალმა ბრძანა ამის გაკეთება, რა მიზანი ჰქონდა მას ჩაფიქრებული?“… მე ვუთხარი ძმებს, რომ კარგად გადამიხადეს - გადამიხადეს მაღალი ანაზღაურებით - დიახ, ჩემი წილის სანაცვლო ანაზღაურება გადაიფარა იმ ცოდნით, რომელიც წინასწარმეტყველთან მოგზაურობისას მივიღე“.”

ვილფორდ ვუდროფი

Portrait of Wilford Woodruff. He is depicted wearing a black suit, vest and bow tie, seated in a red chair and resting one arm on the arm rest and the other on a table.

„მე ვიყავი სიონის ბანაკში ღვთის წინასწარმეტყველთან ერთად. მე ვიხილე ღვთის კავშირი მასთან. მე ვიხილე ღვთის ძალა მასთან. მე ვიხილე, რომ ის წინასწარმეტყველი იყო. ამ მისიის შესრულებისას ის, რაც მას ღვთის ძალით გამოეცხადა, უძვირფასესი იყო ჩემთვის და ყველასთვის, ვინც იღებდა მის მითითებებს“.

„როდესაც სიონის ბანაკის წევრები მოიხმეს, ბევრ ჩვენგანს არასოდეს უნახავს ერთმანეთის სახეები; ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები ვიყავით და მრავალ მათგანს არასოდეს ენახა წინასწარმეტყველი. გაცხრილული სიმინდივით გაფანტულნი ვიყავით მთელ ერში. ჩვენ ახალგაზრდა მამაკაცები ვიყავით, როდესაც იმ ადრეულ დღეთა ჟამს მოგვიწოდეს, დავძრულიყავით და გამოგვესყიდა სიონი და რაც უნდა გაგვეკეთებინა, რწმენით უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ სხვადასხვა შტატებიდან კირტლანდში ერთად შევიკრიბეთ და დავიძერით სიონის გამოსასყიდად, ჩვენამდე მოღწეული ღვთის მცნების შესასრულებლად. ღმერთმა მიიღო ჩვენი საქმეები ისე, როგორც აბრაამის საქმეები. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ, თუმცა განდგომილებმა და ურწმუნოებმა არაერთხელ დასვეს კითხვა „რა გააკეთეთ?“ ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, რომელიც ვერასოდეს შეგვეძლო შეგვეძინა სხვა გზით. ჩვენ გვქონდა უპირატესობა, გვენახა წინასწარმეტყველის სახე და გვქონდა უპირატესობა გვევლო ათას ხუთასი კილომეტრი მასთან ერთად და გვენახა ღვთის სული ჩაბუდებული მასში და იესო ქრისტეს გამოცხადებები მისთვის და ამ გამოცხადებების აღსრულება. და მან შეკრიბა ორასამდე უხუცესი მთელი ერიდან იმ ადრეულ დღეთა ჟამს და გაგვიშვა, რომ გვექადაგა სამყაროსთვის იესო ქრისტეს სახარება. სიონის ბანაკში რომ არ წავსულიყავი, დღეს აქ არ ვიქნებოდი [სოლთ-ლეიქ სითიში, თორმეტთა ქვორუმის სამსახურში] იქ წასულნი, ვენახში შეგვიყვანეს სახარების საქადაგებლად და უფალმა მიიღო ჩვენი შრომა. და მთელი ჩვენი შრომისა და დევნის დროს, ხშირად ჩვენი ცხოვრების სასწორზე დადებით, რწმენით უნდა გვეცხოვრა და გვემუშავა”

„გამოცდილება, რომელიც [ჩვენ] მივიღეთ სიონის ბანაკში მოგზაურობისას, ოქროზე მეტად ფასობდა“.

შენიშვნები

  1. ჯოზეფ იანგ უფროსი, History of the Organization of the Seventies (1878 წელი), 14.

  2. “Discourse,” Deseret News, 3 დეკ.1862 წელი, 177.

  3. საკონფერენციო ანგარიშში,1898 წლის აპრილი, 29–30; ასევე იხილე Teachings of Presidents of the Church: Wilford Woodruff (2004 წელი), 135.

  4. “Discourse,” Deseret News, 22 დეკ. 1869 წელი, 543; ასევე იხილე Teachings: Wilford Woodruff, 138.

  5. Deseret News: Semi-Weekly, 27 ივლისი, 1880 წელი, 2; იხილე ასევე Teachings: Wilford Woodruff, 138.