„8–14 სექტემბერი: „იყავით წყნარად და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი“: მოძღვრება და აღთქმები 98–101“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 98–101“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
კარლ კრისტიან ანტონ კრისტენსენი (1831–1912), Saints Driven from Jackson County Missouri [წმინდანები განდევნილი ჯექსონის ოლქიდან, მისურის შტატიდან], დაახლოებით 1878 წელს, ტემპერა მუსლინზე, 196 x 287 სმ. ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი, კარლ კრისტიან ანტონ კრისტენსენის შვილიშვილების საჩუქარი, 1970 წელი.
8–14 სექტემბერი: „იყავით წყნარად და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი“
მოძღვრება და აღთქმები 98–101
წმინდანებისთვის 1830-იან წლებში, ქ.ინდეფენდენსი, მისურის შტატში, ფაქტიურად აღთქმული მიწა იყო. ეს იყო სიონის „საყრდენი წერტილი“ (მოძღვება და აღთქმები 57:3)—ღვთის ქალაქი დედამიწაზე—და წმინდანთა შეკრება იქ იყო მეორედ მოსვლის საინტერესო დასაწყისი. მაგრამ მათი მეზობლები ამ მხარეში, მოვლენებს სხვაგვარად უყურებდნენ. ისინი აპროტესტებდნენ მტკიცებულებას, რომ ღმერთმა მიწა წმინდანებს გადასცა და უკმაყოფილონი იყვნენ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური შედეგებით, რაც გამოწვეული იყო ესოდენ დიდი რაოდენობის უცხო ადამიანთა სწრაფი გადმოსახლებით. დისკომფორტი მალევე დევნასა და ძალადობაში გადაიზარდა. 1833 წელს, ეკლესიის სტამბა განადგურდა და წმინდანებს იძულებით დაატოვებინეს თავიანთი სახლები.
ჯოზეფ სმითი კირტლანდიდან 1300 კილომეტრზე მეტი მანძილით იყო დაშორებული და ამ ამბავს, მასთან მისაღწევად, კვირები დასჭირდა. მაგრამ, უფალმა იცოდა, თუ რას ჰქონდა ადგილი, და მან თავის წინასწარმეტყველს მშვიდობისა და სიმხნევის პრინციპები ამცნო, რაც ანუგეშებდა წმინდანებს - პრინციპები, რომლებიც ასევე დაგვეხმარება ჩვენ, დევნის წინაშე მდგომთ, მაშინ როცა ჩვენი მართალი სურვილები არ სრულდება ან გვჭირდება შეხსენება, რომ ჩვენი ყოველდღიური ტანჯვა საბოლოოდ, როგორმე, „[ჩვენ] სასარგებლოდ იმოქმედებს“ (მოძღვრება და აღთქმები 98:3).
იხილე Saints, 1:171–93; “Waiting for the Word of the Lord,” Revelations in Context,196–201.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მოძღვრება და აღთქმები 98:1–3, 11–14, 22; 101:1–16, 22–31, 36
ჩემი განსაცდელები, შესაძლოა ჩემ სასარგებლოდ შემობრუნდეს.
ჩვენი ცხოვრების ზოგიერთი გამოწვევა მომდინარეობს ჩვენივე არჩევანიდან. სხვები კი, სხვათა არჩევნიდან მომდინარეობს. და ხანდახან ხდება ისეთი რამ, რაც არის მიწიერი ცხოვრების ნაწილი. მიზეზის მიუხედავად, უბედურება შეიძლება დაგვეხმაროს ღვთიური მიზნების შესრულებაში, თუკი ღმერთისკენ შემოვბრუნდებით.
ეს ჭეშმარიტება არსებობდა მისურის წმინდანებისთვის 1833 წელს და იგივეა ჩვენთვის დღესაც. როდესაც კითხულობ იმას, რაც უფალმა უთხრა წმინდანებს მოძღვრება და აღთქმები 98 და 101-ში, დაფიქრდი, როგორ მიესადაგება უფლის გზავნილი სხვადასხვა განსაცდელებსა თუ სირთულეებს, რომლებიც შეიძლება გქონდეს. აქ არის რამდენიმე კითხვა და რესურსი, რომელიც დაგეხმარება.
თუ განსაცდელი შედეგია:
-
პირადი არჩევანის: რა რჩევებს—და დაპირებებს— ნახავ მოძღვრება და აღთქმები 98:11–12; 101:1–9-ში? რას სწავლობ ამ მუხლებიდან მამაზეციერისა და იესო ქრისტეს შესახებ? შენი აზრით, რა სურს ღმერთს, რომ მმოიმოქმედო?
-
სხვების არჩევანის: რა ნუგეშს პოულობ მოძღვრება და აღთქმები 98:1–3, 22; 101:10–16, 22-ში? რა პასუხი სურს უფალს, რომ გავცეთ შეურაცხყოფას, დაშინებას ან ძალადობას? (იხილე „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება“, “Abuse,” სახარების ბიბლიოთეკა, თემები და საკითხები, “Abuse,” სახარების ბიბლიოთეკა.) რას გვსწავლის ეს მუხლები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაამყარო შენი ნდობა უფალზე?
-
მიწიერი ცხოვრების სირთულეები: შენ რა პერსპექტივას იღებ მოძღვრება და აღთქმები 98:1–3; 101:22–31, 36-სგან? რას სწავლობ შენი განსაცდელებისგან? რას აკეთებ იმისთვის, რომ ღვთის დახმარება შემოუშვა შენში? როგორ გეხმარება უფალი?
იმისათვის, რომ გაიგო მეტი, თუ როგორ შეუძლია ღმერთს გარდაქმნას „ყოველივე რაშიც [იყავი გაჭირვებული] … [შენ] სასარგებლოდ“ (მოძღვრება და აღთქმები 98:3), გაითვალისწინე უხუცეს ენტონი დ. პერკინსის გზავნილის შეცნობა „გახსოვდეს ტანჯვაში მყოფი წმინდანები, ღმერთო“ (Liahona, ნოემბ. 2021, 103–5). მის გზავნილში, შეგიძლია მოიძიო მონაკვეთი, რომელიც დაგეხმარება გაიგო, თუ რას გთავაზობს მაცხოვარი იმისთვის, რომ დაინახო საკუთარი გამოწვევები. რა გზა გამოიარე, რომ შენი განსაცდელი შეცვლილიყო შენ სასარგებლოდ და უფლის მიზნების შესასრულებლად?
იხილე ასევე რომაელთა 8:28; 2 ნეფი 2:2; მოძღვრება და აღთქმები 90:24; დ. ტოდ კრისტოფერსონი, “Come to Zion,” Liahona, ნოემბ. 2008, 37–40; “Trial of Adversity,” “Feeling the Lord’s Love and Goodness in Trials,” “The Refiner’s Fire” (ვიდეოები), ChurchofJesusChrist.org.
Trial of Adversity
Feeling the Lord's Love and Goodness in Trials
The Refiner's Fire
მოძღვრება და აღთქმები 98:23–48
უფალს სურს, რომ მშვიდობა ვეძიო მის გზაზე.
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა : „იესო ქრისტეს მიმდევრებ[ი] მთელი სამყაროსთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცნენ. გევედრებით, ყველაფერი მოიმოქმედოთ თქვენს ცხოვრებაში ამჟამად არსებული პირადი კონფლიქტების დასასრულებლად“. („სულიერი იმპულსის ძალა“, Liahona, 2022 წლის მაისი, 97).
მიუხედავად იმისა, რომ მოძღვრება და აღთქმები 98:23–48 -ში ყველაფერი არ მიესადაგება შენს პირად ურთიერთკავშირს სხვებთან, როგორ მიგაჩნია, რა მცნებები შეგიწყობს ხელს, დაასრულო შინაგანი კონფლიქტები შენს ცხოვრებაში? შენ შეგიძლია იპოვო დამატებითი ჭეშმარიტება სიმღერაში მშვიდობისა ან მიტევების შესახებ, მაგ. “Truth Reflects upon Our Senses” (Hymns, no. 273).
დეტალები ნახატიდან Christ and the Rich Young Ruler [ქრისტე და მდიდარი ჭაბუკი], ჰეინრიხ ჰოფმანის მიერ
უფალი ზრუნავს ადამიანებზე, რომლებიც მას ემსახურება.
გამოცხადებები 99 -ე და ნაწილი 100 -ში მიცემული იქნა ადამიანებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ მნიშვნელოვანი საეკლესიო პასუხისმგებლობა, მაგრამ ასევე შეშფოთდნენ თავიანთ ოჯახებზე. რას აღმოაჩენ ამ გამოცხადებებში, რამაც შეძლო მათი დახმარება? რა გზავნილი აქვს უფალს შენთვის ამ გამოცხადებებში?
იხილე ასევე “John Murdock’s Missions to Missouri,” “‘I Quit Other Business’: Early Missionaries” და “A Mission to Canada”, Revelations in Context, 87–89, 202–7.
მოძღვრება და აღთქმები 101:43–65
უფლის რჩევის გათვალისწინება მეხმარება, ვიყო დაცულად.
მოძღვრება და აღთქმები 101:43–62 -ში მოთხრობილი იგავი განმარტავს, თუ რატომ დაუშვა უფალმა წმინდანების განდევნა სიონიდან. როდესაც კითხულობ ამ მუხლებს, ხედავ თუ არა რაიმე მსგავსებას იგავში მოყვანილ მსახურებსა და შენ შორის? როგორ აჩვენებ ღმერთს, რომ გსურს შენი „ხსნისთვის გაძღოლილ [იქნე] მართალი და სწორი გზით“? (იხილე მუხლები 63–65).
გაითამაშე მოთხრობები ან იგავები. ხანდახან უფრო მარტივია მოთხრობების და იგავების სწავლა და გაგება წმინდა წერილებიდან, როდესაც ჩვენს თავს იქ აღწერილი ადამიანების ადგილას ვაყენებთ. თუ ასწავლი მოძღვრება და აღთქმები 101:43–62-ს, შეგიძლია მოიწვიო მოსწავლეები, გაითამაშონ იგავი, როცა ვინმე ხმამაღლა კითხულობს მას. რა მოსაზრებები გიჩნდება, როდესაც სიტყვებს, ქმედებებით გადმოსცემ?
დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ლიახონა -ს მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
იესო ქრისტეს შეუძლია ჩემი განსაცდელის კურთხევად გადაქცევა.
-
შენ შეგიძლია დაიწყო დისკუსია იმით, რომ ჰკითხო შენს შვილებს იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც მათი ასაკის ბავშვები აწყდებიან. თქვენ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 98:1–3 და ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია იესო ქრისტეს, განსაცდელის კურთხევად გადაქცევა. შეგიძლია გაუზიარო შენს შვილებს მაგალითები იმის შესახებ, თუ როგორ აქცია მან შენი განსაცდელები კურთხევად.
მოძღვრება და აღთქმები 98:39–40
მაცხოვარი მეხმარება მიტევებაში.
შენიშვნა: როდესაც შენს შვილებს პატიების მნიშვნელობას ასწავლი, მათ უნდა ესმოდეთ, რომ თუ ვინმე ზიანს აყენებს, მათ ყოველთვის უნდა უთხრან ამის შესახებ სანდო ზრდასრულს.
-
თავი 34 და 35 მოძღვრება და აღთქმების მონათხრობებში (128–34) დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ ეპყრობოდნენ წმინდანებს მისურის შტატში1833 წელს. შენ და შენმა შვილებმა შეიძლება ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ეს წმინდანები. შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 98:23, 39–40 იმის გასარკვევად, თუ რა სურდა უფალს, რომ მათ მოემოქმედათ. შენ და შენმა შვილებმა შეიძლება იმაზე ისაუბაროთ, თუ როგორ დაგეხმარათ მაცხოვარი, როდესაც ვინმესთვის უნდა მიგეტევებინათ.
-
შენ ასევე შეგიძლია შვილებს აჩვენო ბედნიერი და მოწყენილი სახის სურათები. ისაუბრე გარემოებებზე, როდესაც ვინმე უხეშობს და შესთავაზე რეაგირების გზები. შესაბამის სურათზე მითითებით დაეხმარე შენს შვილებს გადაწყვიტონ, თუ რომელი პასუხი გაახარებს ან დააღონებს მათ. რატომ სურს იესოს, მივუტევოთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ მიმართ არ არიან დადებითად განწყობილნი?
Chapter 34: God Warns the People of Zion: July–August 1833
Chapter 35: The Saints Leave Jackson County, Missouri: September–December 1833
მოძღვრება და აღთქმები 101:16, 23–32
იესო ქრისტეს შეუძლია მშვიდობის მოტანა ჩემთვის.
-
მას შემდეგ, რაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 101:16-ს დაეხმარე შენს შვილებს შეიგრძნონ სიმშვიდე, რომელიც მოდის მდუმარებისა და იესოზე ფიქრისას - მაგალითად, ლოცვის ან ზიარების მიღების დროს. თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა მოწიწების შესახებ, როგორიცაა “Reverently, Quietly” or “To Think about Jesus” (Children’s Songbook, 26, 71). როგორ შეიძლება ვიგრძნოთ მაცხოვრის მშვიდობა ჩვენს სახლში?
-
შენი შვილები შესაძლოა დაინტერესდნენ იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ცხოვრება, როდესაც იესო კვლავ მოვა. ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 101:23–32 და ისაუბრეთ ამ მუხლებში მოყვანილ საკითხებზე - თუ რა სიხარულის მომტანი იქნება მაცხოვრის მეორედ მოსვლა. რატომ არის სასარგებლო ამ საკითხების გაგება, როცა გვიჭირს?
იესო ქრისტე მოიტანს მშვიდობასა და სიხარულს, როდესაც კვლავ მოვა
დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.