Doctrine and Covenants 2025
1–7 სექტემბერი: „სიონის გადასარჩენად“: მოძღვრება და აღთქმები 94–97


„1–7 სექტემბერი: „სიონის გადასარჩენად“: მოძღვრება და აღთქმები 94–97“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 94–97“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

კირტლანდის ტაძარი

Kirtland Temple [კირტლანდის ტაძარი], ალ რაუნდის მიერ

1–7 სექტემბერი: „სიონის გადასარჩენად“

მოძღვრება და აღთქმები 94–97

ძველად, უფალმა მოსეს უბრძანა, აეშენებინა კარავი „იმის მსგავსად, რაც მთაზე [ეჩვენა მას]“ (ებრაელთა 8:5; ასევე იხილე გამოსვლა 25:8–9). კარავი უნდა ყოფილიყო ისრაელის უდაბნოში ბანაკის ცენტრი (იხილე რიცხვნი 2:1–2).

1833 წელს, უფალმა უბრძანა ჯოზეფ სმითს, აეშენებინა ტაძრები „არა ამაქვეყნის წესით“, არამედ „იმ წესით, რომელსაც დავანახებ“ (მოძღვრება და აღთქმები 95:13–14; იხილე ასევე 97:10). უდაბნოში კარვის მსგავსად, ტაძარი უნდა გამხდარიყო კირტლანდის მთავარი ღირსშესანიშნაობა (იხილე მოძღვრება და აღთქმები 94:1).

დღეს, ტაძრები მთელ მსოფლიოში გვხვდება. ტაძრები, სულაც რომ არ იყვნენ ჩვენი ქალაქების ცენტრში, მაინც მიგვანიშნებენ ქრისტეზე, რომელიც ჩვენი ცხოვრების ცენტრი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ტაძრის იერსახე განსხვავებულია, მათი საშუალებით ჩვენ შევიცნობთ ერთსა და იმავე ღვთაებრივ ნიმუშს - ზეციურ გეგმას, რომელიც ღვთის წიაღში გვაბრუნებს. წმინდა წეს-ჩვეულებები და აღთქმები გვაკავშირებს ქრისტესთან და აძლიერებს ჩვენს ოჯახებს „არა ამაქვეყნის წესით“, არამედ იმ ნიმუშის მიხედვით, რომელსაც ღმერთი გვიჩვენებს.

იხილე Saints, 1:169–70; “A House for Our God,” Revelations in Context, 165–73.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 94; 97:10–17

მე შემიძლია ვიყო „მთლიანად [უფლისადმი მიძღვნილი]“.

მოძღვრება და აღთქმები 94-ში, უფალი გვაძლევს მითითებებს კირტლანდში ადმინისტრაციული შენობების - ოფისისა და სტამბის აშენების შესახებ. რა შთაბეჭდილებას ახდენს შენზე ის, თუ რას ამბობს უფალი ამ შენობებზე მოძღვრება და აღთქმები 94:2–12-ში? როგორ უკავშირდება ის იმას, რასაც უფალი ამბობს ტაძრის შესახებ 97:10–17-ში?

რას ნიშნავს შენთვის, იყო „მთლიანად [უფლისადმი მიძღვნილი]“?

მოძღვრება და აღთქმები 95

უფალი სჯის მათ, ვინც უყვარს.

გამოცხადება ნაწილი 95 -ში იქნა მიღებული დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ, რაც უფალმა წმინდანებს ღვთის სახლის აშენება უბრძანა (იხილე მოძღვრება და აღთქმები 88:117–19)—და მათ ჯერ კიდევ არ დაუწყიათ. მიაქციე ყურადღბა, როგორ შეასწორა უფალმა ისინი ამ გამოცხადებაში. შეგიძლია შეადგინო შენ მიერ აღმოჩენილი წესთა ჩამონათვალი, შთაგონებული შესწორებისთვის. რა შეიტყვე უფლის შესახებ, თუ როგორ შეასწორა მან თავისი წმინდანები?

იხილე ასევე მოძღვერება და აღთქმები 121:43–44; დ. ტოდ კრისტოფერსონი, “As Many as I Love, I Rebuke and Chasten,” Liahona, 2011 წლის მაისი, 97–100.

8:40

God Loves His Children

მოძღვრება და აღთქმები 95:8, 11–17; 97:10–17

სემინარიის ხატულა
ტაძარი არის უფლის სახლი.

მას შემდეგ, რაც დაისაჯნენ კარტლანდში უფლის სახლის არ აშენების გამო, ეკლესიის ლიდერებმა, ხორბლის მინდორში აირჩიეს ადგილი, სადაც შენებას შეუდგებოდნენ. ჰაირამ სმითი, წინასწარმეტყველის ძმა, მაშინვე გაიქცა ცელის მოსატანად, რათა მინდვრის გაწმენდა დაეწყო. „ჩვენ უფლის სახლის ასაშენებლად ვემზადებით“, თქვა მან, „და მე სრულ მზადყოფნაში ვარ, ვიყო პირველი ამ საქმეში“ ( Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [2007], 271, 273). როგორ ფიქრობ, რატომ სურდა ასე ძლიერად ჰაირამს ტაძრის აშენება? იმსჯელე ამის შესახებ, როდესაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 95:8, 11–17; 97:10–17-ს.

დღევანდელობაში, უფალი „ჩვენ მიერ ტაძრების შენების ტემპს ზრდის“ (რასელ მ. ნელსონი, „ყურადღება გადაიტანეთ ტაძარზე“, Liahona, ნოემბ. 2022, 121). თუ ვინმე გკითხავს, რატომ აშენებს იესო ქრისტეს ეკლესია ამდენ ტაძარს, რას უპასუხებ? შესაძლო პასუხები მოიძიე აქ:

5:41

What Is a Temple?

შენ შეგიძლია შეადარო წმინდანთა ძალისხმევა კირტლანდის ტაძრის ასაგებად შენს ძალისხმევას, მოემზადო უფალთან მნიშვნელოვანი გამოცდილებისთვის ტაძარში. როგორ შეგიძლია გამოავლინო იგივე გადაუდებლობის გრძნობა, რასაც ჰაირამ სმითი გრძნობდა უფლის წმინდა სახლის მიმართ? მაგალითად, რისი გაკეთება შეგიძლია მსგავსად ჰაირამისა, როცა მან მინდორი გაასუფთავა? როგორ ფიქრობ, რა მსხვერპლის გაღება სურს უფალს შენგან? (იხილე მოძღვრება და აღთქმები 97:12).

იხ. ასევე “Holy Temples on Mount Zion,” Hymns, no. 289; თემები და საკითხები, “Temples,” სახარების ბიბლიოთეკა.

ფერმერი მოსავლის აღებისას

ჰაირამ სმითი ასუფთავებს მიწას კირტლანდის ტაძრისთვის.

მოძღვრება და აღთქმები 97:8–9

„[ისინი] მიღებულ[ნი არიან] ჩემ მიერ“.

იფიქრე იმ დროზე, როდესაც მიგიღეს ან არ მიგიღეს ჯგუფსა თუ გუნდში. რითი არის ეს მსგავსი ან განსხვავდება იმისგან, რასაც მოძღვრება და აღთქმები 97:8–9 ასწავლის, თუ რას ნიშნავს, იყო უფლის მიერ მიღებული? როგორ ფიქრობ, რის სწავლებას ცდილობს შენთვის უფალი მეტაფორით მუხლი 9-ში?

იხილე ასევე ერიხ ვ. კოპიშკე, “იყო უფლისათვის მისაღები,” Liahona, 2023 წლის მაისი,104–6.

შექმენი სულიერი გარემო სწავლისა და სწავლებისთვის. „სულიწმინდა“, იესო შეგვპირდა, „ყველაფერს გასწავლით“ (იოანე 14:26). ამრიგად, დამოუკიდებლად სწავლობ თუ სხვებთან ერთად, უპირატესობა მიანიჭე სულიწმიდის მოპატიჟებას. სასულიერო მუსიკა, ლოცვა და სიყვარულით სავსე ურთიერთქმედება შეიძლება დაგვეხმაროს მშვიდობიანი, სულიერი გარემოს შექმნაში, სადაც სულიწმინდას შეუძლია გასწავლოს სიმართლე.

მოძღვრება და აღთქმები 97:18–28

სიონი არის „გულით წმინდანნი“.

1830-იან წლებში, წმინდანებისთვის სიონი ადგილს წარმოადგენდა. გამოცხადების ნაწილი 97-ში, უფალმა განავრცო სიონის განმარტება ხალხის აღსაწერად - „გულით წმინდანნი“ (მუხლი 21). როდესაც კითხულობ მუხლები 18–28-ს, შეგიძლია შეცვალო ეს განმარტება, როდესაც კითხულობ სიტყვას სიონი. რას ნიშნავს შენთვის იყო „გულით წმინდა[ნი]“?

იხილე ასევე მოსე 7:18.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ლიახონა -ს ამ თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვთა სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 95:8; 97:10–17

ტაძარი არის უფლის სახლი.

  • 95 -ე და 97-ე ნაწილების საფუძველზე შეგიძლია გაუზიარო შვილებს “The Kirtland TempleDoctrine and Covenants Stories for Young Readers -ში (სახარების ბიბლიოთეკა; იხილე ასევე Saints, 1:210). შენს შვილებს შეიძლება მოეწონოთ იმის წარმოდგენა, თუ როგორ ეხმარებიან კირტლანდის ტაძრის აშენებაში (ხის ჭრა, ლურსმნების ჩაჭედება, კედლების მოხატვა და ა.შ.). შენ ასევე შეგიძლია აჩვენო მათ კირტლანდის ტაძრის სურათი, როგორიც ამ მონახაზშია, სანამ კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 95:8 -ს იმისთვის, რომ ასწავლო შენს შვილებს, თუ რატომ სურს უფალს, ავაშენოთ ტაძრები.

1:17

The Kirtland Temple

  • მოძღვრება და აღთქმები 97:15–16-ს ერთობლივად კითხვის შემდეგ, შენ და შენს შვილებს შესაძლებლობა გაქვთ, გაუზიაროთ ერთმანეთს, რატომ არის ტაძარი თქვენთვის განსაკუთრებული. იმისთვის, რომ თქვენმა შვილებმა იგრძნონ პატივისცემა უფლის სახლის მიმართ, თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა, “მიყვარს ტაძრის ცქერა” (საბავშვო სიმღერების კრებული, 95). რატომ არის ტაძარი წმინდა?

მოძღვრება და აღთქმები 97:1–2, 8–9, 21

სიონი არის „გულით წმინდანნი“.

  • იმისთვის, რომ დაეხმარო შენს შვილებს, გაიგონ სიტყვა წმინდა -ს მნიშვნელობა მოძღვრება და აღთქმები 97:21-ში, შეგიძლიათ ერთად შეხედოთ ჭიქას სუფთა წყლით და დაუმატოთ წყალს რაღაც, რაც მას გააბინძურებს (მაგალითად, ჭუჭყი ან პილპილი). რატომ არის მნიშვნელოვანი წყალი იყოს სუფთა? შემდეგ, შენს შვილებს შეუძლიათ წაიკითხონ მუხლი 21 და თითი დაადონ სიტყვას წმინდა. რას ნიშნავს ჩვენი გულები იყოს სუფთა? მუხლები 1–2 და 8–9 -ში შეიძლება მოიძიო გარკვეული მოსაზრებები. როგორ გვეხმარება მაცხოვარი ჩვენი გულების განწმენდაში?

ბინძური წყალი და სუფთა წყალი

მამაზეციერს სურს, ვიყო გულით სუფთა.

მოძღვრება და აღთქმები 97:8–9

უფალი აკურთხებს ადამიანებს, რომლებიც მასთან დადებულ აღთქმებს იცავენ.

  • იციან თუ არა შენმა შვილებმა, რა აღთქმებს ვდებთ უფალთან, ნათლობისას ან ტაძარში ყოფნისას? შენ შეგიძლია მათთან ერთად განიხილო აღთქმები, როდესაც კითხულობთ მოსია 18:9–10, 13 -ს ან ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 27.2-ს. გაუზიარეთ ერთმანეთს, როგორ ცდილობთ „დაიცვა[თ თქვენი] აღთქმები მსხვერპლშეწირვით“ (მოძღვრება და აღთქმები 97:8).

  • შეგიძლია მოიწვიო შვილები, დახატონ სურათები იმისა, რაც მოძღვრება და აღთქმები 97:9 -ში არის აღწერილი. როდესაც ისინი აზიარებენ თავიანთ სურათებს, ისაუბრე იმაზე, თუ როგორ დაგლოცა უფალმა შენი აღთქმების დაცვის გამო. როგორაა ეს კურთხევები „ნაყოფიერი ხის მსგავსად, რომელიც დარგულია … სუფთა წყაროსთან“?

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.

კირტლანდის ტაძრის მშენებლობა

Building the Kirtland Temple [კირტლანდის ტაძრის მშენებლობა], ვალტერ რეინის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისთვის