Doctrine and Covenants 2025
25–31 აგვისტო: მიიღეთ მისი სისავსე: მოძღვრება და აღთქმები 93


„25–31 აგვისტო: „მიიღეთ მისი სისავსე“: მოძღვრება და აღთქმები 93“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 93“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

მამაზეციერი და იესო ქრისტე

დეტალი ნახატიდან I See the Son of Man [მე ვხედავ ძეს კაცისა], უოლტერ რეინის მიერ

25–31 აგვისტო: მიიღეთ მისი სისავსე

მოძღვრება და აღთქმები 93

„როდესაც კიბეზე ადიხართ,“ ასწავლიდა ჯოზეფ სმითი, „თქვენ უნდა დაიწყოთ ასვლა ქვევიდან და ახვიდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ, სანამ ბოლო საფეხურს არ მიაღწევთ; იგივეა სახარების პრინციპები—თქვენ უნდა დაიწყოთ თავიდან და გააგრძელოთ, მანამ, სანამ არ ისწავლით ამაღლების ყველა პრინციპს“ (Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith [2007], 268).

ხანდახან ეს ამაღლებისკენ აღმავალი კიბე წარმოუდგენლად მაღალი გვეჩვენება, მაგრამ ჩვენ, მაცხოვრის მუდმივი დახმარებით, სიმაღლეზე ასასვლელად დავიბადეთ. როგორი შეზღუდულობაც არ უნდა გვახლდეს თან, მამაზეციერი და მისი ძე ხედავენ ჩვენში რაღაც დიდებულს, მსგავს ღვთისა. ზუსტად როგორც იესო ქრისტე „დასაბამიდანვე [იყო] მამასთან“, ასე „[შენც იყავი]“ (მოძღვრება და აღთქმები 93:21, 23). ისევე, როგორც მან „გააგრძელა მადლიდან მადლამდე, სანამ არ მიიღო სისავსე“, ასევე „[შენც მიიღებ] მადლის მადლს“ (მუხლი 13, 20). აღდგენილი სახარება გვასწავლის ღვთის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ, ამასთავანე ის ასწავლის შენი ნამდვილი ბუნებისა და დანიშნულების შესახებ. შენ არსებითად ხარ ღვთის შვილი, რომელსაც ძალუძს, „შესაფერის დროს მიიღო[ს] მისი სისავსე“ (მუხლი 19).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 93

იესო ქრისტეს მსგავსად, მე შემიძლია გავხდე განდიდებული და მივიღო ღვთისგან „სისავსე“.

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი ასწავლიდა: „თუ ადამიანებს არ ესმით ღვთის ხასიათი, მათ არ ესმით საკუთარი თავის“ (Teachings: Joseph Smith40). როცა მაცხოვრის შესახებ შეიტყობ მოძღვრება და აღთქმები 93-ს სწავლებიდან, ეძიე ასევე ის, თუ რისი გაგება შეგიძლია საკუთარი თავის შესახებ. მაგალითად, რას სწავლობ მის შესახებ მუხლები 3, 12–13, 21, და 26-დან? რომელ მსგავს ჭეშმარიტებებს ნახულობ შენ შესახებ მუხლები 20, 23, და 28–29-ში? (იხილე ასევე 1 იოანე 3:2; 3 ნეფი 27:27). შემდეგი კითხვები დაგეხმარება გაიგო და გამოიყენო ჭეშმარიტება ამ ნაწილში:

  • როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს „მიიღო მადლი მადლისა“ და გააგრძელო „მადლიდან მადლამდე“? (მუხლები 12–13). თუ გამოგადგება, შეგიძლია წაიკითხო “Grace” Guide to the Scriptures-ში (სახარების ბიბლიოთეკა).

  • რა აღმოაჩინე ამ გამოცხადებაში იმის შესახებ, თუ როგორ გეხმარება ღმერთი ზრდასა და შეცნობაში? როგორ მოქმედებს აღნიშნულის ცოდნა შენს დამოკიდებულებაზე სხვების და საკუთარი თავის მიმართ?

  • რა შეიტყვე იმის შესახებ, „თუ როგორ უნდა [ეთაყვანო] და … რას [ეთაყვანები]“? (მუხლი 19; იხილე ასევე წმინდა წერილის გზამკვლევი “Worship,” სახარების ბიბლიოთეკა).

მოძღვრება და აღთქმები 93:1–39

სემინარიის ხატულა
ღმერთის ბრწყინვალება არის სინათლე და ჭეშმარიტება

შესაძლოა შეგიმჩნევია სიტყვები, როგორიცაა ბრწყინვალება, სინათლედა ჭეშმარიტება რაც ხშირად ჩნდება ამ გამოცხადებაში. კერძოდ, მუხლები 20–39 -ს შესწავლისას ჩამოთვალე ჭეშმარიტება, რომელსაც ისწავლი ამ ცნებების შესახებ. მსგავსი ცხრილის შედგენა შესაძლოა დაგეხმაროს:

მუხლი

რომელსაც მე შევიცნობ

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

მუხლი

24

რომელსაც მე შევიცნობ

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

მსოფლიოში ბევრი სიცრუეა როგორ შეიძლება შევიტყო ჭეშმარიტების შესახებ? (ასევე იხილე იაკობი 4:13).

მუხლი

28

რომელსაც მე შევიცნობ

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

მუხლი

36

რომელსაც მე შევიცნობ

ღმერთი არსებაა ჭეშმარიტებისა და სინათლისა

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

მუხლი

37

რომელსაც მე შევიცნობ

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

ვის ვიცნობ, ვისაც სავარაუდოდ ძალუძს წინააღმდეგობის გაწევა მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ? რატომ შეუძლიათ მათ ამის გაკეთება?

მუხლი

რომელსაც მე შევიცნობ

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

მუხლი

რომელსაც მე შევიცნობ

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

მუხლი

ასევე იხილე: მოძღვრება და აღთქმები 50:24

რომელსაც მე შევიცნობ

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

რა აღმოაჩინე ამ მუხლებში, რაც შთაგაგონებს უფრო დიდი სინათლისა და ჭეშმარიტების ძიებას? რატომ არის სინათლე და ჭეშმარიტება კარგი წოდება იესოსთვის? (იხილე იოანე 8:12; 14:6). რა გავლენას ახდენს აღნიშნული ჭეშმარიტებები შენს ცხოვრებაზე?

შენ ასევე შეგიძლია ჩაინიშნო დაპირებები შენი მარადიული დანიშნულების შესახებ, მუხლები 20, 22, 28, 33–35-ში. რა კავშირია ამ დაპირებებსა და სინათლის მოპოვებას შორის?

მოიძიე “Walk in God’s light” (For the Strength of Youth: A Guide for Making Choices, 18–21) იმის გასარკვევად, თუ რა შეგიძლია მოიმოქმედო სინათლის მოსაპოვებლად და როგორ კურთხევას გპირდება უფალი? ვიდეოებმა “Light and Truth, Part 1” და “Part 2” (სახარების ბიბლიოთეკა) შესაძლოა დამატებითი მოსაზრებები გაგიჩნოს.

იხილე ასევე „როგორ ვიარო ნათელში მითხარ“, საგალობლები, გვ. 66; Topics and Questions, “Holy Ghost,” სახარების ბიბლიოთეკა.

6:40

Light and Truth, Part 1

6:52

Light and Truth, Part 2

ფანჯარა ტაძარში

“ღმერთის ბრწყინვალება არის … სინათლე და ჭეშმარიტება.”

მოძღვრება და აღთქმები 93:40–50

„მოიწესრიგე ოჯახი“.

ბრძანება „მოიწესრიგე ოჯახი“ (მუხლი 43) გულისხმობს „სინათლ[ისა] და ჭეშმარიტებ[ის]“ სწავლებასა და სწავლას (მუხლი 42). გაითვალისწინე, რომ ამჟამად შენ ცდილობ მიჰყვე ამ დარიგებებს. რა გამოწვევების წინაშე ხარ? მოძღვრება და აღთქმები 93 -ში მოცემული რომელი ჭეშმარიტება გამოგადგება?

რა მოსაზრებებს იღებ უხუცეს დევიდ ა. ბედნარის ამ სწავლებიდან?

„ჩემს ოფისში, კედელზე ჩამოკიდებულია ხორბლის ყანის ლამაზი ნახატი. ნახატი წარმოადგენს ფუნჯის ცალკეული მოსმის ერთ დიდ კოლექციას, სადაც ცალკე აღებული ფუნჯის მოსმა არ არის ძალიან საინტერესო ან შთამბეჭდავი. ფაქტობრივად, თუ ტილოსთან ახლოს დგახართ, თქვენ ხედავთ მხოლოდ ყვითელი, ოქროსფერი და ყავისფერი საღებავის ერთი შეხედვით შეუსაბამო და არამიმზიდველი ზოლების მასას. თუმცა, როცა თანდათან ტილოს მოშორდებით დაინახავთ, რომ ყოველი ცალკეული ფუნჯის მოსმა წარმოადგენს ერთობლიობას და ქმნის ხორბლის მინდვრის ბრწყინვალე პეიზაჟს. უამრავი ჩვეულებრივი, ფუნჯის ცალკეული მოსმა ერთობაში ქმნის ამაღელვებელ, ლამაზ ნახატს.

„ყოველი ოჯახური ლოცვა, წმინდა წერილების ყოვლი ოჯახური შესწავლის ეპიზოდი და ყოველი ოჯახური საღამო არის ფუნჯის მოსმა ჩვენი სულის ტილოზე. შეიძლება არცერთი მოვლენა არ მოგეჩვენოთ ძალიან შთამბეჭდავად ან დასამახსოვრებლად. მაგრამ როგორც საღებავის ყვითელი, ოქროსფერი და ყავისფერი შტრიხები ავსებენ ერთმანეთს და ქმნიან შთამბეჭდავ შედევრს, ასევე ჩვენმა თანმიმდევრულობამ, ერთი შეხედვით, პატარა საქმეების კეთებისას, შეიძლება გამოიღოს მნიშვნელოვანი სულიერი შედეგები. „ნუ იქნებით დაღონებული სიკეთის კეთებისას, ვინაიდან საფუძველს უყრით დიად საქმეს. და პატარა საქმეებით ხორციელდება ის, რაც არის დიადი“ [მოძღვრება და აღთქმები 64:33]. თანმიმდევრულობა არის საკვანძო პრინციპი, როცა ჩვენს პირად ცხოვრებაში საძირკველს ვუყრით დიად საქმეს და ვცდილობთ, უფრო გულმოდგინე და მზურნველი გავხდეთ შინ (“More Diligent and Concerned at Home,” Liahona, ნოემ. 2009 წ., 19-20).

ასევე იხილე ჰენრი ბ. აირინგის “A Home Where the Spirit of the Lord Dwells,” Liahona, 22-25, მაისი, 2019 წ.

ერთად მლოცველი ოჯახი

უფალი უბრძანებს მშობლებს, „აღზარდო[ნ] [თავიანთი] შვილები სინათლესა და ჭეშმარიტებაში“.

დამატებითი მოსაზრებებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად ამ თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 93:2–21

იესო ქრისტე არის სამყაროს სინათლე და სიცოცხლე.

  • შეგიძლია უჩვენო ბავშვებს სურათი მაცხოვრის გამოსახულებით და ჰკითხო, თუ რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი, იესო ქრისტეს შეცნობა და მისი მიმდევრობა. შემდეგ, შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 93:19 ერთი მნიშვნელოვანი საბაბის აღმოსაჩენად.

  • შენ შეგიძლია აარჩიო რამდენიმე ჭეშმარიტება ქრისტეს შესახებ ნაწილი 93 -ში, რომელიც შთაგაგონებს და დაეხმარება შენს შვილებს, შეიცნონ და ჩაწვდნენ მას. (იხილეთ ასევე “თავი 33 : გამოცხადება იესოს ქრისტეს შესახებ,” მოძღვრება და აღთქმების მოთხრობები, 126–27, ან შესაბამისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში). შენ მიერ შერჩეული თითოეული ჭეშმარიტების რომელიმე მუხლის შვილებთან ერთად კითხვისას, შეგიძლია მიაწოდო მათ სიტყვა ან ფრაზა მოსასმენად. მაგალითად, იესო ქრისტემ:

    • შეასრულა მამა ღმერთის საქმე (მუხლი 5).

    • არის სამყაროს სინათლე (მუხლი 9).

    • არის სამყაროს შემქმნელი (მუხლი 10).

    • მიიღო მთელი ძალაუფლება ზეცასა და დედამიწაზე (მუხლი 17).

    • დასაბამიდან იყო ღმერთთან (მუხლი 21).

    1:18

    Chapter 33: A Revelation about Jesus Christ: May 1833

ქრისტეს გამოსახულება

დეტალი ნახატიდან Light of the World [სამყაროს სინათლე], ჰოვარდ ლიონის მიერ

მოძღვრება და აღთქმები 93:23, 29, 38

მე ვცხოვრობდი მამაზეციერთან მანამ, სანამ დედამიწაზე მოვიდოდი.

  • მაცხოვარმა სამჯერ გაუსვა ხაზი ნაწილი 93 -ში, რომ ჩვენ ღმერთთან ერთად ვცხოვრობდით „დასაბამიდან“ (მუხლები 23, 29, 38). იმისათვის, რომ დაეხმარო შენს შვილებს ამის აღმოჩენაში, შეგიძლია შესთავაზო მათ, წაიკითხონ მოძღვრება და აღთქმები 93:23, 29, 38 და მოიძიონ ჭეშმარიტება საკუთარი თავის შესახებ, რომელიც მეორდება ამ მუხლებში. რატომ სურს მამაზეციერს, ვიცოდეთ ამ ჭეშმარიტების შესახებ? შენ ასევე შეგიძლია ჰკითხო შენს შვილებს, რა იციან ჩვენს დაბადებადე მამაზეციერთან ცხოვრების შესახებ. იმისათვის, რომ შვილებს დაეხმარო შეიტყონ მეტი, მათთან ერთად წაიკითხე წმინდა წერილის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი: იერემია 1:5; მოძღვრება და აღთქმები 138:53–56; მოსე 3:5; აბრაამი 3:22–26.

  • თქვენ ასევე შეგიძლიათ ერთად იმღეროთ “მე შვილი ვარ ღვთისა” ან “I Lived in Heaven” (საგალობლები, გვ. 58 და 4) და იმსჯელოთ ჭეშმარიტების შესახებ, რომელსაც ამ სიმღერიდან ვიგებთ დედამიწაზე მოსვლის ჩვენი მიზნის შესახებ.

მოძღვრება და აღთქმები 93:24–39

მე ვიღებ სინათლეს და ჭეშმარიტებას, როცა ვემორჩილები ღმერთს.

  • იმისთვის, რომ დაეხმარო შვილებს, გამოიყენონ მოძღვრება და აღთქმები 93-ში მოცემული ჭეშმარიტება მორჩილების შესახებ, შენ შეგიძლია აღნიშნული ნაწილიდან, ფურცელზე დაწერო წმინდა წერილების რამდენიმე ცნება. სხვადასხვა ფურცელზე დაწერე ჭეშმარიტება, რომელსაც თითოეული ეს მუხლი გვასწავლის. შენს შვილებს შეუძლიათ ერთობლივად წაიკითხონ მუხლები და შეუსაბამონ ჭეშმარიტება წმინდა წერილის ცნებებს. მაგალითები შეიძლება მოიცავდეს:

    • მუხლი 24: ჭეშმარიტება არის იმის ცოდნა, რაც უტყუარია წარსულში, აწმყოსა და მომავალში.

    • მუხლი 28: მე შემიძლია მივიღო სინათლე და ჭეშმარიტება, როცა ვიცავ მცნებებს.

    • მუხლი 37: როდესაც გამაჩნია სინათლე და ჭეშმარიტება, მე შემიძლია წინააღმდეგობა გავუწიო ბოროტებას.

    • მუხლი 39: მე ვკარგავ სინათლეს და ჭეშმარიტებას, როცა ურჩი ვარ.

    შესაძლოა გსურდეს გააზიარო ჭეშმარიტების მაგალითები, რომელთა შესახებ შეიტყვე უფლის მცნებების დაცვით.

მოერგე შენი შვილების ასაკს. შენ იცი შენი შვილების საჭიროებები და შესაძლებლობები; არ მოგერიდოს მოარგო აქტივობის იდეები მათი საჭიროების შესაბამისად. მაგალითად, ამ აქტივობაში, თუ შენ ასწავლი პატარა ბავშვებს, უკეთესი იქნება ყურადღება გაამახვილო ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომელიც მოცემულია ნაწილი 93-ში.

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს მიმდინარე თვის გამოცემა.

ქრისტეს ქადაგების ნახატი თორადან

Light and Truth [სინათლე და ჭეშმარიტება], საიმან დუის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისთვის