„11–17 აგვისტო: „ჩამოაყალიბეთ … ღვთის სახლი“: მოძღვრება და აღთქმები 88“, მოდი და გამომყევი – სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 88,“ მოდი და გამომყევი - სახლისთვის და ეკლესიითვის: 2025
წინასწარმეტყველთა სკოლა ჩატარდა ამ ოთახში
11-17 აგვისტო: „ჩამოაყალიბეთ … ღვთის სახლი“
მოძღვრება და აღთქმები 88
დროდადრო, უფალი გვაძლევს წარმოდგენას თავისი უსაზღვრო „დიდებულები[სა] და ძალი[ს]“ შესახებ (მოძღვრება და აღთქმები 88:47) გასაოცარი გამოცხადებების მეშვეობით. მოძღვრება და აღთქმები 88 ეს არის ერთგვარი გამოცხადება - სინათლეზე, დიდებაზე და სასუფევლებზე, რომლებთან შედარებით ჩვენი მიწიერი საზრუნავი შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს. მაშინაც კი, თუ ჩვენ საერთოდ არ შეგვწევს ამის გაგება, შეგვიძლია როგორც მინიმუმ ვიგრძნოთ ის, რომ მარადისობა გაცილებით მეტია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით. რასაკვირველია, უფალი არ გვიზიარებს ამ დიდ ჭეშმარიტებებს, რათა შეგვაშინოს ან თავი პატარებად გვაგრძნობინოს. სინამდვილეში, იგი დაპირდა: „მოვა დღე, როდესაც ჩასწვდებით ღმერთსაც“ (მუხლი 49; ხაზგასმა დამატებულია). შესაძლოა, სწორედ ამ დიდებული დასასრულისთვის უბრძანა უფალმა თავის წმინდანებს კირტლანდში წინასწარმეტყველთა სკოლის შექმნა. „ჩამოყალიბდით“, - ბრძანა მან. „მოამზადეთ ყოველივე, რაც საჭიროა და ჩამოაყალიბეთ … ღვთის სახლი“ (მუხლი 119). უფრო მეტად, ვიდრე სადმე სხვაგან, ღვთის წმინდა სახლში და ჩვენს სახლებშიც—მას შეუძლია აამაღლოს ჩვენი ხედვა მოკვდავი სამყაროს მიღმა, „[დაგვანახოს] საკუთარი [სახე]“ და მოგვამზადოს „[ავიტანოთ ცელესტიალური ბრწყინვალება]“ (მუხლები 68, 22).
იხილე წმინდანები, 1:164–66.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
იესო ქრისტე მშვიდობას მთავაზობს.
გაფრთხილებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რომ „ომი გადმოიღვრება ყოველ ერზე“ (მოძღვრება და აღთქმები 87:2), უფალმა გვაჩვენა გამოცხადება, რომელსაც ჯოზეფ სმითმა „ზეთისხილის ფოთოლი“ უწოდა, რაც მშვიდობის ტრადიციული სიმბოლოა (მოძღვრება და აღთქმები 88-ს ნაწილის სათაური; იხილე ასევე დაბადება 8:11). ამ კვირის განმავლობაში ნაწილი 88 -ს შესწავლისას მოიძიე უფლის მშვიდობის გზავნილები შენთვის.
სინათლე და კანონი მომდინარეობს იესო ქრისტესგან.
სიტყვები სინათლე და კანონი მეორდება ბევრჯერ ნაწილი 88-ში. მონიშნე ან ჩანიშნე მუხლები, სადაც იპოვი ამ სიტყვებს მუხლები 6–67-ში და ჩაწერე რასაც გაიგებ სინათლისა და კანონის შესახებ — და იესო ქრისტეს შესახებ. რისი გაკეთება გგონია შთამაგონებელი, რომ მიიღო სინათლე და იცხოვრო „ქრისტეს კანონით“? (მუხლი 21).
იხილე ასევე ესაია 60:19; იოანე 1:1–9; 3 ნეფი 15:9; ტიმოტი ჯ. დაიქსი, „სინათლე ილტვის სინათლისკენ,“ Liahona, 2021 წ. მაისი, 112–15; შერონ იუბენკი, „ქრისტე: სინათლე, რომელიც ბნელში ანათებს,“ Liahona, 2019 წ. მაისი, 73–76.
წმინდა წერილი მოიცავს ქრისტეს კანონს
მოძღვრება და აღთქმები 88:62–64
„მომიახლოვდით“.
რა გამოცდილებანი გიმტკიცებდა, რომ ამ მუხლებში მოცემული დაპირებები ჭეშმარიტია? რა არის შენი შემდეგი ნაბიჯი ქრისტესთან მიახლოების მიზნით? იფიქრეთ იმაზე, რომ საგალობელი “უფრო ახლოს, ღმერთო ჩემო, შენთან” (საგალობლები, №100) თქვენი ცოდნისა და ღვთის თაყვანისცემის ნაწილად აქციოთ.
მოძღვრება და აღთქმები 88:67–76
იესო ქრისტეს გამოსყიდვის წყალობით მე შემიძლია გავხდე სუფთა.
უფლის ბრძანება „განიწმინდეთ“ ორჯერ ჩნდება ნაწილი 88 -ში (მუხლები 68, 74). როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს ეს ფრაზა? შეგიძლია გადახედო რამდენიმე ნაწყვეტს ნაწილიდან “Sanctification” “წმინდა წერილების გზამკვლევში (სახარების ბიბლიოთეკა). როგორ განვიწმინდოთ? ეს საკითხი დაგეხმარება შეისწავლო მოძღვრება და აღთქმები 88:67–76. ჩაიწერე ნებისმიერი სულიერი თვალთახედვა, რომელიც დაგეუფლება.
მოძღვრება და აღთქმები 88:77–80, 118–26
„ეძიეთ ცოდნა, არა მარტო სწავლით, ასევე რწმენით“.
უფალმა უთხრა წმინდანებს, დაეარსებინათ „წინასწარმეტყველთა სკოლა“ კირტლანდში (მოძღვრება და აღთქმები 88:137). ნაწილი 88 -ში მოცემულმა ბევრმა დარიგებამ ასწავლა მათ, როგორ გაეკეთებინათ ეს. ეს დარიგება ასევე დაგეხმარება „ჩამოაყალიბ[ო] … სწავლის სახლი“ (მუხლი 119) შენს საკუთარ ცხოვრებაში. სინამდვილეში, შენ შეგიძლია გადახედო მუხლები 77–80 და 118–26 -ს და გამოიყენო ეს როგორც გეგმა იმისთვის, რომ „იმუშა[ო შენი] ოჯახის [ან ცხოვრების] გარდაქმნაზე და … აქციო ის სახარების შესწავლის ცენტრად [და რწმენის თავშესაფრად]“ (რასელ მ. ნელსონი, „გავხდეთ სამაგალითო უკანასკნელ დღეთა წმინდანები,“ Liahona, ნოემბ. 2018, 113). საინტერესო იქნებოდა მონახაზის გაკეთება, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს შენი პირადი „გარდაქმნა“, ამ მუხლებში არსებული ფრაზების გათვალისწინებით, რომლებსაც ფიქრობ, რომ უნდა გამოიყენო.
შესაძლოა, შენთვის სასარგებლო იყოს შემდეგი საკითხების შესწავლა: რატომ არის სწავლა-განათლება უფლისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი? რა სურს უფალს, რომ ვისწავლო? როგორ სურს უფალს, რომ ვისწავლო? აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხი მოიძიე მუხლები 77–80 -ში და “Truth will make you free” (For the Strength of Youth: A Guide for Making Choices, 30–33).
როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს ისწავლო „არა მარტო სწავლით, ასევე რწმენით“? (მუხლი 118). რისი გაცნობიერება შეძელი უხუცეს მათიას ჰელდის გზავნილიდან „Seeking Knowledge by the Spirit“? (Liahona, მაისი 2019, 31–33).
იხილე ასევე თემები და საკითხები, “Seeking Truth and Avoiding Deception,” სახარების ბიბლიოთეკა; “A School and an Endowment,” Revelations in Context, 174–82.
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ლიახონა -ს მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მამაზეციერი კეთილ ძღვენთა გამცემია
-
შეგიძლია დაიწყო განხილვა მოძღვრება და აღთქმები 88:33 -ს შეკითხვით შენი შვილებისადმი, იმ ძღვენთა შესახებ, რომლებიც მათ ერგოთ— რომლებიც მიიღეს სიხარულით ან უსიხარულოდ. შესაძლოა მათ შეძლონ ძღვენის სიხარულით მიღების ჩვენება. შემდეგ შეგიძლიათ ისაუბროთ ძღვენზე, რომელსაც მამაზეციერი გვარგებს (როგორიცაა სულიწმინდის ძღვენი). როგორ ვიღებთ ამ ძღვენებს სიხარულით?
თუ მაცხოვარს ვეძიებ, ვიპოვი მას
-
მოძღვრება და აღთქმები 88:63 მოიცავს სამოქმედო სიტყვებს, რომლებმაც შეიძლება შთააგონონ რამდენიმე სახალისო აქტივობა, რათა წაახალისონ შენი შვილები, ეძიონ უფლის ყოფნა მათ ცხოვრებაში. მაგალითად, შეგიძლიათ თუ არა შენ და შენს შვილებს, მოიფიქროთ თამაში ფრაზის განხილვით: „ბეჯითადმეძებეთ და მიპოვით “ (ხაზგასმა დამატებულია) ან „დააკაკუნეთ და გაგეღებათ“?
ბავშვებს მრავალფეროვნება სჭირდებათ. „ბავშვების უმეტესობა უკეთესად სწავლობს, როდესაც რამდენიმე გრძნობა ერთად არის ჩართული. იპოვეთ გზები, რათა დაეხმაროთ ბავშვებს სწავლის დროს გამოიყენონ მხედველობის, სმენის და შეხების გრძნობები. ზოგიერთ სიტუაციაში, თქვენ შეიძლება იპოვოთ გზები მათი ყნოსვისა და გემოვნების გრძნობის ჩასართავად!” (Teaching in the Savior’s Way, 32).
-
მაცხოვრის მოწოდების „მომიახლოვდით“ ხაზგასასმელად, შეგიძლია სთხოვო რომელიმე ბავშვს, დაიჭიროს იესოს სურათი (მაგალითად ამ მონახაზის ბოლოში არსებული სურათი) ოთახის ერთ მხარეს, მაშინ, როცა სხვა ბავშვები მეორე მხარეს დგანან. როდესაც შენი შვილები ფიქრობენ იმაზე, რისი გაკეთებაც შეუძლიათ მაცხოვართან მიახლოების მიზნით, მათ შეუძლიათ გადადგან ნაბიჯი სურათისკენ, ხოლო ბავშვს, რომელსაც ეს სურათი უჭირავს, შეუძლია გადადგას ნაბიჯი სხვა ბავშვებისკენ. ისაუბრე შენს შვილებთან იმაზე, თუ როგორ უახლოვდებით მაცხოვარს და როგორ გიახლოვდებათ ის თქვენ. თქვენ ასევე შეგიძლით იმღეროთ მათთან ერთად სიმღერა თემაზე “მე ვგრძნობ ჩემი უფლის სიყვარულს” (საბავშვო სიმღერების წიგნი, 74–75).
მოძღვრება და აღთქმები 88:77–80, 118
მამაზეციერს სურს, რომ ვისწავლო
-
სთხოვე შენს შვილებს გითხრან, რას სწავლობენ სკოლაში ან დაწყებით საზოგადოებაში. შენ ასევე შეგიძლია გააზიარო ის, რასაც სწავლობ. შემდეგ, შეგიძლია აჩვენო შვილებს სიტყვები რა, რატომ, და როგორ. დაეხმარე მათ, იკვლიონ მოძღვრება და აღთქმები 88:77–79 რათა გაერკვნენ, რა სურს უფალს, რომ ვისწავლოთ. შემდეგ, ერთად გადახედეთ მუხლი 80 -ს იმისთვის, რომ გაერკვეთ, რატომ სურს მას ვისწავლოთ, ასევე მუხლი 118 -ს იმის გასარკვევად, თუ როგორ უნდა ვისწავლოთ.
„ეძიეთ ცოდნა, არა მარტო სწავლით, ასევე რწმენით“.
ჩვენი სახლი შეიძლება იყოს წმინდა, როგორც ტაძარი.
-
როდესაც შვილებს უკითხავ მოძღვრება და აღთქმები 88:119 -ს, მათ შეუძლიათ ხელთა აღპყრობა ტაძრის მწვერვალის ფორმაში, როდესაც სიტყვა „სახლს“ გაიგებენ. აუხსენი, რომ მამაზეციერს სურდა, ჯოზეფ სმითს და წმინდანებს აეშენებინათ ტაძარი ანუ „ღვთის სახლი.“
-
შეგიძლია სთხოვო შენს შვილებს, აირჩიონ შვიდი სიტყვა, რომელიც აღწერს მათ სახლს. დაეხმარე მათ, იპოვონ მოძღვრება და აღთქმები 88:119-ში შვიდი სიტყვა, რომელსაც უფალი იყენებს თავისი სახლის აღსაწერად. როგორ გავხადოთ ჩვენი სახლი „ღვთის სახლად“?
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.