„28 ივლისი –3 აგვისტო: „ღვთისმოსაობის ძალა“: მოძღვრება და აღთქმები 84“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 84“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
დეტალი სურათიდან The Restoration of the Melchizedek Priesthood [მელქიცედეკის მღვდლობის აღდგენა], ლიზ ლემონ სვინდელის მიერ
28 ივლისი–3 აგვისტო: „ღვთისმოსაობის ძალა“
მოძღვრება და აღთქმები 84
მას შემდეგ, რაც 1829 წელს მღვდლობა აღდგა, პირველი წმინდანები კურთხეულ იყვნენ უფლის წმინდა ძალით. ისინი მოინათლნენ, წევრად დამტკიცდნენ და მღვდლობის უფლებამოსილების მიერ მსახურებისთვის იყვნენ მოწოდებულნი, ზუსტად როგორც ჩვენ ამას დღეს ვაკეთებთ. თუმცა მღვდლობის ძალაზე წვდომა არ ნიშნავს მის სრულად წვდომას, ღმერთს კი სურდა, რომ მის წმინდანებს კიდევ უფრო მეტი გაეგოთ — განსაკუთრებით, სატაძრო წეს-ჩვეულებების აღდგენის მოახლოების გამო. მღვდლობის შესახებ 1832 წლის გამოცხადებამ, ახლა მოძღვრება და აღთქმები 84, გააფართოვა წმინდანების ხედვა მღვდლობის არსის შესახებ. და დღეს მას შეუძლია იგივე გაკეთოს ჩვენთვის. ბოლოსდაბოლოს, უამრავი რამის სწავლა შეიძლება ღვთიური ძალის შესახებ, რომელიც ფლობს „ღმერთის ცოდნის გასაღებს“, რაც გვიჩვენებს „ღვთისმოსაობის ძალა[ს]“ და გვამზადებს, „[ვიხილოთ] ღვთის [სახე], თვით [მამა] და … [ვიცოცხლოთ].“ (მუხლები 19–22).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მოძღვრება და აღთქმები 84:17–32
მე მაქვს წვდომა ღმერთის მღვდლობის ძალასა და კურთხევებზე.
როდესაც ფიქრობ სიტყვაზე მღვდლობარა მოგდის აზრად? რა გავლენას ახდენს შენსცხოვრებაზე ღმერთის მღვდლობის ძალა ?
ამ კითხვებზე მსჯელობის შემდეგ შეგიძლია შეისწავლო მოძღვრება და აღთქმები 84:17–32და ეძიო ის, რაც ღმერთს სურს, მისი მღვდლობის ძალის შესახებ იცოდე. იფიქრე, როგორ შეიძლება გამოიყენო ეს მუხლები მღვდლობისა და მისი დანიშნულების აღსაწერად.
ერთი რამ, რასაც ნახავ არის ის, რომ მღვდლობის წეს-ჩვეულებების საშუალებით „გამოვლინდა ღვთისმოსაობის ძალა“ (იხილე მუხლები 19–21). იქნებ ჩამოთვალო მღვდლობის წეს-ჩვეულებები, რომლებშიც მონაწილეობა მიგიღია (შეიძლება დაგეხმაროს სიები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან, 18.1, 18.2). როგორ მოიტანა ღმერთის ძალა შენს ცხოვრებაში ამ წეს-ჩვეულებებმა და მასთან დაკავშირებულმა აღთქმებმა? როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება მათ გარეშე?
პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა: „ყოველ ქალს და კაცს, რომელიც აღთქმებს დებს უფალთან, იცავს ამ აღთქმებს და რომელიც ღირსეულად მონაწილეობს მღვდლობის წეს-ჩვეულებებში, აქვს პირდაპირი წვდომა ღმერთის ძალაზე“ (“Spiritual Treasures,” Liahona, ნოემბერი, 2019, 77). გაითვალისწინე პრეზიდენტ ნელსონის გზავნილი და ეძიე გზები, თუ როგორ „მოიზიდო მხსნელის ძალა შენს ცხოვრებაში“.
ასევე იხილე მოძღვრება და აღთქმები 25:10, 13, 15; 121:34–37, 41–46; თემები და კითხვები, “Priesthood” “Joseph Smith’s Teachings about Priesthood, Temples, and Women,” სახარების ბიბლიოთეკა; ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 3.6, სახარების ბიბლიოთეკა.
მოძღვრება და აღთქმები 84:31–44
მღვდლობა მოიპოვება ფიცითა და აღთქმით.
მღვდლობის ფიცსა და აღთქმას (იხილე მოძღვრება და აღთქმები 84:31–44) აქვს სპეციალური გამოყენება ზეციური მამის ვაჟებისთვის, რომლებიც აკურთხეს მღვდელოების თანამდებობაზე, თუმცა მრავალი აღთქმული კურთხევა ამ მუხლებიდან ხელმისაწვდომია ღმერთის ყველა შვილისათვის. რა არის ეს აღთქმები და რის გაკეთებას გვთხოვს ღმერთი მათ მისაღებად?
უხუცესი პოლ ბ. პაიპერი ასწავლიდა: „საინტერესოა, რომ მღვდლობის ფიცსა და აღთქმაში [იხილე მოძღვრება და აღთქმები 84:31–44], უფალი იყენებს ზმნას მიღება. ის არ იყენებს სიტყვას ხელდასხმა. ტაძარში მამაკაცები და ქალები — ერთად — იღებენ აარონისა და მელქიცედეკის მღვდლობის კურთხევებსა და ძალას“ (“Revealed Realities of Mortality,” Ensigh, იანვარი, 2016, 21).
მოძღვრება და აღთქმები 84:31–44-ს შესწავლისას იმსჯელე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს მღვდლობის „მიღება“. როგორ განსხვავდება ეს მღვდლობის წოდებაზე ხელდასხმისგან? სხვა რის მიღებას გთავაზობს უფალი ამ მუხლებში? როგორ აკეთებ ამას?
რა შთაგაგონებს, იყო უფრო ერთგული მხსნელის, მისი მამის, მის მსახურთა და მღვდლობის ძალის მისაღებად?
ასევე იხილე მოძღვრება და აღთქმები 121:36–46.
მოძღვრება და აღთქმები 84:43–61
ღვთის სიტყვის თანახმად ცხოვრებას შემოაქვს ნათელი და ჭეშმარიტება ჩემს ცხოვრებაში.
რა ჭეშმარიტებას პოულობ მოძღვრება და აღთქმები 84:43–61 -ში, რომელიც გეხმარება გაიგო, რატომ უნდა სწავლობდე უფლის სიტყვას მუდამ? აღნიშნე კონტრასტი ნათელსა და წყვდიადს შორის ამ მუხლებში; ბრძანებამ „ბეჯითად ყური დუგდ[ე]თ მარადიული სიცოცხლის სიტყვებს“ როგორ მოიტანა ნათელი, ჭეშმარიტება და „სული იესო ქრისტესი“ შენს ცხოვრებაში? (მუხლები 43, 45).
ასევე იხილე 2 ნეფი 32:3.
შეადარე სახარების პრინციპები ნაცნობ ელემენტებს. შეგიძლია გაიხსენო ანალოგია, რომელიც წარმოაჩენს ჭეშმარიტებას მუხლები 43–44-ში? მაგალითად, როგორ ემსგავსება რეცეპტის თითოეული ნაბიჯის მიყოლა ცხოვრებას „[ღვთის] ყოველი სიტყვის შესაბამისად“?
„ბეჯითად ყური დაუგდ[ე]თ მარადიული სიცოცხლის სიტყვებს“.
მოძღვრება და აღთქმები 84:62–91
უფალი იქნება ჩემთან, როდესაც მე მის სამსახურში ვარ.
ამ მუხლების წაკითხვისას აღნიშნე, თუ რა საშუალებით დაუდგება უფალი მხარში თავის მსახურებს. როგორ აისახება ეს დაპირებები იმ საქმეზე, რომლის აღსრულებაც მან გთხოვა? მაგალითად, როგორ აღსრულდა შენს ცხოვრებაში დაპირებები მუხლი 88 -დან?
მოძღვრება და აღთქმები 84:106–110
ყველას შეუძლია შეეწიოს უფლის საქმეს.
რას სწავლობ ამ მუხლებიდან იმის შესახებ, თუ როგორ აღასრულებს უფალი თავის საქმეს? რა დარიგებასა და კურთხევებს პოულობ? ასევე შეგიძლია იფიქრო იმაზე, თუ როგორ მიიღე „ცოდნა თვინიერებით“, რადგან შენ მსახურობდი ადამიანთან ერთად, რომელიც იყო „სულით ძლიერი“ (შენი ოჯახის წევრების ჩათვლით).
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ლიახონა ამ თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
სატაძრო წეს-ჩვეულებები მეხმარება მოვემზადო, რათა ისევ ვიცხოვრო ზეციურ მამასთან ერთად.
-
იმისათვის, რომ დაეხმარო ბავშვებს, მოუთმენლად ელოდონ ტაძარში წასვლას, შენ შეგიძლია ტაძრის სურათისგან თავსატეხი შექმნა. თითოეული ნაწილის უკან შეგიძლია დაწერო რამე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ტაძარში, როგორიცაა წინაპრებისთვის მონათვლა, ოჯახთან ჩაბეჭდვა და უფალთან აღთქმების დადება. წაიკითხე მოძღვრება და აღთქმები 84:4–5 შენს ბავშვებთან ერთად და სთხოვე მათ მოუსმინონ, თუ რისი აშენება დააკისრა უფალმა წმინდანებს. ბავშვებთან ერთად თავსატეხის აწყობისას გაუზიარეთ ერთმანეთს, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება ტაძარში შესვლისთვის მოსამზადებლად.
მოძღვრება და აღთქმები 84:19–22
მე ვიღებ ზეციური მამის ძალას მღვდლობის წეს-ჩვეულებების საშუალებით.
-
იმისათვის, რომ ბავშვებს დაეხმარო გაიგონ, თუ რა არის წეს-ჩვეულება, შეგიძლია მათთან ერთად შეხედო მღვდლობის წეს-ჩვეულების რამდენიმე სურათს: Gospel Art Book, N. 103–8ან ამ კვირის გასართობი გვერდი. ჰკითხე მათ, რა ხდება თითოეულ სურათზე. შემდეგ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 84:19–22. რატომ სურს ზეციურ მამას, რომ ჩვენ მივიღოთ ეს წეს-ჩვეულებები? უთხარი ბავშვებს, როგორ იგრძენი ღვთის ძალა წეს-ჩვეულებების მიღებითა და აღთქმების დადებით. (ასევე იხილე „Priesthood Power, Authority, and Keys“ დანართში A ან დანართში B.)
მე იესოს მეგობარი ვარ, როდესაც მას მივყვები.
-
მოძღვრება და აღთქმები 84:77 -ს ერთად წაკითხვის შემდეგ შეეკითხე ბავშვებს, რას ნიშნავს, იყო მეგობარი. თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ კარგ მეგობრებზე. როგორ გვიჩვენებს იესო, რომ მას სურს, ვიყოთ მისი მეგობარი? როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ეს ჩვენც გვინდა? „I’m Trying to Be like [ვცდილობ, ვიყო მსგავსი იესოსი]“ -ს მსგავსი სიმღერა (ბავშვების სიმღერების კრებულიდან, 78-79) შეიძლება დაგეხმაროთ ამ საუბრის წარმართვაში.
ზეციური მამა ეხმარება თავის მსახურთ.
-
ბავშვებმა შეიძლება ისიამოვნონ იმის მოსმენით, თუ როგორ დაგეხმარნენ მისიონერები შენ, შენს ოჯახს ან შენს წინაპრებს სახარების მიღებაში. შემდეგ შენ შეგიძლია წაიკითხო განსაკუთრებული აღთქმა, რომელიც უფალმა დაუდო მისიონერებს მოძღვრება და აღთქმები 84:88-ში. შეიძლება ბავშვებმა იფიქრონ იმ ქმედებებზე, რომლებიც ამ მუხლს შეესაბამება. შეგიძლია გაუზიარო მათ იმ დროის შესახებ, როდესაც შენ ემსახურებოდი უფალს და იგრძენი, რომ ის შენთან იყო, როგორც ეს აღწერილი იყო მუხლი 88-ში. ასევე შეგიძლია დაეხმარო ბავშვებს იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ახლა იყვნენ მისიონერები. დაამოწმე, რომ ზეციური მამა გვეხმარება ვიცოდეთ, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სხვებთან იესო ქრისტეზე ვსაუბრობთ.
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.