Doctrine and Covenants 2025
4-10 აგვისტო: „დადექით წმინდა ადგილებში“: მოძღვრება და აღთქმები 85–87


„4–10 აგვისტო: „დადექით წმინდა ადგილებში“: მოძღვრება და აღთქმები 85–87“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 85–87“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025

ოჯახი უახლოვდება ტაძარს

4–10 აგვისტო: „დადექით წმინდა ადგილებში“

მოძღვრება და აღთქმები 85–87

შობას დროულია ისეთ გზავნილებზე მსჯელობა, როგორიცაა: „მშვიდობა ქვეყნად“ (იხილე ლუკა 2:14). მაგრამ 1832 წლის 25 დეკემბერს ჯოზეფ სმითის გონება ომის საფრთხით იყო დაკავებული. ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ კაროლინა აუჯანყდა მთავრობას და ომისთვის ემზადებოდა. უფალმა გაამხილა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: „ომი“, განაცხადა მან, „გადმოიღვრება ყოველ ერზე“ (მოძღვრება და აღთქმები 87:2). ისე ჩანდა თითქოს წინასწარმეტყველება მალე აღსრულდებოდა.

მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რამდენიმე კვირაში სამხრეთ კაროლინამ და შეერთებულმა შტატებმა კომპრომისს მიაღწიეს და ომი თავიდან აიცილეს. წინასწარმეტყველება ყოველთვის არ სრულდება იმ დროს ან ისე, როგორც ჩვენ მოველით. დაახლოებით 30 წლის შემდეგ, ჯოზეფ სმითის მოწამეობიდან დიდი ხნის მერე, სამხრეთი კაროლინა აჯანყდა და ამას სამოქალაქო ომი მოჰყვა. დღეს ომი მთელ მსოფლიოში ისევ იწვევს „მიწის [მცხოვრებთა გლოვას]“ (მოძღვრება და აღთქმები 87:6). ამ გამოცხადების ღირებულება მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ წინასწარ განვჭვრიტოთ, როდის დადგება უბედურების ჟამი, არამედ იმაში, თუ რა გავაკეთოთ, როდესაც ის დადგება. რჩევა იგივეა 1831, 1861 და 2025 წლებში: „დადექით წმინდა ადგილებში და იყავით ურყევნი“ (მუხლი 8).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 85:1–2

უფალს სურს, მე „[ვაწარმოო] … ისტორია“.

აღნიშნე, თუ რა უნდოდა უფალს, რომ ყოფილიყო გათვალისწინებული „ისტორია[ში]“, რომელიც აღწერილია მოძღვრება და აღთქმები 85:1–2-ში. რას ფიქრობ, რატომ სურს უფალს, რომ მისმა წმინდანებმა აწარმოონ ისტორია? რა შეიძლება ჩაწერო შენი „ცხოვრების წესის შესახებ, … რწმენაზე [და] საქმიანობაზე“, რაც შეიძლება კურთხევა იყოს შენთვის და მომავალი თაობისათვის? როგორ დაგეხმარება პირადი ისტორიის აღწერა ქრისტესთან მიახლოებაში?

ასევე იხილე “Journals: ‘Of Far More Worth than Gold,’” Teachings of Presidents of the Church: Wilford Woodruff (2022), 125–33; “Turning Hearts” (ვიდეო),ChurchofJesusChrist.org.

3:6

Turning Hearts

მოძღვრება და აღთქმები 85:6

სულიწმინდა საუბრობს „წყნარი, ჩუმი ხმ[ით]“.

იმსჯელე სიტყვებზე, რომლებიც ჯოზეფ სმითმა გამოიყენა სულიწმინდის აღსაწერად მოძღვრება და აღთქმები 85:6-ში. რა გაგებით არის სულიწმინდის ხმა „წყნარი“ და „ჩუმი“? გაითვალისწინე ეს დამატებითი აღწერილობები, რომლებიც ჯოზეფ სმითის საშუალებით გადმოგვეცა: მოძღვრება და აღთქმები 6:22–24; 8:2–3; 9:7–9; 11:12–13; 128:1. როგორ გელაპარაკება სულიწმინდა?

ასევე იხილე ლუკა 24:32; მოსია 5:2; ალმა 32:28; ჰელამანი 5:30; მოძღვრება და აღთქმები 6:22–23; 11:12–13.

მიმართე თვალსაჩინო გაკვეთილებს. ადამიანებს სახარების გაკვეთილები უფრო კარგად ამახსოვრდებათ, როდესაც ისინი ხედავენ ან მონაწილეობენ თვალსაჩინო გაკვეთილებში, რომლებიც მიმდინარე თემატიკაზეა აწყობილი. მაგალითად, როდესაც ასწავლი სულიწმინდის საუბრის შესახებ წყნარი და ჩუმი ხმით, შესაძლებელია დაუკრა რაიმე ჩანაწერი რბილი, წმინდა მუსიკისა და მოსწავლეებმა ისაუბრონ, თუ რა გრძნობებს ბადებს ეს მუსიკა მათში და რამდენად უფრო რთული იქნებოდა, გონების გამფანტავი ხმაური რომ ახლდეს თან. ამან შეიძლება, გამოიწვიოს საუბარი ყურადღების გაფანტვის შესახებ, რაც ხელს გვიშლის წყნარი და ჩუმი ხმის გაგებაში.

ახალგაზრდა ქალი კითხულობს წმინდა წერილებს

წმინდა წერილები აღწერს ხმას სულიწმინდისა როგორც წყნარსა და ჩუმს.

მოძღვრება და აღთქმები 86

უკანასკნელ დღეებში მართალნი შეიკრიბებიან ქრისტესთან.

მოძღვრება და აღთქმები 86 მოიცავს „ხორბლისა და ღვარძლის“ იგავის ინტერპრეტაციას, რომელიც გადმოცემულია მათე 13:24–30, 37–43-ში. როდესაც ამ იგავის მნიშვნელობას სწავლობ, გაითვალისწინე ასეთი ცხრილის შევსება:

სიმბოლოები

შესაძლო მნიშვნელობები

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

სიმბოლოები

თესლის დამთესავნი

შესაძლო მნიშვნელობები

წინასწარმეტყველნი და მოციქულნი

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

რა სახის „თესლს“ თესავენ წინასწარმეტყველები და მოციქულები?

სიმბოლოები

მტერი

შესაძლო მნიშვნელობები

სატანა

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

როგორ ცდილობს მტერი უფლის საქმის შეჩერებას?

სიმბოლოები

შესაძლო მნიშვნელობები

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

სიმბოლოები

შესაძლო მნიშვნელობები

კითხვები, რომლებზეც შეიძლება იმსჯელო

აი რამდენიმე დამატებითი კითხვა, რომელიც შეიძლება გაითვალისწინო:

  • იგავის ახსნის შემდეგ, უფალმა ისაუბრა მღვდლობაზე, აღდგენასა და თავისი ხალხის ხსნაზე (იხილე მუხლები 8–11). რა კავშირებს ხედავ ამ თემებსა და ხორბლისა და ღვარძლის იგავს შორის?

  • როგორია შენი როლი, როგორც „სინათლედ წარმართთათვის“ და „[უფლის] ხალხის … მხსნელ[ის]“? (მუხლები 11).

მოძღვრება და აღთქმები 87

სემინარიის ხატულა
მშვიდობა არის „წმინდა ადგილებში“.

წინასწარმეტყველება ნაწილი 87 -დან გვაფრთხილებს ფიზიკური საფრთხეების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია უკანასკნელი დღეების ომთან. თუმცა რჩევა ამ გამოცხადებაში ასევე ეხება სულიერ საფრთხეებს. იმსჯელე შემდეგი სახის კითხვებზე:

  • წინასწარმეტყველება არის ღმერთის მიერ წინასწარმეტყველისთვის განდობილი გამოცხადება, როგორც წესი, მომავლის შესახებ. რა არის რამდენიმე მაგალითი წინასწარმეტყველებისა, რომლებიც ძველმა და თანამედროვე წინასწარმეტყველებმა გადმოგვცეს? (იხილე იოანე 3:14; მოსია 3:5; ჰელამანი 14:2–6). როგორ აღსრულდა ისინი? (იხილე ლუკა 23:33; მათე 15:30–31; 3 ნეფი 1:15–21).

  • რა არის ღმერთის წინასწარმეტყველების მიერ გადმოცემული წინასწარმეტყველებების მიღების კურთხევები?

ამ ფიქრებით წაიკითხე 87-ე ნაწილი. (ისტორიული კონტექსტისთვის, შეიძლება, ასევე წაიკითხო ამ მონაკვეთის შესავალი.) რას სწავლობ წინასწარმეტყველების შესახებ ამ გამოცხადებიდან და იმის შესახებ, თუ რა გზით აღსრულდა იგი? რას ეტყოდი მეორე ადამიანს, რომელსაც ეჭვი შეაქვს წინასწარმეტყველებაში, იმიტომ რომ ის დაუყოვნებლივ არ აღსრულდა?

რა რჩევას გვაძლევს უფალი მუხლი 8-ში? რომელია ის „წმინდა [ადგილები]“, სადაც შენ პოულობ მშვიდობასა და უსაფრთხოებას? რა აქცევს ადგილს წმინდად? ფიზიკური ადგილების გარდა შეიძლება იყოს წმინდა დრო, წმინდა პრაქტიკა ან წმინდა აზრები, რომლებსაც მშვიდობის უზრუნველყოფა შეუძლიათ. მაგალითად, ღმერთის წინასწარმეტყველების სიტყვები როგორ შეიძლება შენთვის იყოს წმინდა ადგილი? რას ნიშნავს „დადექით“ ამ ადგილებში და „იყავით ურყევნი“?

ასევე იხილეთ „Where Love Is [სადაც არის სიყვარული]“, საბავშვო სიმღერების კრებული; 138–39; Saints, 1:163–64; “Peace and War,” Revelations in Context, 158–64.

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ლიახონა -ს ამ თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 03

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 85:6

სულიწმინდა საუბრობს „წყნარი, ჩუმი ხმ[ით]“.

  • რას უპასუხებდნენ შენი ბავშვები, ვინმეს რომ ეკითხა მათთვის, თუ როგორ გრძნობენ, როდესაც სულიწმინდა ელაპარაკება მათ? სთხოვე მათ, წაიკითხონ, თუ როგორ აღწერა ჯოზეფ სმითმა სულიწმინდის ხმა მოძღვრება და აღთქმები 85:6-ში. შემდეგ მათ შეუძლიათ ივარჯიშონ ხმადაბლა საუბარში და მოსმენაში. ასევე შეიძლება გაუზიარო გამოცდილება, როდესაც სულიწმინდა დაგელაპარაკა წყნარი და ჩუმი ხმით.

  • რათა დაეხმაროთ ბავშვებს, გაიგონ ფრაზა „წყნარი და ჩუმი ხმით“ შეგიძლიათ, ჩუმად დაუკრათ საბავშვო სიმღერა, მაგალითად: „The Holy Ghost [სულიწმინდა]“ (საბავშვო სიმღერების კრებული, 105). სთხოვეთ რომელიმე ბავშვს გამოიცნოს, რა სიმღერაა ეს, როცა სხვა ბავშვები ყურადღების გაფანტვის მიზნით ხმაურობენ. შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ სიმღერა ხმაურის გარეშე. რა „ხმაური“ შეიძლება მოვაცილოთ ჩვენი ცხოვრებიდან, რათა სულიწმინდა უფრო ხშირად შევიგრძნოთ?

მოძღვრება და აღთქმები 86

მე შემიძლია ღმერთის ხალხის შეკრებაში დახმარება.

  • რათა დაეხმარო ბავშვებს გაიგონ იგავი, რომელიც აღწერილია 86-ე ნაწილი-ში შეგიძლია მოამზადო ხორბლისა და ღვარძლის რამდენიმე პატარა სურათი და ნახატი და ოთახის სხვადასხვა კუთხეში დამალო ისინი. აუხსენი ბავშვებს იგავი ხორბლისა და ღვარძლის შესახებ (იხილე მათე 13:24–30) და ერთად წაიკითხეთ უფლის კომენტარი მოძღვრება და აღთქმები 86:1–7-ში. შემდეგ ბავშვებმა შეიძლება იპოვონ ხორბლის დამალული სურათები და დაწერონ მათზე იმ ადამიანის სახელი, რომლის „შეკრებაც“ შეუძლიათ იესო ქრისტესთან. რას ნიშნავს იესო ქრისტესთან ხალხის შეკრება? რა საშუალებებით შეგვიძლია ამის გაკეთება?

მოძღვრება და აღთქმები 86:11

მე შემიძლია, ვიყო ნათელი სხვებისთვის.

  • აი, რამდენიმე შეკითხვა, რომელიც შეგიძლია, დაუსვა ბავშვებს, როდესაც განიხილავ მოძღვრება და აღთქმები 86:11-ს: როგორ გვაკურთხებს ნათელი? რას ნიშნავს, როდესაც არ გვაქვს ნათელი? როგორ შეიძლება ვიყოთ ნათელი სხვებისთვის? დაეხმარე ბავშვებს, მოიფიქრონ, თუ რა გზით შეიძლება „[დავრჩეთ იესოს] სიკეთეში“ და გავუზიაროთ ის სხვებს.

მოძღვრება და აღთქმები 87:6, 8

მე შემიძლია „[ვიდგე] წმინდა ადგილებში“.

  • ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 87:6 რათა შეიტყოთ იმის შესახებ, რაც უფლის თანახმად, უკანასკნელი დღეების დროს აღსრულდება. შემდეგ შეგიძლია ისაუბრო იმ დაბრკოლებებზე, რომლებსაც შენ და ბავშვები უპირისპირდებით. მუხლი 8-ში რას ამბობს უფალი, რა შეიძლება გავაკეთოთ რთულ დროს?

  • დაეხმარე ბავშვებს, ჩამოთვალონ წმინდა ადგილები, წმინდა აზრები და წმინდა ქმედებები, რომლებიც მათ სულიერ საფრთხესთან დაპირისპირებაში დაეხმარება. იდეებისთვის, იხილეთ ვიდეო „Standing in Holy Places [წმინდა ადგილებში დგომა]“ და „დადექით წმინდა ადგილებში — აყვავდით, სადაც დანერგილი ხართ“ (სახარების ბიბლიოთეკა).

    5:36

    Standing in Holy Places

    4:36

    Stand Ye in Holy Places - Bloom Where You’re Planted

დედა თავის ბავშვს ტაძარს უჩვენებს

ტაძარი წმინდა ადგილია.

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.

ხორბალი ყანაში

უფალი კრებს თავის ხალხს, როგორც ხორბალს.

გასართობი გვერდი ბავშვებისთვის