„21–27 ივლისი: „მას, ვისაც ბევრი ებოძა, ბევრიც მოეთხოვება“: მოძღვრება და აღთქმები 81–83“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 81–83“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025
დეტალი ნახატიდან ქრისტე და მდიდარი ჭაბუკი, ჰაინრიხ ჰოფმანის მიერ
21–27 ივლისი: „მას, ვისაც ბევრი ებოძა, ბევრიც მოეთხოვება“
მოძღვრება და აღთქმები 81–83
1832 წლის მარტში უფალმა მოუწოდა ჯესი გაუსს, ყოფილიყო ჯოზეფ სმითის მრჩეველი მღვდელმთავართა პრეზიდენტობაში (ამჟამინდელი პირველი პრეზიდენტობა). მოძღვრება და აღთქმები 81 ეხება გამოცხადებას, ძმა გაუსის ახალი მოწოდების შესახებ. თუმცა ჯესი გაუსმა ერთგულად არ იმსახურა და ფრედერიკ გ. უილიამსსმოუწოდეს, შეეცვალა იგი. ძმა უილიამსის სახელი ძმა გაუსის სახელს შეენაცვლა გამოცხადებაში.
ეს შეიძლება პატარა დეტალი გეგონოთ, მაგრამ ის მოიცავს მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: მოძღვრება და აღთქმებში წარმოდგენილი გამოცხადებების უმრავლესობა მიემართება კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, ისინი ჩვენს თავს მივუსადაგოთ (იხილე 1 ნეფი 19:23). როდესაც ვკითხულობთ უფლის მიერ ფრედერიკ გ. უილიამსის დარიგებას, „განუმტკიცე სუსტი მუხლი“, ვიფიქროთ ადამიანზე, რომელიც შეგვიძლია გავაძლიეროთ (მოძღვრება და აღთქმები 81:5). როდესაც ვკითხულობთ უფლის მოწოდებას გაერთიანებული ფირმის წევრებისადმი, რათა „იყოთ ამ აღთქმით დავალებულნი“, შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი საკუთარი აღთქმები. და შეგვიძლია, წავიკითხოთ მისი დაპირება „მე, უფალს, მაკისრია ვალდებულება, როდესაც ასრულებთ, რასაც ვამბობ“, თითქოს უფალი გვესაუბრებოდეს ჩვენ (მოძღვრება და აღთქმები 82:10, 15). ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია, რადგან უფალმა განაცხადა „რასაც ვეუბნები ერთს, ვეუბნები ყველას:“ (მუხლი 5).
იხილე “Newel K. Whitney and the United Firm,” “Jesse Gause: Counselor to the Prophet,” Revelations in Context, 142–47, 155–57.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მოძღვრება და აღთქმები 81:4–5; 82:18–19
„მოუტან უდიდეს სიკეთეს შენს ახლობლებს“.
მოძღვრება და აღთქმები 81–83-ს რამდენიმე ნაწყვეტში უფალი მოგვიწოდებს, დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს ჩვენ გარშემო. როდესაც მათ ნახავ, შეგიძლია მონიშნო ეს ნაწყვეტები. ერთ-ერთი ყველაზე გამომსახველობითი მაგალითი არის მოძღვრება და აღთქმები 81:4–5. აი, ზოგიერთი კითხვა, რომელიც დაგეხმარება ამ მუხლებზე მსჯელობისას:
-
როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს „სუსტი“? რას ნიშნავს მათი „დახმარება“? სხვების მიერ ქრისტესმიერი მსახურება როდის დამეხმარა სისუსტის დროს?
-
რამ შეიძლება გამოიწვიოს, ხატოვნად რომ ვთქვათ, ადამიანის „ძირს დაშვებული ხელები“? როგორ შეიძლება ამ ხელების „[ზეაღმართვა]“?
-
რას ნიშნავს „სუსტი მუხლი“? როგორ შეიძლება მისი განმტკიცება?
როგორ აკეთებს მხსნელი ყოველივე ამას შენთვის?
იქნებ ამ მუხლის სწავლამ გაგახსენოს ვინმე, ვისაც შეიძლება „დაეხმარო“, „ზეაღმართო“ და „განამტკიცო“. რას გააკეთებ, რომ ემსახურო ამ ადამიანს?
სხვა რა ისწავლე სხვების მსახურების შესახებ მოძღვრება და აღთქმები 82:18–19-ში? შეგიძლია ასევე უყურო ვიდეოს “Teachings of Thomas S. Monson: Rescuing Those in Need.” (სახარების ბიბლიოთეკა). ეპისკოპოს მონსონის მეურვეობის წევრები როგორ გვიჩვენებენ, რასაც გვასწავლის ეს მუხლები?
Teachings of Thomas S. Monson: Rescuing Those in Need
ასევე იხილე იაკობი 2:17–19; მოსია 18:8–9; “Works of God” (ვიდეო), ChurchofJesusChrist.org.
Works of God
კარლ ჰაინრიხ ბლოხი (1834–1890), ქრისტე კურნავს სნეულს ბეთ-ხაზდასთან, 1883, ზეთი ტილოზე 256 სმ x 319 სმ. ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი, ნაყიდია ჯეკ რ. და მერი ლოის უითლის ფულადი სახსრებით, 2001.
მხსნელმა მომცა მე ბევრი და მოითხოვს ბევრს ჩემგან.
ამ მუხლის წაკითხვამ შეიძლება გიბიძგოს, კიდევ ერთხელ დაფიქრდე, თუ რა მოგცა უფალმა — როგორც ფიზიკური, ისე სულიერი კურთხევები. გახსოვდეს ეს, როდესაც წაიკითხავ ნაწილი 82-ს დანარჩენს. როგორ ფიქრობ, რას მოითხოვს ღმერთი შენგან?
ასევე იხილეთ „რამეთუ მე მებოძა ბევრი“, საგალობლები, N. 219.
მცნებები არის ჩვენ მიმართ ღმერთის სიყვარულის მტკიცებულება.
თუ შენ ან შენი ნაცნობი ადამიანი ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ გვაძლევს უფალი ამდენ მცნებას, მოძღვრება და აღთქმები 82:8–10 დაგეხმარება. ამ მუხლებიდან რომელი მოსაზრება შეიძლება დაგეხმაროს ახსნა, რატომ ასრულებ უფლის მცნებებს? რას შეიძლება შეადარო მცნებები, რომლებიც დაგეხმარება? შენ შეიძლება ნახო დამატებითი მოსაზრებები მოძღვრება და აღთქმები 1:37–38; 130:20–21 -ში და ვიდეო „კურთხეული და ბედნიერია ის, ვინც იცავს ღვთის მცნებებს“ (სახარების ბიბლიოთეკა). რა გამოცდილებებმა გასწავლა, დაგენახა მცნებები, როგორც კურთხევა?
Blessed and Happy Are Those Who Keep the Commandments of God
იფიქრე ზოგიერთ მცნებაზე, რომელიც ღმერთმა მოგცა. რა გასწავლა ამ მცნებებმა ღმერთისა და მისი ნების შესახებ? (იხილე მუხლი 8). როგორ იმოქმედა შენს ცხოვრებაზე ამ მცნებების დაცვამ?
რას სწავლობ უფლის შესახებ მუხლი 10-დან? რას ფიქრობ, რას ნიშნავს უფლისთვის იყო „დავალებუ[ლი]“? (ასევე იხილე მუხლი 15).
როგორ შეასრულა უფალმა თავისი აღთქმები შენს ცხოვრებაში? რას ეტყოდი ადამიანს, რომელიც არ არის მოტივირებული, დაიცვას მცნებები, რადგან მას არ მიუღია ის კურთხევები, რომელთა იმედიც ჰქონდა? უხუცეს დ. ტოდ კრისტოფერსონის გზავნილში – „ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან“ – პოულობ რამე სასარგებლო მოსაზრებას? (Liahona, მაისი, 2022, 78–80).
ასევე იხილე თემები და კითხვები, “Commandments,” სახარების ბიბლიოთეკა.
უფალი გვაკურთხებს თავისი განსაცვიფრებელი გზებით.
და ვირჯინია ჰ. პირსმა, ახალგაზრდა ქალების გენერალური პრეზიდენტობის ყოფილმა წევრმა, ისაუბრა ქალზე, რომელიც ძალიან ღელავდა თავის შვილებზე, მათ მიერ უსამართლო არჩევნის გაკეთების გამო. მღელვარებისას მან სცადა ყველაფერი, რაც შეეძლო, რათა მიეღო უფლის კურთხევები მათ სახელზე. მხურვალე ლოცვის გარდა, მან დაისახა ამბიციური მიზანი, მოეხშირებინა ტაძარში სიარული და სჯეროდა, რომ უფალი ამ მსხვერპლს დაუფასებდა იმით, რომ მის შვილებს თვალსაზრისი შეეცვლებოდათ. ქალმა განაცხადა:
„ტაძარში სიარულის მოხშირებიდან ათი წლისა და გამუდმებული ლოცვების მერე სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩემი შვილების არჩევანი არ შეცვლილა. …
„მაგრამ მე შევიცვალე. მე სხვა ქალი ვარ. … მე უფრო რბილი გული მაქვს. მე თანაგრძნობით სავსე ვარ. მე შემიძლია გავაკეთო უფრო მეტი და ვარ თავისუფალი შიშისგან, მღელვარებისგან, დანაშაულისგან და ბრალისგან. მე დავთმე ჩემი დროის შეზღუდვები და შემიძლია უფალს დაველოდო. მე ხშირად ვარ უფლის ძალის მოწმე. უფალი გზავნის წყალობას, პატარა გზავნილებს, რომლებიც ადასტურებს მის სიყვარულს ჩემ და ჩემი შვილების მიმართ. ჩემი მოლოდინები შეიცვალა. ნაცვლად იმისა, რომ მოველოდე, რომ ჩემი შვილები შეიცვლებიან, მე მოველი ამ ხშირ სათუთ წყალობებს და მათი ძალიან მადლიერი ვარ. …
„ჩემი ლოცვები შეიცვალა. მე გამოვხატავ მეტ სიყვარულს და უფრო მადლიერი ვარ. … უფალი მოქმედებს საკვირველი გზებით და მე ჭეშმარიტად აღსავსე ვარ მშვიდობით, რომელიც ყოველგვარ გონებს აღემატება“ (“Prayer: A Small and Simple Thing,” At the Pulpit [2017], 288–89).
„იქნებიან ქვრივები და ობლები უზრუნველყოფილნი“.
1832 წლის აპრილში უფლის მითითების თანახმად, ჯოზეფ სმითმა იმოგზაურა დაახლოებით 1288 კილომეტრი, რათა მოენახულებინა წმინდანები, რომლებიც მისურიში იყვნენ შეკრებილნი (იხილე მოძღვრება და აღთქმები 78:9). ვიდრე იქ იყო, მან მოინახულა თემი, სადაც რამდენიმე ქვრივი შვილებს მარტო ზრდიდა. მათ შორის იყო ფიბი პეკი და ანა როჯერსი, რომლებსაც წინასწარმეტყველი პირადად იცნობდა. 1830-იან წლებში მისურიში, კანონმდებლობა ქვრივებს გარდაცვლილი მეუღლეების ქონებაზე შეზღუდულ უფლებებს ანიჭებდა. რას იგებ ნაწილი 83 -დან იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს უფალი ქვრივებსა და ობლებზე? იცი ვინმე ამ მდგომარეობაში, რომელსაც დაეხმარება შენი სიყვარული ან ზრუნვა? როგორ შეგიძლია უწილადო ქვრივებს, ობლებს, მარტოხელა დედებსა და სხვა გაჭირვებულებს შენი ქონებიდან?
ასევე იხილე ესაია 1:17; იაკობი 1:27.
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდათა გასაძლიერებლად და ლიახონას ამ თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მე ვლოცულობ ღვთის მიმართ „ხმამაღლა და გულში“.
-
როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 81:3 -ს შენს ბავშვებთან ერთად, დაეხმარე მათ, მოიფიქრონ სხვადასხვა „საჯარო“ და „კერძო“ ადგილები, სადაც შეიძლება ლოცვა. ასევე შეგიძლია მოუსმინო ან იმღერო მათთან ერთად საგალობელი ლოცვის შესახებ, მაგალითად: „თუ იფიქრე ლოცვაზე“ (საგალობლები, გვ. 48). ერთმანეთს გაუზიარეთ რამე საგალობლიდან, რომელიც ასწავლის მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას ლოცვის შესახებ. ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ მოწიწებული საუბრის შესახებ ზეციურ მამასთან.
-
იმისათვის, რომ წაახალისო ბავშვები, გულში ილოცონ, შეგიძლია მისცე მათ ქაღალდის გულები და მოუწოდო, დახატონ ან დაწერონ ის, რის შესახებაც სურთ, ილოცონ მამაზეციერის წინაშე. დაამოწმე, რომ მამაზეციერმა იცის, რას ვფიქრობთ და ვგრძნობთ და მას შეუძლია შეისმინოს ჩვენი ლოცვები მაშინაც კი, როცა ჩვენ მათ ხმამაღლა არ წარმოვთქვამთ. როდესაც გულში ილოცე და მამაზეციერმა შეისმინა, შეგიძლია ეს გამოცდილება მათ გაუზიარო.
უფალს სურს, რომ დავეხმარო გაჭირვებულ ადამიანებს.
-
შენს ბავშვებთან ერთად დახატე ხელები და მუხლები და სთხოვე მათ, იპოვონ სხეულის ეს ნაწილები მოძღვრება და აღთქმები 81:5-ში. რის გაკეთებას ითხოვს უფალი ჩვენგან ამ მუხლში? შეგიძლიათ ერთმანეთს გაუზიაროთ, თუ რა გზებით გაუძლიერებიხართ ადამიანებს „[დაუძლურების]“ ან „[სისუსტის]“ დროს. ვიდეოს „გადაეცით“ (ChurchofJesusChrist.org) შეუძლია, მიაწოდოს ბავშვებს იდეები, თუ როგორ ემსახურონ სხვებს. ასევე შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა მსახურების შესახებ, მაგალითად: „Have I Done Any Good?“ (ჰიმნები, N. 223). დაეხმარე ბავშვებს დაგეგმონ, რომ სულ მცირე ერთ ადამიანს მაინც დაეხმარონ ამ კვირაში.
2:18Pass It On
-
ასევე შეგიძლია, გამოიყენო სურათები და ვიდეოები, რათა მოჰყვე მარტივ ისტორიებს, თუ როგორ ეხმარებოდა იესო ქრისტე სხვებს (იხილე სურათები; Gospel Art Book, N. 41, 42, 46, 47, 55, ან რომელიმე ბიბლიის ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში). როგორ შეიძლება, მივყვეთ მხსნელის მიერ სხვების დახმარების მაგალითს?
ჩვენ შეგვიძლია, დავუკავშირდეთ გაჭირვებულ ადამიანებს, როგორც ეს მხსნელმა გააკეთა.
დაეხმარე ბავშვებს, მიიღონ საკუთარი შთაგონება. სწავლება ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე ჭეშმარიტების გაზიარებას — ის ნიშნავს სხვა ადამიანების დახმარებას, გახდნენ დამოუკიდებელი მოსწავლენი. იმის ნაცვლად, რომ ბავშვებს უბრალოდ უთხრა, როგორ ემსახურონ სხვებს, მაგალითისათვის, წაახალისე, ეძიონ უფლის დარიგება, რათა იცოდნენ, ვის დაეხმარონ.
მამაზეციერი მპირდება კურთხევებს, როცა ვცდილობ, დავემორჩილო მას.
-
შენ და ბავშვებმა შეიძლება ჩაიხედოთ მოძღვრება და აღთქმები 82:8–10 -ში პასუხებისთვის კითხვაზე „რატომ გვაძლევს მამაზეციერი მცნებებს?“ კარგი იქნება, დაეხმარო ბავშვებს, მოიფიქრონ მაგალითები მისი მცნებებისა (იხილე, მაგალითად: გამოსვლა 20:4–17; მათე 22:37–39; მოძღვრება და აღთქმები 89:5–17). შეიძლება დაგეხმაროთ, თუ შენ და ბავშვები იპოვით ან დახატავთ სურათებს, რათა წარმოადგინოთ რამდენიმე მათგანი. როგორც გვიჩვენებს ზეციური მამის მცნებები მის სიყვარულს ჩვენ მიმართ?
-
შესაძლებელია, მარტივი თამაში დაეხმაროს ბავშვებს, დაინახონ ღმერთის მცნებები როგორც კურთხევები და არა როგორც ტვირთი. ერთმა ადამიანმა, შეიძლება, მიაწოდოს მითითებები მეორეს, რომელიც თვალებახვეულია, რათა დაეხმაროს მას, მაგალითად სენდვიჩის გაკეთებაში ან სურათის დახატვაში. მოიფიქრე რამე მხიარული და შემოქმედებითი! შემდეგ ისაუბრე იმაზე, თუ როგორ ჰგავს ღვთის მცნებები მითითებებს ამ თამაშში.
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.