„აღდგენის ხმები: „ხილვის“ დამოწმებანი“ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„„ხილვის“ დამოწმებანი“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
აღდგენის ხმები: „ხილვის“ დამოწმებანი
ვილფორდ ვუდროფი
ვილფორდ ვუდროფი ეკლესიას 1833 წლის დეკემბერში შეუერთდა, დაახლოებით 2 წლის მას შემდეგ, რაც ჯოზეფ სმითსა და სიდნეი რიგდონს ხილვა ექნებოდათ, რომელიც ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმები 76-ში. ის მაშინ ნიუ-იორკში ცხოვრობდა და „ხილვის“ შესახებ იქ მომსახურე მისიონერებისგან გაიგო. წლების შემდეგ, იგი საუბრობდა საკუთარ შთაბეჭდილებებზე ამ გამოცხადების შესახებ:
„მე ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ არსებობდა ერთი სამოთხე და ერთი ჯოჯოხეთი და რომ ბოროტთ ჰქონდათ ერთი სასჯელი და მართალთ – ერთი ბრწყინვალება. …
„… როდესაც მე წავიკითხე ხილვა … , მან გაანათა ჩემი გონება და მომანიჭა დიდი სიხარული; გავიგე, რომ ღმერთი, რომელმაც ეს წესი გაუმხილა ადამიანს, იყო ბრძენი, სამართლიანი და ჭეშმარიტი, ფლობდა საუკეთესო თვისებებს და კარგ აზროვნებასა და ცოდნას; ვგრძნობდი, ის იყო თანმიმდევრული როგორც სიყვარულში, შეწყალებასა და სამართლიანობაში, ისე განსჯაში და ვგრძნობდი, რომ მიყვარდა უფალი იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ჩემს ცხოვრებაში.
„„ხილვა“ [არის] გამოცხადება, რომელიც მეტ ნათელს ჰფენს, ავლენს მეტ ჭეშმარიტებასა და წესს, ვიდრე ნებისმიერი გამოცხადება, რომელიც ასახულია ჩვენ მიერ ოდესმე წაკითხულ ნებისმიერ სხვა წიგნში. ეს აიოლებს ჩვენს წარმოდგენას ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, თუ საიდან მოვდივართ, რატომ ვართ აქ და სად მივდივართ. ამ გამოცხადების საშუალებით ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გაიგოს, თუ რა იქნება მისი როლი და მდგომარეობა“.
„ვიდრე ჯოზეფს ვნახავდი ვთქვი, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ხნისა იყო, მოხუცი თუ ახალგაზრდა; არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ გამოიყურებოდა ის — მისი თმა გრძელი იყო თუ მოკლე; ადამიანი, რომელმაც გადასცა ეს გამოცხადება [ჩაწერილი ხილვა ნაწილი 76-ში] იყო ღვთის წინასწარმეტყველი. მე ეს თავად ვიცოდი“.
ფიბი ქროსბი პეკი
როდესაც ფიბი პეკმა გაიგო ჯოზეფისა და სიდნეის სწავლება „ხილვის“ შესახებ, ის მისურიში ცხოვრობდა და ხუთ შვილს მარტო ზრდიდა. ამ ხილვამ მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა და ისეთი შთამაგონებელი იყო მისთვის, რომ მან თავის ოჯახს მისწერა, რაც ესწავლა:
„უფალი თავის შვილებს ზეციური სასუფევლის საიდუმლოებებს უცხადებს. … ჯოზეფ სმითმა და სიდნეი რიგდონმა მოგვინახულეს გასულ ზაფხულს და ვიდრე აქ იყვნენ, ბევრი მხიარული შეხვედრა გვქონდა და ჩვენ თვალწინ ბევრი საიდუმლო გამომჟღავნდა, რამაც დიდად მანუგეშა. ღმერთის შემწყნარებლობა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც თავისი შვილებისთვის მშვიდობის საცხოვრისისთვის მზადება. და ვინც არ მიიღებს სახარების ამ სისრულეს და არ წარდგება, როგორც მამაცი ჯარისკაცი ქრისტეს სახელით, ვერ იცხოვრებს მამისა და ძის გარემოცვაში. თუმცა არის ადგილი, რომელიც გამზადებულია ყველასთვის, ვინც ვერ იღებს მას, მაგრამ ეს არის ნაკლები ბრწყინვალების ადგილი, ვიდრე საცხოვრებელი ცელესტიალურ სასუფეველში. მე აღარ ვეცდები ვთქვა მეტი ამის შესახებ, რადგან ეს ახლა იბეჭდება და გადაეცემა მთელ მსოფლიოს. შეიძლება, თქვენ გქონდეთ შესაძლებლობა, თავად წაიკითხოთ და თუ ამას გააკეთებთ, იმედია, წაიკითხავთ ფრთხილი და ლოცვით აღსავსე გულით, რადგან ეს ყოველივე ღირსია შენიშვნისა. მე მსურს, შეისწავლოთ ისინი, რადგან ეს არის ის, რაც გვაძლევს ბედნიერებას ამქვეყნად და მომავალ სამყაროში“.