Doctrine and Covenants 2025
7–13 ივლისი: „დიადი იქნება მათი ჯილდო და მარადიული იქნება მათი დიდება“: მოძღვრება და აღთქმები 76


„7–13 ივლისი: „დიადი იქნება მათი ჯილდო და მარადიული იქნება მათი დიდება“: მოძღვრება და აღთქმები 76“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 76“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

გალაქტიკის სურათი

Refuge [თავშესაფარი], შეილინ ეიბელის მიერ

„დიადი იქნება მათი ჯილდო და მარადიული იქნება მათი დიდება“

მოძღვრება და აღთქმები 76

„რა მომივა სიკვდილის შემდეგ?“ თითქმის ყველა ადამიანს უჩნდება ეს შეკითხვა ამ თუ სხვა ფორმით. საუკუნეთა განმავლობაში ბიბლიურ სწავლებებზე დამყარებული ბევრი ქრისტიანული ტრადიცია ასწავლიდა ზეცისა და ჯოჯოხეთის შესახებ. სამოთხე მართალთათვის და ტანჯვა ბოროტთათვის. მაგრამ შესაძლებელია, რომ კაცობრიობა ასე მკაცრად იყოს გაყოფილი? 1832 წლის თებერვალში, ჯოზეფ სმითი და სიდნეი რიგდონი დაინტერესდნენ, თუ შეიძლებოდა უფრო მეტი სცოდნოდათ ამ საკითხის შესახებ (იხილე მოძღვრება და აღთქმები 76, სათაური).

და რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იყო. მაშინ, როცა ჯოზეფი და სიდნეი მსჯელობდნენ ამ საკითხებზე, „უფალი შეეხო [მათი] ცნობიერების თვალებს და ისინი [აეხილათ]“ (მუხლი 19). მათ მიიღეს გამოცხადება - ისეთი განსაცვიფრებელი, იმდენად ვრცელი და გამაბრწყინებელი, რომ წმინდანებმა მას უბრალოდ „ხილვა“ უწოდეს. მან გახსნა ზეცის ფანჯრები და ღვთის შვილებს მისცა გონების გამხსნელი თვალსაზრისი მარადისობაზე. ამ ხილვამ გამოავლინა, რომ ზეცა უფრო დიდებული და ფართოა და უფრო ყოვლისმომცველი, ვიდრე ადამიანების უმეტესობა ადრე ფიქრობდა. ღმერთი უფრო მოწყალე და სამართლიანია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ამის გაგება. და ღვთის შვილებს აქვთ მარადიული დანიშნულება იმაზე დიდებული, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

იხილე Saints, 1:147–50; “The Vision,” Revelations in Context, 148–54.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 76

სემინარიის ხატულა
ხსნა მოდის იესო ქრისტეს, ღვთის ძის მეშვეობით.

ნაწილი 76 ავლენს მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს ჩვენი მარადიული დანიშნულების შესახებ, მაგრამ არასრული იქნება იმის თქმა, რომ ეს გამოცხადება ბრწყინვალების სამ სასუფევლის ან თუნდაც მხოლოდ ხნსის გეგმის შესახებაა. უფრო სწორედ, ნაწილი 76 ეხება იესო ქრისტეს, რომელიც ახორციელებს ღვთიურ გეგმას ჩვენი ხსნისა და მარადიული დიდებისთვის. კითხვისას შეიძლება მოძებნო სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც აღწერს ურთიერთობას იესო ქრისტესა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მემკვიდრეობით იღებენ ბრწყინვალების სხვადასხვა სასუფევლებს. შესაძლოა, შემდეგი ცხრილი დაგეხმაროს იმის ჩაწერაში, რასაც იპოვი.

ბრწყინვალების სასუფეველი

იესო ქრისტესთან ურთიერთობა

მარადიული კურთხევები

ბრწყინვალების სასუფეველი

ცელესტიალური (მუხლები 50–70, 92–96)

იესო ქრისტესთან ურთიერთობა

  • იესოს შესახებ მიღებული მოწმობა

  • მასთან დადებული და დაცული აღთქმები

მარადიული კურთხევები

  • ცოდვისგან განწმენდილი

  • რწმენით დაძლევა

ბრწყინვალების სასუფეველი

ტერესტრიალური (მუხლები 71–79, 97)

იესო ქრისტესთან ურთიერთობა

მარადიული კურთხევები

ბრწყინვალების სასუფეველი

ტელესტიალური (მუხლები 81–90, 98–106, 109–12)

იესო ქრისტესთან ურთიერთობა

მარადიული კურთხევები

რის გაკეთებას შთაგაგონებენ მხსნელთან შენი ურთიერთობის გასაძლიერებლად?

როდესაც ვილფორდ ვუდროფმა წაიკითხა ამ ხილვის შესახებ, მან თქვა: „ვგრძნობდი, რომ მიყვარდა უფალი იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ჩემს ცხოვრებაში“ (იხილე „Voices of the Restoration: Testimonies of ‘the Vision’ [აღდგენის ხმები: „ხილვის“ დამოწმებანი]“). რას იგებ იესო ქრისტეს შესახებ მუხლები 1–5, 20–24, 39–43, 107–8 -დან, რაც მას უფრო მეტად გაყვარებს?

ასევე იხილე 1 პეტრე 3:18–19; 4:6; დალინ ჰ. ოუქსი, “What Has Our Savior Done for Us?,” Liahona, მაისი, 2021, 75–77; „I Stand All Amazed [რა ამაღლებული ვარ]“, საგალობლები, გვ. 22.

ყურადღება გაამახვილე მამაზეციერზე, იესო ქრისტეზე და მათ მოძღვრებაზე. ყველაფრისგან, რისი სწავლაც შეგვიძლია წმინდა წერილებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებები გვეხმარება გავამყაროთ რწმენა ზეციური მამისა და იესო ქრისტეს მიმართ, მოვინანიოთ, დავდოთ და დავიცვათ აღთქმები მათთან და მივიღოთ სულიწმინდა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საინტერესო იყოს იმ ადამიანების დამოკიდებულების ან ქცევის შედარება ან ანალიზი, რომლებიც მიიღებენ ბრწყინვალების სხვადასხვა სასუფევლებს, უფრო მნიშვნელოვანია ყურადღების მიპყრობა ზეციურ მამასა და მხსნელზე. ყველაფერი, რასაც ისინი ჩვენს ამ ბრწყინვალებისთვის მოსამზადებლად აკეთებენ, მოგვაქცევს მათკენ.

ოთახი ჯონ ჯონსონის სახლში, ჰაირამი, ოჰაიო

ამ ოთახში ჯოზეფ სმითს ჰქონდა ხილვა, რომელიც ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმები 76-ში.

მოძღვრება და აღთქმები 76:5–10, 114–18

მე შემიძლია გავიგო ღვთის ნება „სულიწმინდის ძალით“.

ეკლესიის ყველა წევრმა ადვილად როდი მიიღო გამოცხადება ნაწილი 76-დან, რადგან ის ასწავლიდა, რომ თითქმის ყველა გადარჩებოდა და მიიღებდა გარკვეული ხარისხის ბრწყინვალებას. მაგალითად, ბრიგამ იანგმა თქვა: „მე ისეთი ტრადიციები მქონდა, რომ, როდესაც ხილვაზე პირველად შემატყობინეს, ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩემს იქამდე მიღებულ ცოდნას. მე ვთქვი, მოიცა. მე ის არ უარმიყვია, მაგრამ არ მესმოდა ის“. მან განმარტა, რომ უნდა „მეფიქრა და მელოცა, წამეკითხა და მეფიქრა, სანამ არ მეცოდინებოდა და სრულად არ გავიგებდი ამას“ („The Vision“, Revelations in Context, 150). რას სწავლობ მისი გამოცდილებიდან, რაც დაგეხმარება, როცა ღმერთი გამოავლენს იმას, რაც განსხვავდება შენი დღევანდელი გაგებისგან? რას სწავლობ ღმერთის შესახებ მოძღვრება და აღთქმები 76:5–10, 114–18-ში? რას გასწავლის ეს მუხლები იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლია გაიგო „[ღვთის კეთილი ნება-სურვილი]“? (მუხლი 7).

მოძღვრება და აღთქმები 76:39–44, 50–70

ამაღლება ხსნის უმაღლესი ფორმაა.

მოძღვრება და აღთქმები 76:39–44 ზოგადად აღწერს ხსნას. მუხლები 50–70 აღწერს ამაღლებას, ხსნის კონკრეტულ ფორმას. როგორ ახსნიდი განსხვავებას ხსნასა და ამაღლებას შორის? რა არის მხსნელის როლი თითოეულ მათგანში? რას ნახულობ ამ მუხლებში, რაც შთაგაგონებს ამაღლების ძიებაში?

ასევე იხილე იოანე 3:16–17; მოძღვრება და აღთქმები 132:20–25.

მოძღვრება და აღთქმები 76:50–70, 92–95

ჩემს ზეციურ მამას სურს, მივიღო მარადიული სიცოცხლე ცელესტიალურ სასუფეველში.

ოდესმე დაფიქრებულხარ — ან აღელვებულხარ იმის გამო, შეძლებდი თუ არა გამხდარიყავი ისეთი ადამიანი, რომელიც მიიღებდა ცელესტიალურ ბრწყინვალებას, როგორც ეს აღწერილია მოძღვრება და აღთქმები 76:50–70, 92–95-ში? მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას მოელის ღმერთი ჩვენგან, ასევე მოიძიე ამ მუხლებში, თუ რა გააკეთა ღმერთმა ჩვენთვის — და რას აკეთებს — რათა დაგვეხმაროს, გავხდეთ მისი მსგავსნი. რატომ ფიქრობ, რომ შენი ძალისხმევა მისთვის მნიშვნელოვანია?

როგორ მოქმედებს ცელესტიალური ბრწყინვალების ეს ხილვა იმაზე, თუ როგორ გსურს ყოველდღიურად ცხოვრება?

ასევე იხილე მოსე 1:39; ჯ. დევნ ქორნიშ, “Am I Good Enough? Will I Make It?,” Liahona, ნოემბერი, 2016, 32–34.

მეტი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად ამ თვის გამოშვება.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 76:24

ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ.

  • იმისათვის, რომ დაეხმარო ბავშვებს გააცნობიერონ თავიანთი ღვთაებრივი პოტენციალი, შეგიძლია აჩვენო მათ ბავშვებისა და მათი მშობლების სურათები. შემდეგ შეგიძლიათ წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 76:24 და გაუზიარეთ ერთმანეთს, თუ რატომ ხართ ბედნიერი იმის გაგებით, რომ ჩვენ ყველანი ვართ „ღვთის ძენი და ასულნი“.

  • ასევე შეგიძლიათ, ერთად იმღეროთ „მე შვილი ვარ ღვთისა“ (საგალობლები, გვ. 58) და სთხოვო ბავშვებს, მიუთითონ საკუთარ თავზე, როცა ისინი სიმღერით ამბობენ „მე“. შემდეგ ისევ იმღერეთ ეს სიმღერა და სიტყვები „მე ვარ“ შეცვალეთ სიტყვებით „შენ ხარ“ და მიუთითეთ სხვაზე.

მოძღვრება და აღთქმები 76:5, 41–42, 69

იესო ქრისტე არის ჩემი მხსნელი.

  • შეგიძლია, ბავშვებთან ერთად როლებში გაითამაშო, როცა ვინმე იკითხავს: „რა გააკეთა იესო ქრისტემ ჩემთვის?“ ბავშვებთან ერთად ეძიე პასუხები მუხლები 5, 41–42ან 69 -ში ნაწილი 76-დან. შეგიძლიათ აგრეთვე იმღეროთ “He Sent His Son,” Children’s Songbook, 34–35. როგორ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება იმისთვის, რაც მხსნელმა ჩვენთვის გააკეთა?

იესო და ბავშვები

დეტალი ნახატიდან Suffer the Children [გამოუშვით ბავშვები], ჯ. კირკ რიჩარდსის მიერ

მოძღვრება და აღთქმები 76:62

ზეციურ მამას სურს, დავბრუნდე და მასთან ვიცხოვრო უკუნისამდე.

  • თქვენ და ბავშვებს შეგიძლიათ წაიკითხოთ ნაწილი ან მთლიანად „Chapter 26: The Three Kingdoms of Heaven [თავი 26: სამოთხის სამი სამეფო]“ ( Doctrine and Covenants Stories [მოძღვრება და აღთქმების ამბებში], 97–103 ან უყუროთ შესაბამის ვიდეოს სახარების ბიბლიოთეკიდან) და გაუზიაროთ ერთმანეთს, თუ რა მოგწონთ ჯოზეფ სმითის ხილვის შესახებ. სთხოვე ბავშვებს, გაგიზიარონ თავიანთი ფიქრები და გრძნობები იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა ზეციურ მამასთან ერთად ცხოვრება ცელესტიალურ სასუფეველში.

    4:7

    Chapter 26: The Three Kingdoms of Heaven: 16•February 1832

  • ასევე შეგიძლია წაიკითხო მოძღვრება და აღთქმები 76:62 და სთხოვე ბავშვებს, დახატონ საკუთარი თავი ზეციურ მამასთან და იესო ქრისტესთან ერთად ცელესტიალურ სასუფეველში (იხილე ამ კვირის გასართობი გვერდი).

მოძღვრება და აღთქმები 76:12, 15–19, 114–16

წმინდა წერილების შესწავლა შეიძლება „ღვთის [სწავლების ჩაწვდომაში]“ დამეხმაროს.

  • სთხოვე ბავშვებს, წაიკითხონ მუხლები 15–19 რათა გაიგონ, თუ რას აკეთებდნენ ჯოზეფ სმითი და სიდნეი რიგდონი, როდესაც მათ ჰქონდათ ხილვა მოძღვრება და აღთქმები 76-დან. მოუყევი ბავშვებს იმ პერიოდის შესახებ, როდესაც შენ მიიღე შთაგონება წმინდა წერილების კითხვისას და ჰკითხე ბავშვებს, ჰქონიათ თუ არა მათ მსგავსი გამოცდილება.

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.

ბრწყინვალების სამი ხარისხის გამოსახულება

Glory in Degrees [ბრწყინვალება სხვადასხვა ხარისხში], ენი ჰენრი ნეიდერის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისთვის