„14–20 ივლისი: „მე გაგიძღვებით“: მოძღვრება და აღთქმები 77–80“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 77–80“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
Going Home [სახლში წასვლა], იონგსუნგ კიმის მიერ
14–20 ივლისი: „მე გაგიძღვებით“
მოძღვრება და აღთქმები 77–80
იესო ქრისტეს ეკლესიის აღდგენიდან 2 წელზე ნაკლები ხნის შემდეგ მას უკვე 2000-ზე მეტი წევრი ჰყავდა და სწრაფად იზრდებოდა. 1832 წლის მარტში, ჯოზეფ სმითი შეხვდა ეკლესიის სხვა ხელმძღვანელებს, „რათა განეხილათ ეკლესიის საქმეები“: გამოცხადებების გამოქვეყნება, შესაკრებად მიწის შეძენა, გაჭირვებულებზე ზრუნვა (იხილე მოძღვრება და აღთქმები 78, ნაწილის სათაური). ამ საჭიროებებთან გასამკლავებლად უფალმა მოუწოდა ეკლესიის წინამძღოლების მცირე ნაწილს, ჩამოეყალიბებინათ გაერთიანებული ფირმა, ჯგუფი, რომელიც გააერთიანებდა თავიანთ მცდელობებს, „რათა [განევითარებინათ] საქმე“ უფლისა (მუხლი 4) იმ მიდამოებში. თუმცა ასეთ ადმინისტრაციულ საკითხებშიც კი უფლის ყურადღება მარადისობის საკითხებზე იყო მიპყრობილი. უმთავრესად, საბეჭდი დაზგისა და საცავის მიზანი — ისევე, როგორც ყოველივე სხვა რამ ღვთის სასუფეველში — არის უფლის შვილების მოსამზადებლად, რათა მოიპოვონ „ადგილი ცელესტიალურ სამყაროში“ და „სიმდიდრენი მარადისობისა“ (მუხლები 7, 18). და თუ ამ კურთხევების გაგება ახლა, ამ უაღრესად დატვირთულ ყოველდღიურ ცხოვრებაში რთულია, უფალი გვარწმუნებს: „გამხნევდით, ვინაიდან მე გაგიძღვებით“ (მუხლი 18).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ღმერთი ცოდნას აძლევს იმათ, ვინც მას ეძიებს.
როდესაც ჯოზეფ სმითი და სიდნეი რიგდონი მუშაობდნენ ბიბლიის შთაგონებულ თარგმანზე, მათ ისევე, როგორც სხვებს, ჰქონდათ კითხვები გამოცხადების წიგნთან დაკავშირებით. და ჯოზეფმა კარგად უწყოდა, რომ როდესაც სიბრძნე შემოაკლდებოდა, შეეძლო ღმერთისთვის ეკითხა. შთაგონება, რომელიც მან მიიღო, შეგიძლია წაიკითხო მოძღვრება და აღთქმები 77-ში. ამ ნაწილის კითხვისას, ჩაწერე შენი აზრები გამოცხადების წიგნის შესაბამის თავებთან დაკავშირებით. რას იგებ გამოცხადების მიღების შესახებ შენი კვლევიდან?
Translation of the Bible [ბიბლიის თარგმნა], ლიზ ლემონ სუინდელის მიერ
რა იყო გაერთიანებული ფირმა?
გაერთიანებული ფირმა დაფუძნდა ეკლესიის საგამომცემლო და ბიზნესის საქმიანობების სამართავად ოჰაიოსა და მისურიში. ის შედგებოდა ჯოზეფ სმითის, ნუელ კ. უიტნისა და ეკლესიის სხვა წინამძღოლებისგან, რომლებმაც თავიანთი რესურსები მზარდი ეკლესიის ამქვეყნიურ საჭიროებების უზრუნველსაყოფად გააერთიანეს. სამწუხაროდ, გაერთიანებული ფირმა ვალებში ჩავარდა და დაიხურა 1834 წელს, როდესაც ვალი უმართავი გახდა.
ასევე იხილე “Newel K. Whitney and the United Firm ,“ in Revelations in Context, 142-47; ეკლესიის ისტორიის თემები, “United Firm (‘United Order’),” სახარების ბიბლიოთეკა.
მე შემიძლია ქრისტესა და ეკლესიის „[საქმეთა განვითარებაში]“ დახმარება.
უფალმა უთხრა ჯოზეფ სმითს და ეკლესიის სხვა წინამძღოლებს, რომ საცავისა და საბეჭდი დაზგის მართვა დაეხმარებოდა „განვითარდეს საქმე, რომელიც იტვირთე[ს]“ (მოძღვრება და აღთქმები 78:4). შენი აზრით, რა არის მხსნელის ეკლესიის „საქმე“? იმსჯელე ამაზე, როდესაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 78:1–7-ს. რა საშუალებები შეგიძლია დაასახელო, რომლებიც დაგეხმარება საქმეთა განვითარებაში — მათ შორის შენს საკუთარ ოჯახში?
ასევე იხილე ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო, 1.2.
მოძღვრება და აღთქმები 78:17–18
უფალი გამიძღვება.
რას ფიქრობ, უფალი ხანდახან რატომ ეძახის თავის მიმდევრებს „პატარა [ბავშვებს]“? (მოძღვრება და აღთქმები 78:17). როდის გიგრძვნია თავი ბავშვად, იქნებ იმიტომ, რომ რაღაცას ჯერ „ვერ [ჩასწვდი]“ ან „ვერ [გაუძელი]“? (მუხლები 17–18). რას ნახულობ ამ მუხლებში, რაც დაგეხმარება ასეთ დროში „[გამხნევდე]“ (მუხლი 18)? იპოვე შენი პატარაობის სურათი და იმსჯელე, როგორ გაიზარდე სულიერად მას შემდეგ. ან გაიხსენე რაიმე, რაც გირთულდებოდა პატარაობისას, მაგრამ ახლა იოლია შენთვის. რას გულისხმობს ზეციური მამა, როდესაც სურს, რომ იყო როგორც ბავშვი? (იხილე მოსია 3:19). როგორ გაგიძღვება?
მე ვიღებ ყოველივეს მადლიერებით.
მოძღვრება და აღთქმები 78:19-ს სწავლისთვის მოსამზადებლად შეგიძლია ჩამოთვალო ყოველივე კარგი, რაც დღეს შეგემთხვა. შემდეგ შეადგინე სია იმისა, რაც არ გგონია კურთხევები. იმსჯელე ამ ჩამონათვალზე, როდესაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 78:19-ს. რას შეცვლის ის შენს ცხოვრებაში, თუ მიიღებ „ყოველივეს“ მადლიერებით — იმასაც კი, რაც შეიძლება არ ჩანდეს როგორც კურთხევა?
იმისათვის, რომ გაიგო როგორ გავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე ღმერთის მიმართ მადლიერება, გაეცანი ამ წმინდა წერილებს და ჩამოწერე ის ჭეშმარიტებები, რომლებსაც იპოვი: ფსალმუნი 106:8–9; ლუკა 17:11–19; ფილიპელთა 4:6–7; მოსია 2:19–24; ალმა 34:38; 37:37; მოძღვრება და აღთქმები 46:32; 59:7, 15–21.
შეგიძლია მოიძიო პრეზიდენტ დიტერ ფ. უხტდორფის გზავნილი „მადლიერება ყველა გარემოებაში“ (Liahona, მაისი, 2014, 70–77) რჩევისათვის, თუ როგორ იყო მადლიერი. მსგავსი რჩევისთვის შეგიძლია მიმართო ვიდეოს “President Russell M. Nelson on the Healing Power of Gratitude” (სახარების ბიბლიოთეკა). როგორ ზემოქმედებს მადლიერება იესო ქრისტესთან შენს ურთიერთობაზე?
President Russell M. Nelson on the Healing Power of Gratitude
მოიძიე და გააზიარე თუ გევალება ასწავლო, მოიფიქრე, როგორ დაეხმარო ადამიანებს წმინდა წერილების ან წინასწარმეტყველთა სიტყვების დამოუკიდებლად ან ჯგუფურად მოძიებაში და სთხოვე, გაუზიარონ სხვებს, რაც ისწავლეს. მაგალითად, ამ აქტივობის დროს, შეგიძლია თითოეულ ადამიანს ან ჯგუფს მისცე პრეზიდენტ უხტდორფის გზავნილის ნაწილი და სთხოვო, გაგიზიარონ იქიდან ფრაზა ან წინადადება, რომელიც მათი აზრით მის სწავლებას აჯამებს.
ასევე იხილე „ჩამოთვალე შენი ყველა კურთხევა“, საგალობლები, გვ. 8; თემები და კითხვები, “Gratitude,” სახარების ბიბლიოთეკა.
მოწოდება - ვემსახურო ღმერთს, აღემატება იმას, სადაც ახლა ვმსახურობ.
მოძღვრება და აღთქმები 80-თან დაკავშირებით, უხუცესი დევიდ ა. ბედნარი ასწავლიდა – „შესაძლებელია ერთ-ერთი გაკვეთილი, რომელსაც მხსნელი გვასწავლის ამ გამოცხადებაში, არის ის, რომ კონკრეტულ ადგილას მუშაობა არსებითი და მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორადია მსახურების მოწოდებასთან შედარებით“ (“Called to the Work,” Liahona, მაისი, 2017, 68). რა შემთხვევები დაგეხმარა გაგეგო, რომ უხუცესი ბედნარის სიტყვები ჭეშმარიტი იყო? რა დამატებითი გაკვეთილი შეიძლება ნახო მოძღვრება და აღთქმები 79–80 -ში, რაც დაეხმარებოდა ადამიანს, რომელმაც სულ ახლახან მიიღო მოწოდება?
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდათა გასაძლიერებლად და ლიახონა ამ თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ღმერთმა შექმნა ყველა ქმნილება ამქვეყნად.
-
როდესაც ბავშვებთან ერთად წაიკითხავთ მოძღვრება და აღთქმები 77:2 -ს, შეგიძლიათ შეხედოთ ცხოველების სურათებს, მწერებისა და ჩიტების სურათების ჩათვლით. ბავშვებმა შეიძლება მიუთითონ სურათებზე, როდესაც წაიკითხავ სიტყვებს „ცხოველები“, „ქვეწარმავლები“, „ცის ფრინველები“. ერთმანეთს გაუზიარეთ, როგორ გეხმარებათ ღმერთის ქმნილებები, იგრძნოთ მისი სიყვარული.
ღმერთმა შექმნა ყველა ქმნილება დედამიწაზე.
მე შემიძლია იესო ქრისტეს „[საქმეთა განვითარება]“.
-
იმისათვის, რომ დაეხმარო ბავშვებს, იფიქრონ ღვთის საქმეში თავიანთ როლზე, შეგიძლია მათთან ერთად წაიკითხო მოძღვრება და აღთქმები 78:4 რათა გამოავლინოთ „საქმე“, რომელიც ჩვენ „ვიტვირთეთ“, როდესაც მოვინათლეთ. დაეხმარე მათ, წმინდა წერილის მსგავს ნაწყვეტებში ამოიკითხონ შესაძლო პასუხები: მოსია 18:8–10; მოძღვრება და აღთქმები 20:37; მოსია 1:39. ბავშვებმა შეიძლება ისიამოვნონ, თუ როლებში გაითამაშებენ, როგორ დაეხმარებიან ღვთის საქმეს. მაგალითად, რას ემსგავსება „ერთმანეთის ტვირთი[ს ტარება]“ ან „საკუთარ თავზე [იესო ქრისტეს სახელის აღება]“? როგორ „[განავითარებს]“ ეს ქრისტეს „[საქმეს]“?
მე შემიძლია სხვებს გავუზიარო, რაც მაქვს.
-
რათა ასწავლო, რას ნიშნავს იყო „თანასწორნი ყოველივე მიწიერში“ (მუხლი 6), შენ უნდა მისცე ბავშვებს გაჭირვებულ ადამიანთა სურათები (მშიერი, დაშავებული ან შემცივნებული) და ნივთები, რომლებიც დაეხმარება მათ (როგორიცაა საჭმელი, ბინტი ან საბანი). შემდეგ ბავშვებმა უნდა დააწყვილონ სურათები ნივთებთან. რა შეგვიძლია გავცეთ, რათა დავეხმაროთ გაჭირვებულებს?
-
ნაწილი 78-სთვის გარკვეული კონტექსტის მისაღებად, თქვენს ბავშვებთან ერთად წაიკითხეთ წინადადებები პირველი ორი სურათის ქვემოთ „Chapter 28: The Prophet Joseph Goes to Missouri Again [თავი 28: წინასწარმეტყველი ჯოზეფი ისევ მიდის მისურიში]“ ( Doctrine and Covenants Stories [მოძღვრებისა და აღთქმების ამბები], 108 ან შესაბამისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკიდან). შემდეგ ბავშვებმა შეიძლება წარმოიდგინონ, რომ სხვებს ეხმარებიან სახლის აშენებაში, საჭმელს უზიარებენ ან სხვაგვარად.
2:39Chapter 28: The Prophet Joseph Goes to Missouri Again: March–May 1832
იესო ქრისტე გამიძღვება მე.
-
ბავშვებმა შეიძლება ისიამოვნონ იმაზე საუბრით, თუ რას ნიშნავს იყო წინამძღოლი და შემდეგ რომელიმე ბავშვმა მართოს რაიმე აქტივობა. მოძღვრება და აღთქმები 78:18-ს ერთად კითხვის შემდეგ შეგიძლიათ განიხილოთ, როდის გვჭირდება იესოს გაძღოლა. შეგიძლიათ იმღეროთ სიმღერა, მაგალითად: „I Will Walk with Jesus [მე ვივლი იესოს გვერდზე]“ (სახარების ბიბლიოთეკა).
მე შემიძლია მივიღო „[ყოველივე] მადლიერებით“.
-
ბავშვებთან ერთად შეგიძლია წაიკითხო მოძღვრება და აღთქმები 78:19 რათა აღმოაჩინოთ, თუ რას ჰპირდება უფალი მადლიერ ადამიანებს. ბავშვებს დაეხმარე გაიგონ, რას ნიშნავს „ასჯერ მეტიც“ პატარა ნივთის ჩვენებით და შემდეგ 100 იგივე ნივთი. შეიძლება, მათ დახატონ იმ რაღაცების სურათები, რაც უფლისგან „მადლიერებით“ მიიღეს.
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.