Doctrine and Covenants 2025
30 ივნისი–6 ივლისი: „არ არსებობს თქვენ წინააღმდეგ შექმნილი იარაღი, რომელიც იქნება წარმატებული“: მოძღვრება და აღთქმები 71–75


„30 ივნისი–6 ივლისი: „არ არსებობს თქვენ წინააღმდეგ შექმნილი იარაღი, რომელიც იქნება წარმატებული“: მოძღვრება და აღთქმები 71–75“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 71–75“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

მისიონერები დადიან მინდვრებში

I Will Remember the Covenant [მე მემახსოვრება აღთქმა], ენრიკე მანუელ გარსიას მიერ

30 ივნისი–6 ივლისი: „არ არსებობს თქვენ წინააღმდეგ შექმნილი იარაღი, რომელიც იქნება წარმატებული“

მოძღვრება და აღთქმები 71–75

ყმაწვილობიდან, როდესაც ღვთის საქმის კეთებას ცდილობდა, ჯოზეფ სმითი უპირისპირდებოდა კრიტიკოსებს — მტრებსაც კი. თუმცა გვიან 1831-იან წლებში ამის განხორციელება განსაკუთრებულად რთული იყო, როდესაც ეზრა ბუთმა ეკლესიის საჯაროდ ლანძღვა დაიწყო, რადგან ამ შემთხვევაში კრიტიკოსი ყოფილი მორწმუნე იყო. ეზრას ნანახი ჰქონდა, ჯოზეფმა ღვთის ძალით როგორ განკურნა ქალი. მას სთხოვეს, თან ხლებოდა ჯოზეფს მისურიში სიონის მიწის პირველ გამოკვლევაზე. თუმცა მას რწმენა უკვე დაკარგული ჰქონდა და წინასწარმეტყველის დისკრედიტაციის მიზნით ოჰაიოს გაზეთში წერილების სერია გამოაქვეყნა. მისი მცდელობები შედეგიანი ჩანდა, რადგან იმ არეში „მტრული განწყობა … ეკლესიის მიმართ გაძლიერდა“ (მოძღვრება და აღთქმები 71, ნაწილის სათაური). ასეთ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედონ მორწმუნეებმა? მიუხედავად იმისა, რომ ყველა სიტუაციისთვის არ არსებობს ერთი სწორი პასუხი, როგორც ჩანს, ხშირად — ამ შემთხვევის ჩათვლით 1831 წელს — უფლის პასუხის ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ „გამოაცხადო[ნ] სახარება“ ჭეშმარიტების განცხადებისა და სიცრუის გამოსწორების მიზნით (,მუხლი 1). დიახ, უფლის საქმეს ყოველთვის ეყოლება კრიტიკოსები, მაგრამ საბოლოო ჯამში „არ არსებობს [მის] წინააღმდეგ შექმნილი იარაღი, რომელიც იქნება წარმატებული“ (მუხლი 9).

იხილე “Ezra Booth and Isaac Morley,” Revelations in Context, 134.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 71

სემინარიის ხატულა
სულიწმინდა გამიძღვება მე, როდესაც გამოვაცხადებ მხსნელის სახარებას.

შეიძლება შემაშფოთებელი იყოს, როდესაც ადამიანები აკრიტიკებენ ან დასცინიან შენს რწმენას მხსნელის, მისი სახარებისა ან მისი ეკლესიის მიმართ. როცა ეს ხდება, რას აკეთებ შენ? რაღაც მსგავსი მოხდა ოჰაიოში 1831 წელს (იხილე ნაწილის სათაური მოძღვრება და აღთქმები 71)-ში. მოძღვრება და აღთქმები 71-ში ამასთან დაკავშირებით რისი გაკეთება მოსთხოვა უფალმა ჯოზეფ სმითსა და სიდნეი რიგდონს? იქნებ ჩამოთვალო მითითებები, რომლებიც უფალმა მისცა მათ და კურთხევები, რომლებიც მან აღუთქვა.

ნაწილი 71-ს შესწავლის გარდა შეგიძლია, გამოიკვლიო, თუ როგორ უპასუხა მხსნელმა მის გამკრიტიკებლებს თავისი მიწიერი მსახურების დროს. აი რამდენიმე მაგალითი: მათე 22:15–22; 26:59–64; იოანე 10:37–38. რას სწავლობ მხსნელისგან? რა დამატებით იდეებს იღებ შემდეგი მუხლებიდან: მათე 18:15; ეფესელთა 4:31–32; 2 ტიმოთე 3:12; იაკობი 1:19?

მისი დარიგება როგორ აისახება იმ სიტუაციებზე, რომელთაც შენ ყოველ დღე უპირისპირდები? იფიქრე, სიცრუეს როგორ გამოასწორებ მშვიდობიანად შენივე სიტყვებით. მაგალითად, შეგიძლია დაიწყო სხვისი შეხედულებებისადმი პატივისცემის გამოხატვით, შემდეგ კი შეგიძლია თავმდაბლად და კეთილგანწყობით გააზიარო ის, რაც გჯერა იესო ქრისტესა და მისი სწავლებების შესახებ. ასეთი შემთხვევებისთვის მოსამზადებლად, შეგიძლია ამ მეთოდით ივარჯიშო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან.

ასევე იხილე თემები და კითხვები “Helping Others with Questions,” სახარების ბიბლიოთეკა; დალინ ჰ. ოუქსი, „Loving Others and Living with Differences [სხვების სიყვარული და განსხვავებებით ცხოვრება]“, ლიახონა, ნოემბერი, 2024, 25–28; იორგ კლებინგატი, „Valiant Discipleship in the Latter Days [მამაცი მოწაფეობა უკანასკნელ დღეებში“, Liahona, მაისი, 2022, 107–10.

მოძღვრება და აღთქმები 72

უფალი მაკურთხებს წინამძღოლების, მაგალითად, ეპისკოპოსების მსახურებით.

როდესაც ნუელ კ. უიტნის მოუწოდეს ემსახურა ეპისკოპოსად, მისი მოვალეობები ოდნავ განსხვავდებოდა დღევანდელი ეპისკოპოსებისგან. მაგალითად, ეპისკოპოსი უიტნი ზედამხედველობდა საკუთრების მიძღვნას და მისურის სიონის მიწაზე დასახლების ნებართვას. მაგრამ როდესაც კითხულობ მისი მოწოდების შესახებ მოძღვრება და აღთქმები 72-ში, შეიძლება შეამჩნიო გარკვეული კავშირები იმასთან, რასაც დღეს ეპისკოპოსები აკეთებენ — ყოველ შემთხვევაში მათი მოვალეობების სულისკვეთებით მაინც, დეტალებით თუ არა.

მაგალითად, რა გზით [აბარებ] ანგარიშს შენს ეპისკოპოსს? (მუხლი 5). ჩვენს დროში, „უფლის საცავი“ შეიძლება მოიცავდეს შემოწირულებებს, მსახურებასა და მეურვეობის წევრების ნიჭებს (იხ. მუხლები 10, 12). როგორ შეგიძლია ამ საცავში წვლილის შეტანა?

როგორ დაგლოცათ უფალმა შენ და შენი ოჯახი ეპისკოპოსის მსახურებით?

ასევე იხილე ქუენტინ ლ. კუკი, “Bishops—Shepherds over the Lord’s Flock,” Liahona, მაისი, 2021, 56–60.

მოძღვრება და აღთქმები 73

მე მაქვს მრავალი შესაძლებლობა, გავუზიარო სხვებს მხსნელის სახარება.

როდესაც ჯოზეფ სმითი და სიდნეი რიგდონი დაბრუნდნენ მისიონერული დავალებიდან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 71), უფალმა უთხრა მათ, გაეგრძელებინათ ბიბლიის თარგმნა (იხილე Guide to the Scriptures, “Joseph Smith Translation (JST),” სახარების ბიბლიოთეკა). მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ უფალს სურდა, მათ შეეწყვიტათ სახარების გავრცელება. ბოლოსდაბოლოს ეს მოწაფის ცხოვრების ნაწილია.

როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 73-ს დაფიქრდი, თუ როგორ აქციო სახარების გავრცელება შენი ცხოვრების მუდმივ, „შესაძლებელ“ (მუხლი 4) — ან რეალისტურ — ნაწილად შენს სხვა პასუხისმგებლობებთან ერთად.

მეგობრები საუბრობენ სახარებაზე

იესო ქრისტეს სახარების გაზიარება შეიძლება ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით.

მოძღვრება და აღთქმები 75:1–16

„იშრომეთ მთელი თქვენი ძალით … აუწყეთ ჭეშმარიტება“.

გამოცხადება ნაწილი 75 -ში მიემართებოდა ადამიანებს, რომელთაც „საკუთარი სახელები მიეც[ა]თ, რათა წასულიყ[ვნენ] და [გამოეცხადებინათ მხსნელის] სახარება“ (მუხლი 2). ამ გამოცხადების შესწავლის ერთ-ერთი გზა არის ორი სიის შედგენა: (1) როგორ გავუზიაროთ სახარება ეფექტიანად და (2) როგორ გვაკურთხებს და გვიჭერს მხარს უფალი, როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ.

როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს სახარების გავრცელების საქმეში „[დაყოვნება]“ ან „[სიზარმაცე]“? როგორია „მთელი თქვენი ძალით [შრომა]“? (მუხლი 3).

ასევე იხილე „მე წავალ, სადაც შენ მიხმობსაგალობლები, გვ. 46.

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად ამ თვის გამოცემა.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 71

მე შემიძლია ჭეშმარიტების დაცვა ჩემი მოწმობის გაზიარებით.

  • შეგიძლია გამოიყენო მოძღვრება და აღთქმები 71 -ს სათაური ან „Chapter 25: Joseph Smith and Sidney Rigdon Go on a Mission [თავი 25: ჯოზეფ სმით და სიდნეი რიგდონი მისიაში მიდიან]” (in Doctrine and Covenants Stories, 96, ან შესაფერისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში), რათა ასწავლო შვილებს შთამაგონებელი გარემოებების შესახებ ნაწილი 71. შემდეგ დაეხმარე მათ, აღმოაჩინონ მუხლი 1 -ში, თუ რა უნდოდა უფალს, რომ ჯოზეფს და სიდნეის ეღონათ ეკლესიის მიმართ „მტრული [განწყობის]“ შესახებ. რა თქვა მან, როგორ დაეხმარებოდა მათ? როგორ შეგვიძლია ვიყოთ ჯოზეფისა და სიდნეის მსგავსი?

    0:45

    Chapter 25: Joseph Smith and Sidney Rigdon Go on a Mission: December 1831–January 1832

  • შეგიძლიათ აგრეთვე იმღეროთ სიმღერა, რომელიც შთააგონებს თქვენს შვილებს, იყვნენ მხსნელის ერთგულნი, მაგ: “Stand for the Right” (Children’s Songbook, 159). დაეხმარე ბავშვებს ივარჯიშონ, როგორ გაავრცელონ, რაც იციან იესო ქრისტეს შესახებ.

მოძღვრება და აღთქმები 72:2

უფალმა მოუწოდა ეპისკოპოსს, დამხმარებოდა.

  • მოძღვრება და აღთქმები 72:2 -ს ერთად წაკითხვამ შეიძლება შექმნას შესაძლებლობა განიხილოთ, თუ რატომ გვაძლევს უფალი ეპისკოპოსებს (იხ. აგრეთვე „Chapter 17: The First Bishops of the Church,” in Doctrine and Covenants Stories, 64–66, ან შესაბამისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში). შენ და ბავშვებს შეგიძლიათ იპოვოთ სურათები ან საგნები, რომლებიც წარმოადგენს ეპისკოპოსის პასუხისმგებლობებს. სურათი და გასართობი გვერდი ამ მონაკვეთის ბოლოს გაწვდის იდეებს. შემდეგ შეგიძლიათ, ერთად ისაუბროთ იმ ეპისკოპოსებზე, რომლებსაც იცნობთ და იმაზე, თუ როგორ აკურთხა უფალმა თქვენი ოჯახები მათი მსახურებით.

    1:45

    Chapter 17: The First Bishops of the Church: February and December 1831

ყოველთვის ასწავლე იესო ქრისტეს შესახებ. „ასე რომ, მიუხედავად იმისა, თუ რას ასწავლით, გახსოვდეთ, რომ თქვენ ნამდვილად ასწავლით იესო ქრისტესა და იმის შესახებ, თუ როგორ გახდეთ მისი მსგავსი“ (Teaching in the Savior’s Way, 6). მაგალითად, როცა ასწავლი ბავშვებს ეპისკოპოსების შესახებ, ხაზგასმით აღნიშნე, რომ ისინი არიან იესო ქრისტეს წარმომადგენლები, რომლებიც მის მიერ არიან მოწოდებული უფლის საქმის შესასრულებლად (იხილე 1 პეტრე 2:25).

საკვები და მარაგი უფლის საცავში

უფალი სთხოვს ეპისკოპოსებს, რომ იზრუნონ გაჭირვებულ ადამიანებზე.

მოძღვრება და აღთქმები 75:3

მე შემიძლია ჩემი მთელი ძალისხმევა მივცე უფალს.

  • იმისთვის, რომ ვისაუბროთ განსხვავებაზე „[სიზარმაცესა]“ და „მთელი [ჩვენი] ძალით [შრომას]“ შორის, შესაძლოა შეარჩიო მსახურების საქმეები ან საყოფაცხოვრებო სამუშაოები და სთხოვო ბავშვებს აჩვენონ, როგორ გააკეთებდნენ მათ სიზარმაცით და შემდეგ მთელი ძალით. როდესაც კითხულობ „ნუ იქნებით ზარმაცნი,“ მოძღვრება და აღთქმები 75:3-ში ბავშვებს შეუძლიათ აჩვენონ, როგორ გააკეთებენ საქმეს სიზარმაცით. ხოლო როდესაც კითხულობ „არამედ იშრომეთ მთელი თქვენი ძალით“, მათ შეუძლიათ აჩვენონ, თუ რამდენად გულმოდგინედ შრომობენ. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბოლომდე ვეცადოთ, როდესაც უფალს ვემსახურებით?

  • გზავნილში „Two Principles for Any Economy“ პრეზიდენტმა დიტერ ფ.უხტდორფმა მოგვიყვა ორი აბავი საქმის შესრულების შესახებ (Liahona, Nov. 2009, 55–58). იქნებ გაუზიაროთ ისინი ბავშვებს და ისაუბროთ იმაზე, თუ რას გრძნობენ იმის გაგებისას, რომ მონდომებით იმუშავეს და მთელი ძალისხმევით ეცადნენ.

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობრის ამ თვის გამოცემა.

ეპისკოპოსი არიგებს ახალგაზრდა კაცს

Recognizing the Tender Mercies in Your Life [დიდსულოვანი მოწყალების აღიარება თქვენს ცხოვრებაში], ქეით ლარსონის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისთვის