Doctrine and Covenants 2025
23–29 ივნისი: „მთელი მსოფლიოს საგანძურის ტოლფასი“: მოძღვრება და აღთქმები 67–70


„23–29 ივნისი: „მთელი მსოფლიოს საგანძურის ტოლფასი“: მოძღვრება და აღთქმები 67–70“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 67–70“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

მცნებათა წიგნის ხელნაწერი

23–29 ივნისი: „მთელი მსოფლიოს საგანძურის ტოლფასი“

მოძღვრება და აღთქმები 67–70

1828 წლიდან 1831 წლამდე წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა უფლისგან მრავალი გამოცხადება მიიღო, მათ შორის წმინდა დარიგება ინდივიდებისთვის, მითითებები ეკლესიის მართვასთან დაკავშირებით, უკანასკნელი დღეების ხილვები და მარადისობის მრავალი შთამაგონებელი ჭეშმარიტება. თუმცა ბევრ წმინდანს ისინი წაკითხული არ ჰქონდა. გამოცხადებები არ იყო ჯერ გამოქვეყნებული და რამდენიმე ხელმისაწვდომი აუკინძავი გადაწერილი ასლი წევრიდან წევრის ხელში გადადიოდა და მისიონერები დაატარებდნენ მათ.

შემდეგ, 1831 წლის ნოემბერში, ჯოზეფ სმითმა მოიწვია ეკლესიის ხელმძღვანელების საბჭო, რათა გამოცხადებების გამოქვეყნების საკითხი განეხილა. უფლის ნების ძიების შემდეგ ამ ხელმძღვანელება დაგეგმეს, როგორ გამოექვეყნებინათ დღევანდელი მოძღვრება და აღთქმების წინამორბედი მცნებათა წიგნი. მალე ყველას შეეძლებოდა თავად წაეკითხა ცოცხალი წინასწარმეტყველის მეშვეობით გამოცხადებული ღმერთის სიტყვა, ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ „ჩვენი მხსნელის სასუფევლის საიდუმლოებათა გასაღებები კვლავ გაენდო ადამიანს“. ამ და მრავალი სხვა მიზეზის გამო, წმინდანები მაშინ და ახლა მიიჩნევენ, რომ ეს გამოცხადებები არის „მთელი მსოფლიოს საგანძურის ტოლფასი“ (მოძღვრება და აღთქმები 70, ნაწილის დასათაურება).

იხილე Saints, 1:140–43.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 67:1–9; 68:3–6

უფლის მსახურები ლაპარაკობენ უფლის ნებაზე, როცა მათ სულიწმინდა შთააგონებს.

ჯოზეფ სმითის მიერ მიღებული გამოცხადებების გამოქვეყნების გადაწყვეტილება ერთი შეხედვით იოლი ჩანდა, მაგრამ ეკლესიის ზოგიერთი წინამძღოლი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს კარგი აზრი იყო. ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, თუ როგორი ხარვეზებით დაწერა ჯოზეფ სმითმა გამოცხადებები. გამოცხადებამ ნაწილი 67 -ში პასუხი გასცა ამ პრობლემას. რას იგებ უფლის წინასწარმეტყველებისა და გამოცხადების შესახებ მუხლები 1–9-დან? რა დამატებით იდეებს იღებ 68:3–6-დან?

როგორ გაიგე, რომ გამოცხადებები, რომლებსაც ღმერთი აძლევს თავის მსახურებს, არის ჭეშმარიტი? შენ შეგიძლია იმსჯელო იმ შემთხვევებზე, როდესაც იგრძენი, რომ უფალი გესაუბრებოდა ერთ-ერთი მსახურის საშუალებით (იხილე მოძღვრება და აღთქმები 68:4). როდის იგრძენი „სულიწმინდის [შთაგონება]“ (მუხლი 3), რომ გეთქვა რამე? როგორ დგას უფალი შენ „გვერდით“? (მუხლი 6).

ვიდრე მცნებათა წიგნი დაიბეჭდებოდა, ეკლესიის რამდენიმე ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა წერილობით მოწმობას, რომ გამოცხადებები არის ჭეშმარიტი. ამ მოწმობის ასლის სანახავად იხილე “Testimony, circa 2 November 1831”, Revelation Book 1, 121, josephsmithpapers.org.

მოძღვრება და აღთქმები 67:10–14

„გააგრძელეთ მოთმინებით“.

ეჭვიანობა, შიში და სიამაყე როგორ გვიშლის ხელს, დავუახლოვდეთ უფალს? როგორ გადავლახოთ „ხორციელი ადამიანი“ ან „ხორციელი გონება“, რათა „[ვიხილოთ იგი] და [ჩავწვდეთ, რომ ის არსებობს]“? (მუხლი 12; ასევე იხილე მოსია 3:19). რას კითხულობ ამ მუხლებში, რაც შთაგაგონებს, რომ „გააგრძელ[ო]თ მოთმინებით, სანამ არ გახდებით სრულყოფილნი“? (მუხლი 13).

მოძღვრება და აღთქმები 68:25–31

სემინარიის ხატულა
მე შემიძლია, დავაფუძნო ჩემი სახლი იესო ქრისტეზე.

უფლის სიტყვები მოძღვრება და აღთქმები 68:25–31 -ში მიემართება კონკრეტულად მშობლებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ხარ თუ არა მშობელი შეგიძლია, ისარგებლო მისი დარიგებით, რათა აღასრულო შენი წილი და დააფუძნო შენი სახლი იესო ქრისტეს მოძღვრებაზე. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე წესი, რომელიც უფლის თანახმად უნდა ისწავლებოდეს სახლში. იფიქრე, როგორ აქციო თითოეული ეს პრინციპი ქრისტეზე დაფუძნებული სახლის საფუძვლად — სახლად, რომელშიც ახლა ცხოვრობ ან მომავალში იცხოვრებ. მოწოდებული რესურსები და კითხვები დაგეხმარება.

  • მონანიება: შეისწავლე ალმა 36:17–20და აღნიშნე, როგორ იყო ალმა კურთხეული კრიტიკულ დროს, რამეთუ მამამისმა ასწავლა მხსნელის გამომსყიდველი მისიის შესახებ. როგორ შეგიძლია შთააგონო შენს ოჯახს, რომ მიმართონ იესო ქრისტეს და მოინანიონ? (ასევე იხილე 2 ნეფი 25:26).

  • რწმენა ქრისტეში: წაიკითხე პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის 5 რჩევა რწმენის განვითარებისთვის „ქრისტე აღსდგა:მასში რწმენა მთებს გადააადგილებს“: (Liahona, მაისი, 2021, 103). იმსჯელე, თუ როგორ შეიძლება, ამ რჩევებმა შექმნას რწმენის კულტურა შენს ოჯახში.

  • ნათლობა: განიხილე ნათლობის აღთქმა, როგორც ეს აღწერილია: მოსია 18:8–10, 13-ში. შენ მიერ აღთქმის დაცვის მცდელობები როგორ აძლიერებენ შენს ოჯახს?

  • სულიწმინდის ძღვენი: ისწავლე შემოთავაზებები გვერდები 17–19 -ზე წიგნიდან For the Strength of Youth: A Guide for Making Choices. რას გააკეთებ, რათა მიიზიდო სულიწმინდის გავლენა შენს სახლში?

  • ლოცვა: რას იგებთ ლოცვის ძალაზე სახლში სიმღერიდან „Love Is Spoken Here [აქ სიყვარულის ენაზე ლაპარაკობენ]“- დან? (Children’s Songbook, 190–91). რა კურთხევებს გვპირდება მხსნელი 3 ნეფი 18:15–21-ში?

  • სხვა წესები, რომლებსაც პოულობ მოძღვრება და აღთქმები 68:25–31-ში:

რა რჩევას მისცემდი მეორე ადამიანს, რომლის ოჯახის წევრებიც მის ძალისხმევას ქრისტესადმი რწმენის განსამტკიცებლად მხარს არ უჭერენ?

ასევე იხილე „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“, სახარების ბიბლიოთეკა; თემები და კითხვები, “Parenting,” სახარების ბიბლიოთეკა; დიტერ ფ. უხტდორფი, “Jesus Christ Is the Strength of Parents,” Liahona, მაისი, 2023, 55–59.

ოჯახი ერთად სწავლობს

მოძღვრება და აღთქმები 69:1

„მართალი და ერთგული“ მეგობრები მეხმარებიან, მივყვე იესო ქრისტეს.

როგორ ფიქრობ, რატომ იყო „[სიბრძნე უფალში]“, რათა ვინმე „მართალი და ერთგული“ თან ხლებოდა ოლივერ ქაუდერის ამ მუხლში აღწერილი დავალების შესასრულებლად? როგორ აისახება ეს პრინციპი შენზე?

დაეხმარე მოსწავლეებს ერთმანეთის ამაღლებაში. ნებისმიერი ადამიანი შენს კლასში ან ოჯახში არის სახარებისეული მოწმობის, იდეებისა და გამოცდილებების მდიდარი წყარო. სთხოვე მათ, ერთმანეთს გაუზიარონ და აამაღლონ ერთმანეთი.

მოძღვრება და აღთქმები 70:1–4

მე პასუხს ვაგებ გამოცხადებებზე, რომელიც უფალმა მომცა.

უფალმა რამდენიმე უხუცესს დააკისრა, ორგანიზება გაეწიათ გამოცხადებების გამოქვეყნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შენ არ გაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა, როგორია შენი მმართველობა ან პასუხისმგებლობა „[გამოცხადებებსა და ბრძანებებზე]“? (მუხლი 3).

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდათა გასაძლიერებლად და ლიახონას ამ თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 67

მოძღვრება და აღთქმები მასწავლის იესო ქრისტეს შესახებ.

  • უთხარი ბავშვებს, როგორ დაიბეჭდა ჯოზეფ სმითის გამოცხადებები წიგნში (იხილეთ „თავი 23: მოძღვრება და აღთქმები“, მოძღვრება და აღთქმების ამბებში, 90–92 ან შესაბამისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკაში). დაეხმარე, გაიხსენონ ზოგიერთი რამ, რაც იესო ქრისტეს შესახებ მოძღვრება და აღთქმებიდან ამ წლის განმავლობაში ისწავლეთ. ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ ერთმანეთს ზოგიერთი თქვენი საყვარელი მუხლი მოძღვრება და აღთქმებიდან.

    2:2

    Chapter 23: The Doctrine and Covenants: August–November 1831

  • აჩვენე ბავშვებს ბიბლია, მორმონის წიგნი, მოძღვრება და აღთქმები და ძვირფასი მარგალიტი და ესაუბრე მათ, თუ როგორ განსხვავდებიან და როგორ ჰგვანან ისინი ერთმანეთს (იხილე ამ წიგნების აღწერილობები წმინდა წერილების გზამკვლევი). როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ წმინდა წერილი ჭეშმარიტებაა? რას ვსწავლობთ მოძღვრება და აღთქმები 67:49 -დან გამოცხადების შესახებ, რომელიც უფალმა ჯოზეფ სმითს უბოძა?

ბავშვები კითხულობენ წმინდა წერილებს

მოძღვრება და აღთქმები 68:25–31

შემიძლია, მოვინათლო, როცა 8 წლის ვიქნები.

  • მოძღვრება და აღთქმები 68:27-ში უფალმა დააკონკრეტა, თუ რამდენი წლის უნდა იყოს ადამიანი, რომ მოინათლოს. დაეხმარე ბავშვებს აღმოაჩინონ, რა თქვა უფალმა. რატომ სურს იესოს, რომ მოვინათლოთ? სიმღერა ნათლობაზე, მაგალითად „Baptism [ნათლობა]“ (Children’s Songbook, 100–101) შეიძლება, დაგეხმაროს. სურათების ან მუხლები 25–31 -ის (ან ორივეს) გამოყენება დაეხმარება ბავშვებს აღმოაჩინონ ის, რაც უფალს სურს, რომ ისწავლონ.

  • ისწავლე ბავშვებთან ერთად იმ დავალების შესახებ, რომელიც უფალმა მისცა ოლივერ ქაუდერის მოძღვრება და აღთქმები 69-ს ნაწილის სათაურში. რა რჩევას გვაძლევს უფალი მუხლი 1-ში? რატომ არის მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანებთან, „[რომლებიც იქნებიან] მართალი და ერთგული“? იქნებ ბავშვებმა გაიხსენონ ვინმე, ვისაც იცნობენ და არის „მართალი და ერთგული“. ერთად იმღერეთ სიმღერა, რომელიც წაახალისებს ბავშვებს, იყვნენ ჭეშმარიტი და ერთგული, როგორც მხსნელი, მაგალითად: „I’m Trying to Be like Jesus [ვცდილობ, ვიყო მსგავსი იესოსი]“ (Children’s Songbook, 78–79). როგორ დავრწმუნდეთ, რომ ვართ მართალი და ერთგული უფლისადმი? როგორ შეიძლება უფალმა ჩვენი საშუალებით აკურთხოს სხვები, როდესაც ჩვენ ვართ მართალი და ერთგული?

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.

საბეჭდი დაზგა

მოძღვრება და აღთქმების წინამორბედი, მცნებათა წიგნი, დაიბეჭდა მსგავს დაზგაზე.

გასართობი გვერდი ბავშვებისთვის