„16–22 ივნისი: „უფალი მოითხოვს გულსა და მოწადინებულ გონებას“: მოძღვრება და აღთქმები 64–66“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 64–66“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025
დევისის ოლქი, მისური
16–22 ივნისი: „უფალი მოითხოვს გულსა და მოწადინებულ გონებას“
მოძღვრება და აღთქმები 64–66
1831 წლის აგვისტოს გაუსაძლის სიცხეში რამდენიმე უხუცესი ბრუნდებოდა კირტლანდში სიონის მიწიდან, მისური. მოგზაურებს სცხელოდათ და დაქანცულები იყვნენ. დაძაბულობა მალე ჩხუბში გადაიზარდა. შესაძლებელია, ისე ჩანდეს, რომ სიონის - სიყვარულის, ერთიანობისა და მშვიდობის ქალაქის აშენება დიდი ხანი გრძელდებოდა.
საბედნიეროდ, სიონის აშენება — 1831 წლის მისურიში ან ჩვენს გულებში, ოჯახებსა და მეურვეობებში დღეს — არ მოითხოვს ჩვენგან, ვიყოთ სრულყოფილნი. სანაცვლოდ, „თქვენ მოგეთხოვებათ, [შენდობა]“, თქვა უფალმა (მოძღვრება და აღთქმები 64:10). ის მოითხოვს „გულსა და მოწადინებულ გონებას“ (მუხლი 34). ის მოითხოვს მოთმინებასა და გულმოდგინებას რამეთუ, სიონი შენდება „პატარა საქმეები[ს]“ საფუძველზე და ეს კეთდება იმ ადამიანების მიერ, ვინც არ იქნება „დაღონებულ[ი] სიკეთის კეთებისას“ (მუხლი 33).
ასევე იხილე Saints, 1:133–34, 136–37.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
„ერთმანეთს უნდა აპატიოთ“.
გაითვალისწინე შემდეგი, როდესაც სწავლობ მოძღვრება და აღთქმები 64:1–11-ს:
-
იფიქრე იმ დროზე, როდესაც უფალმა მოგიტევა. რა იგრძენი?
-
არსებობს ადამიანი, რომელსაც შენ უნდა მიუტევო? რატომ არის სხვების მიტევება ასე რთული? რა გეხმარება ამ სირთულეების გადალახვაში?
-
მოძღვრება და აღთქმები 64:1–11 -დან რომელი ჭეშმარიტებები არის შენთვის მნიშვნელოვანი? როგორ ფიქრობ, რატომ მოგვიწოდებს უფალი „[შევუნდოთ] ყოველ ადამიანს.“? (მუხლი 10).
თუ გიჭირს მიტევება, შეგიძლია ისწავლო ჯეფრი რ. ჰოლანდის გზავნილი „შერიგების მსახურება“ (Liahona, ნოემბერი, 2018, 77–79) ან კრისტენ მ. ის გზავნილი „Beauty for Ashes: The Healing Path of Forgiveness [გვირგვინი ნაცრის ნაცვლად: პატიების სამკურნალო გზა]“ (Liahona, ნოემბერი, 2022, 36–38). რას სწავლობ იმის შესახებ, თუ როგორ გეხმარება ქრისტე მიტევებაში?
ოჯახური ურთიერთობები მიტევების მრავალ შესაძლებლობას ქმნის. იფიქრე შენი ოჯახის წევრებზე. ვის უნდა მიუტევო? როგორ ვიტანჯებით (მუხლი 8), როდესაც არ მივუტევებთ ერთმანეთს? რა გავლენას იქონიებს მიტევება შენს ოჯახურ ურთიერთობებზე?
ასევე იხილე თემები და კითხვები, “Forgiveness,” სახარების ბიბლიოთეკა; “Forgiveness: My Burden Was Made Light” (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.
Forgiveness: My Burden Was Made Light
„ერთმანეთს უნდა აპატიოთ“ (მოძღვრება და აღთქმები 64:9).
მოძღვრება და აღთქმები 64:31–34
უფალი მთხოვს „გულსა და მოწადინებულ გონებას“.
ოდესმე გიგრძვნია თავი „[დაღონებულად] სიკეთის კეთებისას“? ეძიე უფლის გზავნილი მოძღვრება და აღთქმები 64:31–34-ში. რა სურს უფალს, რომ გააკეთო მისი „[დიადი საქმის]“ აღსასრულებლად?
იფიქრე თვალსაჩინო გაკვეთილზე, რომელიც წარმოაჩენს მუხლი 33-ს — რაიმეს დიდს, რომელიც გაკეთებულია პატარა რაღაცებით, როგორც მოზაიკა ან აგურის კედელი. რა „პატარა [საქმეები]“ შეგიძლია გააკეთო ყოველ დღე, რომ „[საფუძველი ჩაუყარო]“ ღმერთის დიად საქმეს? მოიყვანე რამდენიმე მაგალითი ღმერთის „[დიადი საქმისა]“, რომელიც უფალს შენთვის მოუცია?
მოძღვრება და აღთქმები 64:31–34
„[გული და მოწადინებული გონება]“
უხუცესმა დონალდ ლ. ჰალსტრომმა შემოგვთავაზა ეს შესაძლო მნიშვნელობა ფრაზისათვის „[გული და მოწადინებული გონება]“:
„გული სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოა. მსხვერპლს ვიღებთ და ტვირთს ვატარებთ მათთვის, ვინც გვიყვარს და ამას სხვა არანაირი მიზეზით არ გავაკეთებდით. თუ სიყვარული არ არსებობს, ჩვენი ვალდებულება იკლებს. …
„„[მოწადინებული გონება]“ გულისხმობს ჩვენს საუკეთესო ძალისხმევას, ფიქრებსა და უფლის სიბრძნის ძიებას. ის გვირჩევს, რომ ჩვენი ყველაზე გულმოდგინე სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მივუძღვნათ ისეთ რამეს, რაც მარადიულია. ეს ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს განუყოფელი ურთიერთობა უფლის სიტყვის მოსმენასა და დამორჩილებას შორის“ (“The Heart and a Willing Mind,” Ensign, ივნისი, 2011, 21–32).
მოძღვრება და აღთქმები 64:41–43
სიონი იქნება „ხალხისთვის დროშა“.
დროშა არის ის, „რომლის გარშემოც ადამიანები იკრიბებიან მიზნისა და იდენტობის ერთობით“ Guide to the Scriptures, “Ensign,” სახარების ბიბლიოთეკა). სიონი — ან უფლის ეკლესია — როგორ არის შენთვის დროშა? აი სხვა მაგალითები იმისა, რაც აღმართულია, როგორც დროშა ხალხის დასალოცად: რიცხვნი 21:6–9; მათე 5:14–16; ალმა 46:11–20. ეძიე სხვა გზები, რომლითაც უფალი აღწერს სიონს მოძღვრება და აღთქმები 64:41–43-ში.
ასევე იხილეთ „Let Zion in Her Beauty Rise [ამაღლდეს სიონი თავის სილამაზეში]“, Hymns, N. 41.
ღვთის სამეფო ამქვეყნად სამყაროს მხსნელის დაბრუნებისთვის ამზადებს.
მოძღვრება და აღთქმები 65 უკანასკნელი დღეებისას უფლის ეკლესიის მისიის შთამაგონებელ აღწერილობას იძლევა. ამ ნაწილის შესწავლისას, ეძიე პასუხები შემდეგ კითხვებზე: უფალს რა სურს, რომ მისმა სამეფომ მიაღწიოს ამქვეყნად? რა სურს მას, რომ მე გავაკეთო დასახმარებლად?
ასევე იხილე “Prepare Today for the Second Coming” (ვიდეო), ChurchofJesusChrist.org.
Prepare Today for the Second Coming
უფალმა უწყის ჩემი გულის ფიქრები.
ეკლესიაში გაწევრიანებიდან ცოტა ხნის შემდეგ უილიამ ე. მაკლელინმა სთხოვა ჯოზეფ სმითს, უფლის ნება გაემხილა მისთვის. ჯოზეფმა ეს არ იცოდა, მაგრამ უილიამს ჰქონდა ხუთი პირადი შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც უფლის მიერ მისი წინასწარმეტყველის პირით მოელოდა. ჩვენ არ ვიცით, რა იყო უილიამის კითხვები, მაგრამ მისადმი მიმართულმა გამოცხადებამ, ამჟამად მოძღვრება და აღთქმები 66, უპასუხა თითოეულ მათგანზე უილიამს „სრულად და მთლიანად დაკმაყოფილებით“ (“William McLellin’s Five Questions,” Revelations in Context, 138).
ნაწილი 66-ს კითხვისას იფიქრე, რა იცოდა უფალმა უილიამ მაკლელინის შესახებ და მისი გულის შფოთვებსა და ჩანაფიქრებზე. როგორ გიჩვენა უფალმა, რომ ის შენ გიცნობს? თუ შენ გაქვს პატრიარქის კურთხევა, გაითვალისწინე მისი შესწავლა. შესწავლისას, უფლის ნების შესახებ რის გაგებაში გეხმარება სულიწმინდა?
დამატებითი იდეებისთვის იხილე ჟურნალების ახალგაზრდათა გასაძლიერებლად და ლიახონას ამ თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
იესო ქრისტეს სურს, რომ მივუტევო ყველას.
შენიშვნა: როდესაც ბავშვებს ასწავლი უფლის ბრძანების შესახებ - „შეუნდოთ ყოველ ადამიანს“, სასურველია განმარტო, რომ მიტევება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს ზიანის მიყენების საშუალება მისცე. წაახალისე ისინი, უთხრან ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც ენდობიან, თუ ვინმე მათ ზიანს მიაყენებს ან შეუფერებლად შეეხება.
-
მოძღვრება და აღთქმები 64:10 -ს ბავშვებთან ერთად წაკითხვისას ესაუბრე მათ, რას ნიშნავს სხვისი მიტევება. შეგიძლია გაუზიარო რამდენიმე მარტივი მაგალითი. შესაძლებელია, მათ როლებში გაითამაშონ მიტევება და ასე ივარჯიშონ.
-
შეგიძლია სთხოვო ბავშვებს დაგეგმონ, როგორ ასწავლიდნენ ვინმეს — მაგალითად უმცროს დას ან ძმას — სხვების მიტევების შესახებ. დაეხმარე მათ მოძებნონ ფრაზები მოძღვრება და აღთქმები 64:7–10 -ში, რომლების გამოყენებაც სწავლებისას შეუძლიათ.
-
იმღერეთ სიმღერა მიტევებაზე, მაგალითად „Help Me, Dear Father [დამეხმარე, ძვირფასო მამა]“ (Children’s Songbook, 99). რას გვასწავლის ეს სიმღერა სხვების მიტევების შესახებ?
ღმერთის „[დიადი საქმე]“ აშენებულია „პატარა საქმეებით“.
-
შეგიძლია ბავშვებს აჩვენო რაღაცები, რაც გაკეთებული პატარა ნაწილებით, მაგალითად, თავსატეხი ან ფარდაგი. შემდეგ ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 64:33. რა არის ღმერთის „[დიადი საქმე]“? რა არის „პატარა [საქმეები]“, რომლებიც შეგვიძლია გავაკეთოთ დასახმარებლად?
მე შემიძლია მივყვე უფალს ჩემი გულითა და გონებით.
-
როდესაც მოძღვრება და აღთქმები 64:34-დან ბავშვებს უკითხავ, შეგიძლია მიუთითო შენს გულსა და თავზე, როდესაც წაიკითხავ „გულს“ და „გონებას“, და სთხოვე მათ, ეს შენთან ერთად გააკეთონ. როგორ დავუთმოთ ჩვენი გულები (სურვილები) და გონება (ფიქრები) მხსნელს?
ყურადღება გაამახვილე იესო ქრისტეს მაგალითზე. იფიქრე, როგორ შეგიძლია ყურადღების გამახვილება მხსნელის მაგალითზე, როდესაც სწავლობ და ასწავლი. მაგალითად, როდესაც ასწავლი მოძღვრება და აღთქმები 64:34-ს შეგიძლია, ესაუბრო ბავშვებს, მხსნელმა როგორ მისცა დაუთმო გული (სურვილები) და გონება (ფიქრები) თავის ზეციურ მამას. (იხილე Teaching in the Savior’s Way [ასწავლე მხსნელის მსგავსად], 6.)
უფალმა იცის, ვინ ვარ მე და ვუყვარვარ.
-
დაეხმარე ბავშვებს გაიგონ, რომ უილიამ ე. მაკლელინს ჰქონდა ხუთი შეკითხვა უფლისათვის. ჯოზეფ სმითმა მიიღო პასუხები ამ კითხვებზე მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცოდა, რა იყო უილიამის კითხვები. უთხარი ბავშვებს იმ დროის შესახებ, როდესაც უფალმა გიჩვენა შენ, თუ რა უნდოდა მას, რომ გაგეკეთებინა და ისაუბრე კურთხევებზე, რომლებიც მოდის მისი მითითების მიყოლით შემდეგ შეგიძლიათ, ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 66:4 და სთხოვო ბავშვებს, ეძიონ შესაძლებლობები რათა გაიგონ, რა უნდა ღმერთს, რომ მათ გააკეთონ.
დეტალი ნახატიდან The Second Coming [მეორედ მოსვლა], კევინ კილის მიერ
მე შემიძლია დავეხმარო სამყაროს იესო ქრისტეს მიღებაში.
-
როდესაც ბავშვები უყურებენ მხსნელის მეორედ მოსვლის სურათს სთხოვე მათ აღწერონ, რას ხედავენ ან რა იციან ამ ამბის შესახებ. ასევე შეგიძლია უკარნახო ბავშვებს სიტყვები და ფრაზები მეორედ მოსვლის შესახებ მოძღვრება და აღთქმები 65-დან. რას გვასწავლის ეს სიტყვები და ფრაზები? როგორ შეიძლება მოვემზადოთ მხსნელის დაბრუნებისთვის?
მეტი იდეისთვის იხილე ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის ვამოცემა.