„26 მაისი–1 ივნისი: „ერთგული, მართალი და ბრძენი ზედამხედველი“: მოძღვრება და აღთქმები 51–57“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 51–57“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025
First Furrow [პირველი ხნული], ჯეიმს ტეილორ ჰარვუდის მიერ
26 მაისი–1 ივნისი: „ერთგული, მართალი და ბრძენი ზედამხედველი“
მოძღვრება და აღთქმები 51–57
ეკლესიის წევრებისთვის 1830-იან წლებში, წმინდანთა შეკრება და სიონის ქალაქის აშენება იყო როგორც სულიერი, ისე ხორციელი საქმე ბევრი პრაქტიკული საკითხით: ვიღაცას უნდა ეყიდა მიწა, სადაც წმინდანები დასახლდებოდნენ. ვიღაცას უნდა დაებეჭდა წიგნები და სხვა პუბლიკაციები. ვიღაცას კი უნდა ემართა მაღაზია, რათა სიონის ხალხი პროდუქტით მოემარაგებინათ. გამოცხადებებში, რომლებიც ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმები 51–57-ში, უფალმა ამ დავალებების განსახორციელებლად პიროვნებები დანიშნა და მითითება მისცა მათ.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის განსახორციელებლად სიონში აუცილებელია უნარები, ეს გამოცხადებები ასევე ასწავლის, რომ უფალს სურს, მისი წმინდანები სულიერად ღირსნი იყვნენ, სიონის ხალხად — თავის ხალხად იწოდებოდნენ. ის მოუწოდებს თითოეულ ჩვენგანს, რომ ვიყოთ „ერთგული, მართალი და ბრძენი ზედამხედველ[ნ]ი,“ გვქონდეს მომნანიებელი სული, და „მტკიცედ [ვიდგეთ]“ ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობების შესასრულებლად (იხ. მოძღვრება და აღთქმები 51:19; 52:15; 54:2). თუ ჩვენ შეგვიძლია ეს — მიუხედავად ჩვენი მიწიერი უნარებისა — უფალს შეუძლია, გამოგვიყენოს ჩვენ სიონის ასაშენებლად.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
უფალს სურს, ვიყო ერთგული, მართალი და ბრძენი ზედამხედველი.
შენ რომ ეკლესიის წევრი ყოფილიყავი1831 წელს შეიძლება, გეცხოვრა მიძღვნის კანონით ეპისკოპოსის საშუალებით ეკლესიისთვის შენი საკუთრების გადაცემით. ის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, დაგიბრუნებდა რაც გაიღე, ხანდახან ნამატითაც კი. მაგრამ ეს აღარ იყო მხოლოდ შენი საკუთრება — ეს იყო შენი მმართველობა.
დღეს პროცედურები განსხვავებულია, მაგრამ ეს წესები ისევ არსებითია უფლის საქმეში. ნაწილი 51-ს კითხვისას იფიქრე, თუ რა განდო უფალმა. სიტყვების „ზედამხედველისა“ (მუხლი 19) და „მიძღვნის“ (მუხლი 5) თანახმად, რას მოელის ღმერთი შენგან?
პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბალმა ახსნა: „ეკლესიაში მმართველობა არის წმინდა სულიერი ან ხორციელი ნდობა, რომლისთვისაც ანგარიშვალდებულნი ვართ. რამეთუ ყველაფერი უფალს ეკუთვნის, ჩვენ ვართ მმართველნი ჩვენი სხეულისა, გონებისა, ოჯახებისა და საკუთრებისა. (იხილე მოძღვრება და აღთქმები 104:11–15.) ერთგული ზედამხედველი არის ის, ვინც სამართლიანად ბატონობს, ზრუნავს თავისიანებზე და ყურადღებას აქცევს ღარიბებსა და გაჭირვებულებს“ („Welfare Services: The Gospel in Action“, Ensign, ნოემბერი 1977, 78).
ასევე იხილე „The Law of Consecration“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.
The Law of Consecration
მოძღვრება და აღთქმები 52:9–11, 22–27
მე ვთხოვ სხვებს, მიეახლონ ქრისტეს, სადაც არ უნდა წავიდე მე.
როდესაც უფალმა ეკლესიის რამდენიმე წინამძღოლი მისურიში გაგზავნა, უთხრა მათ, რომ ესარგებლათ მგზავრობით და „გზადაგზა [ექადაგათ]“ (მუხლები 25–27). როგორ შეიძლება, გაუზიარო სხვებს სახარება „გზადაგზა“ ან შენი ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენების დროს?
მოძღვრება და აღთქმები 52:14–19
უფალი მეხმარება, თავი ავარიდო მოტყუებას.
რამეთუ ბევრი ადამიანი იბრალებდა სულიერ გამოვლინებებს, პირველი წმინდანები შიშობდნენ, არ ყოფილიყვნენ მოტყუებულნი. როგორ გააფრთხილა ისინი უფალმა მოძღვრება და აღთქმები 52:14-ში? რა იყო უფლის გამოსავალი? (იხილე მუხლები 14–19).
ნიმუში არის ის, რაც მეორდება რეგულარული, პროგნოზირებადი გზით. მაგალითები მოიცავს ლუწი რიცხვებით დათვლას ან ყოველდღე მზის ამოსვლასა და ჩასვლას. სხვა რა მაგალითები შეიძლება გაიხსენო? მოძღვრება და აღთქმები 52:14–19-ს ძიებისას გამოავლინე უფლის ნიმუში, რათა თავი აარიდო შეცდომაში შესვლას. შეიძლება დაგეხმაროს იმის აღნიშვნა, რომ „სინანული“ გულისხმობს თავმდაბლობასა და მონანიებას; „თვინიერი“ მიგვითითებს სირბილეზე და თავის მართვაზე; და „დარიგება“ ნიშნავს სწავლებას, გაუმჯობესებასა და აღშენებას. რატომ გგონია, რომ უფლის ნიმუში მოიცავს ამ ღირსებებს, მორჩილებასთან ერთად? როგორ შეგიძლია ამ ნიმუშის გამოყენება მოტყუების თავიდან ასარიდებლად?
განმარტე რთული სიტყვები. სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში შეგიძლია თითით შეეხო სიტყვას, გეჭიროს თითი და შემდეგ აირჩიო „განსაზღვრა“. ასე გადახვალ ამ სიტყვის განმარტებაზე. სცადე ეს, როდესაც ნახავ უცნობ სიტყვებს — ან სიტყვებს, რომლებიც იცი, მაგრამ ისურვებდი მათ უკეთესად გაგებას.
რა არის ზოგიერთი მაგალითი მოტყუებისა ჩვენს დროში? როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ გვატყუებენ?
მაგალითად, “Walk in God’s light” სტანდარტებზე დაყრდნობით შესაძლებელია, გადახედო შენს არჩევანს ფილმებთან, მუსიკასთან და სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით For the Strength of Youth: A Guide for Making Choices, 16–21.
ასევე იხილე გარი ე. სტივენსონი, „Deceive Me Not [ნუ მატყუებ]“, Liahona, ნოემბერი, 2019, 93–96; „Guide Me to Thee [გამიძეხი შენკენ]“, საგალობლები, N. 101; Topics and Questions [თემები და კითხვები], „Seeking Truth and Avoiding Deception [ჭეშმარიტების ძიება მოტყუების თავიდან ასარიდებლად]“, სახარების ბიბლიოთეკა.
მე შემიძლია მივმართო უფალს, როდესაც მაზიანებს სხვისი არჩევანი.
ოდესმე განგიცდია იმედგაცრუება, როდესაც ვიღაცამ, ვისაც ენდობოდი, თავისი მოვალეობები არ შეასრულა? ეს შეემთხვათ წმინდანებს კოლსვილიდან (ნიუ-იორკი), რომლებიც მოელოდნენ, დასახლებულიყვნენ ლემან კოპლის მიწაზე ოჰაიოში. ამ შემთხვევიდან უფრო მეტი რომ ისწავლო, შეგიძლია განიხილო ნაწილი 54 -ს სათაური (ასევე იხილე Saints, 1:125–28; “A Bishop unto the Church” Revelations in Context, 78–79). კოლსვილის წმინდანი რომ ყოფილიყო შენი მეგობარი, რა რჩევას გაუზიარებდი მას ნაწილი 54 -დან?
ლემან კოპლის ფერმა
მოძღვრება და აღთქმები 56:14–20
ნეტარ არიან გულით სუფთანი.
ამ მუხლებში უფალი ესაუბრება როგორც მდიდარს, ისე ღარიბს; შეიძლება, საინტერესო იყოს მისი დარიგების ამ ორ ჯგუფთან შედარება. ამ მუხლებიდან პირადად შენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
დამატებითი იდეებისთვის იხილე ჟურნალების ლიახონა და ახალგაზრდების გასაძლიერებლად ამ თვის გამოშვება.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მე შემიძლია, ვიყო პატიოსანი.
-
იმისათვის, რომ ბავშვებს დაეხმარო გაიგონ, რას ნიშნავს, იყო პატიოსანი, ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 51:9 და გაუზიარე ამბები ბავშვების შესახებ, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს პატიოსნობის შესახებ. შეგიძლია გამოიყენო სურათები, წინდისგან ან ქაღალდისგან გაკეთებული თოჯინები იმისათვის, რომ ისტორიები უფრო საინტერესო იყოს. როგორ გვაკურთხებს უფალი, როდესაც ვცდილობთ ვიყოთ პატიოსანნი?
-
შეგიძლია, ბავშვებთან ერთად ითამაშო რომელიმე თამაში. შემდეგ, ისაუბრეთ, თუ რამდენად სხვანაირი შეიძლებოდა ყოფილიყო თამაში, თუ რომელიმე თქვენგანი თამაშში მოიტყუებოდა. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთს „პატიოსნად“ მოვექცეთ?
მოძღვრება და აღთქმები 52:10; 53:3; 55:1
მე ხელდასხმით ვიღებ სულიწმინდის ძღვენს.
-
სულიწმინდის მიღება ხელდასხმით რამდენჯერმე არის ნახსენები მოძღვრება და აღთქმები 51–57-ში. ეს შეიძლება იყოს კარგი შესაძლებლობა, ასწავლო ბავშვებს ამ წეს-ჩვეულების შესახებ. მაგალითად, მათ შეუძლიათ შეხედოთ სურათს, რომელზეც ბავშვი იღებს წევრად დამტკიცებას და აღწერონ, რა ხდება ამ სურათზე. სთხოვე მათ, ტაში დაუკრან, როდესაც წაიკითხავ სიტყვას „ხელდასხმა“ მოძღვრება და აღთქმები 52:10; 53:3; 55:1-ში.
-
შეგიძლიათ იმღეროთ „The Holy Ghost [სულიწმინდა]“ (საბავშვო სიმღერების კრებული, 105) ან მსგავსი სიმღერა სულიწმინდის შესახებ. დაეხმარე ბავშვებს, სიმღერაში იპოვონ სიტყვები და ფრაზები, რომლებიც სულიწმინდის ძღვენის შესახებ ასწავლიან.
მოძღვრება და აღთქმები 52:14–19
ღმერთს აქვს ნიმუში, რომ დამეხმაროს, არ ვიყო მოტყუებული.
-
რათა ვასწავლოთ უფლის ნიმუშის შესახებ მოტყუების თავიდან ასაცილებლად, დასაწყისისთვის შეიძლება დაეხმარო ბავშვებს ნიმუშის მაგალითების მოძებნაში — ბუნებაში, ფერად საბნებსა და ჩასაცმელში ან ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაეხმარე მათ, იპოვონ ნიმუში, რომელიც უფალმა მიუთითა მოძღვრება და აღთქმები 52:14–15-ში. დარწმუნდი, რომ მათ ესმით ნებისმიერი სიტყვა ამ მუხლებში. როგორ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს ნიმუში ჭეშმარიტების ამოსაცნობად?
მე ყოველთვის უნდა აღვასრულო ჩემი აღთქმები.
-
შენი სიტყვებით გაუზიარე ბავშვებს, რა შეემთხვათ წმინდანებს, რომლებიც მივიდნენ ლემან კოპლის მიწაზე საცხოვრებლად (იხილე ნაწილი 54-ს სათაური). ბავშვებმა შეიძლება, წარმოიდგინონ, რომ არიან ეკლესიის წევრები, რომლებიც ოჰაიოში მივიდნენ. როგორ იგრძნობდნენ თავს, ლემანს რომ თავისი აღთქმა დაერღვია? რას გვასწავლის ეს ჩვენ აღთქმებისა და დაპირებების შესრულების შესახებ? ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 54:6, რათა აღმოაჩინოთ კურთხევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღასრულებენ თავიანთ აღთქმებს.
მე შემიძლია, გამოვიყენო ის კურთხევები, რომლებიც ღმერთმა მომცა მე, რათა ვაკურთხო სხვები.
-
ნაწილი 55-ს გასაცნობად, შეიძლება საჭირო იყოს აუხსნა, რომ უილიამ ვ. ფელფსი იყო გაზეთის გამომცემელი, რომელმაც გაიგო სახარების შესახებ და შეუერთდა ეკლესიას. ბავშვებთან ერთად წაიკითხე მოძღვრება და აღთქმები 55:1–4და დაეხმარე მათ აღმოაჩინონ, თუ რა უნდოდა ღმერთს, რომ უილიამს გაეკეთებინა. როგორ გეგმავდა ის უილიამის ნიჭის გამოყენებას? შედეგად, შეიძლება წამოიწყოს საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება შემოგვთავაზოს ღმერთმა ჩვენი ნიჭის გამოყენება მისი შვილების დასალოცად.
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.