Doctrine and Covenants 2025
19–25 მაისი: „სინათლეა ის, რაც ღმერთისგან არის“: მოძღვრება და აღთქმები 49–50


„19–25 მაისი: ‘სინათლეა ის, რაც ღმერთისგან არის’: მოძღვრება და აღთქმები 49–50“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 49–50“, მოდი და გამომყევით — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

მზის ამოსვლა

19–25 მაისი: „სინათლეა ის, რაც ღმერთისგან არის“

მოძღვრება და აღთქმები 49–50

მხსნელი არის ჩვენი „მწყემსი კეთილი“ (მოძღვრება და აღთქმები 50:44). მან იცის, რომ ხანდახან ცხვარი იფანტება, ხოლო უდაბნოში კი მრავალი საფრთხეა. ამგვარად, ის სიყვარულით წინ მიგვიძღვის თავისი მოძღვრების უსაფრთხოებამდე. იგი გვარიდებს ისეთ საფრთხეებს, როგორიცაა „ცრუ სულები, რომლებიც გაემართნენ დედამიწაზე ამაქვეყნის შესაცდენად“ (მოძღვრება და აღთქმები 50:2). მის კვალზე სიარული ხშირად ნიშნავს არასწორი იდეებისა და ტრადიციების უარყოფას. ეს ეხება ლემან კოპლისა და სხვებს ოჰაიოში. მათ მიიღეს აღდგენილი სახარება, მაგრამ მაინც სჯეროდათ გარკვეული წარმოდგენებისა, რომლებიც არ იყო სწორი. მოძღვრება და აღთქმები 49-ში უფალმა განაცხადა ჭეშმარიტებები, რომლებმაც შეასწორა ლემანის წარმოდგენები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ქორწინება და მხსნელის მეორედ მოსვლა. და როდესაც ოჰაიოს მოქცეულებმა „მიიღე[ს] … სულები, რომლებისაც [მათ] არ [ესმოდათ]“, უფალმა ასწავლა მათ, ამოეცნოთ სულიწმინდის ჭეშმარიტი გამოვლინებები(მოძღვრება და აღთქმები 50:15). მწყემსი კეთილი მომთმენია ჩვენთან, თავის „პატარა ბავშვებთან“, რომლებიც „უნდა გაიზარდო[ნ] მადლისა და ჭეშმარიტების ცოდნაში.“ (მოძღვრება და აღთქმები 50:40).

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 49; 50–24

იესო ქრისტეს სურს, რომ მე მივიღო მისი სახარების ჭეშმარიტება.

ეკლესიაში გაწევრიანებამდე ლემან კოპლი იყო რელიგიური ჯგუფის წევრი, რომელიც „ქრისტეს მეორედ წარდგინების მორწმუნეთა გაერთიანებული საზოგადოების“, იგივე, „შეიკერების“ სახელით იყო ცნობილი. ჯოზეფ სმითი ლემანთან გასაუბრების შემდეგ „შეიკერების“ ზოგიერთი სწავლების შესახებ განმარტებას უფლისგან ეძიებდა. უფალმა უპასუხა გამოცხადებით ნაწილი 49. „შეიკერების“ ზოგიერთი წარმოდგენა ნახსენებია ამ ნაწილის სათაურში.

რა ასწავლა უფალმა ნაწილი 49 -ში „შეიკერების“ ზოგიერთი წარმოდგენის შესასწორებლად? რა მტკიცებულებას ხედავთ ამ გამოცხადებაში იმ ადამიანების მიმართ სიყვარულისა და ფიქრის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ მისი ჭეშმარიტების სისავსე? როგორ შეიძლება მათთან დაკავშირება სიყვარულითა და ზრუნვით?

რა ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას მუხლი 2-ში უფლის დაკვირვების შესახებ? ეს შეიძლება შეადაროთ იმას, თუ რა ხდება, როდესაც უყურებთ ფილმის მხოლოდ ერთ ნაწილს, ხედავთ თავსატეხის მხოლოდ ერთ ნაწილს ან მოისმენთ კამათის მხოლოდ ერთ მხარეს. როგორ ეხმიანება უფლის გაფრთხილება მოძღვრება და აღთქმები 50:24-ს? იფიქრეთ, რას აკეთებთ უფლისგან უფრო მეტი სინათლის მისაღებად.

ასევე იხილეთ „ლემან კოპლი და „შეიკერები““ — გამოცხადებები კონტექსტში, 117–21.

მოძღვრება და აღთქმები 49:15–17

სემინარიის ხატულა
მამაკაცისა და ქალის ქორწინება ღვთის გეგმისათვის არსებითია.

ზეციური მამის გეგმის შესარყევად, სატანა ქორწინებაში დაბნეულობის შეტანას ცდილობს. უფალი, მეორე მხრივ, თავისი წინასწარმეტყველების საშუალებით ქორწინების შესახებ ჭეშმარიტების გამოვლენას განაგრძობს. ზოგიერთი მის ჭეშმარიტებათაგან შეგიძლიათ ნახოთ მოძღვრება და აღთქმები 49:15–17; დაბადება 2:20–24; 1 კორინთელთა 11:11; და „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“. ჩამოწერეთ ჭეშმარიტებები, რომელთაც ნახავთ. რატომ არის ქორწინება ასე მნიშვნელოვანი ღვთიური გეგმისთვის?

უხუცესი ულისეს სოარესი ასწავლიდა, რომ „იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება ახმიანებს ქალსა და მამაკაცს შორის სრული პარტნიორობის პრინციპს როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ისე მარადიულში“ („In Partnership with the Lord [უფალთან პარტნიორობით]“, ლიახონა, ნოემბერი, 2022, 42). თქვენ შეიძლება ისწავლოთ მისი გზავნილი, იმ პრინციპების ძიებით, რომლებიც „ამყარებენ ქალისა და მამაკაცის პარტნიორობას“. როგორ შეგიძლიათ ამ პრინციპების თქვენს ცხოვრებაში გამოყენება? თუ სხვა რწმენის ადამიანი შეგეკითხებათ, რატომ არის ქორწინება მნიშვნელოვანი, თქვენ რას უპასუხებთ? რატომ ხართ ამ გაგების მადლიერი?

ასევე იხილეთ საკითხები და კითხვები „Marriage [ქორწინება]“, „Family [ოჯახი]“, სახარების ბიბლიოთეკა; დევიდ ა. ბედნარი, „Marriage Is Essential to His Eternal Plan [ქორწინება არსებითია ღვთის მარადიული გეგმისთვის]“, Ensign, ივნისი, 2006, 83–84; „Renaissance of Marriage [ქორწინების აღორძინება“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

2:36

Renaissance of Marriage

იყავით მგრძნობიარე ინდივიდუალური გარემოებებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერი ქორწინება და ოჯახური ცხოვრება იესო ქრისტეს სახარების იდეალია, ყველა ჩვენგანს არ ეძლევა ეს დალოცვები მიწიერ ცხოვრებაში. ამ საკითხის განხილვისას იყავით მგრძნობიარე სხვადასხვა ინდივიდუალური და ოჯახური გარემოებებისადმი, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც „მიენდ[ნენ] უფალს მოთმინებით“ მარადიული აღთქმების აღსასრულებლად (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 98:1–3).

ოჯახი ტაძრის გარეთ

მოძღვრება და აღთქმები 50

უფლის სწავლებებს შეუძლია დამიცვან სატანის სიცრუისგან.

ოჰაიოს ეკლესიის ახალი წევრები მონდომებულები იყვნენ, მიეღოთ წმინდა წერილებში დაპირებული სულიერი გამოვლინებები. ხოლო სატანა კი მონდომებული იყო, მოეტყუებინა ისინი. თქვენთვის რომ ეთხოვათ, დახმარებოდით ამ წევრებს გაეგოთ, როგორ ამოეცნოთ სულიწმინდის ჭეშმარიტი გამოვლინებები, მოძღვრება და აღთქმები 50 -დან რომელ პრინციპებს გაუზიარებდით? (განსაკუთრებით იხილეთ მუხლები 22–25, 29–25, 40–46). როგორ დაგეხმარათ მხსნელი ჭეშმარიტებასა და შეცდომას შორის სხვაობის დანახვაში?

ასევე იხილეთ 1 კორინთელთა 14:1–28; 2 ტიმოთე 3:13–17.

მოძღვრება და აღთქმები 50:13–24

მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად განისწავლებიან სულიწმინდის მიერ.

იესო ქრისტეს სახარებით ცხოვრება იძლევა ბევრ საშუალებას, ვიყოთ მასწავლებლები და მოსწავლეები, როგორც სახლში, ისე ეკლესიაში. მოძღვრება და აღთქმები 50:13–24 შესწავლის ერთ-ერთი გზა არის მასწავლებლისა და მოსწავლის სურათის დახატვა. თითოეულის გასწვრივ, ჩამოწერეთ სიტყვები და ფრაზები ამ მუხლებიდან, რომლებიც გასწავლიან რამეს სახარების სწავლისა და სწავლების შესახებ. როდის გქონიათ შემთხვევები, რომლებმაც გასწავლეს სულიწმინდის მნიშვნელოვნება სწავლებასა და სწავლაში? იფიქრეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი მცდელობების გასაუმჯობესებლად, როგორც სახარების მსწავლელსა და მასწავლებელს.

მოძღვრება და აღთქმები 50:23–25

„სინათლეა ის, რაც ღმერთისგან არის“.

მოძღვრება და აღთქმები 50:23–25-ში მხსნელის სიტყვებზე მსჯელობისას იფიქრეთ, როგორ იღებთ ღვთის ნათელს თქვენს ცხოვრებაში და როგორ „განდევნოთ სიბნელე“. მაგალითად, ეს მუხლები როგორ ხელმძღვანელობს თქვენს არჩევანს, თუ როგორ გაატაროთ დრო? რა გასართობი ან სოც. ქსელები ეძიოთ? რომელ საუბრებში ჩაერთოთ? ეს მუხლები სხვა რომელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით დაგეხმარებათ? მაგალითად, საგალობელმა „The Lord Is My Light [უფალი არის ჩემი ნათელი]“ (Hymns, N. 89) შეიძლება შთაგაგონოთ დამატებითი აზრები.

ასევე იხილეთ „Walk in God’s light [უფლის ნათელში სიარული]“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად: გზამკვლევი გადაწყვეტილების მისაღებად, 16–21.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 03

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 49:12–14

მე შემიძლია ვიარო იესო ქრისტეს კვალზე.

  • იმისათვის, რომ ბავშვებს ასწავლოთ ამ მუხლებში მოცემული პრინციპები, შეგიძლიათ ქაღალდისგან მოამზადოთ ფეხის ოთხი ანაბეჭდი და ოთხი სურათი, რომელიც წარმოადგენს იესო ქრისტეში რწმენას, მონანიებას, ნათლობასა და სულიწმინდის მიღებას (იხილეთ სურათები ამ კვირის გასართობ გვერდზე). სთხოვეთ ბავშვებს, დაალაგონ ფეხის ანაბეჭდები იატაკზე და სურათები მათ გვერდზე. შემდეგ მორიგეობით გაიარონ ამ ფეხის ანაბეჭდებზე, როცა თქვენ კითხულობთ მოძღვრებასა და აღთქმები 49:12–14. დაეხმარეთ გაიგონ, რომ როდესაც ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც ამ სურათებზეა ასახული, ჩვენ ამით იესო ქრისტეს კვალზე დავდივართ.

  • თქვენ ასევე შეიძლება სთხოვოთ ბავშვებს, შეადარონ მოძღვრება და აღთქმები 49:12–14 საქმეები 2:38 და რწმენის მეოთხე სიმბოლო. რა მსგავსებებს პოულობენ ისინი? რატომ არის ეს ჭეშმარიტებები მნიშვნელოვანი?

მოძღვრება და აღთქმები 49:15–17

მამაკაცისა და ქალის ქორწინება ღვთიური გეგმისათვის არსებითია.

  • ამ სტროფების გასაცნობად შეგიძლიათ ახსნათ, რომ „შეიკერები“ იყო რელიგიური ჯგუფი, რომელსაც სჯეროდა, რომ ადამიანები არ უნდა დაქორწინებულიყვნენ (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 49-ე ნაწილის სათაური). სთხოვეთ ბავშვებს იპოვონ, თუ რას ასწავლის უფალი ქორწინების შესახებ მოძღვრება და აღთქმები 49:15–17. რას ნიშნავს „ქორწინება არის დადგენილი უფლის მიერ“? იქნებ, ერთად წაიკითხოთ „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს“ პირველი სამი აბზაცი. შემდეგ ისაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არის ქორწინება და ოჯახი მნიშვნელოვანი ზეციური მამისთვის.

მოძღვრება და აღთქმები 50:23–25

„სინათლეა ის, რაც ღმერთისგან არის“.

  • მოძღვრება და აღთქმები 50:23–25-ს წარსადგენად ესაუბრეთ ბავშვებს განსხვავებაზე სინათლისა და წყვდიადს შორის. რატომ გვჭირდება სინათლე? შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ „Walk in God’s light [უფლის ნათელში სიარული]“-ს პირველი აბზაცი ახალგაზრდების გასაძლიერებლად: გზამკვლევი გადაწყვეტილების მისაღებად (გვერდი 17) და მოძღვრება და აღთქმები 50:23–25. ისაუბრეთ, როგორ ვიღებთ ღვთის ნათელსა და საშუალებებს წყვდიადის განსადევნად. შემდეგ შეგიძლიათ ერთად იმღეროთ სიმღერა მათი სულიერი ნათელის შესახებ, მაგალითად, „Shine On [იბრწყინე]“ (Children’s Songbook 144).

მოძღვრება და აღთქმები 50:40–46

იესო ქრისტე არის ჩემი მწყემსი კეთილი.

  • მოძღვრებისა და აღთქმები 50:40–46 ერთად წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ აჩვენოთ მხსნელის სურათი და დაუსვათ კითხვები, მაგ: რას ფიქრობს მწყემსი თავის სამწყსოზე? რანაირად არის მხსნელი ჩვენი მწყემსი?

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.

მწყემსი კეთილი

ფაქიზი მწყემსი, იონგსუნგ კიმის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისათვის