Doctrine and Covenants 2025
12–18 მაისი: „ეძიეთ გულწრფელად საუკეთესო ძღვენნი“, მოძღვრება და აღთქმები 46–48


„12–18 მაისი: ‘ეძიეთ გულწრფელად საუკეთესო ძღვენნი’: მოძღვრება და აღთქმები 46–48“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025(2025)

„მოძღვრება და აღთქმები 46–48“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

შეხვედრა მდინარესთან

კარვების შეხვედრა, უორთინგტონ უითრეჯის მიერ

12–18 მაისი: „ეძიეთ გულწრფელად საუკეთესო ძღვენნი“

მოძღვრება და აღთქმები 46–48

როდესაც პარლი პ. პრატმა, ოლივერ ქაუდერიმ, ზიბა პიტერსონმა და პიტერ ვიტმერ უმცროსმა დატოვეს კირტლანდი და სხვაგან წავიდნენ სახარების ქადაგების გასაგრძელებლად, მათ დატოვეს ეკლესიის 100-ზე მეტი ახალი წევრი, რომელთაც ჰქონდათ საკმარისი გულმოდგინება, მაგრამ მწირი გამოცდილება და დარიგება. მათ არ ჰქონდათ არანაირი სასწავლო სახელმძღვანელოები, ხელმძღვანელთა ტრენინგები, გენერალური კონფერენციის ტრანსლაცია — და, რაც მთავარია, არ ჰქონდათ მორმონის წიგნი საკმარისი რაოდენობით, გასავრცელებლად. ბევრი ამ ახალ მორწმუნეთაგან აღდგენილი სახარებისკენ სულიწმინდის საოცარი გამოვლინების დაპირებებმა მიიზიდა, განსაკუთრებით იმ დაპირებებმა, რომლებიც აღწერილია ახალ აღთქმაში (იხილეთ, მაგალითად, 1 კორინთელთა 12:1–11). მაგრამ ბევრისთვის რთული იყო სულიწმინდის ჭეშმარიტი გამოვლინების ამოცნობა. დაინახა რა დაბნეულობა, ჯოზეფ სმითმა დახმარების მისაღებად ილოცა. უფლის მიერ გაცემული პასუხი ღირებულია დღეს, როდესაც ხალხი ხშირად უარყოფს ან არ იმჩნევს სულიწმინდის გამოვლენას. მან დაადასტურა, რომ სულიერი გამოვლინებები რეალურია. მან ასევე განმარტა, თუ რა არის ისინი: ძღვენნი მოსიყვარულე ზეციური მამისგან, რომელნიც „ებოძათ მათ სასარგებლოდ, ვისაც [უყვარს ის] და იცავენ ყოველ [მის] მცნებას და ასევე მათთვის, რომელნიც ცდილობენ ასე მოქცევას“ (მოძღვრება და აღთქმები 46:9).

სწავლის ხატულა

სახლში და ეკლესიაში სწავლის იდეები

მოძღვრება და აღთქმები 46:1–7

მხსნელი მიესალმება ყველას, ვისაც სურს, ღმერთს თაყვანი სცეს მის ეკლესიაში.

თვლით, რომ თქვენს მეგობრებს და ადამიანებს თქვენს სამეზობლოში თავისუფლად შეუძლიათ თქვენი მეურვეობის ღვთის თაყვანისცემის მსახურებაში მონაწილეობა? რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს საეკლესიო შეხვედრებზე ხალხს დაბრუნება სურდეს? იმსჯელეთ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ უფლის დარიგება მოძღვრება და აღთქმები 46:1–7 -დან (იხილეთ ასევე 2 ნეფი 26:24–28; 3 ნეფი 18:22–23).

ასევე გაიხსენეთ დრო, როდესაც პირველად დაესწარით ეკლესიის მსახურებას ან სხვა ჯგუფის შეხვედრას. რა მოიმოქმედეს ადამიანებმა, რომ თავი კომფორტულად გეგრძნოთ?

ასევე იხილეთ მორონი 6:5–9; – „’Tis Sweet to Sing the Matchless Love [ტკბილია უბადლო სიყვარულზე სიმღერა]“, Hymns, N. 177; „Welcome [კეთილი იყოს თქვენი მოსვლა]“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

1:5

Welcome Comeuntochrist.org

მოძღვრება და აღთქმები 46:7–33

სემინარიის ხატულა
ზეციური მამა მაძლევს სულიერ ძღვენს სხვების დასალოცად.

პირველ წმინდანებს სწამდათ სულიერი ძღვენებისა, მაგრამ მათ ამოსაცნობად და მათი დანიშნულების გასაგებად დახმარება სჭირდებოდათ. როდესაც სწავლობთ სულიწმინდის ძღვენის შესახებ მოძღვრება და აღთქმები 46:7–33-ში, იმსჯელეთ მიზნებზე, თუ „რისთვის გებოძათ ისინი“ (მუხლი 8). რას სწავლობთ ღმერთის — ამ ძღვენის მბოძებლის შესახებ?

შეგიძლიათ მოიფიქროთ თქვენ მიერ ნანახი იმ შემთხვევათა მაგალითები, როდესაც ადამიანები იყენებენ ამ ან სხვა სულიერ ძღვენს? როგორ არის ისინი „ღმერთის შვილების სასარგებლოდ“? (მუხლი 26). ასევე შეგიძლიათ სცადოთ, გამოავლინოთ სხვადასხვა სულიერი ძღვენი წმინდა წერილებიდან, მაგალითად: 3 მეფეთა 3:5–15; დანიელი 2:26-30; საქმენი 3:1–8; ჰელამანი 5:17–19; მორმონი 1:1–5; ეფერი 3:1–15; მოძღვრება და აღთქმები 6:10–12; მოსე 7:13.

სულიერი ძღვენის შესწავლამ შეიძლება გიბიძგოთ იმსჯელოთ იმაზე, თუ რა ძღვენი გიბოძათ უფალმა. როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ძღვენი, რომ აკურთხოთ ღვთის შვილები? თუ თქვენ გაქვთ პატრიარქის კურთხევა, ის სავარაუდოდ, გამოავლენს იმ ძღვენს, რომელიც გებოძათ. უხუცეს ჯონ ქ. ფინგრი უმცროსის გზავნილის „I Have a Work for Thee [მე მაქვს საქმე შენთვის]“ წაკითხვამ შეიძლება ასევე აგიხილოთ თვალი იმ ძღვენზე, რომელზეც აქამდე არ გიფიქრიათ („ლიახონა“, ნოემბერი 2017, 32–35).

თუ გაინტერესებთ გაიგოთ, როგორ განავითაროთ სულიერი ძღვენი, უხუცეს ხუან პაბლო ვილარის გზავნილის „ჩვენი სულიერი კუნთების გავარჯიშება“ დასაწყისში მოცემული შედარება შეიძლება, დაგეხმაროთ (ლიახონა, მაისი, 2019, 95). რა „ვარჯიშებმა“ შეიძლება, გაგივითაროთ სულიერი ძღვენი?

იხილეთ ასევე საკითხები და კითხვები „Holy Ghost [სულიწმინდა]“, სახარების ბიბლიოთეკა

მოძღვრება და აღთქმები 47

უფალს სურს, რომ მისმა ეკლესიამ აწარმოოს ისტორია.

ჯონ ვიტმერის მოწოდებამ - აღეწერა ეკლესიის ისტორია, გაგრძელდა, როგორც ღვთის ხალხის მიერ ჩანაწერების წარმოების ხანგრძლივი ტრადიცია. რას ფიქრობთ, რატომ არის უფლისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ჩანაწერების წარმოება? იმსჯელეთ ამაზე, როდესაც კითხულობთ 47-ე ნაწილს და მსგავს მითითებებს 2 ნეფი 29:11–12; მოსე 6:5; აბრაამი 1:28, 31-ში. როგორ ფიქრობთ, რა სურს უფალს, რომ ჩაწეროთ თქვენი ცხოვრების შესახებ?

FamilySearch-ზე შეგიძლიათ ჩაწეროთ მოგონებები და გამოცდილებები თქვენი და თქვენი წინაპრების ცხოვრებიდან (იხილეთ FamilySearch.org).

იხილეთ ჰენრი ბ. აირინგი, „O Remember, Remember [გახსოვდეთ, გახსოვდეთ]“, ლიახონა, ნოემბერი 2007, 66-69.

ჯონ უითმერი

ჯონ უითმერი

მოძღვრება და აღთქმები 47

სულიწმინდა გამიძღვება მე, როდესაც აღვასრულებ ჩემს მოწოდებას.

იქნებ დაინახოთ მსგავსება ჯონ ვიტმერისა და თქვენს განცდებს შორის, როდესაც მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ მისი მოწოდება უფლისგან მოდიოდა. რა უთხრა უფალმა მოძღვრებასა და აღთქმები 47 -ში ჯონ ვიტმერს — [და თქვენ] — რათა შთაეგონებინა თავდაჯერებულობა თავის მიერ მიცემული მოწოდებების აღსასრულებლად?

მასწავლებლის როლი. სწავლება არის უფრო მეტი, ვიდრე ინფორმაციის მიწოდება. ის მოიცავს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც კლასის წევრებს შეუძლიათ თავად ისწავლონ და აღმოაჩინონ ჭეშმარიტება და გაუზიარონ სხვებს ის, რაც ისწავლეს (იხილეთ Teaching in the Savior’s Way [მხსნელის მსგავსად სწავლება]26).

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 46:2–6

მე შემიძლია დავეხმარო სხვებს, თავი კომფორტულად იგრძნონ ეკლესიაში.

  • თქვენს ბავშვებთან ერთად მოძღვრებისა და აღთქმები 46:5 -ს წაკითხვის შემდეგ ისაუბრეთ, უფალს როგორ სურს, რომ ხალხი თავს გრძნობდეს ეკლესიაში მოსვლისას. ბავშვებს სთხოვეთ, წარმოიდგინონ, თითქოს ვიღაც პირველად დაინახეს ეკლესიაში. დაეხმარეთ მათ, მოსინჯონ სხვადასხვა გზები, რათა დაეხმარონ ამ ადამიანს, ეკლესიაში თავი კომფორტულად იგრძნოს.

მოძღვრება და აღთქმები 46:7–26

ზეციური მამა მაძლევს მე სულიერ ძღვენს სხვების დასალოცად.

  • იმისათვის, რომ დაეხმაროთ ბავშვებს გაიგონ, რა არის მოძღვრება და აღთქმები 46:13–26-ში აღწერილი სულიერი ძღვენების შესახებ, გაითვალისწინეთ ეს აზრი. თქვენ შეგიძლიათ ეს ძღვენები დაწეროთ ფურცლებზე და ოთახში სხვადასხვა ადგილებში დამალოთ. როდესაც ბავშვები იპოვიან თითოეულ ფურცელს, დაეხმარეთ მათ იპოვონ ის ადგილი ნაწილი 46-ში, სადაც ეს ძღვენი ნახსენებია. ესაუბრეთ მათ თითოეული ძღვენის შესახებ, როგორ გამოიყენება ის სხვების დასალოცად (აღწერილობები შემდეგი წყაროებიდან დაგეხმარებათ: „თავი 20: სულიწმინდის ძღვენნი“, მოძღვრება და აღთქმების ამბები, 77–80).

    2:19

    Chapter 20: Gifts of the Spirit: 8•March 1831

  • უთხარით ბავშვებს ძღვენის შესახებ, რომელიც თქვენ თვლით, რომ ზეციურმა მამამ უბოძა მათ და ასაუბრეთ იმ ძღვენთა შესახებ, რომლებსაც ისინი ერთმანეთში ხედავენ. მოძღვრება და აღთქმები 46:8–9, 26თანახმად, რატომ გვაძლევს ზეციური მამა სულიერ ძღვენს? როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ძღვენი სხვების დასახმარებლად?

მოძღვრება და აღთქმები 47:1, 3

მე შემიძლია ჩემი ისტორიის ჩაწერა.

  • ნება მიეცით ბავშვებს აღმოაჩინონ, თუ რა სურდა უფალს, ჯონ ვიტმერს რომ გაეკეთებინა მოძღვრება და აღთქმები 47:1, 3. ასევე შეგიძლიათ ერთმანეთს გაუზიაროთ თქვენი საყვარელი ამბები წმინდა წერილებიდან. აღნიშნეთ, რომ ამ ამბების შესახებ ჩვენ ვიცით იმიტომ, რომ ვიღაცამ ისინი ჩაწერა.

  • იფიქრეთ, როგორ შთააგონებთ ბავშვებს, ჩაწერონ თავიანთი პირადი ისტორიები. შეგიძლიათ გაუზიაროთ მათ ჩანაწერები თქვენი პირადი დღიურიდან ან თქვენი წინაპრის ამბავი (იხილეთ FamilySearch.org ან აპლიკაცია Memories (მოგონებები). მიეცით მინიშნებები, მაგალითად „რა მოხდა ამ კვირას ისეთი, რასაც ისურვებდით, რომ თქვენს შვილიშვილებს სცოდნოდათ“? ან „როგორ შეიგრძენით ღვთის ხელი თქვენს ცხოვრებაში ამ კვირას?“ ახალგაზრდა ბავშვებმა, შეიძლება, დახატონ თავიანთი გამოცდილებების სურათები ან შეგიძლიათ ჩაწეროთ ისინი, როდესაც ჰყვებიან თავიანთ ამბებს. რა დალოცვები შეიძლება მივიღოთ „ისტორიის ჩანაწერების“ წარმოებით? (მოძღვრება და აღთქმები 47:1).

გოგონა წერს დღიურში

მოძღვრება და აღთქმები 48:2–3

მე შემიძლია სხვების დახმარება იმის გაზიარებით, რაც მე მომეცა.

  • მოძღვრება და აღთქმები 48:2–3 თქვენს ბავშვებთან ერთად კითხვისას შეიძლება დაგჭირდეთ მათთვის იმის ახსნა, რომ ადამიანები მოდიოდნენ ოჰაიოსკენ აღმოსავლეთიდან და მათ არ ჰქონდათ საცხოვრებელი ადგილი. რისი გაკეთება სთხოვა უფალმა წმინდანებს დასახმარებლად? დაეხმარეთ ბავშვებს იფიქრონ იმაზე, რაც ღმერთმა მათ უბოძა და რისი გაზიარებაც მათ სხვებისთვის შეუძლიათ. ასევე შეგიძლიათ მათთან ერთად იმღეროთ სიმღერა „‘Give,’ Said the Little Stream [გაეცით, - თქვა პატარა ნაკადულმა]“, (საბავშვო სამღერების კრებული, 236).

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.

ეკლესიის წევრები ესალმებიან ერთმანეთს

ყველას, ვისაც სურს მხსნელის თაყვანისცემა, შეუძლია თავისუფლად დაესწროს მისი წმინდანების შეკრებებს.

გასართობი გვერდი ბავშვებისათვის