Doctrine and Covenants 2025
5–11 მაისი: „დაპირებები … შესრულებული იქნება“: მოძღვრება და აღთქმები 45


„5–11 მაისი: ‘დაპირებები … შესრულებული იქნება’: მოძღვრება და აღთქმები 45’, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 45“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

ოჯახი ტაძარში

5–11 მაისი: „დაპირებები … შესრულებული იქნება”

მოძღვრება და აღთქმები 45

ნაწილი 45 -ში მოცემული გამოცხადება, ნაწილის სათაურის თანახმად, მიღებულ იქნა „წმინდანთა სასიხარულოდ”. ამ გამოცხადებაში ბევრმა რამ შეიძლება გაგვახაროს. მასში მხსნელი გვაძლევს სათუთ დაპირებას, რომ მამა ღმერთს შეევედრება ჩვენზე (იხილეთ მუხლები 3–5). ის მოგვითხრობს უფლის მარადიული აღთქმის შესახებ, რომელიც ვრცელდება მთელ მსოფლიოში, როგორც „მაცნე … [რათა] მოამზადოს გზა [მის] წინ“ (მუხლი 9). და ის წინასწარმეტყველებს თავისი დიდებული მეორედ მოსვლის შესახებ. მხსნელი ყოველივე ამას აკეთებს, აცნობიერებს რა, რომ ეს არის შემაშფოთებელი დრო (იხილეთ მუხლი 34) ნაწილობრივ იმ ხიფათის გამო, რომელიც მის მოსვლამდე გველის. მაგრამ ეს ხიფათი, ეს წყვდიადი, არ არის საკმარისად ძლიერი იმედის ნათლის ჩასაქრობად. „ვინაიდან ჭეშმარიტად გეუბნებით“, თქვა უფალმა, „რომ მე ვარ … სინათლე, რომელიც ანათებს უკუნეთში“ (მუხლი 7). ეს თავისთავად შეიძლება იყოს ამ გამოცხადების მიღების მიზეზი — ნებისმიერი დარიგებით, გაფრთხილებითა და ჭეშმარიტებით, რომელიც მას სურს გასცეს — სიხარულით.

სწავლის ხატულა

სახლში და ეკლესიაში სწავლის იდეები

მოძღვრება და აღთქმები 45:1–5

სემინარიის ხატულა
იესო ქრისტე არის ჩემი ქომაგი მამის წინაშე.

როდესაც ღმერთის წინაშე თავს შეუსაბამოდ ან უღირსად ვგრძნობთ, შეგვიძლია გამხნევება ვიპოვოთ მხსნელის სიტყვებში, მოძღვრება და აღთქმები 45:1–5. ამ მუხლების კვლევისას, გაითვალისწინეთ შემდეგი სახის კითხვები:

  • ამ მუხლებიდან რა სიტყვებს და ფრაზებს აქვს თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა?

  • ქომაგი არის ადამიანი, რომელიც რეკომენდაციას უწევს ან საჯაროდ მხარს უჭერს მეორე ადამიანს ან რომელიმე საქმეს. ამ მუხლების თანახმად, როგორ აკეთებს იესო ქრისტე ამას თქვენთვის? რა აძლევს მას ამის გაკეთების უფლებას?

  • მხსნელის მიერ მამისადმი ნათქვამი სიტყვებიდან რა ახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას? (მუხლები 4–5).

შეგიძლიათ ასევე შეისწავლოთ, რას ასწავლიდა უხუცესი დეილ გ. რენლენდი ჩვენი ქომაგის, იესო ქრისტეს, შესახებ „Choose You This Day [დღეს გირჩევ შენ]“ („ლიახონა“, ნოემბერი, 2018, 104–5). უხუცესი რენლენდის თანახმად, რა განსხვავებაა მხსნელისა და ლუციფერის მიზნებს შორის?

მომდევნო ნაწყვეტებიდან შეიძლება უკეთ გაიგოთ მხსნელის, როგორც ქომაგის, როლი. მათი სწავლისას ამოიწერეთ ის ფრაზები ან ჭეშმარიტებები, რომლებსაც სხვებს გაუზიარებდით: 2 ნეფი 2:8–9; მოსია 15:7–9; მორონი 7:27–28; მოძღვრება და აღთქმები 29:5; 62:1. რატომ აქვთ ამ ფრაზებს თქვენთვის მნიშვნელობა?

ასევე იხილეთ „რა ამაღლებული ვარ“, საგალობლები; გვ.22; საკითხები და კითხვები, „იესო ქრისტეს გამოსყიდვა“, სახარების ბიბლიოთეკა; „The Mediator [შუამავალი]“ (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

10:47

The Mediator

მოძღვრება და აღთქმები 45:9–10

სახარება ერებისთვის ალამია.

ძველად, ალამი (ინგლისურად: სტანდარტი) იყო დროშა, რომელსაც ბრძოლაში ჯარის შესაკრებად და გასაერთიანებლად იყენებდნენ. სტანდარტი ასევე არის მაგალითი ან წესი, რომელსაც ყველაფერს ადარებენ. მოძღვრები და აღთქმები 45:9–10წაკითხვისას იმსჯელეთ, რანაირად არის უფალთან დადებული თქვენი აღთქმები თქვენთვის სტანდარტი.

მოძღვრება და აღთქმები 45:11–75

იესო ქრისტე დაბრუნდება დიდებით.

უფლის მეორედ მოსვლა აღწერილია, როგორც „დიდი” და „საშინელი“ (მალაქია 3:23). მოძღვრება და აღთქმები 45-ში, ორივე აღწერილობა შეესაბამება. ეს გამოცხადება მოიცავს ფხიზელ გაფრთხილებებსა და საიმედო დაპირებებს უფლის მოსვლის შესახებ. მუხლები 11–75სწავლისას იმსჯელეთ, როგორ შეიძლება მოემზადოთ მეორედ მოსვლისთვის ქრისტეს მიმართ სიყვარულით და არა შიშით. ჩაიწერეთ რასაც ნახავთ, ასეთ ცხრილში:

წინასწარმეტყველება ან დაპირება

რა შეიძლება, გავაკეთო

წინასწარმეტყველება ან დაპირება

სინათლე (სახარება) გამოანათებს მათ შორის, ვინც იმყოფებიან სიბნელეში (მუხლი 28)

რა შეიძლება, გავაკეთო

მიიღეთ სინათლი — და გაავრცელეთ ის (მუხლი 29)

წინასწარმეტყველება ან დაპირება

რა შეიძლება, გავაკეთო

წინასწარმეტყველება ან დაპირება

რა შეიძლება, გავაკეთო

წინასწარმეტყველება ან დაპირება

რა შეიძლება, გავაკეთო

ვიდეოში „Men’s Hearts Shall Fail Them [ხალხს გული შეუწუხდება შიშით]“ (სახარების ბიბლიოთეკა), რა დარიგება მოგვცა პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა რათა დაგვეხმაროს, შიშის გამომწვევ შემთხვევებს მშვიდობით აღვუდგეთ წინ?

3:24

Men's Hearts Shall Fail Them

მოძღვრება და აღთქმები 45:31–32, 56–57

მე შემიძლია „[დავდგე] წმინდა ადგილებზე“ და არ დავიძვრე.

რას სწავლობთ მოძღვრებასა და აღთქმები 45:31–32, 56–57 -ში უფლის მოსვლისთვის მომზადების შესახებ? რა არის თქვენი „წმინდა ადგილები”? რას ნიშნავს „არ დაიძვრებიან“? როგორ შეიძლება შექმნათ ადგილი, სადაც იქნებით უფრო წმინდა?

შენიშნეთ, რომ უფალმა მოიხსენია ათი ქალწულის იგავი, სადაც ზეთი ჭეშმარიტებასა და სულიწმინდას შეადარა. ამის გათვალისწინებით შეგიძლიათ წაიკითხოთ იგავი მათე 25:1–13 -ში. რას მიხვდით აქედან?

ასევე იხილეთ დევიდ ა. ბედნარი, „If Ye Had Known Me [მე რომ მიცნობდეთ]“, ლიახონა, ნოემბერი, 2016, 102–5.

ხუთი გონიერი ქალწული

იგავი ათი ქალწულის შესახებ, დენ ბარის მიერ

მოძღვრება და აღთქმები 45:11–15, 66–71

სიონი ღმერთის წმინდანებისთვის უსაფრთხო ადგილია.

ჯოზეფ სმითის დროის წმინდანებს ძალიან უნდოდათ სიონის, ახალი იერუსალიმის, აშენება (იხილეთ ეფერი 13:2–9; მოსე 7:18, 62–64). რას სწავლობთ სიონის — ენოქის დროინდელი ძველი ქალაქისა და უკანასკნელ დღეთა ქალაქის შესახებ მოძღვრება და აღთქმები 45:11–15, 66–71-დან? დღეს სიონის დაარსების ბრძანებაში მოიაზრება ღმერთის სასუფევლის დაარსება ყველგან, სადაც ვცხოვრობთ. როგორ შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი სიონის აშენებაში ყველგან, სადაც ცხოვრობთ?

ბავშვთა განყოფილების ხატულა 01

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 45:3–5

იესო ქრისტე არის ჩემი ქომაგი მამის წინაშე.

  • სასურველია, დაეხმაროთ თქვენს ბავშვებს გაიგონ, რომ ქომაგი არის ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს მხარს უჭერს. შემდეგ მოიყვანეთ ქომაგობის მაგალითები, რომელთა შესახებაც მათ შეიძლება იცოდნენ (მაგალითად, მეგობრის მხარში დგომა). მოძღვრება და აღთქმები 45:3–5 ბავშვებთან ერთად კითხვისას დაეხმარეთ მათ აღმოაჩინონ, ვინ არის ჩვენი ქომაგი და როგორ გვეხმარება ის.

მოძღვრება და აღთქმები 45:32

მე შემიძლია „[დავდგე] წმინდა ადგილებზე“.

  • სახალისო იქნებოდა სახლის, ეკლესიის შენობისა და ტაძრის სურათების ოთახში განთავსება. შემდეგ შეიძლება, თქვენს ბავშვებს მისცეთ მინიშნებები, რომლებიც აღწერს ამ ადგილებს და სთხოვოთ მათ, დადგნენ იმ სურათთან, რომელსაც აღწერთ. სთხოვეთ მათ, იდგნენ გაუნძრევლად, ვიდრე თქვენ კითხულობთ პირველ ხაზს მოძღვრება და აღთქმები 45:32-დან. რომელია ის წმინდა ადგილები, რომლებსაც ღმერთი გვაძლევს ჩვენ? ბავშვებს დაეხმარეთ გაიგონ, რომ „დადგებიან წმინდა ადგილებზე და … არ დაიძვრებიან “ ნიშნავს ყოველთვის და მიუხედავად ყველაფრისა სწორი გადაწყვეტილების მიღებას. როგორ შეგვიძლია, ჩვენი სახლი ვაქციოთ უფრო წმინდა ადგილად?

მოძღვრება და აღთქმები 45:9

იესო ქრისტეს სახარება არის ალამი სამყაროსთვის.

  • ბავშვებს შეიძლება აუხსნათ, რომ ძველად, ალამი (ინგლისურად: სტანდარტი) ნიშნავდა დროშას, რომელსაც ბრძოლაში იყენებდნენ. ეს ეხმარებოდა ჯარისკაცებს გაეგოთ, სად უნდა შეკრებილიყვნენ და რა უნდა ეკეთებინათ. ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 45:9და განიხილეთ, თუ როგორ შეიძლება, სახარება ჰგავდეს ალამს. თქვენმა ბავშებმა შეიძლება ისიამოვნონ საკუთარი ალმის (სტანდარტის) ან დროშის შექმნით, სურათების ან სიტყვების ჩათვლით, რომლებიც გამოხატავს საკუთარ გრძნობებს მხსნელის მიმართ.

ალმის აღმართვა

სახარება არის მსგავსი ალმის, ბანერის ან დროშისა.

მოძღვრება და აღთქმები 45:44–45

იესო ქრისტე კვლავ მოვა.

  • განადგურებამ, რომელიც მეორედ მოსვლამდე მოხდება, შეიძლება შეაშინოს ბავშვები. თუ მათ იესო ქრისტესკენ მიმართავთ, ეს დაეხმარება მათ, მომავალს რწმენით უყურონ! სთხოვეთ იფიქრონ, რას გრძნობენ, როდესაც ვინმე განსაკუთრებული მოდის სტუმრად, მაგალითად პაპა-ბებია ან მეგობარი. როგორ ემზადებიან ისინი სტუმრის შესახვედრად? შემდეგ აჩვენეთ მხსნელის სურათი და წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 45:44–45. გაუზიარეთ ერთმანეთს, რას ფიქრობთ მხსნელის მოსვლის შესახებ.

  • იმისათვის, რომ წაახალისოთ ბავშვები, იყვნენ აღფრთოვანებული მხსნელის მეორედ მოსვლის გამო, ქაღალდზე შეგიძლიათ დაწეროთ რამდენიმე საიმედო დაპირება ნაწილი 45 -დან (იხილეთ, მაგალითად, მუხლები 44–45, 51–52, 55, 58–59, 66–71). ბავშვებს მიეცით ფურცელი და სთხოვეთ, ასწიონ ხელი, როდესაც ის დაპირება, რომელიც მათ ფურცელზე წერია, მუხლების წაკითხვისას იქნება ნახსენები. განიხილეთ, რას ნიშნავს ეს დაპირებები. შეგიძლიათ, ბავშვებთან ერთად იმღეროთ სიმღერა მხსნელის მეორედ მოსვლის შესახებ, მაგალითად: „When He Comes Again [როდესაც მხსნელი ისევ მოვა]“ (საბავშვო სიმღერების კრებული, 82–83).

დაეხმარეთ ბავშვებს სულიწმინდის ამოცნობაში. როდესაც ბავშვებს ასწავლით, უთხარით მათ, თუ როდის გრძნობთ სულიწმინდას. ასევე ისაუბრეთ, როგორ ცნობთ მის გავლენას. მაგალითად, თქვენ შეიძლება გრძნობდეთ თავს მშვიდად ან მხიარულად, მხსნელის შესახებ სიმღერის შესრულების დროს.

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.

იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა

The Second Coming [მეორედ მოსვლა], ჰარი ანდერსონის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისათვის