Doctrine and Covenants 2025
2–8 ივნისი: „მგზნებარედ ჩაერთოს მართალ საქმეში“: მოძღვრება და აღთქმები 58–59


„2–8 ივნისი: „მგზნებარედ ჩაერთოს მართალ საქმეში“: მოძღვრება და აღთქმები 58–59“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 58–59“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

ინდეფენდენსი, მისური, 1830-იან წლებში

Independence, Missouri, 1831 [ინდეფენდენსი, მისური, 1831], ალ რაუნდსის მიერ

2–8 ივნისი: „მგზნებარედ ჩაერთოს მართალ საქმეში“

მოძღვრება და აღთქმები 58-59

როდესაც ეკლესიის უხუცესებმა პირველად დაინახეს სიონის ქალაქის მიწა — ინდეფენდენსი (მისური) — ეს ის არ იყო, რასაც მოელოდნენ. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ისინი იპოვიდნენ აყვავებულ, შრომისმოყვარე თემს წმინდანთა ძლიერი ჯგუფით. ნაცვლად ამისა, მათ იპოვეს მეჩხრად დასახლებული ფორპოსტი, რომელსაც აკლდა ის ცივილიზაცია, რომელსაც ისინი მიჩვეულნი იყვნენ და დასახლებული იყო არა წმინდანებით, არამედ უხეში მესაზღვრეებით. როგორც აღმოჩნდა, უფალი არ სთხოვდა მათ, უბრალოდ მისულიყვნენ სიონში — მას სურდა, რომ მათ აღეშენებინათ სიონი.

როდესაც ჩვენი მოლოდინი რეალობას არ ემთხვევა, შეგვიძლია გავიხსენოთ, რა უთხრა უფალმა წმინდანებს 1831 წელს: „თქვენ ამჟამად არ შეგიძლიათ, იხილოთ ბუნებრივი თვალებით თქვენი ღმერთის ჩანაფიქრი … და დიდება, რომელიც მოვა მრავალი განსაცდელის შემდეგ.“ (მოძღვრება და აღთქმები 58:3). დიახ, ცხოვრება სავსეა განსაცდელით, სიბოროტითაც კი, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია „[აღვასრულოთ] დიდი სამართალი; ვინაიდან, [ჩვენში] არის ძალა,“ (მუხლები 27–28).

იხილე ასევე Saints, 1:127–33.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 58:1–5; 59:23

„მრავალი განსაცდელის შემდეგ მოვა კურთხევები“.

წმინდანები იმედოვნებდნენ, რომ მათი ცხოვრების მანძილზე, ჯექსონის ოლქი აყვავდებოდა სიონად, ადგილად, სადაც ყველა წმინდანს შეეძლებოდა შეკრება. თუმცა, მათი ჯექსონის ოლქში ყოფნა განსაცდელით იყო სავსე. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ეს ადგილი და „მცირე ხნით [დალოდებოდნენ] სიონის გამოსყიდვას“ (მოძღვრება და აღთქმები 105:9).

რას სწავლობ განსაცდელის ან გამოწვევების შესახებ უფლის სიტყვებიდან მოძღვრება და აღთქმები 58:1–5-ში? როგორ ფიქრობ, რატომ მოდის ზოგი კურთხევა მხოლოდ განსაცდელის შემდეგ? რა კურთხევები მიგიღია განსაცდელის შემდეგ?

რას სწავლობ მოძღვრება და აღთქმები 59:23 -დან, რაც გაიმედებს?

მოძღვრება და აღთქმები 58:26–29

მე შემიძლია „[აღვასრულო] დიდი სამართალი; ჩემი „საკუთარი თავისუფალი ნებით“.

ამ მუხლების სწავლისას, შეგიძლია შეადგინო სია იმ ელემენტებისა, რომლებშიც „მგზნებარედ“ ხარ ჩართული. ყველა მათგანი „მართალი [საქმეა]“? იმსჯელე, რისი გაკეთება შეგიძლია, რათა „[აღასრულო] დიდი სამართალი“ — და გაითვალისწინე მიზნის დასახვა ამის მისაღწევად.

როგორ ფიქრობ, რატომ სურს უფალს, რომ გააკეთო „მრავალი რამ [შენი] საკუთარი თავისუფალი ნებით“. რა იქნებოდა შედეგი იმისა, თუ „ყველაფერს [გ]აიძულებენ“? რას მატებს 2 ნეფი 2:27 შენ მიერ ამ პრინციპის გაგებას?

ასევე იხილე დეილ გ. რენლანდი, „აირჩიეთ დღეს“, Liahona, ნოემბერი, 2018, 104–6.

მოძღვრება და აღთქმები 58:42–43

სემინარიის ხატულა
უფალი მომიტევებს მე, როცა ვინანიებ.

უფლის დაპირება მოძღვრება და აღთქმები 58:42 -ში, რომ სრულიად მიუტევებს მათ, ვინც მოინანიებს, არის აღმაფრთოვანებელი, მაგრამ ის ასევე ბადებს კითხვებს: რას ნიშნავს მონანიება? როგორ მეცოდინება, რომ მე მოვინანიე? საბედნიეროდ, უფალმა განაგრძო „ამგვარად შეძლებთ გაიგოთ…“ (მუხლი 43).

აი, დამატებითი კითხვებიც, რომლებიც ხანდახან აქვთ ადამიანებს მონანიების შესახებ. რას გასწავლის სულიწმინდა, როდესაც სწავლობ რეკომენდებულ რესურსებს, რომლებიც ქვემოთ არის მოცემული?

როგორ მეხმარება ჩემი ცოდვების აღიარება მონანიებაში? იხილე ფსალმუნები 31:1–5; იგავები 28:13; მოსია 27:34–37; ალმა 39:12–13.

მე ვცდილობ გავერიდო ჩემს ცოდვებს, მაგრამ განვაგრძობ შეცდომების დაშვებას. ჩემი მონანიება ისევ ძალაშია? იხილე ბრედლი რ. უილკოქსი “Worthiness Is Not Flawlessness,” Liahona, ნოემბერი, 2021, 61–67; “Daily Restoration” (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა.

5:27

Daily Restoration

როგორ დავრწმუნდე, რომ მხსნელმა მომიტევა? იხილე ტად რ. კალისტერი, „იესო ქრისტეს გამოსყიდვა“, Liahona, მაისი, 2019, 85–87, განსაკუთრებით ნაწილი, რომლის სათაურია “2 ცოდვა“.

მონანიების შესახებ მეტი მოსაზრებები შეგიძლია იხილო „კითხვები და პასუხები“, For the Strength of Youth: A Guide for Making Choices (გვერდები 8–9).

ასევე იხილე თემები და კითხვები “Repentance,” სახარების ბიბლიოთეკა.

მოძღვრება და აღთქმები 59

ვინ იყო პოლი ნაითი?

პოლი ნაითი და მისი მეუღლე, ჯოზეფ ნაით უფროსი, იყვნენ ერთ-ერთი პირველნი, ვინც ჯოზეფ სმითის მოწოდება ირწმუნეს. პოლი და ჯოზეფი წინასწარმეტყველს გულმოდგინედ ამოუდგნენ მხარში მორმონის წიგნის თარგმნის საქმეში. ნაითების ოჯახი წამოვიდა კოლსვილიდან (ნიუ-იორკი) რათა შეკრებილიყვნენ ოჰაიოში წმინდანებთან ერთად და მოგვიანებით ებრძანათ, წასულიყვნენ ჯექსონის ოლქში, მისურიში. მოგზაურობისას პოლის ჯანმრთელობა გაუარესდა, მაგრამ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, სიკვდილამდე სიონი აუცილებლად ენახა. იგი მისურიში მისვლის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა (იხილე წმინდანები, 1:127–28, 132–33). მოძღვრება და აღთქმები 59 მიღებულ იქნა მისი გარდაცვალების დღეს და მუხლები 1 და 2 შესაძლებელია, კონკრეტულად მას მოეხსენიებოდეს.

მოძღვრება და აღთქმები 59:4–19

მცნებები არის კურთხევა.

რას ფიქრობ, რას ნიშნავს, იყო „[დაგვირგვინებული] … არაერთი მცნებით“? )მუხლი 4). იფიქრე, როგორ გაკურთხებს უფალი, როდესაც ცდილობ, მის ყოველ მცნებას დაემორჩილო მუხლები 5–19.

გაუზიარე რასაც სწავლობ. უმრავლეს შემთხვევაში, სულიერმა ცოდნამ, რომელსაც იღებთ წმინდა წიგნების სწავლით, შეიძლება გააძლიეროს შენი ოჯახის, მეგობრებისა და მეურვეობის წევრების რწმენა. გაუზიარე მათ შენი გამოცდილებები, გრძნობები და დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ.

მოძღვრება და აღთქმები 59:9–19

შაბათი არის უფლის დღე.

მას შემდეგ, რაც უფალი წმინდანებს სიონში „არაერთი მცნებით“ კურთხევას დაჰპირდა, მან განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ერთ მცნებას, მისი „წმინდა [დღის]“ პატივგების მცნებას (მოძღვრება და აღთქმები 59:4, 9). მოძღვრება და აღთქმები 59:9–19-ს სწავლისას იმსჯელე, შაბათის პატივგება რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი წმინდანებისათვის, როდესაც მათ სიონის აშენება სურდათ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი შენთვის?

შენ ასევე შეგიძლია იმსჯელო, იყენებ თუ არა შაბათ დღეს უფლის ჩანაფიქრისამებრ. შაბათი დღის წმინდად დაცვა როგორ გეხმარება, დარჩე „ამაქვეყნისაგან უმწიკვლოდ“? (სტროფი 9). რისი გაკეთება შეგიძლია, რათა „მიაგო ქება-დიდება უზენაესს.“ (მუხლი 10).

ზიარება

შეიძლება შენიშნო, რომ უფალმა გამოიყენა სიტყვები როგორებიცაა: „სიხარული“, „გახარებული“ და „გახარება“ კვირადღის შესახებ სასწავლებლად. რა აქცევს კვირადღეს მხიარულებად შენთვის? როგორ აუხსნი სხვა ადამიანს, რატომ ირჩევ უფლის დღის პატივგებას?

რას სწავლობთ საგალობლიდან „Gently Raise the Sacred Strain“ (Hymns, N. 146) კვირადღის დანიშნულებისა და კურთხევების შესახებ?

ასევე იხილე დაბადება 2:2–3; ესაია 58:13–14; რასელ მ. ნელსონი, „The Sabbath Is a Delight [კვირადღე შვებაა“ , Liahona, მაისი, 2015, 129–32.

დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ლიახონას ამ თვის გამოცემები.

ბავშვთა განყოფილების ხატულა 02

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 58:26–28

ზეციურმა მამამ მომანიჭა არჩევნის ძალა.

  • მოძღვრება და აღთქმები 58:26–28 -ს ერთად წაკითხვამ, შესაძლებელია მოგცეთ შენ და ბავშვებს შესაძლებლობა ისაუბროთ ძალაზე, რომელიც ზეციურმა მამამ გვიბოძა ჩვენ, რათა კარგი საქმეების კეთებას მივანიჭოთ უპირატესობა. შეგიძლიათ ერთმანეთს მოუყვეთ სხვადასხვა არჩევნის შესახებ, რომელიც გაგიკეთებიათ და რა მოხდა ამის შედეგად. იქნებ ბავშვებს სურდეთ, დახატონ სურათი თავიანთი გამოცდილებების აღსაწერად.

  • შეგიძლია, დაწერო არჩევანი ფურცლის ერთ მხარეს და შედეგი მეორე მხარეს და გამოიყენო ეს ფურცელი იმის საჩვენებლად, რომ ჩვენი არჩევანი და მათი შედეგები განუყოფელია. იქნებ ბავშვებმა ჩამოთვალონ რამდენიმე არჩევანი და ისაუბრონ შედეგების შესახებ, რომლებიც მათ მოჰყვება. შემდეგ შეგიძლიათ წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 58:27–28 და ისაუბროთ იმ არჩევანზე, რომელსაც მოაქვს „[აღსრულება] დიდი [სამართლისა]“ ან კარგი შედეგები. როგორ გვაჯილდოებს ზეციური მამა ან გვაკურთხებს ჩვენ, როდესაც ვისწრაფვით კარგის კეთებისკენ? (მუხლი 28).

მოძღვრება და აღთქმები 59:7, 18–21

„მადლობა შესწირე უფალს, შენს ღმერთს, ყოველივეში“.

  • გაითვალისწინე ამ მუხლების წაკითხვა, როდესაც ბავშვებთან ერთად წახვალ სასეირნოდ ან დაათვალიერებთ ბუნების სურათებს, შენიშნავთ რა, ისეთ რაღაცებს, რომლებიც შექმნილია „თვალის საამებლად და გულის გასახარად“მუხლი 18). ასევე შეგიძლიათ, შენიშნოთ მსგავსი რამ, მაგალითად, სიმღერაში „My Heavenly Father Loves Me [ჩემს ზეციურ მამას ვუყვარვარ]“ (საბავშვო სიმღერების კრებული, 228–29). ან ბავშვებს შეიძლება, სთხოვო, დახატონ ის, რისი მადლიერნიც არიან და სთხოვო, ისაუბრონ ამ სურათებზე. როგორ შეგვიძლია ამ რაღაცებისთვის მადლიერების გამოხატვა?

კოლიბრი და ყვავილები

უფალმა ბევრი ლამაზი რამ შექმნა ჩვენს გასახარებლად.

მოძღვრება და აღთქმები 59:9–12

შაბათი არის უფლის დღე.

  • რისი გაკეთება შეგვიძლია კვირას უფლის სადიდებლად და სიხარულის საპოვნელად? დაეხმარე ბავშვებს, მოიძიონ იდეები მოძღვრება და აღთქმები 59:9–12 -ში და ამ კვირის გასართობ გვერდზე. იქნებ მათ ასევე იპოვონ სურათები და ნივთები, რომლებიც წარმოადგენენ იმას, რასაც კვირადღეს ვაკეთბთ (მაგალითად, ზიარების სურათი). როგორ გვეხმარება ეს რაღაცები, თავი ვიგრძნოთ ზეციურ მამასთან და იესო ქრისტესთან უფრო ახლოს?

დამატებითი იდეები იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.

მომზადება ზიარების მისაღებად

ილუსტრაცია მარდი მეიჯორის მიერ

გასართობი გვერდი ბავშვებისათვის