„9–15 ივნისი: „მე ერთგულებთან ვარ ყოველთვის“: მოძღვრება და აღთქმები 60–63“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025(2025)
„მოძღვრება და აღთქმები 60–63“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
დეტალი ნახატიდან Campfire on the Missouri [კოცონი მისურიზე], ბრაიან მარკ ტეილორის მიერ
9–15 ივნისი: „მე ერთგულებთან ვარ ყოველთვის“
მოძღვრება და აღთქმები 60–63
1831 წლის აგვისტოში, ჯოზეფ სმითი და ეკლესიის სხვა უხუცესები ემზადებოდნენ კირტლანდში დასაბრუნებლად „სიონის მიწაზე“ ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ (მოძღვრება და აღთქმები 59:3). უფალს სურდა, რომ მათ სახარება ექადაგათ მგზავრობის დროს (იხილე მოძღვრება და აღთქმები 52:10) და რამდენიმე მათგანი ამას გულმოდგინედ აკეთებდა. მაგრამ სხვები ყოყმანობდნენ. „ფარავენ ნიჭს, რომელიც მათ ვუბოძე“, - უფალმა თქვა, „ადამიანის შიშის გამო,“ (მოძღვრება და აღთქმები 60:2). ბევრმა ჩვენგანმა უწყის, ეს უხუცესები რას გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვიყვარს სახარება, შიშმა და ეჭვმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს მათ გავრცელებაში. მაგრამ უფალი მოწყალეა. მან „იცის ადამიანის სისუსტე და … შეუძლია, დეხმაროს ცდუნებაში მყოფთ“ (მოძღვრება და აღთქმები 62:1). პირველ მისიონერთადმი მიმართულ ამ გამოცხადებებში მიმოფანტული დამარწმუნებელი წარმოდგენები გვეხმარება ჩვენი შიშისა და ნაკლოვანებების დაძლევაში: „შემიძლია, წმინდანად გაქციოთ“. „ყოველი ხორციელი ჩემს ხელშია“. „მე ერთგულებთან ვარ ყოველთვის“. და „ის დაძლევს ამასოფელს, რომელიც ერთგული და მტკიცეა“. (მოძღვრება და აღთქმები 60:7; 61:6; 62:9; 63:47.)
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მე შემიძლია იესო ქრისტეს სიყვარულისა და მოწმობის გავრცელება.
როგორ არის სახარების შენი მოწმობა მსგავსი „ტალანტისა“ ან უფლისმიერი განძისა? ხანდახან რა გზებით ვმალავთ [ჩვენს] ტალანტს? (მოძღვრება და აღთქმები 60:2; ასევე იხილე მათე 25:14–30).
უფლის რომელ წამახალისებელ გზავნილებს ხედავ ნაწილი 60 და 62-ში? ეს გზავნილები როგორ გეხმარება თავდაჯერების გამყარებაში სახარების გასავრცელებლად? ამ კითხვებზე მსჯელობისას შეგიძლიათ, იმღეროთ ან წაიკითხოთ შემდეგი სიტყვები სიმღერიდან „I Want to Be a Missionary Now [მინდა ვიყო მისიონერი]“ (Children’s Songbook, 168). რას სწავლობთ ამ საბავშვო სიმღერიდან სახარების გავრცელების შესახებ?
ასევე იხილე “Sharing the Gospel” კრებული სახარების ბიბლიოთეკიდან.
მე შემიძლია ქრისტეს მიმართ ჩემი რწმენის ღიად გავრცელება.
მოძღვრება და აღთქმები 60:2–4; 61:1–2, 20, 36–38; 62:1, 6
წმინდა წერილები ასწავლიან იესო ქრისტეს შესახებ.
როდესაც უფალმა დაარიგა თავისი მისიონერები, მან გაამხილა მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებანი საკუთარი თავის შესახებ. ეს ჭეშმარიტებანი ეძიე მოძღვრება და აღთქმები 60:2–4; 61:1–2, 20, 36–38; 62:1, 6-ში. წმინდა წერილებიდან რომელი ამბები გვიჩვენებს შენ მიერ ნაპოვნ მხსნელის როლსა და თვისებებს? (მაგალითად, იხილე იოანე 8:1–11; ეფერი 2:14–15).
ჩემმა გადაწყვეტილებებმა უნდა გააწონასწოროს „გამჭრიახობ[ა] და სული[წმინდი]ს კარნახი“.
უფალი გვკარნახობს მარადიულ ჭეშმარიტებებსა და პრინციპებს, მაგრამ, ხშირად, ის ჩვენ მოგვანდობს, განვსაზღვროთ, კონკრეტულად როგორ ვიმოქმედოთ ამ პრინციპების მიხედვით. როგორ არის ეს პრინციპი ასახული მოძღვრება და აღთქმები 62-ში? (ასევე იხილე მოძღვრება და აღთქმები 60:5; 61:22). რა სახით გინახავს ეს პრინციპი ცხოვრებაში? რატომ არის სასარგებლო ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება უფლის ზუსტი მითითებების მოლოდინის გარეშე?
ასევე იხილე ეფერი 2:18–25; მოძღვრება და აღთქმები 58:27–28.
ნიშნები გვეძლევა რწმენითა და ღვთის ნებით.
ამ მონაკვეთის ბოლოს გამოსახულია სასწაული, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ეზრა ბუთზე: ელსა ჯონსონის მკლავი სასწაულებრივად განიკურნა. მას შემდეგ რაც ეზრამ ეს იხილა, იგი დიდი გულმოდგინებით მოინათლა. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, ეზრამ დაკარგა რწმენა და კრიტიკულად განეწყო წინასწარმეტყველის მიმართ. როგორ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო, იმის გათვალისწინებით, რომ მან თავად იხილა სასწაული?
იმსჯელე ამაზე, როდესაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 63:7–12-ში. რა ჭეშმარიტებას სწავლობ ნიშნებისა და რწმენის შესახებ?
ასევე იხილე მათე 16:1–4; იოანე 12:37; მორმონი 9:10–21; ეფერი 12:12, 18.
მე შემიძლია, ვიყო უბიწო ჩემს ფიქრებსა და ქმედებებში.
მოძღვრება და აღთქმები 63:16-ში მხსნელმა დაადასტურა, რაც მან ასწავლა ახალ აღთქმაში — რომ უბიწოების კანონი უნდა მართავდეს არამარტო ჩვენს ქმედებებს, არამედ ჩვენს ფიქრებსაც (იხილე მათე 5:27–28). მოძღვრება და აღთქმები 63:16-ს წაკითხვისას ჩამოწერე გაფრთხილებები, რომლებსაც მხსნელი ავხორცი ფიქრების შესახებ იძლევა. ასევე შეგიძლია იმსჯელო თითოეული გაფრთხილების საპირისპირო ცნებაზე. მაგალითად, რომელია ის ზოგიერთი სიტყვა ან ფრაზა, რომელიც შიშის საპირისპიროა? სხვა რა კურთხევებს იღებ უბიწო ფიქრებისა და ქმედების გამო?
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უფლის სტანდარტები ფიქრებისა და ქმედებების უბიწოების შესახებ მოძველებული ან დამთრგუნველია. რა შეიცვლებოდა, ღმერთის შვილები ამ კანონებით ცხოვრებისკენ რომ მიისწრაფოდნენ? ამ კითხვაზე პასუხები შეგიძლია უხუცეს დევიდ ა. ბედნარის გზავნილში ეძიოთ „We Believe in Being Chaste [ჩვენ გვწამს უმწიკვლობისა]“ (ლიახონა, მაისი, 2013, 41–44) ან „Your body is sacred [შენი სხეული წმინდაა]“ (For the Strength of Youth: A Guide for Making Choices, 23–26). იმედის სხვა რა გზავნილებს ნახულობთ?
მაშინაც კი, როდესაც ვიცით ჩვენი ფიქრებისა და ქმედებების უბიწოების კურთხევები, ეს არ ნიშნავს, რომ ეს იოლია. შეგიძლია იმსჯელო, რა ართულებს მხსნელის უბიწოების სტანდარტის დაცვას — და რა აიოლებს მას. რა რჩევები შეიძლება, გაუზიარო სხვებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთო, თუ უღირსი აზრები გაცდუნებს?
მხარში დაუდექით ერთმანეთს. საეკლესიო შეხვედრებსა და გაკვეთილებზე შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურთხევა არის წმინდანებისგან თანადგომის მიღება, როდესაც ვცდილობთ, მივყვეთ მხსნელს. ბევრი ჩვენგანი უპირისპირდება მსგავს გამოწვევებს და ჩვენი საერთო გამოცდილებები შეიძლება, დიდ სიძლიერედ ვაქციოთ. ნუ შეგეშინდება იმის აღიარებისა, რომ გამოწვევებს უპირისპირდები. ერთმანეთს გაუზიარეთ, რა გეხმარებათ ღვთის კანონებით ცხოვრებასა და ცდუნებების დაძლევაში.
ასევე იხილე მოძღვრება და აღთქმები 121:45; თემები და კითხვები, “Virtue,” სახარების ბიბლიოთეკა; “Standards: Sexual Purity and Modesty—True Confidence” (ვიდეო), სახარების ბიბლიოთეკა; AddressingPornography.ChurchofJesusChrist.org.
Standards: Sexual Purity and Modesty - True Confidence
მოძღვრება და აღთქმები 63:58–64
ყველაფერს წმინდას პატივისცემით უნდა მოვეპყროთ.
პრინციპები მოძღვრება და აღთქმები 63:58–64 -ში სცილდება უფლის სახელის ამაოდ ხსენებას. სხვა რა წმინდა რამ მოდის „ზემოდან“ ან ღვთისგან? რას ნიშნავს შენთვის ამის შესახებ „მოწიწებით“ საუბარი?
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალების „ახალგაზრდათა გასაძლიერებლად“ და ლიახონა -ს ამ თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მოძღვრება და აღთქმები 60:4; 61:1–2, 36; 62:1
წმინდა წერილები ასწავლიან იესო ქრისტეს შესახებ.
-
იქნებ პატარა ფურცლებზე დაგეწერა მხსნელის შესახებ ეს განცხადებები, რომლებიც ამოიკითხე მოძღვრება და აღთქმები 60–62 -ში. ბავშვებმა შემდეგ შეიძლება დაამთხვიონ ეს განცხადებები იესოს სურათებთან, რომლებზეც იგი მიწიერი მსახურებისას არის ასახული (იხილე Gospel Art Book, ნო. 34-61) რომლებიც ამ თვისებებს ასახავენ. როგორ გვეცნაურება ის დღეს ჩვენ?
დეტალი ნახატიდან For This Purpose [ამ მიზნისთვის] იონგსუნგ კიმის მიერ
მოძღვრება და აღთქმები 60:7; 61:1–2; 62:1
უფალი მომიტევებს მე, თუ მოვინანიებ.
-
მოძღვრება და აღთქმები 60:7; 61:2 -ს შენს ბავშვებთან ერთად წაკითხვისას დაეხმარე მათ იმ სიტყვების მოძებნაში, რომლებიც საერთოა ამ მუხლებთან. შეახსენე მათ, რომ ეს გამოცხადებები ებოძათ ჯოზეფ სმითსა და ეკლესიის სხვა წინამძღოლებს. რა უნდოდა უფალს, რომ მათ სცოდნოდათ? ასევე შეგიძლია ისაუბრო იმის შესახებ, თუ რას გრძნობს მხსნელი ჩვენ მიმართ, როდესაც ვუშვებთ შეცდომებს და რას ნიშნავს მონანიება. მოძღვრება და აღთქმები 62:1-ს თანახმად, როგორ გვეხმარება იესო, როდესაც გვაცდუნებენ?
იესო ქრისტეს სურს, მისი სახარება გავავრცელო.
-
შეიძლება ჰკითხო ბავშვებს, რა პასუხს გასცემდნენ კითხვაზე, თუ რა უყვართ მათ იესო ქრისტესა და მისი ეკლესიის შესახებ. სახარების გავრცელების შესახებ სიმღერის „I Want to Be a Missionary Now [ახლა მინდა ვიყო მისიონერი]“ შესრულებისას (საბავშვო სიმღერების კრებული, 168) შეიძლება მათ იდეები გაუჩნდეთ. შემდეგ შეგიძლია წაიკითხო მოძღვრება და აღთქმები 62:3 და სთხოვო ბავშვებს მოუსმინონ, რა ხდება, როდესაც მოწმობებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ნერვიულობისას როგორ დაგვეხმარება დაპირება მუხლი 9 -დან?
მე შემიძლია, ვიყო მოწიწებული.
-
მოძღვრება და აღთქმები 63:64-ს გასაცნობად შეგიძლია შენს ბავშვებთან ერთად იმღერო სიმღერა მოწიწების შესახებ, მაგალითად: „Reverence Is Love [პატივისცემა არის სიყვარული]“ (Children’s Songbook (საბავშვო სიმღერების კრებული, N. 31). შემდეგ შეგიძლიათ, ისაუბროთ, სხვა რა გზებით შეიძლება ზეციური მამისა და იესო ქრისტეს მიმართ მოწიწების გამოვლენა.
-
შეგიძლია დაეხმარო ბავშვებს გაიგონ, რა არის მოწიწება და ამ მიზნით ესაუბრე მათ რამეზე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, მაგალითად საყვარელი სათამაშო, წიგნი ან საბანი. ჰკითხე მათ, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან იმას, რაც მათთვის განსაკუთრებულია. შემდეგ შეგიძლიათ, ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 63:64. რა არის განსაკუთრებული ან წმინდა — ზეციური მამისთვის? (მაგალითად, იხილე მუხლი 61 და ამ კვირის გასართობი გვერდი). როგორ უნდა მოვეპყროთ ამ რაღაცებს — ჩვენი სიტყვებითა და ქმედებებით?
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.