„15–21 სექტემბერი: „მრავალი განსაცდელის შემდეგ … მოვა კურთხევა“: მოძღვრება და აღთქმები 102–105“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვერება და აღთქმები 102–105“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
კარლ კრისტიან ანტონ კრისტენსენი (1831–1912), Zion’s Camp [სიონის ბანაკი], დაახლოებით 1878 წელი, ტემპერა მუსლინზე, 196 x 287 სმ. ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი, კარლ კრისტიან ანტონ კრისტენსენის შვილიშვილების საჩუქარი, 1970 წელი.
15–21 სექტემბერი: „მრავალი განსაცდელის შემდეგ … მოვა კუთხევა“
მოძღვრება და აღთქმები 102–105
კირტლანდში წმინდანებს გული დასწყდათ, როცა გაიგეს, რომ მათ ძმებსა და დებს ჯექსონის ოლქში, მისურის შტატიდან, სახლებიდან აძევებდნენ. ალბათ გამამხნევებელი იყო უფლის განცხადება, რომ „სიონის გამოსყიდვა“ „[მოხდებოდა] ძალის მეშვეობით“(მოძღვრება და აღთქმები 103:15). ამ დაპირებით გულში, 200-ზე მეტი მამაკაცი და დაახლოებით 25 ქალი და ბავშვი ჩაირიცხა ე.გ. ისრაელის ბანაკში, რომელსაც მოგვიანებით სიონის ბანაკი უწოდეს. მისი მისია იყო მისურისკენ ლაშქრობა და სიონის გამოსყიდვა.
ბანაკის წევრებისთვის სიონის გამოსყიდვა ნიშნავდა წმინდანების დაბრუნებას მათ მიწაზე. მაგრამ ჯექსონის ოლქში ჩასვლამდე, უფალმა უთხრა ჯოზეფ სმითს, დაეშალა სიონის ბანაკი. ბანაკის ზოგიერთი წევრი დაბნეული და აღელვებული იყო; როგორც ჩანს, ექსპედიცია ჩავარდა და უფლის დანაპირები არ შესრულდა. თუმცა, სხვები ამას სხვაგვარად უყურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გადასახლებულმა წმინდანებმა არ დაიბრუნეს თავიანთი მიწები და სახლები, გამოცდილებამ სიონს გარკვეული „გამოსყიდვა“ მოუტანა და ეს ნამდვილად „[მოხდა] ძალის მეშვეობით“. სიონის ბანაკის ერთგული წევრები, რომელთაგან მრავალი, მოგვიანებით ეკლესიის წინამძღოლი გახდა, მოწმობდნენ, რომ გამოცდილებამ გააღრმავა მათი რწმენა ღვთის ძალისადმი, ჯოზეფ სმითის ღვთაებრივი მოწოდებისა და სიონისადმი - სიონის, არა მხოლოდ როგორც ადგილის, არამედ ღვთის ხალხის. იმის ნაცვლად, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ ეს, ერთი შეხედვით, წარუმატებელი ამოცანის ღირებულება, მათ გაიგეს, რომ ნამდვილი ამოცანა მაცხოვარის მიმდევრობაა, მაშინაც კი, როცა ჩვენ ყველაფერს სათანადოდ ვერ ვიგებთ . სიონი ამგვარად გახდება საბოლოოდ გამოსყიდული.
იხილე Saints, 1:194–206; “The Acceptable Offering of Zion’s Camp,” Revelations in Context, 213–18.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მოძღვრება და აღთქმები 102:12–23
რა არის საწევრო საბჭოების მიზანი?
ნაწილი 102 მოიცავს კირტლანდში, ოჰაიოს შტატში, შეხვედრის ოქმს, სადაც ეკლესიის პირველი უმაღლესი საბჭო ჩატარდა. მუხლები 12–23-ში, უფალი აღწერს პროცედურებს, რომლებსაც უმაღლესი საბჭოები იცავენ საწევრო საბჭოების ჩატარებისას მათთვის, ვისაც სერიოზული დარღვევები აქვს ჩადენილი.
პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი ასწავლიდა: „წევრები ხანდახან კითხულობენ, რატომ ტარდება ეკლესიის [საწევრო] საბჭოები. აღნიშნულს, სამგზის მიზანი გააჩნია: ცოდვილის სულის გადარჩენა, უდანაშაულოების დაცვა, ასევე ეკლესიის სიწმინდის, მთლიანობისა და სახელის დაცვა (“A Chance to Start Over: Church Disciplinary Councils and the Restoration of Blessings,” Ensign, 15 სექტ. 1990 წელი).
იხილე ასევე თემები და საკითხები, “Membership Councils,” სახარების ბიბლიოთეკა.
მოძღვრება და აღთქმები 103:1–12, 36; 105:1–19
სიონი შეიძლება აშენდეს მხოლოდ სიმართლის პრინციპებზე.
რატომ დაკარგეს წმინდანებმა აღთქმული მიწა მისურიში? შეიძლება ბევრი მიზეზი ყოფილიყო - ერთი მაინც, თქვა უფალმა, იყო „ჩემი ხალხის შეცოდებანი“. ეს რომ არა, სიონი შეიძლება გამოსყიდულიყო (მოძღვრება და აღთქმები 105:2). როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 103:1–12, 36; 105:1–19-ს, შენ შეიძლება შეამჩნიო ზოგიერთი რამ, რამაც ხელი შეუშალა სიონის დაარსებას მისურის შტატში და სხვა რამ, რასაც შეეძლო ხელი შეეწყო. რა შეიცანი იმის შესახებ, თუ რა გიწყობს ხელს შენს გულში, სახლსა და საზოგადოებაში სიონის დაარსებისთის?
მოძღვრება და აღთქმები 103:12–13, 36; 105:1–6, 9–19
კურთხევები მოდის რწმენის გამოცდის შემდეგ.
მრავალი თვალსაზრისით, სიონის ბანაკში მონაწილეობა რწმენის გამოცდა იყო. მოგზაურობა ხანგრძილივი იყო, ამინდი ცხელი, საკვები და წყალი კი ზოგჯერ მწირი რაოდენობით. და ყოველივე ამის შემდეგ, რაც მათ გადაიტანეს, სიონის ბანაკმა მაინც ვერ მოახერხა წმინდანების საკუთარ მიწაზე დაბრუნება. წარმოიდგინე, რომ გქონდა შესაძლებლობა დაგეწერა წერილი სიონის ბანაკის წევრისთვის, რომლის უფლისადმი რწმენა შერყეული იყო მიღებული გამოცდილების გამო. რას იტყოდი ამ ადამიანის გასამხნევებლად? რა ჭეშმარიტებას კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 103:5–7, 12–13, 36; 105:1–6, 9–19 -ში, რაც დაგეხმარებოდა?
შემდგომ, შეიძლება დაფიქრდე სიონის ბანაკის მსგავსი განსაცდელის უფრო თანამედროვე მაგალითზე - მაგალითად, მისიონერზე, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობს, თუმცა მისი ძალისხმევის მიუხედავად, ეკლესიას არავინ უერთდება. შენი ცოდნის საფუძველზე, როგორ დაეხმარები ამ მისიონერს იმ აზრის გამყარებაში, რომ მისი მისია მაინც წარმატებული იყო?
როგორ დაგლოცა უფალმა „მრავალი განსაცდელის შემდეგ“? (მოძღვრება და აღთქმები 103:12).
იხილე ასევე 1 ნეფი 11:16–17; ალმა 7:11–12; მოძღვრება და აღთქმები 6:33–36; 84:88; 101:35–36; დევიდ ა. ბედნარი, “On the Lord’s Side: Lessons from Zion’s Camp,” Ensign, 26–35 ივლისი, 2017 წელი, ან Liahona, 14–23 ივლისი, 2017 წელი; თემები და საკითხები, “Endure to the End,” სახარების ბიბლიოთეკა; “როგორ განგვიმტკიცდება ღვთის მიმართ რწმენა,” საგალობლები, გვ. 6.
მოემზადე გამოცხადებების ისტორიული კონტექსტის შესწავლით. მოძღვრება და აღთქმებში გამოცხადებების არსში ჩაწვდომა, დაგეხმარება იქ მოყვანილი პრინციპების გაგებასა და გამოყენებაში. მოდი და გამომყევი უზრუნველყოფს რესურსებს უამრავი ბმულით. მოძღვრება და აღთქმები 102–5-სთვის, იხილე Saints, 1:194–206; “The Acceptable Offering of Zion’s Camp,” Revelations in Context, 213–18; და “აღდგენის ხმები: სიონის ბანაკი.”
ისრაელის ბანაკი დაბანაკდა მდინარე პატარა ფიშინგის ნაპირებთან.
რა არის განსაცდელის მიზანი?
გაითვალისწინე უხუცეს ორსონ ფ. უითნის რჩევა განსაცდელების მიზნის შესახებ: „არცერთი ტკივილი, რომელსაც განვიცდით, არცერთი განსაცდელი, რომელსაც გამოვცდით, არ იკარგება. ის ემსახურება ჩვენს განათლებას, ისეთი თვისებების განვითარებას, როგორიცაა მოთმინება, რწმენა, სიმტკიცე და თავმდაბლობა. ყველაფერი, რის გამოც ვიტანჯებით და რასაც ვიტანთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიტანთ მოთმინებით, ამტკიცებს ჩვენს ხასიათს, განწმენდს ჩვენს გულებს, ადიდებს ჩვენს სულებს და გვქმნის უფრო სათუთსა და მოწყალეებს, უფრო ღირსნს - ვიწოდებოდეთ ღვთის შვილებად … მწუხარებითა და ტანჯვით, შრომითა და გასაჭირით ვიღებთ განათლებას, რომლის მოსაპოვებლადაც აქ მოვდივართ და რომელიც უფრო დაგვამსგავსებს ჩვენს მამასა და დედას ზეცაში“ (სპენსერ ვ. კიმბალი, Faith Precedes the Miracle [1972 წელი], 98).
მოძღვრება და აღთქმები 104:11–18, 78–83
უფალმა გამხადა „მმართველ[ი ამაქვეყნიურ] კურთხევებზე“.
განსაცდელებს მისურის შტატში, 1834 წელს ეკლესიაში შექმნილი ფინანსური სირთულეები დაერთო, მათ შორის დიდი ვალები და ხარჯები. ნაწილი 104 -ში უფალმა დარიგება გასცა ეკლესიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. როგორ შეგიძლია მუხლები 11–18 და 78–83 -ში მოყვანილი პრინციპების გამოიყენება, საკუთარი ფინანსური გადაწყვეტილებების მიზნით?
ასევე იხილე “Treasure in Heaven: The John Tanner Story” და “The Labor of His Hands” (ვიდეოები), სახარების ბიბლიოთეკა.
Treasure in Heaven: The John Tanner Story
The Labor of His Hands
დამატებითი მოსაზრებებისათვის იხილეთ ჟურნალების ახალგაზრდების გასაძლიერებლად და ლიახონა -ს მიმდინარე თვის გამოცემები.
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მე შემიძლია ვიყო „ამაქვეყნისთვის სინათლე“ იესოს მიმდევრობით.
-
შენ შეგიძლია შესთავაზო შენს შვილებს, ხელში დაიჭირონ ნათურის, სანთლის ან სინათლის სხვა წყაროს სურათები, როცა თქვენ კითხულობთ მოძღვრება და აღთქმებს 103:9. როგორ შეგვიძლია ვიყოთ სინათლე სხვებისთვის, როდესაც მივყვებით იესო ქრისტეს? იხ. აგრეთვე “Jesus Wants Me for a Sunbeam” (Children’s Songbook, 60–61).
მე შემიძლია ვიყო სინათლე სხვებისთვის, როდესაც მივყვები იესო ქრისტეს.
მოძღვრება და აღთქმები 104:13–18
უფალს სურს, გაჭირვებულ ადამიანებს გავუზიარო, რაც გამაჩნია.
-
შეგიძლია დაუთმო შვილებს რამდენიმე წუთი, რათა შეადგინონ კურთხევების სია, რომლებიც მათ ღმერთმა უბოძა (როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, ნიჭი, რწმენა და სახლი). ხელი შეუწყვე მათ, ჩამოთვალონ რაც შეიძლება მეტი. შემდეგ, შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 104:13–18, ეძიეთ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: ვინ არის ამ ნივთების ჭეშმარიტი მფლობელი? რა სურს მას, რომ მოვიმოქმედოთ ყოველივე ამასთან დაკავშირებით? შენ და შენს შვილებს შეგიძლიათ გააზიაროთ გამოცდილება, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ გადმოგცათ სხვამ საჭიროების ნივთები (იხ.ვიდეო “The Coat” [video], Gospel Library).
2:8The Coat
უფალი დამლოცავს, თუკი მის მცნებებს დავიცავ.
-
ნაწილი 104 -ში უფალი რამდენჯერმე „კურთხევათა სიმრავლ[ეს]“ ჰპირდება ადამიანებს, რომლებიც ერთგულად ემორჩილებიან მის მცნებებს. იმისათვის, რომ ბავშვებმა გააცნობიერონ, რას ნიშნავს „სიმრავლე“, შეგიძლია დახაზო წრე და სთხოვო შენს შვილებს, დაგეხმარონ წრეების რაოდენობის გამრავლებაში — დახატეთ ორი, შემდეგ ოთხი, შემდეგ რვა, შემდეგ თექვსმეტი და ა.შ. ყოველ ჯერზე, როცა წრეებს ამატებთ, დაეხმარე შენს შვილებს იფიქრონ იმაზე, თუ რა კურთხევა უბოძა მათ მამაზეციერმა.
მოძღვრება და აღთქმები 105:38–40
მე შემიძლია ვიყო მშვიდობისმყოფელი
-
იმისათვის, რომ დაეხმაროთ შვილებს სიონის ბანაკის ამბის სწავლაში, შეგიძლიათ გააზიაროთ “თავი 36: სიონის ბანაკი” ( Doctrine and Covenants Stories [მოძღვრება და აღთქმების მოთხრობები], 135–39, ან გააზიაროთ შესაბამისი ვიდეო სახარების ბიბლიოთეკიდან). პერიოდულად, შეჩერდით და ისაუბრეთ გაკვეთილებზე, რომლებიც შეგვიძლია ვისწავლოთ სიონის ბანაკიდან - მაგალითად, რომ უფალს სურს, კამათისა და ჩხუბის ნაცვლად ვიყოთ მშვიდობიანი ადამიანები და ვიმუშაოთ ერთად (იხილეთ ასევე რასელ მ. ნელსონი, “მშვიდობისმყოფელების საჭიროება,” ლიახონა, 2023 წლის მაისი, 98–101).
-
შენ შეგიძლია წაიკითხო მოძღვრება და აღთქმები 105:38–40 და სთხოვო ბავშვებს, ადგნენ ყოველ ჯერზე, როცა გაიგებენ სიტყვას „მშვიდობა“. აუხსენი, რომ უფალს სურდა, წმინდანებს დაემყარებინათ მშვიდობა მათთან, რომლებიც უხეშად ექცეოდნენ. დაეხმარე შენს შვილებს დაფიქრდენენ იმაზე, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, რომ გახდნენ მშვიდობისმყოფელნი და შესთავაზე მათ, როლებში გაითამაშონ გარკვეული სიტუაციები.
The Camp of Israel
დამატებითი იდეებისთვის იხილეთ ჟურნალ მეგობარი -ს ამ თვის გამოცემა.