„24–30 მარტი: „ყველაფერი უნდა გაკეთდეს წესით“: მოძღვრება და აღთქმები 27–28,“ მოდი და გამომყევი – სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 27–28“, მოდი და გამომყევი – სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
24–30 მარტი: „ყველაფერი უნდა გაკეთდეს წესით“
მოძღვრება და აღთქმები 27-28
გამოცხადება ჯერ კიდევ შედარებით ახალი კონცეფცია იყო წმინდანებისთვის, რადგან აღდგენითი პროცესი გრძელდებოდა. ადრეული ეკლესიის წევრებმა იცოდნენ, რომ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს შეეძლო ეკლესიისთვის გამოცხადების მიღება. მაგრამ სხვებს თუ შეეძლოთ? მსგავსი საკითხები გახდა საჭირბოროტო, როდესაც ჰაირამ პეიჯმა, ოქროს ფირფიტების რვა მოწმეთაგან ერთ-ერთმა, ირწმუნა, რომ მან მიიღო გამოცხადებები ეკლესიისთვის. ბევრ ერთგულ წმინდანს სწამდა, რომ ეს გამოცხადებები ღვთისგან იყო. უფლის პასუხი არის სწავლება იმისა, რომ მის ეკლესიაში „ყველაფერი უნდა გაკეთდეს წესით“ (მოძღვრება და აღთქმები 28:13). ეს ნიშნავდა, რომ მთელი ეკლესიისთვის მხოლოდ ერთი ადამიანი „დაინიშნება … მცნებებისა და გამოცხადებების მისაღებად“ (მოძღვრება და აღთქმები 28:2). თუმცა სხვებს შეეძლოთ მიეღოთ პირადი გამოცხადება უფლის საქმეში მათი მონაწილეობის შესახებ. სინამდვილეში, უფლის სიტყვები ოლივერ ქაუდერისადმი არის შეხსენება ყველა ჩვენგანისთვის: „მოგეცემა ის, რაც უნდა აკეთო“ (მოძღვრებადა აღთქმები 28:15).
იხ. “All Things Must Be Done in Order,” Revelations in Context, 50–53.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
ვიღებ ზიარებას იესო ქრისტეს მოსაგონებლად
სალი ნაითი და ემა სმითი მოინათლნენ 1830 წლის ივნისში, მაგრამ მათ წევრად დამტკიცებას ბრბომ შეუშალა ხელი. ორი თვის შემდეგ სალი და მისი მეუღლე, ნუელი, ეწვივნენ ემასა და ჯოზეფს და გადაწყდა, რომ მათი წევრად დამტკიცება უნდა ჩატარებულიყო და რომ ჯგუფი ერთად მიიღებდა ზიარებას. ზიარებისთვის ღვინის მოსატანად მიმავალი ჯოზეფი გზაზე ანგელოზმა გააჩერა.
წაიკითხე მოძღვრება და აღთქმები 27:1–4 რომ შეიტყო, რა ასწავლა მას ანგელოზმა, ზიარების შესახებ. რას გასწავლის ეს მუხლები იმის შესახებ, თუ როგორ სურს მაცხოვარს, მიუახლოვდე ზიარებას? როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს ზიარების მიღება „[მისი] სიდიადისკენ მიპყრობილი მზერით“? დაფიქრდი ამაზე და ჩამოაყალიბე სხვა შთაგონებები ზიარების შესახებ, როცა კითხულობ ლუკა 22:19–20 და 3 ნეფი 18:1–11. (ასევე იხილე ვიდეოები “The Last Supper,” “Jesus Christ Blesses Bread in Remembrance of Him,” and “Jesus Christ Blesses Wine in Remembrance of Him,” სახარების ბიბლიოთეკა).
The Last Supper
Jesus Christ Blesses Bread in Remembrance of Him | 3 Nephi 18:1-7
Jesus Christ Blesses Wine in Remembrance of Him | 3 Nephi 18:8-11
იმსჯელე, რა შეგიძლია გააკეთო იმისათვის, რომ უკეთ მოემზადო მხსნელის გამოსყიდვის სიმბოლოების მისაღებად და უფრო დიდი პატივისცემითა და მიზნობრიობით მოექცე მათ.
შეგიძლია იმღერო, მოუსმინო ან წაიკითხო ზიარების საგალობელი, და ჩაწერო შენი გრძნობები ამ წმინდა წეს-ჩვეულებაში მონაწილეობის შესახებ.
გამოიყენე მუსიკა სასულიერო მუსიკა იწვევს სულს სახარების ჭეშმარიტების დასამოწმებლად. ის დაგეხმარება გაიგო და იგრძნო ეს ჭეშმარიტება დასამახსოვრებელი გზით. მუსიკა ასევე ხელს უწყობს იმას, რომ სწავლა უფრო სახალისო გახადოს.
იხილე ასევე მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79; 59:9–13; Topics and Questions, “Sacrament,” სახარების ბიბლიოთეკა.
Always Retain a Remission of Your Sins
უფალი აძლევს მღვდლობის გასაღებებს თავის მსახურებს, რათა მათ შეეძლოთ მისი საქმის წარმართვა.
რა იცით ამ მუხლებში ნახსენები წინასწარმეტყველების შესახებ? მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლია წმინდა წერილების სახელმძღვანელო-ში. რა სახის წყალობა გაიხსნა შენთვის იმ გასაღებებით, რომლებსაც ეს წინასწარმეტყველები ფლობენ?
მოძღვრება და აღთქმები 27:15–18
ღვთის აბჯარი ბოროტთან ბრძოლაში მეხმარება.
პრეზიდენტმა მ. რასელ ბალარდმა თქვა: „არ არსებობს ერთი დიადი და დიდებული რამ, რომ სულიერად იარაღი შევისხათ. ჭეშმარიტი სულიერი ძალა უამრავ პატარა ქმედებაში მდგომარეობს. იგი ერთად არის ჩაქსოვილი სულიერი გაძლიერების ქსოვილში, რომელიც გვიცავს და გვფარავს ყოველგვარი ბოროტებისგან“ („Be Strong in the Lord,” Ensign, 2004 წლის ივლისი, 8).
როდესაც შეიტყობ ღვთის აბჯრის შესახებ მოძღვრება და აღთქმები 27:15–18-ში, შეგიძლია შექმნა მსგავსი ცხრილი. რას აკეთებ იმისთვის, რომ ღვთის აბჯრის თითო ნაწილი შეისხა?
|
აბჯრის ნაწილი |
სხეულის ნაწილი დაცულია |
რას შეილება წარმოადგენდეს სხეულის ეს ნაწილი |
|---|---|---|
აბჯრის ნაწილი სიმართლის სამკერდული | სხეულის ნაწილი დაცულია გული | რას შეილება წარმოადგენდეს სხეულის ეს ნაწილი ჩემი სურვილები და სწრაფვები |
აბჯრის ნაწილი ხსნის ჩაფხუტი | სხეულის ნაწილი დაცულია თავი ან გონება | რას შეილება წარმოადგენდეს სხეულის ეს ნაწილი |
აბჯრის ნაწილი | სხეულის ნაწილი დაცულია | რას შეილება წარმოადგენდეს სხეულის ეს ნაწილი |
აბჯრის ნაწილი | სხეულის ნაწილი დაცულია | რას შეილება წარმოადგენდეს სხეულის ეს ნაწილი |
ასევე იხილე ეფესელთა 6:11–18.
იესო ქრისტე უძღვება ეკლესიას თავისი ცოცხალი წინასწარმეტყველის მეშვეობით.
წარმოიდგინე, რა იქნებოდა, ვინმეს რომ მთელი ეკლესიისთვის მცნებებისა და გამოცხადებების მიღება შეძლებოდა. ეკლესიის უამრავი წევრი დაიბნა, როდესაც ჰაირამ პეიჯმა განაცხადა, რომ მან ასეთი გამოცხადება მიიღო. მოძღვრება და აღთქმები 28-ში უფალმა გამოავლინა გამოცხადების თანმიმდევრობა თავის ეკლესიაში. რას შეიტყობ ამ ნაწილიდან, ეკლესიის პრეზიდენტის განსაკუთრებული როლის შესახებ? რას სწავლობ იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ღმერთს შენთვის მიმართულების მიცემა?
რატომ იყო მნიშვნელოვანი მისია ლამანიელებთან?
მორმონის წიგნის ერთ-ერთი მიზანია „რომ ლამანიელები მოვიდნენ თავიანთი მამების ცოდნასთან, რათა იცოდნენ უფლის დანაპირები“ (მოძღვრება და აღთქმები 3:20). ეს შეესაბამებოდა იმ დაპირებებს, რომლებიც უფალმა მისცა მორმონის წიგნის ბევრ წინასწარმეტყველს (იხილე, მაგალითად, 1 ნეფი 13:34–41; ენოსი 1:11–18; ჰელამანი 15:12–13). ადრეული ეკლესიის წევრები თვლიდნენ, რომ ამერიკელი ინდიელები მორმონის წიგნის ხალხის შთამომავლები იყვნენ. (ეკლესიის ოფიციალური პოზიცია დღეს არის ის, რომ ლამანიელები „არიან ამერიკელ ინდიელთა ერთ-ერთი წინაპარნი“ [მორმონის წიგნის შესავალი].)
მეტი ინფორმაციისთვის ოლივერ ქაუდერის მისიის შესახებ, იხილე “A Mission to the Lamanites,” Revelations in Context, 45–49. რას გასწავლის ეს მისია უფლისა და მისი საქმიანობის შესახებ?
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
ზიარება მეხმარება მახსოვდეს იესო ქრისტე.
-
ბავშვებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა, თუ რატომ ვიყენებთ წყალს ზიარებისთვის, როდესაც იესო ღვინოს იყენებდა (იხ. ლუკა 22:19–20; 3 ნეფი 18:1–11). თქვენ შეგიძლიათ ერთად წაიკითხოთ მოძღვრება და აღთქმები 27:1–2 და განიხილოთ, რას ნიშნავს ზიარების მიღება „[ღვთის] სიდიადისკენ მიპყრობილი მზერით” (მუხლი 2). რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზიარების მიღებისას ვიყოთ ფოკუსირებულნი მხსნელზე?
-
შესაძლოა, მხსნელის სურათები, წმინდა წერილის მუხლები ან სიმღერის ტექსტები დაეხმაროს შენს ბავშვებს, ახსოვდეთ იგი ზიარების მიღების დროს. მათ შეიძლება სიამოვნებით შექმნან ბუკლეტი ამ სურათებიდან, მუხლებიდან და სიმღერების ტექსტებიდან.
დეტალი The Last Supper [ბოლო სერობა], ავტორი სიმონ დუი
მოძღვრება და აღთქმები 27:15–18
ღვთის აბჯარი მიცავს
-
შენ შეგიძლია შენს ბავშვებს აჩვენო აბჯრის სურათი, მსგავსი იმისა, რაც არის ამ მონახაზში. როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 27:15–18, დაეხმარე მათ, სურათზე აბჯრის ნაწილების პოვნაში. როგორ დაგვეხმარება ღვთის აბჯარი „მო[ვ]იგერიოთ ბოროტი დღე“? (მუხლი 15).
მოძღვრება და აღთქმები 28:2, 6–7
წინასწარმეტყველი იღებს გამოცხადებას ეკლესიისთვის; მე შემიძლია მივიღო გამოცხადება ჩემი ცხოვრებისთვის.
-
თუ რამდენიმე ბავშვი გყავს, შეგიძლია მოიწვიო ისინი სათამაშოდ „მიჰყევით ლიდერს“, მაგრამ სთხოვე ორ ან მეტ ბავშვს, ერთდროულად ხელმძღვანელობდნენ. რა ხდება, როდესაც ერთზე მეტი ხელმძღვანელია? როგორ გამოასწორა მამაზეციერმა ადრეული ეკლესიის წევრების დაბნეულობა? როგორ უძღვება ის ეკლესიას დღეს? (იხ. მოძღვრება და აღთქმები 28:2). გააზიარე შენი მოწმობა იმის შესახებ, რომ დღევანდელი წინასწარმეტყველი მოწოდებულია უფლის მიერ, გაუძღვეს მის ეკლესიას.
1:21Chapter 14: The Prophet and Revelations for the Church: September 1830
-
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიისთვის გამოცხადება ყოველთვის წინასწარმეტყველის მეშვეობით იქნება მიცემული, ჩვენ ყველას შეგვიძლია, სულიწმინდისგან მივიღოთ ხელმძღვანელობა. შენ შეგიძლია დაეხმარო შენს ბავშვებს შემდეგი მუხლების შესწავლაში და იმ ჩამონათვალის შედგენაში, თუ როგორ შეუძლია სულიწმიდას ჩვენი ხელმძღვანელობა: მოძღვრება და აღთქმები 28:1, 4, 15; იოანე 14:26; მორონი 8:26; 10:4–5. გაუზიარეთ ერთმანეთს, როგორ გხელმძღვანელობთ სულიწმინდა.