„აღდგენის ხმები: ემა ჰეილ სმითი“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„ემა ჰეილ სმითი“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
აღდგენის ხმები
ემა ჰეილ სმითი
უფლის სიტყვები ემასადმი, ჩაწერილი მოძღვრება და აღთქმები 25 -ში, ავლენს, რას გრძნობდა უფალი ემასადმი და რა შეეძლო ემას, საღვთო საქმისთვის გაეკეთებინა. მაგრამ როგორი იყო ემა? რა ვიცით მისი პიროვნული თვისებების შესახებ, ურთიერთობების შესახებ, მისი ძლიერი მხარეების შესახებ? ერთი გზა „რჩეული ქალბატონის“ გასაცნობად (მოძღვრება და აღთქმები 25:3) არის იმ ადამიანთა სიტყვების წაკითხვა, რომლებიც მას პირადად იცნობდნენ.
ჯოზეფ სმით უმცროსი, მისი მეუღლე
„როგორი ენით გამოუთქმელი აღტაცებითა და სიხარულით ივსებოდა ჩემი გული, როდესაც იმ ღამეს, ჩემს სიყვარულს, ემას, ხელი მოვკიდე—რომელიც იყო ჩემი მეუღლე, ჩემი მეუღლე თვით სიყმაწვილიდან და ჩემი გულის რჩეული. როდესაც წარმოვიდგინე ის მრავალი შემთხვევა, რომელიც ერთად გამოვიარეთ, ჩემი გონება მღელვარებამ შეიპყრო. დაღლილობითა და მძიმე შრომით, დარდითა და ტანჯვით, სიხარულითა და ნუგეშით იყო მოკირწყლული ჩვენი გზა. ო, რამდენი მოგონებით აივსო ჩემი გონება იმ მომენტში. ის კვლავაც აქ არის, უბედურების კიდევ ერთ ჟამსაც, უშიშარი, მტკიცე, უყოყმანო, უცვლელი, ალერსიანი ემა“.
ლუსი მაკ სმითი, მისი დედამთილი
„ის მაშინ იყო ახალგაზრდა და იყო რა ბუნებრივად ამბიციური, მისი გული მთლიანად ეკუთვნოდა უფლის საქმეს და არაფერი აინტერესებდა, გარდა საეკლესიო საქმისა და ჭეშმარიტებისა. რა საქმესაც იპოვიდა მისი ხელები გასაკეთებლად, აკეთებდა თავისი ძალით და არ სვამდა ეგოისტურ კითხვას – „სხვებზე მეტად უნდა დამიფასდეს ეს შრომა?“ თუ უხუცესები იგზავნებოდნენ სხვა ადგილებში საქადაგებლად, ემა პირველი იყო, ვინც უსასყიდლოდ ემსახურებოდა მათ სამოგზაუროდ შემოსვაში და საარსებოდ რაც ჰქონდა, იმას სჯერდებოდა
ჯოზეფ სმით უფროსი, მისი მამამთილი
ემას პატრიარქის კურთხევა გამოცხადდა ჯოზეფ სმით უფროსის მიერ, რომელიც ეკლესიის პატრიარქად მსახურობდა:
„ემა, ჩემო რძალო, ხარ კურთხეული უფლის მიერ შენი ერთგულებისა და ჭეშმარიტებისათვის: შენ კურთხეული იქნები შენს მეუღლესთან ერთად და იხარებ დიდებით, რომელიც მას ეწვევა; შენი სული იტანჯებოდა ადამიანთა უბედურებით, რომლებიც ცდილობდნენ შენი მეორე ნახევრის ვნებას და შენი სული ამაღლდა ლოცვაში მისი განთავისუფლებისთვის: გაიხარე, რამეთუ უფალმა, შენმა ღმერთმა, ისმინა ვედრება შენი.
„შენ მამისეულ სახლში მათი გულის სისასტიკით იტანჯებოდი და გწყუროდა მათი გადარჩენა. უფალი დააფასებს შენს ღაღადს და თავისი სამსჯავროებით აიძულებს მათ, დაინახონ საკუთარი უგუნურება და მოინანიონ ცოდვები. მაგრამ ისინი მხოლოდ ტანჯვის გზით ჰპოვებენ ხსნას. შენ მოესწრები მრავალ დღეს, დიახ, უფალი დაგიფარავს, ვიდრე კმაყოფილი არ იქნები, რამეთუ მხსნელს იხილავ. გაიხარებს შენი გული უფლის დიდ საქმეში და ამ სიხარულს ვერავინ წაგართმევს.
„შენ მუდამ გემახსოვრება შენი ღმერთის შემწყნარებლობა, რომელმაც ნება მოგცა, ჩემი შვილის თანმხლები ყოფილიყავი, როდესაც ანგელოზმა მას ნეფიელთა ჩანაწერი გადასცა. შენ გამოიარე დიდი განსაცდელი, როდესაც უფალმა შენი შვილებიდან სამი წაიყვანა და შენ ამაში ბრალი არ მიგიძღვის, რამეთუ მან იცის შენი გულწრფელი სურვილი, გყავდეს ოჯახი, რათა დალოცვილი იყოს ჩემი შვილი. და ახლა გეუბნები მე, რომ ამას ამბობს უფალი, რომ თუ ირწმუნებ, დალოცვილი იქნები ამით და გააჩენ სხვა შვილებს შენი სულის გასახარებლად და დასაკმაყოფილებლად და მეგობრების გასახარებლადაც.
„შენ დალოცვილი იქნები გაგებით და მოგეცემა ძალა, ქალები დამოძღვრო. ასწავლე შენს ოჯახს სამართლიანობა, შენს პატარებს კი ცხოვრების გზა და წმინდა ანგელოზები დაგიცავენ და შენ ჰპოვებ ხსნას ღვთიურ სასუფეველში; სწორად ასე. ამინ.“
ემა სმითი თავის შვილებთან ერთად. Time to Laugh [სიცილის დრო], ავტორი: ლიზ ლემონ სვინდელი