„3-9 მარტი, „ისწავლე ჩემგან“, მოძღვრება და აღთქმები 19“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 19“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
დეტალი, Gethsemane’s Path [გეთსიმანიის გზა], სტივ მაკგინტი
3-9 მარტი: „ისწავლე ჩემგან“
მოძღვრება და აღთქმები 19
მარტინსა და ლუსი ჰარისს წლები დასჭირდათ, რათა შეეძინათ ერთ-ერთი საუკეთესო ფერმა პალმირაში, ნიუ-იორკში. მაგრამ 1829 წელს გაირკვა, რომ მორმონის წიგნი გამოქვეყნდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარტინი დააგირავებდა თავის ფერმას და დაბეჭდვის თანხას გადაიხდიდა. მარტინს ჰქონდა მოწმობა მორმონის წიგნის შესახებ, ხოლო ლუსის — არა. თუ მარტინი დააგირავებდა ფერმას და მორმონის წიგნი არ გაიყიდებოდა, ის დაკარგავდა როგორც ფერმას, ასევე საფრთხეში ჩააგდებდა ქორწინებას და დააზიანებდა საკუთარ რეპუტაციას საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გარემოებები განსხვავდება მარტინისგან, ზოგჯერ ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით ისეთი რთული კითხვების წინაშე, როგორსაც ის წააწყდა: რა ღირებულება აქვს ჩემთვის იესო ქრისტეს სახარებას? რისი გაწირვა შემიძლია, რათა დავეხმარო ღვთის სასუფევლის შენებას? მარტინ ჰარისმა საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეგირავებინა ფერმა, რათა მორმონის წიგნის პირველი 5000 ეგზემპლარი დაბეჭდილიყო. ეს თავგანწირვაც — და ნებისმიერი სხვა — მცირეა იმ თავგანწირვასთან შედარებით, რაც იესო ქრისტემ, „ყველაზე დიადმა“ ჩაიდინა (მოძღვრება და აღთქმები 19:18), რომელსაც სისხლი სდიოდა ყველა ფორიდან, რათა გადაერჩინა მომნანიებელნი.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
„მე, ღმერთი, ვარ უსასრულო“.
ჯოზეფ სმითის განმარტებით ნაწილი 19 -ში მოცემული გამოცხადება არის „ბრძანება … მარტინ ჰარისისადმი, რომელიც ებოძა მისგან, რომელიც მარადიულია.“ (ნაწილის შესავალი). მოძებნე ადგილები მუხლები 1–12 -ში სადაც უფალი საკუთარ მარადიულ ბუნებას ხაზს უსვამს. შენი აზრით, მარტინ ჰარისისთვის რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს სცოდნოდა უფლის შესახებ? შენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი ამის ცოდნა?
შენი აზრით, რატომ არის იესო ქრისტე „დასაწყისი და დასასრული“? (მუხლი 1).
მოძღვრება და აღთქმები 19:15–20
იესო ქრისტე იმისთვის ეწამა, რომ შევძლო მონანიება და მასთან მიახლოება.
ახალი აღთქმა აღწერს ჩვენი მხსნელის ტანჯვას გეთსიმანიაში იმ ხალხის თვალთახედვით, ვინც ამას ხედავდა. მოძღვრება და აღთქმები 19:15–20-ში, იესო ქრისტე თავად ყვება საკუთარ ტანჯვაზე. ამ წმინდა, პირადი ამბის წაკითხვისას, დააკვირდი, როგორ აღწერს მხსნელი საკუთარ ტანჯვას. დაფიქრდი, რას გასწავლის თითოეული სიტყვა და ფრაზა. რატომ აირჩია ჩვენმა მხსნელმა ტანჯვა? გაიგე მეტი შემდეგ წყაროებში: იოანე 15:13; მოსია 3:7; ალმა 7:11–12; მოძღვრება და აღთქმები 18:10–13.
გრძნობებმა, რომლებიც მხსნელის ტანჯვის შესწავლისას გიჩნდება, შეიძლება გამოიწვიოს ასეთი კითხვები: რატომ უნდა დატანჯულიყო მხსნელი ჩემი ცოდვებისთვის? რატომ მჭირდება მონანიება იმისთვის, რომ მისი მსხვერპლის სრული დალოცვები მივიღო? ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად გაეცანი უხუცესი ულისეს სოარესის გზავნილს: „იესო ქრისტე: ჩვენი სულის მომვლელი” (Liahona, მაისი, 2021 წ., 82–84). შესწავლისას, რა შთაბეჭდილებები მოგდის გონებაში? ჩაიწერე შენი შეგრძნებები იესო ქრისტეზე და მის თავგანწირვაზე.
როგორც შენი სწავლისა და ლოცვის ნაწილი, შეგიძლია მოძებნო საგალობელი, რომელსაც მოუსმენ ან იმღერებ და რომელიც გამოხატავს შენს მადლიერებას მხსნელის მიმართ შენი სახელით მისი ტანჯვისთვის. „რა ამაღლებული ვარ“ (საგალობლები, გვ. 22) კარგი მაგალითია.
როგორ ფიქრობ, რას გაგაკეთებინებდნენ ზეციური მამა და იესო ქრისტე იმის შედეგად, რაც იგრძენი და შეისწავლე?
Topics and Questions [თემები და კითხვები], „Atonement of Jesus Christ [იესო ქრისტეს გამოსყიდვა]“, „Repentance [მონანიება]“, Gospel Library [სახარების ბიბლიოთეკა].
The Savior Suffers in Gethsemane
იესო ქრისტეს შეცნობასა და მის მიბაძვას სიმშვიდე მოაქვს.
დაფიქრდი მხსნელის მოწვევაზე: „ისწავლე ჩემგან“. რა ისწავლე იესო ქრისტეზე მოძღვრება და აღთქმები 19-დან? ჩაიწერე შენი აზრები და დაფიქრდი, როგორ გეხმარება სიმშვიდის მოპოვებაში ეს ჭეშმარიტებები მხსნელის შესახებ. რას ნიშნავს შენთვის სიტყვები: „იარე [მისი] სულის თვინიერებით“?
Peace in Christ
მოძღვრება და აღთქმები 19:26–41
ღვთის კურთხევები დედამიწის ყველა საგანძურზე ძვირფასია.
მორმონის წიგნი პალმირაში კარგად არ გაყიდულა. ამიტომ, მარტინ ჰარისს ფერმის დიდი ნაწილის გაყიდვა მოუწია, რათა სტამბის ვალი დაეფარა (იხ. “The Contributions of Martin Harris,” Revelations in Context, 7–8). იფიქრე მარტინის თავგანწირვაზე და იმ დალოცვებზე, რომლებიც ამის გამო მიიღე, როცა წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 19:26–41. ასევე შეიძლება იფიქრო იმაზე, თუ რისი შეწირვა გთხოვა უფალმა. რას პოულობ ამ მუხლებში, რაც შთაგაგონებს ამ თავგანწირვას „სიხარულით“ და „მხიარულებით“? (იხ. ასევე მუხლები 15–20).
დეტალი, Martin Harris Farm [მარტინ ჰარისის ფერმა], ავტორი: ალ რაუნდსი
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მოძღვრება და აღთქმები 19:16–19
იესო ქრისტე ჩემთვის ეწამა.
-
შეგიძლია დაეხმარო შენს ბავშვებს, იგრძნონ პატივისცემა და მადლიერება მხსნელის მიმართ, როცა ერთად წაიკითხავთ მოძღვრება და აღთქმები 19:16–19. დროდადრო შეჩერდი, დარწმუნდი, რომ ბავშვებმა ყველაფერი გაიგეს და მიეცი ნება, გამოხატონ თავიანთი შეგრძნებები. მაგალითად, მუხლი 16-ში, რა არის ის, რისთვისაც იესო ჩვენთვის ეწამა? (იხ. მოსია 3:7; ალმა 7:11–12). რა ვისწავლეთ ქრისტეს საკუთარი ტანჯვის აღწერიდან? როგორ ვაჩვენოთ მადლიერება იმისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა?
Chapter 51: Jesus Suffers in the Garden of Gethsemane
დაეხმარე ბავშვებს, ისწავლონ წმინდა წერილიდან. ზოგიერთ ბავშვს უჭირს წმინდა წერილის წაკითხვა. ერთ მუხლზე ან ფრაზაზე ფოკუსირება შეიძლება დაეხმაროს მათ.
-
საგალობლები და საბავშვო სიმღერები-ს წიგნში ბავშვებთან ერთად მოძებნეთ სიმღერები, რომლებიც დაგეხმარებათ გამოხატოთ თქვენი გრძნობები იესო ქრისტეს მიმართ (იხილეთ სათაურის ინდექსები ამ წიგნში).
მოძღვრება და აღთქმები 19:18–19, 24
იესო ქრისტე მაშინაც ემორჩილებოდა ზეციურ მამას, როცა ეს რთული იყო.
-
ჩვენი ცოდვებისთვის წამება ძალიან რთული იყო, მაგრამ იესო ქრისტეს ამის გაკეთება სურდა, რათა დამორჩილებოდა თავის მამას და ეჩვენებინა თავისი სიყვარული მამისა და ჩვენ მიმართ. შეგიძლიათ ერთად დაათვალიეროთ გეთსიმანიაში იესო ქრისტეს ტანჯვის სურათი (მაგალითად, ამ მონახაზში) და სთხოვო შენს ბავშვებს, გითხრან, რა იციან იმის შესახებ, რაც სურათზე ხდება. ერთად წაიკითხეთ მოძღვრება და აღთქმები 19:18–19, 24 რათა ხაზი გაუსვათ, რომ ჩვენი ცოდვებისთვის წამება ყველაზე რთული რამ იყო, რაც კი ოდესმე ვინმეს გაუკეთებია, მაგრამ იესომ ეს შეძლო მამის და ჩვენ მიმართ სიყვარულის გამო და ის ღვთის ნებას დაემორჩილა (იხ. ასევე მოსია 3:7). რა რთული საქმის კეთებას გვთხოვს ღმერთი? როგორ ვიპოვოთ სიმამაცე, რათა დავემორჩილოთ მას?
„ისწავლე ჩემგან და ყური დაუდგე ჩემს სიტყვებს“.
-
დაეხმარე ბავშვებს იფიქრონ მარტივ ქმედებებზე, რომლებიც ემთხვევა ფრაზებს მოძღვრება და აღთქმები 19:23-დან. რამდენჯერმე წაიკითხე ეს მუხლი, სანამ ისინი ქმედებებს აკეთებენ. რა გზებით შეგვიძლია ვისწავლოთ ქრისტეს შესახებ და მოვუსმინოთ მის სიტყვებს?
ღვთის დალოცვები დედამიწის ყველა საგანძურზე ძვირფასია.
-
შენ და ბავშვებმა რიგ-რიგობით დაიჭირეთ ხელში მორმონის წიგნი და ერთმანეთს გაუზიარეთ, რა მოგწონთ მის შესახებ. მოკლედ ისაუბრე მარტინ ჰარისის თავგანწირვაზე მორმონის წიგნის დასაბეჭდად. რა უთხრა უფალმა მარტინს მოძღვრება და აღთქმები 19:38 -ში, რაც, სავარაუდოდ, დაეხმარა მას ერთგული და მორჩილი ყოფილიყო? დაეხმარე შენს ბავშვებს იფიქრონ იმაზე, რაც მათ შეუძლიათ შესწირონ, რათა დაემორჩილონ ღმერთს ან დაეხმარონ მას საქმეში.