Doctrine and Covenants 2025
17–23 მარტი: „ეძიე ის, რაც არის უკეთესი“: მოძღვრება და აღთქმები 23–26


„17–23 მარტი: „ეძიე ის, რაც არის უკეთესი“: მოძღვრება და აღთქმები 23–26“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 23–26“, მოდი და გამომყევი—სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025

ემა სმითი

17–23 მარტი: „ეძიე ის, რაც არის უკეთესი“

მოძღვრება და აღთქმები 23–26

ადამიანთა უმრავლესობისათვის ნათლობა საპატიო, მშვიდობიანი გამოცდილებაა. ემა სმითისა და სხვების ნათლობის პროცესი კი ჩაშალა ბრბომ, რომელიც მათ დასცინოდა, ემუქრებოდა და გაქცევას აიძულებდა. მოგვიანებით, როდესაც ჯოზეფი ახალი წევრების დამტკიცებას აპირებდა, იგი დააპატიმრეს იმ მიზეზით, რომ თავისი ქადაგებით თემს აწუხებდა. ამ დაპირისპირების დროს როგორ შეეძლო ემას ეპოვა რწმენა, რომ სწორად იქცეოდა? ისევე, როგორც ყოველ ჩვენგანს — უფლის გამოცხადების საშუალებით. იგი ესაუბრა ემას იმის შესახებ, „რაც არის უკეთესი“—მისი სასუფევლის—და იქ ემას ადგილის შესახებ. მან უთხრა ემას, არაფრის არ შეეშინდეს, „ამაღლდი გულით და გაიხარე“, და „ჩაეჭიდე იმ აღთქმებს, რომელნიც დადე“. და ამ გამხნევებისა და დარიგების სიტყვები არის მისი „ხმა ყველასათვის“ (მოძღვრება და აღთქმები 25:9–10, 13, 16).

ასევე იხილე წმინდანები, 1:89–90, 94–97.

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 24

მხსნელს შეუძლია „გამო[მიხსნას] გაჭირვებიდან“.

მოძღვრება და აღთქმები 24 -ში მოცემული გამოცხადება ებოძათ ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის განსაცდელის ჟამს „რომ განმტკიცებულიყვნენ, გამხნევებულიყვნენ და მიეღოთ დარიგება.“ ნაწილის შესავალი; ასევე იხილე Saints, 1:94–96). მოძღვრება და აღთქმები 24 -ში, მოძებნე სიტყვები, რომლებიც შენი აზრით მათთვის გამაძლიერებელი და გამამხნევებელი იქნებოდა.

რას გკარნახობენ ამონარიდები შემდეგი წმინდა წერილიდან იმის შესახებ, თუ როგორ გეხმარება მხსნელი გამოწვევების დროს?

მოძღვრება და აღთქმები 24:1–3

მოძღვრება და აღთქმები 24:8

მოძღვრება და აღთქმები 121:7–8

ესაია 40:28–31

მოსია 24:14–15

ქრისტე კურნავს ადამიანს

დეტალი სურათიდან „He Healed Many of Diverse Diseases [მან განკურნა უამრავი სხვადასხვა დაავადება]“, ავტორი: ჯ. კირკ რიჩარდსი

მოძღვრება და აღთქმები 25

მე მნიშვნელოვანი როლი უნდა შევასრულო ღვთის სასუფეველში.

როდესაც ემა სმითმა იხილა აღდგენა, რომელიც მისი მეუღლის, ჯოზეფ სმითის საშუალებით დაიწყო, მას ალბათ აინტერესებდა თავისი როლი. ეძიე ღმერთის პასუხები მოძღვრება და აღთქმები 25-ში. ამ ნაწილში ხედავ რაიმეს, რაც გაგრძნობინებს მის „ხმას [შენდამი]?“ (მუხლი 16).

იხ. “Thou Art an Elect Lady,” in Revelations in Context, 33–39.

5:15

"An Elect Lady"

მოძღვრება და აღთქმები 25:5, 14

„დარჩი თვინიერების სულში“.

რას ნიშნავს შენთვის ფრაზა „თვინიერების სული“ ? მოძებნე ნაწილი 25 -ში სიტყვები და ფრაზები, რომლებიც გეხმარება გაიგო, რას ნიშნავს იყო თვინიერი. როგორ არის იესო ქრისტე თავმდაბლობის მაგალითი შენთვის? (იხილე მათე 11:28–30). იფიქრე, რა შეიძლება გააკეთო ცხოვრებაში „თვინიერების სულში“.

მოძღვრება და აღთქმები 25:10, 13

სემინარიის ხატულა
„გვერდზე გადადე ის, რაც არის ამაქვეყნისა და ეძიე ის, რაც არის უკეთესი“.

როდესაც მსჯელობ უფლის დარიგებაზე მოძღვრება და აღთქმები 25:10-ში, შეიძლება დაგეხმაროს იმ „ამაქვეყნის“ საქმეთა ჩამოთვლა, რომლებიც მას სურს, „გვერდზე გადადო“. შემდეგ შეგიძლია გააკეთო „ის, რაც არის უკეთესი“ საქმეთა ჩამონათვალი, რომელთა ძიება ღმერთს შენგან სურს. შეგიძლია აირჩიო პირველი ჩამონათვალიდან სულ მცირე ერთი რამ, რასაც გვერდზე გადადებ და ერთიც მეორე ჩამონათვალიდან, რასაც ეძიებ.

პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა მოგვცა დარიგება და დაპირებები „ამქვეყნიურ ბევრ საქმეთა გვერდზე გადადების“ შესახებ. მოძებნე ისინი მისი გზავნილის 77-ე გვერდზე „Spiritual Treasures“ (Liahona, ნოემბერი 2019). როგორ გაითვალისწინებ მის დარიგებას?

მუხლი 13-ის წაკითხვისას იფიქრე აღთქმებზე, რომლებიც დადე ზეციური მამისა და იესო ქრისტეს წინაშე. რას ნიშნავს „ჩაეჭიდე“ იმ აღთქმებს? როგორ გეხმარება შენი აღთქმები „გვერდზე გადად[ო] ის, რაც არის ამაქვეყნისა და ეძი[ო] ის, რაც არის უკეთესი“.

აი სხვა წმინდა წერილები, რომლებიც შეიძლება, დაგეხმაროს ამოიცნო „ის, რაც არის ამაქვეყნისა“ და „ის, რაც არის უკეთესი“: მათე 6:19, 21, 25–34; ლუკა 10:39–42; 2 ნეფი 9:51.

წაახალისე გაზიარება. თუ სხვებს ასწავლი, „გვერდზე გადად[ონ] ის, რაც არის ამაქვეყნისა და ეძი[ონ] ის, რაც არის უკეთესი“, წაახალისე ისინი, ისაუბრონ იმაზე, თუ რას აკეთებენ, რათა ამ დარიგებას მიჰყვნენ. ჩვენ შეგვიძლია დიდი ძალისა და გამბედაობის მიღება ერთმანეთის ცხოვრებისეული გაკვეთილებისა და გამოცდილებების მოსმენით.

მოძღვრება და აღთქმები 25:11–12

უფალი ხარობს ჩემი „გულის სიმღერით“.

რომელია შენი „გულის სიმღერ[ები]“—სიმღერები, რომლებიც აღწერს შენს გრძნობებს ზეციური მამისა და იესო ქრისტეს შესახებ? შეგიძლია მოუსმინო რამდენიმე მათგანს. რა არის ამ სიმღერების შესახებ ისეთი, რაც შენთვის განსაკუთრებულს ხდის მათ?

ასევე შეგიძლია იმსჯელო, ეს საგალობლები როგორ მსახურობენ როგორც ლოცვები. რა აქვთ საერთო წმინდა მუსიკასა და ლოცვას? შენს წმინდა სიმღერებს როგორ გაეცა „[პასუხი კურთხევით]“?

მოძღვრება და აღთქმები 26:2

„ეკლესიაში ყველაფერი გაკეთდება საერთო თანხმობით “.

ფრაზა „საერთო თანხმობა“ ამ მუხლში ნიშნავს ხელის აწევის მოქმედებას, როდესაც მხარს ვუჭერთ ადამიანს, რომელიც იღებს მოწოდებას ან მღვდლობაზე კურთხევას. როგორ აუხსნი ეკლესიაში მოსულ სტუმარს, რას ნიშნავს მოწოდებაზე მხარდაჭერა?

ბავშვთა განყოფილების ხატულა 03

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 24:1, 8

მხსნელს შეუძლია „გამო[მიხსნას] გაჭირვებიდან“.

  • შენ და შენმა ბავშვებმა შეიძლება აღმოაჩინოთ, რა უთხრა უფალმა ჯოზეფს მის გაჭირვებაზე მოძღვრება და აღთქმები 24:1, 8. ასევე შეგიძლიათ ერთმანეთს გაუზიაროთ, როგორ გეხმარებათ უფალი რთულ დროს.

    1:52

    Chapter 11: More People Join the Church: April–June 1830

  • რას გვასწავლის მოძღვრება და აღთქმები 24:8 მოთმინების შესახებ? როგორ გვაგებინებს მხსნელი, რომ ჩვენთან არის ჩვენი გაჭირვების დროს?

    2:42

    Continue in Patience

მოძღვრება და აღთქმები 25:11–12

იესოს უყვარს „გულის სიმღერა“.

  • მოძღვრება და აღთქმები 25:12-ს წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ ერთმანეთს უთხრათ, რომელია თქვენი რჩეული საეკლესიო ჰიმნი ან საგალობელი—თქვენი „გულის სიმღერა“—და ერთად იმღეროთ. გაუზიარეთ ერთმანეთს, რატომ გიყვართ ეს სიმღერები. რატომ არის უფალი ბედნიერი, როდესაც ჩვენ ამ სიმღერებს ვმღერით? რანაირად არის ჩვენი სიმღერა „[უფლის] მიმართ ლოცვა“?

ოჯახური სიმღერა პიანინოს თანხლებით

მოძღვრება და აღთქმები 25:13, 15

მამაზეციერთან ჩემი აღთქმები სიხარულს მანიჭებს.

  • იმისათვის, რომ გაიგო, თუ რას ნიშნავს „ჩაეჭიდე იმ აღთქმებს, რომელნიც დადე“ (მოძღვრება და აღთქმები 25:13), შენს ბავშვებს შეუძლიათ მორიგეობით რაც შეიძლება მაგრად მოეჭიდონ რამეს. შემდეგ შენ და შენს ბავშვებს შეგიძლიათ ისაუბროთ, როგორ „ჩაეჭიდოთ“ თქვენს აღთქმებს. თუ საჭიროა, შენს ბავშვებთან ერთად გადახედეთ ჩვენ მიერ დადებულ აღთქმებს (იხილე მოსია 18:8–10; მოძღვრება და აღთქმები 20:37; და ამ კვირის ღონისძიების გვერდი).

  • შენს ბავშვებს რომ მიაწოდო მოძღვრება და აღთქმები 25:13-ს კონტექსტი, შეიძლება მიუთითო, რომ ეს არის ის, რაც უფალმა უთხრა ემა სმითს მისი ნათლობიდან მალევე. რატომ იქნება ეს კარგი დარიგება იმისთვის, ვინც ახალი მონათლულია?

ემა სწავლობს წმინდა წერილს

Emma’s Hymns [ემას საგალობლები], ავტორი: ლიზ ლემონ სვინდლი

დაწყებითი საზოგადოების ღონისძიებების გვერდი