„10-16 მარტი: „ქრისტეს ეკლესიის აღშენება“: მოძღვრება და აღთქმები 20–22“, მოდი და გამომყევი — სახლისა და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 20–22“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
10-16 მარტი: „ქრისტეს ეკლესიის აღშენება“
მოძღვრება და აღთქმები 20–22
მხსნელის საქმე მორმონის წიგნის გამოქვეყნებაზე უკვე დასრულებული იყო. მაგრამ აღდგენის საქმე ახლა იწყებოდა. მოძღვრებისა და მღვდლობის უფლებამოსილების აღდგენის გარდა, უფალმა აჩვენა ადრინდელი გამოცხადებებით, რომ მას ასევე სურდა ფორმალური ორგანიზაციის — თავისი ეკლესიის აღდგენა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 10:53; 18:5). 1830 წლის 6 აპრილს, 40-ზე მეტი მორწმუნე შეიკრიბა ვიტმერის ოჯახის ხის სახლში, ფაიეტში (ნიუ-იორკი), რათა ყოფილიყვნენ იესო ქრისტეს ეკლესიის დაარსების მოწმენი.
ზოგიერთ ადამიანს აინტერესებს, რატომ არის საჭირო ორგანიზებული ეკლესია? პასუხი ნაწილობრივ მაინც შეიძლება მოიძებნოს იმ გამოცხადებებში, რომლებიც დაკავშირებულია 1830 წელს გამართულ პირველ საეკლესიო შეხვედრასთან. ისინი აღწერს დალოცვებს, რომლებიც შეუძლებელი იქნებოდა, თუ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია არ „ჩამოყალიბდა და დაარსდა“ უკანასკნელ დღეებში (მოძღვრება და აღთქმები 20:1).
ასევე იხილე “Build Up My Church,” Revelations in Context, 29–32.
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
იესო ქრისტემ აღადგინა თავისი ეკლესია.
რატომ გვაქვს ორგანიზებული ეკლესია? შესაძლოა, ამის საუკეთესო პასუხი შემდეგია: „რადგან იესო ქრისტემ შექმნა იგი“. როდესაც შეისწავლი მოძღვრება და აღთქმები 20–21-ს, შენ შეიძლება შეამჩნიო მსგავსება იმ ეკლესიას შორის, რომელიც მან ძველად დააარსა და რომელიც დღეს აღადგინა. გამოიყენე შემდეგი მუხლები, რათა შეიტყო ძველ დროში ჩვენი მხსნელის ეკლესიის შესახებ: მათე 16:15–19; იოანე 7:16–17; ეფესელთა 2:19–22; 3 ნეფი 11:23–26; მორონი 4–5. გამოიყენე ეს მუხლები და შეიტყვე მეტი აღდგენილი ეკლესიის შესახებ: მოძღვრება და აღთქმები 20:17–25, 60, 72–79; 21:1–2. შენ შეგიძლია ჩაწერო ის, რასაც იპოვი ასეთ ცხრილში:
|
მოძღვრება |
წეს-ჩვეულებები |
მღვდლობის უფლებამოსილება |
წინასწარმეტყველები | |
|---|---|---|---|---|
ქრისტეს ძველი დროის ეკლესია | მოძღვრება | წეს-ჩვეულებები | მღვდლობის უფლებამოსილება | წინასწარმეტყველები |
ქრისტეს აღდგენილი ეკლესია | მოძღვრება | წეს-ჩვეულებები | მღვდლობის უფლებამოსილება | წინასწარმეტყველები |
ამ აქტივობიდან რა ისწავლე, რატომ დააარსა და აღადგინა ქრისტემ თავისი ეკლესია?
წაახალისე გაზიარება. როდესაც შენ მოიხმობ ადამიანებს, გააზიარონ დამოუკიდებლად ნასწავლი, ისინი ხალისით გააგრძელებენ პირად შესწავლას. რის გასაზიარებლად შეგიძლია მოიწვიო სხვები?
მოძღვრება და აღთქმები 20:37, 75–79; 22
წმინდა წეს-ჩვეულებები მეხმარება, დავემსგავსო მხსნელს.
როდესაც ეკლესია მოეწყო, უფალმა თავის წმინდანებს ასწავლა წმინდა წეს-ჩვეულებების, მათ შორის ნათლობისა და ზიარების, შესახებ. როდესაც კითხულობ ამ წეს-ჩვეულებების შესახებ დაფიქრდი, როგორ გეხმარება ისინი, იგრძნო კავშირი ჩვენს მხსნელთან. მაგალითად, როგორ გეხმარება ეს წეს-ჩვეულებები შეინარჩუნო „გადაწყვეტილებ[ა], ბოლომდე ემსახურო [იესო ქრისტეს]“? (მუხლი 37). შესაძლოა, ასევე წაიკითხო ზიარების ლოცვები (მუხლები 77, 79) და წარმოიდგინო, რომ პირველად გესმის ისინი. რა შთაგონებებს იღებ?
იხ. ასევე დ. ტოდ კრისტოფერსონი „რატომ აღთქმის გზა“, Liahona, მაისი, 2021 წ., 116–19.
მოძღვრება და აღთქმები 20:38–60
მღვდლობის მსახურება აკურთხებს ეკლესიის წევრებსა და მათ ოჯახებს.
ოდესმე გიფიქრია, რატომ იყო მხსნელისთვის მნიშვნელოვანი მის ეკლესიაში მღვდლობის აღდგენა? წაიკითხე მოძღვრება და აღთქმები 20:38–60 და გაიგებ, რას სთხოვს იგი მღვდლობის მატარებლებს, რაც გარკვეული შთაგონებისკენ გიბიძგებს. როგორ დაგლოცათ მხსნელმა შენ და შენი ოჯახი ამ მუხლებში აღწერილი საქმის მეშვეობით?
გარდა მამაკაცებისა, რომლებიც მღვდლობაზე აკურთხეს, ეკლესიაში მსახურებისთვის ხელდასხმით დანიშნული ქალები ასევე ახორციელებენ ღვთის უფლებამოსილებას, როდესაც მის საქმეში მონაწილეობენ.
ღვთის სიტყვის მორჩილება მისი წინასწარმეტყველების მეშვეობით, ღვთაებრივ მფარველობას მომცემს.
მოძღვრება და აღთქმები 21:4–9 შეიცავს მოწვევას, მიჰყვე უფლის წინასწარმეტყველს და ძლიერ დაპირებებს მათთვის, ვინც ამას აკეთებს. შემდეგი იდეები დაგეხმარება დაფიქრდე ამ მუხლებზე:
-
მუხლები 4–5 -ში მოცემული რომელი სიტყვები აღწერს იმას, თუ რა სურს მხსნელს, რომ გააკეთო მისი ცოცხალი წინასწარმეტყველის სიტყვებით? რატომ ფიქრობ, რომ ამისთვის საჭიროა „მოთმინებ[ა] და რწმენ[ა]“?
-
დაფიქრდი იმ ხატოვანებაზე, რომელსაც მხსნელი იყენებს მუხლი 6 -ში, რათა აღწეროს მისი წინასწარმეტყველის მიყოლის დალოცვები. შენი აზრით, რა იგულისხმება „ჯოჯოხეთის [ბჭეში]“? როგორ „გაფანტავს ბნელეთის ძალებს“ უფალი? რას ნიშნავს „და აიძულებს ზეცას, აზანზარდეს [შენ] სასიკეთოდ“?
-
რის გაკეთებას გთხოვს უფალი ეკლესიის ამჟამინდელი პრეზიდენტის მეშვეობით? როგორ შეასრულა უფალმა თავისი დანაპირები, როცა შენ მის დარიგებას მიჰყევი?
Topics and Questions [თემები და კითხვები], “Prophets [წინასწარმეტყველები],” სახარების ბიბლიოთეკა.
Watchman on the Tower
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
იესო ქრისტეს ეკლესია აღდგა.
-
იფიქრე მოძღვრება და აღთქმები 21-ის შესავლის გამოყენებაზე, რათა დაეხმარო შენს ბავშვებს გაიგონ, რა მოხდა ეკლესიის ორგანიზების დღეს.
2:37The Church of Jesus Christ Is Organized: A joyful Church meeting
-
შესაძლოა, შენმა ბავშვებმა მიუსადაგონ იესო ქრისტეს, ვინმეს მსახურების, ნათლობისა და ზიარების სურათები მუხლებს ნაწილი 20 -დან (იხ. მუხლები 21–23, 47, 72–74, 75–79). გამოიყენე ეს სურათები და მუხლები, რათა ისაუბროთ იმ დალოცვებზე, რომლებიც მოგვიტანა იესო ქრისტეს მიერ მისი ეკლესიის აღდგენამ.
მოძღვრება და აღთქმები 20:37, 41, 71–74
როდესაც ვინათლები და წევრად დამტკიცებას გავდივარ, პირობას ვდებ, რომ იესო ქრისტეს მივყვები.
-
ბავშვებს შეიძლება მოუნდეთ ბავშვის მონათვლის ან წევრად დამტკიცების სურათის ნახვა. მათ შეუძლიათ მიუთითონ, როგორ მიჰყვება ეს ყველაფერი მოძღვრება და აღთქმები 20:41, 71–74-ში მოცემულ მითითებებს. რა ვისწავლეთ მოძღვრება და აღთქმები 20:37 -დან ადამიანებზე, რომელთაც მონათვლა სურთ? შეგიძლიათ ერთად უყუროთ ვიდეოს “The Baptism of Jesus [იესოს მონათვლა]” (სახარების ბიბლიოთეკა).
3:10The Baptism of Jesus
-
თუ შენი ბავშვები უკვე მოინათლნენ და წევრად დამტკიცდნენ სთხოვე, გაგიზიარონ თავიანთი გამოცდილება. სურათები აქვთ გასაზიარებლად? ისაუბრე მათთან იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი, რომ იესო ქრისტეს მიჰყვნენ და როგორ აკურთხებს ის მათ.
მოძღვრება და აღთქმები 20:75–79
მე შემიძლია იესოს სახელი ავიღო საკუთარ თავზე და ყოველთვის მახსოვდეს იგი.
-
ბავშვებმა მოძებნონ სიტყვები „მზად არიან“ მოძღვრება და აღთქმები 20:37 (ნათლობაზე) და მუხლი 77 (ზიარების ლოცვა). იესო ქრისტეს რისთვის სურს, რომ მზად ვიყოთ? შენმა ბავშვებმა შეხედონ რაღაცას, რასაც აქვს სახელი (როგორიცაა ბრენდის სახელი ან პირადი სახელი). რას გვეუბნება სახელი საგანზე? რას ნიშნავს იესო ქრისტეს სახელის საკუთარ თავზე აღება?
-
ბავშვებთან ერთად წაიკითხე მოძღვრება და აღთქმები 20:77 და სთხოვე შენს ბავშვებს, ამოიცნონ ის დაპირებები, რომლებსაც ჩვენ ვაძლევთ, როგორც ზიარების ნაწილი. ბავშვებმა რიგ-რიგობით გაითამაშონ და გააკეთონ ისეთი რამე, რომ „ყოველთვის ახსოვდეთ“ მხსნელი და გამოიცნონ ერთმანეთის ქმედებები. მუხლი 77-ს მიხედვით, რა დალოცვებს ვიღებთ, როცა ყოველთვის გვახსოვს მხსნელი?
იესო მაკურთხებს, როცა მის წინასწარმეტყველს მივყვები.
-
მოძღვრება და აღთქმები 21:4–6-ში მოხმობისა და დაპირებების აღმოჩენის შემდეგ, შენს ბავშვებს შეუძლიათ დაათვალიერონ ამჟამინდელი წინასწარმეტყველის სურათი და გაუზიარონ ის, რაც ისწავლეს ან მოისმინეს მისგან. გაუზიარეთ ერთმანეთს, როგორ გაკურთხათ იესო ქრისტემ მისი წინასწარმეტყველის მიყოლისათვის.