„17-23 თებერვალი: „თქვენ, ჩემო თანამოაზრე მსახურებო“: მოძღვრება და აღთქმები 12–17; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:66–75“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მოძღვრება და აღთქმები 12–17; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:66–75“ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
მდინარე სასკუეჰანა ჰარმონისთან (პენსილვანია)
17-23 თებერვალი: „თქვენ, ჩემო თანამოაზრე მსახურებო“
მოძღვრება და აღთქმები 12–17; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:66–75
მსოფლიოში ადამიანთა უმეტესობას, ალბათ, არც გაუგია პენსილვანიაში არსებულ პატარა ქალაქზე — ჰარმონიზე. უფალი ხშირად უბრალო ადგილებს ირჩევს თავისი სასუფევლის უმნიშვნელოვანესი მოვლენებისთვის. 1829 წლის 15 მაისს, ჰარმონიის მახლობლად ტყიან ადგილას, იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის. მან ხელები დაადო მათ თავზე, მიანიჭა აარონის მღვდლობა და უწოდა „ჩემი თანამოაზრე მსახურები“ (მოძღვრება და აღთქმები 13:1).
იოანე ნათლისმცემელი იყო ღვთის სანდო მსახური, რომელმაც მხსნელი მონათლა და მისი მოსვლისთვის მოამზადა გზა (იხ. მათე 3:1–6, 13–17). იოანეს მიერ მის თანამოაზრე მსახურებად წოდება ამ ორი, ოც წელს გადაცილებული ახალგაზრდისთვის მოკრძალებული და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა იქნებოდა. იმ დროისთვის არავინ იცნობდა ჯოზეფსა და ოლივერს, ისევე როგორც ჰარმონის არსებობა არ იცოდნენ. მაგრამ ღვთის საქმეში მსახურება ყოველთვის ნიშნავდა იმას, თუ როგორ ვმსახურობთ, და არა, ვინ შეამჩნევს ამას. როგორი მცირე ან უმნიშვნელოც არ უნდა ჩანდეს ზოგჯერ შენი წვლილი, უფლის „დიდ და საოცარ“ საქმეში შენც მისი თანამოაზრე მსახური ხარ (მოძღვრება და აღთქმები 14:1).
იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის
მე შემიძლია მონაწილეობა ღვთის „დიდ და საოცარ საქმეში“.
ჯოზეფ ნაითს და დევიდ ვიტმერს სურდათ გაეგოთ, როგორ დახმარებოდნენ უფლის საქმეში. როდესაც წაიკითხავ უფლის პასუხს მათ მიმართ (მოძღვრება და აღთქმები 12; 14), დაფიქრდი, რას ნიშნავს შენთვის „რომ წინ წაიყვანო და განახორციელო სიონის საქმე“ (12:6; იხ. ასევე 14:6). რა პრინციპები და ქრისტეს მსგავსი თვისებები აღმოაჩინე ამ ნაწილებში, რაც აღნიშნულის გაკეთებაში დაგეხმარება?
ასევე იხილე “The Knight and Whitmer Families,” Revelations in Context, 20–24.
იესო ქრისტემ აარონის მღვდლობის აღსადგენად იოანე ნათლისმცემელი გამოგზავნა.
იოანე ნათლისმცემელმა ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის „თანამოაზრე მსახურები“ უწოდა. შენი აზრით, რას ნიშნავს იყო იოანე ნათლისმცემლის თანამოაზრე მსახური? (იხ. მათე 3:13–17; ლუკა 1:13–17; 3:2–20).
როდესაც წაიკითხავ, თუ რა თქვა იოანე ნათლისმცემელმა აარონის მღვდლობაზე ნაწილი 13-ში, დაფიქრდი, როგორ ეხმარება ამ მღვდლობის გასაღებები იოანეს მისიის შესრულებაში - მოამზადოს უფლის გზა. მაგალითად:
-
რას ნიშნავს ანგელოზთა მსახურება? (იხ. 2 ნეფი 32:2–3; მორონი 7:29–32.
-
რა არის „მონანიების სახარება“? (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:26–27.
როგორ გეხმარება აარონის მღვდლობის წეს-ჩვეულებები (როგორიცაა ნათლობა და ზიარება) გზის მომზადებაში, რათა მიიღო მხსნელი შენს ცხოვრებაში?
რა არის მღვდლობის გასაღებები?
უხუცესი დეილ გ. რენლანდი და მისი მეუღლე, რუთი, გვთავაზობენ მღვდლობის გასაღებების შემდეგ განმარტებას:
„ტერმინი მღვდლობის გასაღებები ორი სხვადასხვა გზით გამოიყენება. პირველი ეხება კონკრეტულ უფლებას ან პრივილეგიას, რომელიც ენიჭება ყველას, ვინც იღებს აარონის ან მელქიცედეკის მღვდლობას. მაგალითად, აარონის მღვდლობის მფლობლები იღებენ ანგელოზთა მსახურების გასაღებებს ასევე მონანიების მოსამზადებელი სახარებისა და ცოდვების მისატევებლად წყალში სრული ჩაძირვით ნათლობის გასაღებებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 13:1; 84:26–27). მელქიცედეკის მღვდლობის მფლობლები იღებენ სასუფევლის საიდუმლოებათა გასაღებს, ღვთის ცოდნის გასაღებს და ეკლესიის ყოველი სულიერი კურთხევის გასაღებებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:19; 107:18). …
„ტერმინი ‘მღვდლობის გასაღებები’ აგრეთვე გამოიყენება ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. მღვდლობის ხელმძღვანელები იღებენ დამატებით გასაღებებს - ეკლესიის ორგანიზაციული განყოფილების ან ქვორუმის თავმჯდომარეობის უფლებას. ამასთან მიმართებით, მღვდლობის გასაღებები არის უფლებამოსილება და ძალა, უხელმძღვანელონ და მართონ ეკლესიაში“ (The Melchizedek Priesthood: Understanding the Doctrine, Living the Principles [2018], 26).
Joseph Smith Baptizes Oliver Cowdery [ჯოზეფ სმითი ნათლავს ოლივერ ქაუდერის], დელ პარსონი
წეს-ჩვეულებების დახმარებით ღვთის ძალა მეძლევა.
ოდესმე გიფიქრია, როგორი იქნებოდა ჯოზეფ სმითთან და ოლივერ ქაუდერისთან ერთად ყოფნა აღდგენის ძირითადი მოვლენების დროს? როდესაც წაიკითხავ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:66–75-ს, მათ შორის მუხლი 71-ს ბოლოს არსებულ შენიშვნას, შესაძლოა ჩასწვდე მათ ზოგიერთ შეგრძნებას. რა შთაბეჭდილებას ახდენს შენზე მათი სიტყვები? განსაკუთრებით, გაითვალისწინე ის დალოცვები, რომლებიც მათ მღვდლობის და მონათვლის გამო მიიღეს. რა კურთხევები გიბოძა მხსნელმა მღვდლობის წეს-ჩვეულებების საშუალებით?
მეტის გასაგებად, შექმენი ცხრილი სათაურებით წეს-ჩვეულებები და დალოცვები. შემდეგ შეგიძლია მოძებნო მსგავსი წმინდა წერილები, რათა ჩამოთვალო წეს-ჩვეულებები და მათგან მომდინარე დალოცვები: იოანე 14:26; საქმეები 2:38; მოძღვრება და აღთქმები 84:19–22; 131:1–4; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:73–74. სხვა რა კურთხევებს დაამატებდი ამ სიას? როგორ მოგიტანა მიღებულმა წეს-ჩვეულებებმა მხსნელის ძალა ცხოვრებაში?
იხ. ასევე Topics and Questions [თემები და კითხვები], “Covenants and Ordinances [აღთქმები და წეს-ჩვეულებები],” Gospel Library [სახარების ბიბლიოთეკა].
სულების ქრისტესთან მიყვანა დიდი ღირსებაა.
ჯონ და პიტერ ვიტმერების მსგავსად ოდესმე გიფიქრია, რა იქნებოდა „ყველაზე ძვირფასი“ შენს ცხოვრებაში? (მოძღვრება და აღთქმები 15:4; 16:4). როდესაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 15–16-ს დაფიქრდი, რატომ აქვს სულების ქრისტესთან მიყვანას ასეთი დიდი ღირებულება. რას აკეთებ იმისთვის, რომ „სულები მოიყვანო“ ქრისტესთან?
უფალი იყენებს მოწმეებს საკუთარი სიტყვის დამტკიცებისთვის.
რა არის მოწმე? რატომ იყენებს უფალი მოწმეებს თავის საქმეში? (იხ. 2 კორინთელთა 13:1). დაფიქრდი ამ კითხვებზე, როდესაც კითხულობ ღვთის სიტყვებს სამი მოწმის მიმართ მოძღვრება და აღთქმები 17-ში. (ასევე იხ. „სამი მოწმის დამოწმება“ მორმონის წიგნში.) როგორ ეხმარებიან მოწმეები ღვთის „სამართლიანი მიზნების“ განხორციელებაში? (მუხლი 4).
რისი დამოწმება შეგიძლია?
A Day for the Eternities
იდეები ბავშვების სწავლებისთვის
მოძღვრება და აღთქმები 13; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:68–74
იოანე ნათლისმცემელმა აღადგინა აარონის მღვდლობა.
-
ამ მონახაზში მოცემული სურათები დაეხმარება შენს ბავშვებს, ვიზუალურად წარმოიდგინონ აარონის მღვდლობა. იქნებ მოინდომონ იმ მოვლენის დახატვა, რომლის შესახებაც მათთან ერთად წაიკითხე ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:68–74-ში?
2:12Angels Restore the Priesthood: Power to do God's work
-
შეგიძლია იოანე ნათლისმცემლის სურათიც აჩვენო, როცა ერთად წაიკითხავთ: მათე 3:13–17; ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:68–70. რატომ იყო მნიშვნელოვანი, რომ უფალმა გამოგზავნა იოანე ნათლისმცემელი, რათა მიენიჭებინა ჯოზეფ სმითისთვის მღვდლობის უფლებამოსილება ნათლობისთვის?
მოამზადე შენი ბავშვები მთელი სიცოცხლის მანძილზე ღვთის აღთქმის გზაზე სასიარულოდ. დამატებითი იდეები იმისთვის, რომ დაეხმარო ბავშვებს, ისწავლონ მღვდლობის ძალის, უფლებამოსილებისა და გასაღებების შესახებ, იხ. დანართი „ა“ ან დანართი „ბ“.
იესოს მონათვლის ილუსტრაცია, დენ ბური
ზეციური მამა მლოცავს აარონის მღვდლობის მეშვეობით.
-
მოძღვრება და აღთქმები 13-ში ნახსენები გასაღებების შესახებ დისკუსიის დაწყებისთვის, ბავშვებთან ერთად შეხედე გასაღებების შეკვრას და ისაუბრეთ, რისი გაკეთება შეიძლება გასაღებებით. დაეხმარე, იპოვონ სიტყვა გასაღებები მე-13 ნაწილში. მოძღვრება და აღთქმები 13 -ში მოცემული სხვა რა სიტყვები ან ფრაზები აღწერს აარონის მღვდლობის დალოცვებს?
Blessings of the Priesthood
მოძღვრება და აღთქმები 15:4–6; 16:4–6
იესო ქრისტესთან მისასვლელად სხვების დახმარება „ყველაზე ძვირფასი“ რამ არის.
-
ჯონ და პიტერ ვიტმერებს უნდოდათ გაეგოთ, რა იყო მათთვის ყველაზე ძვირფასი (იხ. მოძღვრება და აღთქმები 15:4; 16:4). შესაძლოა შენ და შენმა ბავშვებმა ისაუბროთ, რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი. როდესაც წაიკითხავთ მოძღვრება და აღთქმები 15:6 ან 16:6, სთხოვე შენს ბავშვებს, აწიონ ხელი, როცა გაიგებენ, თუ რას უწოდებს უფალი „ყველაზე ძვირფასს“.
-
რას ნიშნავს „სულები მოიყვანო [იესო ქრისტესთან]“? დაეხმარე შენს ბავშვებს შეადგინონ იდეების სია, როგორიცაა სხვებთან მეგობრობა, წმინდა წერილების მეგობართან გაზიარება ან ლოცვა გაჭირვებულისთვის. ბავშვებს შეუძლიათ თავადაც გააკეთონ ნახატები. სთხოვე, სიიდან აირჩიონ ისეთი რამ, რასაც გააკეთებენ.
მე შემიძლია ვიყო მორმონის წიგნის მოწმე.
-
როდესაც წაიკითხავ მოძღვრება და აღთქმები 17:5–6, უთხარი ბავშვებს, საიდან იცი, რომ მორმონის წიგნი ჭეშმარიტია. როგორ ვიყოთ მორმონის წიგნის მოწმეები?
4:58Witnessess See the Book of Mormon Plates: Bearing testimony to the world