„აღდგენის ხმები: მორმონის წიგნის თარგმნა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)
„მორმონის წიგნის თარგმნა“, მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025
აღდგენის ხმები
მორმონის წიგნის თარგმნა
1829 წლის აპრილში, როცა მოძღვრება და აღთქმების ნაწილები 6-9 იქნა მიღებული, ჯოზეფ სმითის ძირითადი საქმე მორმონის წიგნის თარგმნა იყო. ჩვენ არ ვიცით ბევრი დეტალი სასწაულებრივი თარგმნის პროცესის შესახებ, მაგრამ ვიცით, რომ ჯოზეფ სმითი იყო ნათელმჭვრეტელი, რომელიც იყენებდა ღმერთის მიერ მომზადებულ იარაღებს: ორ გამჭვირვალე ქვას, რომელსაც ერქვა ურიმი და თუმიმი და კიდევ ერთ ქვას — ნათელმჭვრეტლის ქვას.
როდესაც მოგვიანებით სთხოვეს ეთქვა, როგორ თარგმნა ეს ჩანაწერი, ჯოზეფმა თქვა, რომ „მსოფლიოსთვის ყველა დეტალის გამხელა არ იყო გამიზნული“. მან უბრალოდ განაცხადა, რომ ის ითარგმნა „ღვთის ძღვენითა და ძალით“.
შემდეგი განცხადებები, თვითმხილველებიდან თარგმნის პროცესამდე, მხარს უჭერს ჯოზეფის დამოწმებას.
არსებობს ვარაუდი, რომ ეს ყუთი, რომელიც ჰაირამ სმითს ეკუთვნოდა, გამოიყენებოდა ოქროს ფირფიტების დროებით სამალავად.
ემა სმითი
„როდესაც ჩემი ქმარი მორმონის წიგნს თარგმნიდა, მე მისი ნაწილი დავწერე. ის თითოეულ წინადადებას მკარნახობდა, მე სიტყვა-სიტყვით ვიწერდი და როდესაც მას საკუთარი სახელები ხვდებოდა, რომლებსაც ვერ წარმოთქვამდა ან გრძელი სიტყვები, ის მარცვლიდა მათ, ხოლო როცა მათ ვწერდი, თუ რაიმე შეცდომას დავუშვებდი მართლწერაში, ის მაჩერებდა და მართლწერას ასწორებდა, თუმცა შეუძლებელი იყო დაენახა, როგორ ვწერდი მათ იმ დროს. თავდაპირველად ის სიტყვა „სარასაც“ კი ვერ წარმოთქვამდა, უბრალოდ მარცვლიდა და მე ვეხმარებოდი, წარმოთქმას ვასწავლიდი“.
„ფირფიტები ხშირად მაგიდაზე იდო, არ იყო დამალული, უბრალოდ ჩემ მიერ მიცემულ პატარა ტილოში ჰქონდა გახვეული. ერთხელ ვიგრძენი ფირფიტები, როცა ისინი მაგიდაზე იდო და მათი კონტური და ფორმა ჩანდა. ისინი თითქოს და სქელი ქაღალდივით მოქნილი იყო და მეტალის ხმით შრიალებდა, როცა მათი კიდეები ცერა თითით გადაიშლებოდა, წიგნის კიდეების მსგავსად. …
„მე მწამს, რომ მორმონის წიგნი ღვთიური სინამდვილეა, ამაში ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი. მე კმაყოფილი ვარ, რადგან ვერცერთი ადამიანი ვერ უკარნახებს სხვას ხელნაწერის დაწერას, თუ ის არ არის შთაგონებული; როცა მისი მწერალი ვიყავი, [ჯოზეფი] საათობით მკარნახობდა; ხოლო ჭამის შემდეგ ან შეწყვეტის შემდეგ როცა ბრუნდებოდა, მაშინვე იწყებდა იქიდან, სადაც შეჩერდა, არც ხელნაწერის ნახვა სჭირდებოდა და არც რომელიმე ნაწილის წაკითხვა. ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო. დაუჯერებელი იქნებოდა, რომ სწავლულ კაცს ამის გაკეთება შეეძლო; ხოლო ისეთი უსწავლელისთვის, როგორიც ის იყო, ეს უბრალოდ შეუძლებელი ჩანდა”.
ოლივერ ქაუდერი
„ჩემი კალმით დავწერე მთელი მორმონის წიგნი (რამდენიმე გვერდის გარდა), როგორც ეს წინასწარმეტყველის ბაგეებიდან ამოდიოდა, როგორც ის თარგმნიდა ღვთის ძღვენითა და ძალით, ურიმისა და თუმიმის საშუალებით ან, როგორც მას წიგნი უწოდებს, წმინდა მთარგმნელი ხელსაწყოებით. საკუთარი თვალით ვიხილე და ხელში მეკავა ის ოქროს ფირფიტები, საიდანაც წიგნი გადმოითარგმნა. ასევე ვუყურებდი მთარგმნელ ხელსაწყოებს”.