Doctrine and Covenants 2025
3-9 თებერვალი: „ეს არის გამოცხადების სული“: მოძღვრება და აღთქმები 6–9


„3-9 თებერვალი: „ეს არის გამოცხადების სული“: მოძღვრება და აღთქმები 6–9“ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: მოძღვრება და აღთქმები 2025 (2025)

„მოძღვრება და აღთქმები 6–9“ მოდი და გამომყევი — სახლისთვის და ეკლესიისთვის: 2025

ოლივერ ქაუდერის გამოსახულება, რომელიც ბატის ფრთის კალმით წერს

3-9 თებერვალი: „ეს არის გამოცხადების სული“

მოძღვრება და აღთქმები 6–9

1828 წლის შემოდგომაზე, სკოლის ახალგაზრდა მასწავლებელმა, სახელად ოლივერ ქაუდერიმ, მასწავლებლად დაიწყო მუშაობა მანჩესტერში, ნიუ-იორკში და ლუსი და ჯოზეფ სმით უფროსის ოჯახში დაბინავდა. ოლივერს სმენოდა მათი ვაჟის, ჯოზეფისა, და მისი შესანიშნავი გამოცდილების შესახებ და ოლივერს, რომელიც თავს ჭეშმარიტების მაძიებლად თვლიდა, მეტის გაგება სურდა. სმითებმა აღწერეს ანგელოზების მობრძანება, უძველესი ჩანაწერი და ღვთის ძალით თარგმნის ნიჭი. ოლივერი აღფრთოვანდა. შეიძლებოდა ეს ყველაფერი ჭეშმარიტება ყოფილიყო? ლუსიმ და ჯოზეფ უფროსმა მას ისეთი რჩევა მისცეს, რომელიც ყველა ჭეშმარიტების მაძიებელს დაეხმარება: ილოცეთ და უფალს ჰკითხეთ.

ოლივერი ასეც მოიქცა. უფალმა „[მას] გონება [დაუმშვიდა]“ და ამით უპასუხა (მოძღვრება და აღთქმები 6:23). ოლივერის აღმოჩენით გამოცხადება მხოლოდ ჯოზეფ სმითის მსგავსი წინასწარმეტყველებისთვის როდია. ის ყველასთვის არის, ვისაც ეს სურს და გულმოდგინედ ეძებს. ოლივერს კიდევ უამრავი რამ ჰქონდა სასწავლი, თუმცა შემდეგი ნაბიჯისთვის მან საკმარისი იცოდა. მან იცოდა, რომ უფალი ჯოზეფ სმითის საშუალებით რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებდა და მასაც სურდა მონაწილეობის მიღება.

25:1

Days of Harmony

სწავლის ხატულა

იდეები სახლში და ეკლესიაში სწავლისთვის

მოძღვრება და აღთქმები 6; 8–9

სემინარიის ხატულა
ზეციური მამა სულიწმინდის მეშვეობით მესაუბრება.

1829 წლის გაზაფხულზე, ოლივერ ქაუდერი მოხალისედ გამოცხადდა ჯოზეფ სმითის მწერლად მორმონის წიგნის თარგმნის საქმეში. ამ გამოცდილებამ ის აღაფრთოვანა და აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა, თავადაც მიეღო გამოცხადება და თარგმნის ძღვენი. თუმცა, მისი პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა.

თუ ოდესმე გიჭირდა გამოცხადების მიღება ან გაგება, შეიძლება შენი გამოცდილება დაუკავშირო ოლივერის გამოცდილებას და მისგან ისწავლო. მოძღვრება და აღთქმები 6, 8და 9-ს წაკითხვისას, დააკვირდი, რა ასწავლა უფალმა ოლივერს პირადი გამოცხადების შესახებ. მაგალითად:

  • რას გვეუბნება შემდეგი ნაწყვეტები — მოძღვრება და აღთქმები 6:5–7; 8:1; 9:7–8, რას მოითხოვს უფალი ჩვენგან, სანამ საკუთარ ნებას გაგვიმხელს?

  • რას სწავლობ შემდეგი წყაროებიდან — მოძღვრება და აღთქმები 6:14–17, 22–24; 8:2–3; 9:7–9 გამოცხადების მიღების სხვადასხვა გზებზე? როგორ შეგიძლია მისი ამოცნობა?

  • კიდევ რას სწავლობ გამოცხადებაზე წინამდებარე ნაწილებიდან?

ოლივერის გამოცდილების გამო შესაძლოა „გაიხსენ[ო]“ მომენტები, როცა იგრძენი, რომ უფალი გესაუბრებოდა (მოძღვრება და აღთქმები 6:22). ჩაგინიშნავს შენი აზრები ან შეგრძნებები ამ გამოცდილებების შესახებ? თუ ჩაგინიშნავს, გადახედე ჩანაწერებს. თუ არა, გამოყავი დრო და დაწერე რაც გახსოვს. იფიქრე იმაზე, თუ როგორ შეგიძლია გააგრძელო ამ გამოცდილებიდან ძალის მიღება.

ეკლესიის რამდენიმე ხელმძღვანელმა გააზიარა თავისი გამოცდილება გამოცხადებასთან დაკავშირებით ვიდეო კრებულში „უსმინეთ მას“. ამ ვიდეოდან ერთის ან მეტის ნახვის შემდეგ, შესაძლოა მიიღო შთაგონება, ჩაწერო საკუთარი გამოცდილება იმაზე, თუ როგორ გელაპარაკებოდა უფალი.

ასევე იხილე “Oliver Cowdery’s Gift,” Revelations in Context-ში, 15–19.

მოძღვრება და აღთქმები 6:18–21, 29–37

დაეყრდენით ქრისტეს ყოველ ფიქრში.

უფალმა იცოდა, რომ ჯოზეფ სმითს უნდა განეცადა „მძიმე პირობები“ მომავალ წლებში (მოძღვრება და აღთქმები 6:18). მან ასევე იცის, რა განსაცდელები გელის მომავალში. რა იპოვე უფლის დარიგებაში ჯოზეფსა და ოლივერს, რომელიც მოცემულია შემდეგ წყაროში: მოძღვრება და აღთქმები 6:18–21, 29–37 რაც გეხმარება ენდო მას?

შენი აზრით, რას ნიშნავს „დაეყრდენით [ქრისტეს] ყოველ ფიქრში“? (მუხლი 36). როგორ შეგიძლია ამის გაკეთება უფრო თანმიმდევრულად — კარგ პერიოდში და „მძიმე პირობებში“? იფიქრე პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის დარიგებაზე: „გონებრივად ძალიან რთულია ცდილობდე, დაეყრდნო მას ყოველ ფიქრში. თუმცა, როცა ამას ვახერხებთ, ჩვენი ეჭვები და შიში სადღაც ქრება“ (“Drawing the Power of Jesus Christ into Our Lives,” Liahona, 41).

იხ. ასევე ნილ ლ. ანდერსენი: „ჩემი გონება ჩაეჭიდა ფიქრს იესო ქრისტეს შესახებ“, Liahona, მაისი, 2023 წ., 91–94.

გამოსახულება ჩვენი მხსნელის გაშლილი ხელისა, სადაც ხელის გულზე ლურსმნის კვალია

დეტალი, Behold My Hand [შეხედეთ ჩემს ხელს], ჯეფრი ვარდი

მოძღვრება და აღთქმები 6:29–37

„ნუ გეშინიათ სიკეთის კეთების“.

ზოგჯერ რატომ „[გვეშინია] სიკეთის კეთების“? (მუხლი 33). რას პოულობ მოძღვრება და აღთქმები 6:29–37 -ში რაც სიკეთის კეთებისკენ გიბიძგებს? იმღერე ან მოუსმინე საგალობელს, რომელიც შთაგაგონებს იყო მხნედ ქრისტეში, მაგალითად, „მოდით, განვაგრძოთ” (საგალობლები, გვ. 10).

მოძღვრება და აღთქმები 6–7; 9:3, 7–14

„რასაც ისურვებ ჩემგან, ის მოგეცემა“.

დააკვირდი, რამდენჯერ არის ნახსენები სიტყვები „ისრუვებ“, „სურვილი“ მე-6 და მე-7 ნაწილში. რას სწავლობ ამ ნაწილებიდან იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ღმერთი შენს სურვილებს? საკუთარ თავს დაუსვი უფლის შეკითხვა მოძღვრება და აღთქმები 7:1-დან: „რა გსურს“?

ოლივერ ქაუდერის ერთ-ერთი სამართლიანი სურვილი — ეთარგმნა ისე, როგორც ამას ჯოზეფ სმითი აკეთებდა — არ შესრულდა. როდესაც კითხულობ მოძღვრება და აღთქმები 9:3, 7–14-ს, რა შთაბეჭდილებებს იღებ, რაც შეიძლება დაგეხმაროს, როცა შენი სამართლიანი სურვილები ამ ეტაპზე შეუსრულებელი რჩება?

ასევე იხ. მოძღვრება და აღთქმები 11:8.

ბავშვთა განყოფილება 03

იდეები ბავშვების სწავლებისთვის

მოძღვრება და აღთქმები 6:5, 15–16, 22–23; 8:2; 9:7–9

ზეციური მამა სულიწმინდის მეშვეობით მესაუბრება.

  • ჭეშმარიტება, რომელიც ოლივერ ქაუდერიმ შეიტყო პირად გამოცხადებაზე, დაეხმარება შენს ბავშვებს, როდესაც ისინი სულიწმინდის ამოცნობის უნარს განავითარებენ. გაუზიარეთ ერთმანეთს, ისტორიის რომელი ნაწილი მოგეწონათ. ამავე დროს, ხაზი გაუსვი იმას, რაც უფალმა ასწავლა ოლივერს იმის შესახებ, თუ როგორ გაიგონოს ღვთის ხმა და წაიკითხე შესაბამისი მუხლები, მაგალითად, მოძღვრება და აღთქმები 6:23 ან 9:7–9.

    3:11

    The Lord Sends Oliver Cowdery: Learning about how God speaks to us

    ოლივერ ქაუდერი წერს, ჯოზეფ სმითი უყურებს

    ოლივერ ქაუდერიმ გამოცხადების შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც ჯოზეფ სმითს მორმონის წიგნის თარგმნაში ეხმარებოდა.

  • ასევე შეგიძლია სთხოვო ბავშვებს, შეეხონ საკუთარ თავსა და მკერდს, როდესაც წაიკითხავ სიტყვებს „გონება“ და „გული“ მოძღვრება და აღთქმები 8:2-ში. უთხარი ბავშვებს, შენი გამოცდილებით, როგორია, როცა სულიწმინდა გონებასა და გულში გესაუბრება. დაეხმარე, იპოვონ პასუხები კითხვაზე — „როგორ გვესაუბრება სულიწმინდა“? შემდეგ მუხლებში: მოძღვრება და აღთქმები 6:15–16, 22–23; 8:2; 9:7–9.

გამოიყენე ისტორიები. ისტორიები ბავშვებს სახარების პრინციპების გაგებაში დაეხმარება, რადგან ეს ისტორიები აჩვენებენ, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები ამ პრინციპებით. სწავლებისას იპოვე გზები, რათა ჩართო ისტორიები — წმინდა წერილებიდან, ეკლესიის ისტორიიდან ან საკუთარი ცხოვრებიდან — რაც წმინდა წერილის პრინციპებს გამოსახავს.

მოძღვრება და აღთქმები 6:34

იესო ქრისტეს დამსახურებაა, რომ მე „არ მეშინია“.

  • უფალმა ჯოზეფს და ოლივერს უთხრა: „ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ“ (მოძღვრება და აღთქმები 6:34). სთხოვე ბავშვებს, ეს ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორონ შენთან ერთად. შეიძლება მოეწონოთ და გაითამაშონ სამწყსო ან შეშინებული ცხვარი. რისი ეშინია ცხვარს? შემდეგ, შეხედე სურათს შენს ბავშვებთან ერთად, სადაც გამოსახულია ჩვენი მხსნელი, როგორც მწყემსი (ერთ-ერთი მოცემულია ამ მონახაზის ბოლოში) და ისაუბრეთ, თუ როგორ ზრუნავს ის ჩვენზე, როგორც მწყემსი ცხვრის ფარაზე.

  • ჩართე ან იმღერე სიმღერა ქრისტეში გამბედაობის პოვნაზე, მაგალითად: „მოდით, განვაგრძოთ” (საგალობლები, გვ. 10). რას გვასწავლის სიმღერა, როგორ გვეხმარება ჩვენი მხსნელი, რომ არ გვეშინოდეს?

მოძღვრება და აღთქმები 6:36

მე შემიძლია ქრისტეს დავეყრდნო ყოველ ფიქრში.

  • მოძღვრება და აღთქმები 6:36--ის წაკითხვის შემდეგ, შენს ბავშვებთან ერთად დახატე, რათა დაიმახსოვროთ, რომ უნდა „[დაეყრდნოთ იესო ქრისტეს] ყოველ ფიქრში“. ნახატები ერთმანეთს გაუზიარეთ და ადგილი მოუძებნეთ, რათა ბავშვებმა ხშირად შეხედონ.

ქრისტე სამწყსოსთან

The Lord is My Shepherd [უფალი ჩემი მწყემსია], იონსუნ კიმი

გასართობი გვერდი ბავშვებისათვის